არჩეულ მასალაზე გადასვლა

რაზე შეგვიძლია ვილოცოთ?

რაზე შეგვიძლია ვილოცოთ?

ბიბლია გვპასუხობს:

 ყველაფერზე შეგვიძლია ვილოცოთ, რაც ღვთის ნებას შეესაბამება. „რაც უნდა ვთხოვოთ მისი [ღვთის] ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14). შეგიძლიათ ლოცვის დროს პირადი სატკივარი გაუზიაროთ ღმერთს? დიახ, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „გული გადმოუღვარეთ მას [ღმერთს]“ (ფსალმუნი 62:8).

რა შეგვიძლია ვთხოვოთ ლოცვაში ღმერთს:

  •   რწმენა განგვიმტკიცოს (ლუკა 17:5).

  •   მოგვცეს წმინდა სული, თავისი მოქმედი ძალა, რათა გავაკეთოთ ის, რაც სწორია (ლუკა 11:13).

  •   გაგვაძლიეროს სირთულეებისა და ცდუნებების დროს (ფილიპელები 4:13).

  •   მოგვცეს შინაგანი სიმშვიდე (ფილიპელები 4:6, 7).

  •   მოგვცეს სიბრძნე სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად (იაკობი 1:5).

  •   უზრუნველგვყოს ყოველივე აუცილებლით (მათე 6:11).

  •   მოგვიტევოს ცოდვები (მათე 6:12).