არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის „ოქროს წესი“?

რა არის „ოქროს წესი“?

ბიბლიის თვალსაზრისი

 ბიბლიაში ვერსად შეხვდებით ფრაზას „ოქროს წესი“. თუმცა ბევრი ამ სიტყვებს იყენებს იმ ქცევის წესის აღსანიშნავად, რომელიც იესომ გვასწავლა. ცნობილ მთაზე ქადაგებისას ღვთის ძემ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12; ლუკა 6:31). „ოქროს წესი“ შემდეგნაირადაც განიმარტება: „ისევე მოეპყარი სხვებს, როგორც შენ ისურვებდი, რომ მოგპყრობოდნენ“ (Encyclopedia of Philosophy).

 რას მოიცავს „ოქროს წესი“?

 „ოქროს წესი“ მოგვიწოდებს, ისე მოვექცეთ სხვებს, როგორც ჩვენ გვსურს, რომ მოგვექცნენ. მაგალითად, ადამიანები აფასებენ, როცა მათ მიმართ პატივისცემას, სიყვარულსა და სიკეთეს ავლენენ. აქედან გამომდინარე, სწორედ ასე უნდა მოვექცეთ მათ (ლუკა 6:31).

 რა სიკეთე მოაქვს „ოქროს წესის“ გამოყენებას?

 „ოქროს წესი“ ნებისმიერ სიტუაციაში გამოგვადგება. მაგალითად:

 „ოქროს წესი“ აერთიანებს „ძველი აღთქმაში“ მოცემულ ძირითად პრინციპებს. იესომ აღნიშნა, რომ: „ეს არის კანონისა [ბიბლიის პირველი ხუთწიგნეული] და წინასწარმეტყველებების [წინასწარმეტყველური წიგნები] არსი“ (მათე 7:12). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ოქროს წესი“ მოიცავს „ძველი აღთქმის“ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრინციპს — გვიყვარდეს მოყვასი (რომაელები 13:8—10).

 მოიცავს „ოქროს წესი“ გაცემასთან ერთად მიღებასც?

 არა. „ოქროს წესის“ ძირითადი არსი გაცემაა. ამ საკითხზე საუბრისას იესოს მხედველობაში ჰყავდა არა მხოლოდ ჩვენი მოყვასი, არამედ მტრებიც (ლუკა 6:27—31, 35). აქედან გამომდინარე, „ოქროს წესი“ მოგვიწოდებს, ყველა ადამიანს კარგი გავუკეთოთ.

 როგორ შეგიძლიათ „ოქროს წესის“ გამოყენება?

  1.  1) იყავით დაკვირვებული. ყურადღებით დააკვირდით თქვენ გარშემო ადამიანებს. მაგალითად, შეიძლება შენიშნოთ, რომ ვინმეს მძიმე ჩანთები მოაქვს და დახმარება სჭირდება, ან შეიტყოთ, რომ ახლობელი საავადმყოფოშია, ან შეამჩნიოთ, რომ თანამშრომელი გულგატეხილია. თუ სხვებზე იფიქრებთ, დაინახავთ, რით შეგიძლიათ მხარში ამოუდგეთ მათ (ფილიპელები 2:4).

  2.  2) იყავით თანამგრძნობი. თავი სხვის ადგილზე წარმოიდგინეთ. რას იგრძნობდით მსგავს სიტუაციაში? (რომაელები 12:15). თუ შეეცდებით, გაითავისოთ მათი გრძნობები, ეს დახმარების სურვილს გაგიჩენთ.

  3.  3) იყავით მოქნილი. გახსოვდეს, ყველა ერთნაირი არ არის. ის, რაც ერთ ადამიანს სიამოვნებს, თქვენ შეიძლება სულაც არ გესიამოვნოთ. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, რისი გაკეთებით შეიძლება ასიამოვნოთ სხვებს (1 კორინთელები 10:24).