არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია სხვადასხვა რასის ადამიანების ქორწინებაზე?

რას ამბობს ბიბლია სხვადასხვა რასის ადამიანების ქორწინებაზე?

ბიბლია გვპასუხობს:

 ღვთისთვის მიუღებელი არ არის სხვადასხვა რასის კაცისა და ქალის ქორწინება, რადგან მის თვალში ყველა რასის წარმომადგენელი თანასწორია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

 განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური პრინციპი, რომელიც ეხება რასობრივ თანასწორობასა და ქორწინებას.

ყველა რასას ერთი საწყისი აქვს

 ყველა წარმოიშვა პირველი მამაკაცის, ადამისა და მისი ცოლისგან, ევასგან, რომელსაც ბიბლია „ყოველი ცოცხალის დედას“ უწოდებს (დაბადება 3:20). სწორედ ამიტომ ბიბლიაში ღმერთზე ნათქვამია: „ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი“ (საქმეები 17:26). ყველა ადამიანი, რომელ რასასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, ერთი ოჯახის წევრია. მაშ, რატომ ყოფენ ადამიანებს კლასებად და რატომ არსებობს რასობრივი დისკრიმინაცია?

„მოთათბირეებთან სიბრძნეა“

 მართალია, ღვთისთვის მისაღებია განსხვავებული რასის ადამიანების ქორწინება, მაგრამ ყველა არ იზიარებს ამ თვალსაზრისს (ესაია 55:8, 9). თუ სხვა რასის წარმომადგენელზე აპირებთ დაქორწინებას, თქვენ და თქვენმა მომავალმა მეუღლემ უნდა იმსჯელოთ შემდეგ საკითხებზე:

  •   როგორ გავუმკლავდებით პრობლემებს, რომლებიც რასობრივი დაპირისპირების ნიადაგზე წამოიჭრება ჩვენს ოჯახში ან სამეზობლოში?

  •   როგორ დავეხმარებით შვილებს, ებრძოლონ წინასწარ შექმნილ არასწორ აზრს?

 ერთად თათბირი დაგეხმარებათ, მტკიცე ოჯახი გქონდეთ (იგავები 13:10; 21:5).