არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წიგნი ფსალმუნები

თავები

შინაარსი

  • 1

    • ორი გზა.

      • ბედნიერია ის, ვინც ღვთის სიტყვას კითხულობს (2).

      • მართლები ნაყოფიერ ხეს ჰგვანან (3).

      • ბოროტები ქარისგან გაფანტულ ბზეს ჰგვანან (4).

  • 2

    • იეჰოვა და მისი ცხებული.

      • იეჰოვა დასცინებს ერებს (4).

      • იეჰოვას მიერ დაყენებული მეფე (6).

      • პატივი მიაგეთ ძეს (12).

  • 3

    • ღვთის ნდობა განსაცდელში.

      • „რატომ მომიმრავლდნენ მტრები?“ (1).

      • „იეჰოვაა მხსნელი“ (8).

  • 4

    • ღვთისადმი ნდობის გამომხატველი ლოცვა.

      • „თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ“ (4).

      • „მშვიდად დავიძინებ“ (8).

  • 5

    • იეჰოვაა მართლის თავშესაფარი.

      • ღმერთს სძულს ბოროტება (4, 5).

      • „შენი სიმართლით წამიძეხი“ (8).

  • 6

    • ღვთისთვის წყალობის თხოვნა.

      • მკვდარი ვერ შეასხამს ხოტბას ღმერთს (5).

      • ღმერთი უსმენს წყალობის მთხოვნელს (9).

  • 7

    • იეჰოვა მართალი მოსამართლეა.

      • „იეჰოვა, განმსაჯე!“ (8).

  • 8

    • ღვთის დიდება და კაცთა ღირსება.

      • „რა დიდებულია შენი სახელი!“ (1, 9).

      • „ვინ არის მოკვდავი კაცი“ (4).

      • ღმერთმა ადამიანს სიდიადის გვირგვინი დაადგა (5).

  • 9

    • ღვთის გასაოცარი საქმეების გაცხადება.

      • იეჰოვა საიმედო თავშესაფარია (9).

      • „შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი“ (10).

  • 10

    • იეჰოვა უმწეოთა შემწეა.

      • ბოროტს ღვთის არსებობა აეჭვებს (4).

      • საბრალო იეჰოვასგან ელის შველას (14).

      • „იეჰოვა მეფეა სამარადისოდ“ (16).

  • 11

    • იეჰოვაა თავშესაფარი.

      • „იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია“ (4).

      • ღმერთს სძულს ძალადობის მოყვარული (5).

  • 12

    • იეჰოვა საშველად წამოიმართება.

      • ღვთის სიტყვები წმინდაა (6).

  • 13

    • იეჰოვასგან ხსნის მოლოდინი.

      • „ო, იეჰოვა, როდემდე?“ (1, 2).

      • იეჰოვა უხვად აჯილდოებს (6).

  • 14

    • უგუნურის დახასიათება.

      • „არ არსებობსო იეჰოვა“ (1).

      • „აღარავინაა კარგის მქნელი“ (3).

  • 15

    • ვინ ესტუმრება იეჰოვას კარავში?

      • ვინც „ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში“ (2).

      • ვინც „ცილს არავის სწამებს“ (3).

      • ვინც „არ ცვლის დანაპირებს, თუნდაც თავის საზიანოდ წარმოთქმულს“ (4).

  • 16

    • იეჰოვა სიკეთის წყაროა.

      • „იეჰოვაა ჩემი კუთვნილი წილი“ (5).

      • „ღამითაც კი შემაგონებენ ჩემი ფიქრები“ (7).

      • იეჰოვა მხარში უდგას თავის მსახურს (8).

      • „შენ არ დამტოვებ სამარეში“ (10).

  • 17

    • ღვთისთვის მფარველობის თხოვნა.

      • „შენ იკვლევ ჩემს გულს“ (3).

      • „შენი ფრთების ჩრდილს შემაფარე“ (8).

