არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთი ზრუნავს თქვენზე!

ღმერთი ზრუნავს თქვენზე!

ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ღვთის სიტყვაა, ამიტომ საუკეთესო ხელმძღვანელობას გვიწევს. მართალია, სამედიცინო სახელმძღვანელო არ არის, მაგრამ პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს, როგორ გავართვათ თავი სტრესულ სიტუაციებს, მშფოთვარე ფიქრებს, ემოციურ ტკივილს და ფიზიკურ თუ მენტალურ პრობლემებს.

რაც ყველაზე მთავარია, ბიბლია გვარწმუნებს, რომ ჩვენს შემოქმედს, იეჰოვას, a საუკეთესოდ ესმის ჩვენი. მასავით ვერავინ გაგვიგებს, რატომ მოგვდის უარყოფითი აზრები და რატომ გვეუფლება უსიამოვნო გრძნობები. ღმერთს დიდი სურვილი აქვს, რომ ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმაროს. მაგალითისთვის დავფიქრდეთ ორ ბიბლიურ მუხლზე:

„იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 34:18).

„მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები!“ (ᲔᲡᲐᲘᲐ 41:13).

და მაინც, როგორ გვეხმარება ღმერთი მენტალური პრობლემების დროს? მომდევნო სტატიები დაგარწმუნებთ, რომ ის მრავალმხრივ ზრუნავს თქვენზე.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).