არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ ან რა არის „ღვთის სიტყვა“?

ვინ ან რა არის „ღვთის სიტყვა“?

ბიბლია გვპასუხობს

 ფრაზაში „ღვთის სიტყვა“ ძირითადად ღვთის ცნობა იგულისხმება (ლუკა 11:28). ბიბლიაში ზოგან „ღვთის სიტყვა“ ან „სიტყვა“ ტიტულის სახით გვხვდება (გამოცხადება 19:13; იოანე 1:14).

 ღვთის ცნობა: წინასწარმეტყველები ხშირად ცნობას, რასაც ისინი ადამიანებს გადასცემდნენ, „ღვთის სიტყვას“ უწოდებდნენ. მაგალითად, იერემიამ წინასწარმეტყველურ ცნობაზე თქვა, რომ იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა (იერემია 1:4, 11, 13; 2:1). ვიდრე წინასწარმეტყველი სამუელი საულს ეტყოდა, რომ ღმერთმა ის მეფედ აირჩია, მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გაჩერდი, რომ ღვთის სიტყვა გაგიცხადო“. (1 სამუელი 9:27).

 ტიტული: ბიბლიაში „სიტყვა“ იესო ქრისტეს ეწოდება. ამ ტიტულით იგი მოხსენიებულია როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე ცხოვრების დროს. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი:

  •   „სიტყვა“ მანამ არსებობდა, სანამ ქმნილებები გაჩნდებოდნენ. „დასაწყისში იყო სიტყვა ... ის დასაწყისში ღმერთთან იყო“ (იოანე 1:1, 2). იესო არის „პირმშო ყველა ქმნილებას შორის ... ის არის ყველაფერზე უწინ“ (კოლოსელები 1:13—15, 17).

  •   „სიტყვა“ დედამიწას ადამიანად მოევლინა. „სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა“ (იოანე 1:14). იესო ქრისტემ „ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა“ (ფილიპელები 2:5—7).

  •   „სიტყვა“ არის ღვთის ძე. მას შემდეგ, რაც მოციქულმა იოანემ თქვა, რომ „სიტყვა ხორცი გახდა“, მან დასძინა: „ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის დიდება“ (იოანე 1:14). იოანემ აგრეთვე დაწერა: „იესო ქრისტე ღვთის ძეა“ (1 იოანე 4:15).

  •   „სიტყვა“ ღვთის თვისებებს ირეკლავს. „სიტყვა იყო ღმერთი“, „ღვთაებრივი“ (იოანე 1:1; „ამერიკული თარგმანი“). იესო „არის მისი დიდების ანარეკლი და ზუსტად წარმოგვიდგენს მას“ (ებრაელები 1:2, 3).

  •   „სიტყვა“ არის მეფე. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ღვთის სიტყვას“ თავზე „მრავალი გვირგვინი ადგას“ (გამოცხადება 19:12, 13). „სიტყვას“ აგრეთვე „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ ეწოდება (გამოცხადება 19:16). ბიბლიაში იესო ქრისტეზეც ვკითხულობთ, რომ ის არის „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ (1 ტიმოთე 6:14, 15).

  •   „სიტყვა“ ღვთის წარმომადგენელიცაა. „სიტყვა“ იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი ამ ტიტულის მატარებელს თავისი ცნობისა და მითითებების გადასაცემად იყენებს. იესომ თავად თქვა, რომ ღვთის ცნობის გადამცემი იყო. ის ამბობს: „ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ ... მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო“ (იოანე 12:49, 50).