  • 18

    • ღვთის განდიდება ხსნისთვის.

      • „იეჰოვაა ჩემი კლდე“ (2).

      • იეჰოვა ერთგულს ერთგულებით პასუხობს (25).

      • ღვთის გზა სრულყოფილია (30).

      • „შენი თავმდაბლობით განვდიდდები“ (35).

  • 19

    • ღვთის შემოქმედება და კანონი მის დიდებაზე მეტყველებს.

      • „ღვთის დიდებას აუწყებს ცა“ (1).

      • იეჰოვას სრულყოფილი კანონი ძალის მომცემია (7).

      • „გაუცნობიერებელი ცოდვებისგან უდანაშაულოდ მცანი“ (12).

  • 20

    • ღმერთი ხსნას მოუვლენს თავის ცხებულ მეფეს.

      • „ზოგი ეტლებზე ამყარებს იმედს, ზოგი — ცხენებზე, ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელზე ვართ დაიმედებული“ (7).

  • 21

    • იეჰოვა აკურთხებს მასზე მინდობილ მეფეს.

      • ღმერთმა დღეგრძელობა უბოძა მეფეს (4).

      • ღვთის მტრებს მარცხი ელით (8—12).

  • 22

    • უიმედობას ღვთის განდიდება ცვლის.

      • „ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ (1).

      • „წილს ყრიან ჩემს სამოსელზე“ (18).

      • ღვთისთვის ხოტბის შესხმა დიდ კრებულში (22, 25).

      • დედამიწის ყველა ხალხი თაყვანს სცემს ღმერთს (27).

  • 23

    • „იეჰოვაა ჩემი მწყემსი“.

      • „არაფერი მომაკლდება“ (1).

      • „ისაა ჩემი გამომაცოცხლებელი“ (3).

      • „ჩემი სასმისი პირთამდეა სავსე“ (5).

  • 24

    • დიდებული მეფე კარიბჭეში შედის.

      • „იეჰოვასია დედამიწა“ (1).

  • 25

    • ლოცვაში ხელმძღვანელობისა და პატიების თხოვნა.

      • „მაუწყე შენი გზები“ (4).

      • „იეჰოვას მეგობრები“ (14).

      • „მომიტევე ყველა ცოდვა“ (18).

  • 26

    • უმწიკვლოდ სიარული.

      • „შემამოწმე, იეჰოვა“ (2).

      • ბოროტთაგან თავის შორს დაჭერა (4, 5).

      • „გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს“ (6).

  • 27

    • იეჰოვა სიცოცხლის ბურჯია.

      • მადლიერი ღვთის ტაძრისთვის (4).

      • „დედ-მამამაც რომ მიმატოვოს, იეჰოვა შემიფარებს“ (10).

      • „იეჰოვას იმედი გქონდეს“ (14).

  • 28

    • იეჰოვამ შეისმინა ფსალმუნმომღერლის ლოცვა.

      • „იეჰოვაა ჩემი ძალა და ფარი“ (7).

  • 29

    • იეჰოვას მჭექარე ხმა.

      • წმინდა სამოსლით შემოსილები თაყვანს სცემენ ღმერთს (2).

      • „დაიქუხა დიდებულმა ღმერთმა“ (3).

      • „იეჰოვა მისცემს ძალას თავის ხალხს“ (11).

  • 30

    • გლოვას სიხარული ცვლის.

      • ღვთის კეთილგანწყობა მთელი სიცოცხლე გრძელდება (5).

  • 31

    • იეჰოვასთან თავის შეფარება.

      • „შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“ (5).

      • „იეჰოვა, ჭეშმარიტების ღმერთო“ (5).

      • ღმერთს თავის მოშიშთათვის უამრავი კურთხევა აქვს შემონახული (19).

  • 32

    • ბედნიერია, ვისაც ეპატია დანაშაული.

      • „ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე“ (5).

