არჩეულ მასალაზე გადასვლა

თქვენ ქრისტიანები ხართ?

თქვენ ქრისტიანები ხართ?

 დიახ. ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ადასტურებს რომ ქრისტიანები ვართ:

  •   ჩვენ ვცდილობთ ზუსტად მივყვეთ იესოს სწავლებებსა და ცხოვრების წესს (1 პეტრე 2:21).

  •   ჩვენ გვჯერა, რომ ხსნა მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი, რადგან „სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12).

  •   იეჰოვას მოწმეები იესოს სახელით ინათლებიან (მათე 28:18, 19).

  •   ჩვენ იესოს სახელით ვლოცულობთ (იოანე 15:16).

  •   ჩვენ გვჯერა, რომ იესო ღვთის მიერ დანიშნული თავი, ანუ ყველა ადამიანის ზედამხედველია (1 კორინთელები 11:3).

 ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფებსა და ჩვენ შორის მართლაც დიდი სხვაობაა. მაგალითად, ჩვენ გვჯერა ბიბლიური სწავლების, რომ იესო ღვთის ძეა და არა სამების ნაწილი (მარკოზი 12:29). ჩვენ არ გვწამს სულის უკვდავების. ჩვენ არც ჯოჯოხეთის არსებობის გვჯერა, რადგან ბიბლიაში გაკვრითაც კი არ არის მოხსენიებული, რომ ღმერთი ადამიანებს მარადიულად ტანჯავს. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ რელიგიური ლიდერების საქმიანობა და მათი ტიტულები მათ სხვებზე აღმატებულს ხდის (ეკლესიასტე 9:5; ეზეკიელი 18:4; მათე 23:8—10).