არჩეულ მასალაზე გადასვლა

აუწყეთ სასიხარულო ცნობა!

იეჰოვას მოწმეთა 2024 წლის რეგიონული კონგრესი

დასწრება თავისუფალია არ ხდება ფულის აკრეფა

რა იქნება წარმოდგენილი

პარასკევი: გაიგებთ, რა ადასტურებს, რომ, რასაც სახარებები მოგვითხრობს იესოს შესახებ, ზუსტი და სანდოა. შეიტყობთ იმასაც, დღეს როგორ გვადგება სახარებებში ჩაწერილი ინფორმაცია.

შაბათი: გაიგებთ, რა იყო ნაწინასწარმეტყველები იესოს დაბადებასა და ბავშვობის პერიოდზე და როგორ შესრულდა ისინი.

კვირა: მოისმენთ ბიბლიაზე დაფუძნებულ საჯარო მოხსენებას „რატომ არ გვაშინებს ცუდი ამბები?“ და გაიგებთ, რა ეხმარება დღეს მილიონობით ადამიანს, თავი დაცულად და იმედიანად იგრძნოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად.

ფილმი

იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით, სერია 1

ჭეშმარიტი სინათლე ქვეყნიერებას მოევლინა

იესოს სასწაულებრივი დაბადება ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა იყო. მშობლებმა ის ეგვიპტეში გადამალეს, რომ ბოროტ მეფეს არ მოეკლა. როცა წამოიზარდა, მისით მასწავლებლები გაოცებული იყვნენ. ფილმი, რომელიც ნაჩვენები იქნება პარასკევსა და შაბათს, ასახავს ამ და სხვა მოვლენებს.

უყურეთ ვიდეოებს, რომლებიც წარმოდგენას შეგიქმნით წლევანდელ კონგრესზე.

როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა კონგრესები?

გაიგეთ, რა ხდება იეჰოვას მოწმეების კონგრესებზე.

იეჰოვას მოწმეთა 2024 წლის რეგიონული კონგრესი „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“

გაიგეთ, რას გაესმება ხაზი წლევანდელ კონგრესზე.

ფილმის ანონსი: იესოს ცხოვრება სახარებების მიხედვით

ბევრს სმენია, რომ იესო სასწაულებრივად დაიბადა. რა მოვლენები უძღოდა წინ იესოს დაბადებას და რა მოხდა შემდეგ?