      • ღმერთი გამჭრიახობას იძლევა (8).

  • 33

    • შემოქმედის განდიდება.

      • „უმღერეთ მას ახალი საგალობელი“ (3).

      • იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა (6).

      • „ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა“ (12).

      • „იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის მოშიშებს“ (18).

  • 34

    • იეჰოვა იხსნის თავის მსახურებს.

      • „ერთად ვადიდოთ მისი სახელი!“ (3).

      • იეჰოვას ანგელოზი იცავს მის მოშიშებს (7).

      • „იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!“ (8).

      • მისი არცერთი ძვალი არ გადატყდება (20).

  • 35

    • ლოცვა მტრებისგან თავდასახსნელად

      • იეჰოვა განდევნის მტრებს (5).

      • ღვთისთვის ხოტბის შესხმა უამრავ ხალხში (18).

      • უმიზეზოდ მოძულებული (19).

  • 36

    • ღვთის ურყევი სიყვარული ძვირფასია.

      • ბოროტისთვის უცხოა ღვთის შიში (1).

      • „შენთან არის სიცოცხლის წყარო“ (9).

      • „შენი სინათლით ვხედავთ ნათელს“ (9).

  • 37

    • იეჰოვაზე მინდობილები გაიხარებენ

      • „გული ნუ მოგივა ბოროტ ხალხზე“ (1).

      • „იეჰოვაში პოვე ნეტარება“ (4).

      • „იეჰოვას მიანდე შენი გზა“ (5).

      • „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (11).

      • მართალი კაცი პურის გარეშე არ დარჩება (25).

      • მართლები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (29).

  • 38

    • სინანულით დატანჯულის ლოცვა.

      • „გატანჯული და სულგამწარებული ვარ“ (6).

      • იეჰოვა უსმენს მათ, ვინც მას ელის (15).

      • „ცოდვით ვიყავი გულდამწუხრებული“ (18).

  • 39

    • სიცოცხლე ხანმოკლეა.

      • „ერთი ამოსუნთქვაა კაცი“ (5, 11).

      • „დაინახე ჩემი ცრემლები“ (12).

  • 40

    • უბადლო ღვთის განდიდება.

      • ღვთის საქმეები ურიცხვია (5).

      • „მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე“ (6).

      • „შენი ნების შესრულება მახარებს“ (8).

  • 41

    • სნეულის ლოცვა.

      • ღმერთი მხარში ამოუდგება ავადმყოფს (3).

      • მოღალატე მეგობარი (9).

  • 42

    • ღვთის, დიდებული მხსნელის, განდიდება.

      • „როგორც ირემი ელტვის წყლის ნაკადებს“ (1, 2).

      • „რატომ გადაგწურვია იმედი, ჩემო თავო?“ (5, 11).

      • „ღმერთს დაელოდე“ (5, 11).

  • 43

    • ღმერთი დიდებული მხსნელია.

      • „შენი სინათლე და ჭეშმარიტება გამოგზავნე“ (3).

      • „რატომ გადაგწურვია იმედი, ჩემო თავო?“ (5).

      • „ღმერთს დაელოდე“ (5).

  • 44

    • ლოცვაში ღვთის მოხმობა საშველად.

      • „შენ გვიხსენი მტრებისგან“ (7).

      • „დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ“ (22).

      • „აღდექ ჩვენ საშველად!“ (26).

  • 45

    • ცხებული მეფის ქორწილი.

      • „მადლიანი სიტყვები იღვრება შენი ბაგიდან“ (2).

      • „ღვთისგანაა შენი ტახტი სამუდამოდ“ (6).

      • მეფე შეხარის დედოფლის სილამაზეს (11).

      • თავის ვაჟებს მთავრებად დანიშნავს მთელ დედამიწაზე (16).

  • 46

    • „ღმერთია ჩვენი თავშესაფარი“.

      • ღვთის საოცარი საქმეები (8).

