არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია დინოზავრების შესახებ?

რას ამბობს ბიბლია დინოზავრების შესახებ?

ბიბლიის თვალსაზრისი

 ბიბლიაში პირდაპირ არაფერია ნათქვამი დინოზავრებზე. თუმცა მასში წერია, რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ცხოველებიც ღმერთმა შექმნა a (გამოცხადება 4:11). მართალია, ბიბლია დინოზავრებს კონკრეტულად არ მოიხსენიებს, მაგრამ მასში მოხსენიებულ ცხოველთა სახეობებს შორის შესაძლოა დინოზავრებიც იგულისხმებოდეს:

სხვა ცხოველებისგან წარმოიშვნენ დინოზავრები?

 აღმოჩენილი ნამარხები ადასტურებს, რომ დინოზავრები სხვა ცოცხალი ორგანიზმების მუტაციის შედეგად არ გაჩენილან, როგორც ამას ევოლუციის თეორია ასწავლის. ეს ეთანხმება ბიბლიაში ჩაწერილს, რომ ყველა ცხოველი ღმერთმა შექმნა. მაგალითად, ფსალმუნის 146:6-ში ღმერთზე ნათქვამია, რომ მან „შექმნა ცა და დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია“.

როდის არსებობდნენ დინოზავრები?

 ბიბლიაში აღწერილია, რომ ღმერთმა წყლისა და ხმელეთის ცხოველები მეხუთე და მეექვსე შემოქმედებით დღეს შექმნა b (დაბადება 1:20—25, 31). აქედან გამომდინარე, დინოზავრებს შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეარსებათ.

დინოზავრები იყვნენ ბეჰემოთი და ლევიათანი?

 არა. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, იობის წიგნში მოხსენიებული ბეჰემოთი და ლევიათანი რომელი ცხოველები არიან, თუმცა, როგორც ჩანს, მათში ჰიპოპოტამი და ნიანგი იგულისხმება. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს მათი აღწერილობა, რომელსაც იობის წიგნში ვხვდებით (იობი 40:15—23; 41:1, 14—17, 31). ნებისმიერ შემთხვევაში ბეჰემოთსა და ლევიათანში შეუძლებელია დინოზავრები იგულისხმებოდეს. იმ დროისთვის, როცა ღმერთმა იობს უთხრა, პირადად დაკვირვებოდა ამ ცხოველებს, დინოზავრები აღარ არსებობდნენ (იობი 40:16; 41:8).

რა დაემართათ დინოზავრებს?

 ბიბლია არაფერს ამბობს დინოზავრების გადაშენების შესახებ. თუმცა მასში ნათქვამია, რომ ყველაფერი ღვთის „ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხადება 4:11). აქედან გამომდინარე, ღმერთმა დინოზავრები გარკვეული მიზნით შექმნა და როდესაც ეს მიზანი მიღწეულ იქნა, მან დაუშვა, რომ ისინი გადაშენებულიყვნენ.

a არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ნამარხები ადასტურებს, რომ ერთ დროს დინოზავრები არსებობდნენ. უფრო მეტიც, ნამარხები ამტკიცებს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ფორმისა და ზომის უამრავი დინოზავრი არსებობდა.

b ბიბლიაში მოხსენიებული სიტყვა „დღე“ შესაძლოა გულისხმობდეს პერიოდს, რომელიც ათასობით წელი გრძელდება (დაბადება 1:31; 2:1—4; ებრაელები 4:4, 11).