      • ღმერთი წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე (9).

  • 47

    • ღმერთი მთელი დედამიწის მეფეა.

      • „შიშის მომგვრელია იეჰოვა“ (2).

      • „უგალობეთ ღმერთს“ (6, 7).

  • 48

    • სიონი, დიდი მეფის ქალაქი.

      • მთელი დედამიწის სიხარული (2).

      • ქალაქისა და მისი კოშკების დათვალიერება (11—13).

  • 49

    • სიმდიდრეზე დაიმედება უგუნურებაა.

      • ვერავინ გამოისყიდის თავის ძმას (7, 8).

      • ღმერთია სამარიდან დამხსნელი (15).

      • სიმდიდრე ვერავის იხსნის სიკვდილისგან (16, 17).

  • 50

    • ღმერთი განიკითხავს ერთგულებსა და ბოროტებს.

      • მსხვერპლით დადებული შეთანხმება (5).

      • „ღმერთია მოსამართლე“ (6).

      • ყველა ცხოველი ღვთისაა (10, 11).

      • ღმერთი ამხელს ბოროტს (16—21).

  • 51

    • მომნანიებლის ლოცვა.

      • ჩასახვიდანვე ცოდვილი (5).

      • „განმწმინდე ცოდვისგან“ (7).

      • „სუფთა გული შექმენი ჩემში“ (10).

      • „მოდრეკილ გულს შენ არ უგულებელყოფ“ (17).

  • 52

    • ღვთის ურყევ სიყვარულზე დაიმედება.

      • გაფრთხილება მათთვის, ვინც ბოროტებით იკვეხნის (1—5).

      • უღვთო თავის სიმდიდრეზე ამყარებს იმედს (7).

  • 53

    • უგუნურის დახასიათება.

      • „არ არსებობსო იეჰოვა“ (1).

      • „აღარავინაა კარგის მქნელი“ (3).

  • 54

    • მტრებით გარშემორტყმულის ლოცვა.

      • „ღმერთია ჩემი შემწე“ (4).

  • 55

    • მეგობრისგან ნაღალატევის ლოცვა.

      • დაცინვა მეგობრის მხრიდან (12—14).

      • „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“ (22).

  • 56

    • დევნილის ლოცვა.

      • „იმედს ვამყარებ ღმერთზე“ (4).

      • „შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!“ (8).

      • „რას მიზამს კაცი?!“ (4, 11).

  • 57

    • წყალობის თხოვნა.

      • „შენი ფრთების ჩრდილს ვარ შეფარებული“ (1).

      • მტრები თავიანთივე გათხრილ ორმოში ჩაცვივდნენ (6).

  • 58

    • ღმერთია დედამიწის მოსამართლე.

      • თხოვნა ბოროტთა დასასჯელად (6—8).

  • 59

    • ღმერთი ფარი და თავშესაფარია.

      • „წყალობას ნუ უყოფ ავისმქნელებს“ (5).

      • „მე კი შენს ძალას ვუმღერებ“ (16).

  • 60

    • ღმერთი მოწინააღმდეგეებს იმორჩილებს

      • „ვერ გვიხსნის კაცი“ (11).

      • „ღმერთი მოგვცემს ძალას“ (12).

  • 61

    • ღმერთი მტრისგან დამცავი კოშკია.

      • „სტუმრად ვიქნები შენს კარავში“ (4).

  • 62

    • ღმერთია მხსნელი.

      • „მდუმარედ ველოდები ღმერთს“ (1, 5).

      • „გული გადმოუღვარეთ მას“ (8).

      • „ერთ ამოსუნთქვასავითაა ადამიანი“ (9).

      • ნუ დაენდობი ქონებას (10).

  • 63

    • ღვთის ძიება.

      • „შენი სიკეთე სიცოცხლეს მირჩევნია“ (3).

      • „ყოველივე საუკეთესოთი მავსებ“ (5).

      • ღმერთზე ფიქრი ღამღამობით (6).

      • „არ გცილდები“ (8).

  • 64

    • „დამიცავი მტრისგან“.

      • „ისარს ესვრის მათ ღმერთი“ (7).

  • 65

    • ღმერთი დედამიწაზე ზრუნავს.

      • ღმერთი ლოცვების მომსმენია (2).

      • „ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ“ (4).

      • ღვთის განუზომელი სიკეთე (11).

  • 66

    • ღვთის შიშის მომგვრელი საქმეები.

      • „მოდით და იხილეთ ღვთის საქმეები“ (5).

      • „შეგისრულებ აღთქმებს“ (13).

      • ღმერთი ისმენს ლოცვას (18—20).

  • 67

    • ღვთის შიში შეიპყრობს ყველას.

      • „ცნობილი... გახდეს შენი საქმეები“ (2).

      • „ყველამ შეგასხას ხოტბა!“ (3, 5).

      • „გვაკურთხებს ღმერთი“ (6, 7).

  • 68

    • მიმოიფანტონ ღვთის მტრები.

      • „ობლის მამა“ (5).

      • „საწყალს საცხოვრებელს გამოუჩენს ღმერთი“ (6).

      • „ქალთა დიდი ლაშქარი აცხადებს სასიხარულო ცნობას“ (11).

      • „ძღვნად წაიყვანე კაცები“ (18).

      • იეჰოვა ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს (19).

  • 69

    • ლოცვა ხსნისთვის.

      • „შენი სახლისადმი მოშურნეობით ავენთე“ (9).

      • „სწრაფად მიპასუხე“ (17).

      • წყურვილის მოსაკლავად ძმრის მიცემა (21).

  • 70

    • ღვთის მოხმობა საშველად.

      • „იჩქარე ჩემ საშველად!“ (5).

  • 71

    • ხანდაზმულთა იმედი.

      • სიჭაბუკიდან ღმერთზე მინდობა (5).

      • „ნუ მიმატოვებ დაუძლურებულს“ (9).

      • „ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი“ (17).

  • 72

    • ღვთისგან დაყენებული მეფის მშვიდობიანი მმართველობა.

      • „მის დროს გაიხარებს მართალი“ (7).

      • „მისი მორჩილი იქნება ყველა ზღვიდან ზღვამდე“ (8).

      • „ძალადობისგან იხსნის მათ“ (14).

      • „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე“ (16).

      • ღვთის სახელი მარადიულად იდიდებს (19).

  • 73

    • ღვთის კაცი სულიერ ხედვას იბრუნებს.

      • „კინაღამ გადავუხვიე გზიდან“ (2).

      • „მთელი დღე ვიტანჯებოდი“ (14).

      • „სანამ არ მივედი ღვთის დიდებულ კარავში“ (17).

      • ბოროტები მოლიპულ გზაზე დგანან (18).

      • „კარგია ღმერთთან დაახლოება“ (28).

  • 74

    • „ნუ დაივიწყებ შენს ჩაგრულ ხალხს“.

      • ღვთის საქმეები (12—17).

      • „ნუ დაივიწყებ, იეჰოვა, როგორ დაგცინის მტერი“ (18).

  • 75

    • ღმერთი სამართლიანი მოსამართლეა.

      • ბოროტები იეჰოვას სასმისს შესვამენ (8).

  • 76

    • ღმერთი სიონის მტრებს ამარცხებს.

      • ღმერთი იხსნის თვინიერებს (9).

      • ამაყი მტრები დამდაბლდებიან (12).

  • 77

    • ლოცვა გაჭირვების ჟამს.

      • ღვთის საქმეებზე ფიქრი (11, 12).

      • „რომელი ღმერთი შეგედრება სიდიადით?!“ (13).

  • 78

    • ღვთის მზრუნველობა და ისრაელის ურჩობა.

      • „მოვუყვებით მომავალ თაობას“ (2—8).

      • „არ ერწმუნნენ ღმერთს“ (22).

      • „ციური მარცვალი“ (24).

      • „ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“ (41).

      • ეგვიპტიდან აღთქმულ მიწაზე (43—55).

      • „ეურჩებოდნენ უზენაეს ღმერთს“ (56).

  • 79

    • „ხალხები შეიჭრნენ შენს სამკვიდროში“.

      • „მასხრად გვიგდებენ ირგვლივ მყოფნი“ (4).

      • „დაგვეხმარე... შენი დიდებული სახელის გამო“ (9).

      • „შვიდმაგად მიუზღე ჩვენს მეზობლებს“ (12).

  • 80

    • თხოვნა ისრაელის მწყემსს.

      • „ღმერთო, დაგვაბრუნე შენთან“ (3).

      • ისრაელი ღვთის ვაზია (8—15).

  • 81

    • მოწოდება მორჩილებისკენ.

      • თაყვანი არ სცეთ სხვა ღმერთებს (9).

      • „ნეტავ ჩემთვის მოესმინა ჩემს ხალხს“ (13).

  • 82

    • „როდემდე უნდა განსჯიდეთ უსამართლოდ?!“

      • ღმერთი „ღმერთებს“ შორის ასამართლებს (1).

      • „გამოექომაგეთ საწყალს“ (3).

      • „თქვენ ღმერთები ხართ“ (6).

  • 83

    • მტრებით გარშემორტყმულის ლოცვა.

      • „ნუ დადუმდები, ღმერთო!“ (1).

      • მტრები ქარისგან ატაცებულ ნარს დაემსგავსებიან (13).

      • „იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა“ (18).

  • 84

    • ღვთის დიდებული კარვის ხილვის სურვილი.

      • ლევიანი ჩიტივით ყოფნას ნატრობს (3).

      • „ერთი დღე შენს ეზოებში“ (10).

      • „მზე და ფარია იეჰოვა ღმერთი“ (11).

  • 85

    • „დააბრუნე ტყვედ წასხმული იაკობის შთამომავლები“.

      • ღმერთი მშვიდობას აუწყებს თავის ერთგულებს (8).

      • „სიყვარული და ერთგულება შეხვდებიან ერთმანეთს“ (10).

  • 86

    • იეჰოვას ვერავინ შეედრება.

      • იეჰოვა მიმტევებელია (5).

      • ყველა ხალხი თაყვანს სცემს იეჰოვას (9).

      • „შენი გზით სიარული მასწავლე“ (11).

      • „გაუყოფელი გული მომეცი“ (11).

  • 87

    • სიონი, ჭეშმარიტი ღვთის ქალაქი.

      • სიონში დაბადებულები (4—6).

  • 88

    • ლოცვა სიკვდილისგან დახსნის შესახებ.

      • „სამარის პირას ვარ“ (3).

      • „ლოცვით მოგმართავ ყოველ დილით“ (13).

  • 89

    • სიმღერა იეჰოვას ურყევ სიყვარულზე.

      • დავითთან დადებული შეთანხმება (3).

      • დავითის შთამომავლობა სამარადისოდ განმტკიცდება (4).

      • ღვთის ცხებული ღმერთს „მამას“ უწოდებს (26).

      • დავითთან დადებული ურყევი შეთანხმება (34—37).

      • ვერავინ დაიხსნის თავს სამარიდან (48).

  • 90

    • ღმერთი მარადიულია, ადამიანი კი — დღემოკლე.

      • ათასი წელი გუშინდელი დღესავითაა (4).

      • ადამიანი 70-80 წელი ცხოვრობს (10).

      • თითოეული დღის ბრძნულად გამოყენება (12).

  • 91

    • უზენაესის თავშესაფარში დამკვიდრება.

      • მონადირის კაკანათისგან თავის დახსნა (3).

      • ღვთის ფრთებქვეშ შეფარებული (4).

      • „შენ გვერდით დაეცემა ათასი“ (7).

      • „ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან“ (11).

  • 92

    • იეჰოვა სამარადისოდ განდიდებულია.

      • ღვთის დიდებული საქმეები და ღრმა აზრები (5).

      • „მართლები პალმასავით გაიფურჩქნებიან“ (12).

      • მართლები სიბერეშიც კი გაფურჩქნულნი იქნებიან (14).

  • 93

    • იეჰოვა დიდებული მეფეა.

      • „გამეფდა იეჰოვა!“ (1).

      • „სანდოა შენი რჩევები“ (5).

  • 94

    • ღვთისთვის შურისძიების თხოვნა.

      • „როდემდე უნდა ხარობდნენ ბოროტები?!“ (3).

      • ბედნიერია კაცი, რომელსაც იაჰი შეცდომაზე მიუთითებს (12).

      • ღმერთი არ მიატოვებს თავის ხალხს (14).

      • ბოროტი მმართველის საზიანო დადგენილებები (20).

  • 95

    • ღვთის თაყვანისცემისთვის მორჩილებაა საჭირო

      • „დღეს, თუ ჩემს ხმას მოისმენთ...“ (7).

      • „ნუ გაჯიუტდებით“ (8).

      • „ვერ დაიმკვიდრებენ-მეთქი მოსასვენებელ ადგილს“ (11).

  • 96

    • „უმღერეთ იეჰოვას ახალი საგალობელი!“

      • იეჰოვა დიდად საქებია (4).

      • „ხალხთა ღმერთები უსარგებლონი არიან“ (5).

      • იეჰოვას წინაშე წმინდა სამოსლით შემოსილები (9).

  • 97

    • იეჰოვა ყველა ღმერთზე აღმატებულია.

      • „გამეფდა იეჰოვა!“ (1).

      • „იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“ (10).

      • სინათლე მართალთათვის (11).

  • 98

    • იეჰოვაა მხსნელი და სამართლიანი მოსამართლე.

      • „იეჰოვამ ცხადყო, რომ ისაა მხსნელი“ (2, 3).

  • 99

    • იეჰოვა წმინდა მეფეა.

      • „ის ტახტზე ზის ქერუბიმებს ზემოთ“ (1).

      • ღმერთი მიუტევებს, მაგრამ სჯის კიდეც (8).

  • 100

    • სამადლობელი საგალობელი.

      • „სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას!“ (2).

      • „მან შეგვქმნა“ (3).

  • 101

    • უმწიკვლოდ მავალი ღვთის მსახური.

      • ღმერთი არ შეიწყნარებს ამპარტავნობას (5).

      • ღმერთი წყალობის თვალით შეხედავს ერთგულებს (6).

  • 102

    • დაჩაგრულის ლოცვა.

      • „ეულად მჯდომი ჩიტივით ვარ“ (7).

      • „ჩემი დღეები ჩრდილივითაა“ (11).

      • „იეჰოვა აღადგენს სიონს“ (16).

      • იეჰოვა სამუდამოდ დარჩება (26, 27).

  • 103

    • „ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!“

      • ღმერთი გვაშორებს ჩვენს ცოდვებს (12).

      • ღმერთი მამასავით იწყალებს თავის მოშიშებს (13).

      • ღმერთს ახსოვს, რომ მტვერი ვართ (14).

      • იეჰოვას ტახტი და მეფობა (19).

      • ანგელოზები იცავენ ღვთის სიტყვას (20).

  • 104

    • ღვთის განდიდება მისი საოცარი შემოქმედებისთვის.

      • დედამიწა არ მოირყევა (5).

      • ღვინო და პური კაცთათვის (15).

      • „რაოდენ მრავალია შენი საქმენი!“ (24).

      • „სულს თუ წაართმევ, დაიხოცებიან“ (29).

  • 105

    • იეჰოვა თავისი ხალხის ერთგულია.

      • ღმერთი არ ივიწყებს თავის შეთანხმებას (8—10).

      • „ჩემს ცხებულებს ხელი არ ახლოთ“ (15).

      • მონობაში მყოფი იოსები ღვთის განზრახვას ასრულებს (17—22).

      • ღვთის სასწაულები ეგვიპტეში (23—36).

      • ისრაელის ეგვიპტიდან გათავისუფლება (37—39).

      • ღმერთს ახსოვს აბრაამისთვის მიცემული აღთქმა (42).

  • 106

    • ისრაელის უმადურობა.

      • „მალევე დაივიწყეს მისი საქმეები“ (13).

      • ღვთის დიდება მოზვრის კერპზე გაცვალეს (19, 20).

      • „არ ირწმუნეს მისი დანაპირები“ (24).

      • „ბაალს დაუწყეს თაყვანისცემა“ (28).

      • დემონებს სწირავდნენ შვილებს (37).

  • 107

    • მადლიერება ღვთის დიდებული საქმეებისთვის

      • „სწორი გზით დაატარებდა“ (7).

      • დააკმაყოფილა მშიერი და მწყურვალი (9).

      • „ბნელიდან და უკუნიდან გამოიყვანა“ (14).

      • „მისი სიტყვისამებრ იკურნებოდნენ“ (20).

      • საწყალს იცავს ჩაგვრისგან (41).

  • 108

    • ლოცვა მტრებზე გასამარჯვებლად.

      • „ვერ გვიხსნის კაცი“ (12).

      • „ღმერთი მოგვცემს ძალას“ (13).

  • 109

    • გაჭირვებულის ლოცვა.

      • „მის ნაცვლად სხვა გახდეს ზედამხედველი“ (8).

      • ღმერთი გვერდში ამოუდგება საწყალს (31).

  • 110

    • მელქისედეკის მსგავსი მეფე და მღვდელი.

      • „იბატონე შენს მტრებს შორის“ (2).

      • „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა“ (3).

  • 111

    • განადიდეთ იეჰოვა დიდებული საქმეებისთვის.

      • „წმინდა და შიშის მომგვრელია მისი სახელი“ (9).

      • „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა“ (10).

  • 112

    • მართალს იეჰოვას შიში აქვს.

      • უშურველად გამცემს ხელი მოემართება (5).

      • „არასდროს იქნება დავიწყებული მართალი“ (6).

      • ხელგაშლილი შეეწევა ღარიბს (9).

  • 113

    • ღმერთი საწყალს წამოაყენებს.

      • მარადიულად იდიდოს იეჰოვას სახელმა (2).

      • ღმერთი დაბლა იხრება (6).

  • 114

    • ისრაელის გამოსვლა ეგვიპტიდან.

      • იორდანემ უკან დაიხია (5).

      • მთები ვერძებივით აკუნტრუშდნენ (6).

      • სალი კლდე ნაკადულებად იქცა (8).

  • 115

    • მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის დიდება.

      • უსიცოცხლო კერპები (4—8).

      • ღმერთმა დედამიწა ადამიანებს მისცა (16).

      • „მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს“ (17).

  • 116

    • მადლიერების გამომხატველი სიმღერა.

      • „რით გადავუხდი იეჰოვას?“ (12).

      • „ხსნის თასს ავიღებ“ (13).

      • „აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას“ (14, 18).

      • ღმერთს უმძიმს თავის ერთგულთა სიკვდილი (15).

  • 117

    • „ხოტბა შეასხით იეჰოვას, ერებო“.

      • განუზომელია ღვთის სიყვარული (2).

  • 118

    • მადლობა შესწირეთ იეჰოვას გამარჯვებისთვის.

      • „გაჭირვების ჟამს მოვუხმე იაჰს“ (5).

      • „იეჰოვაა ჩემ გვერდით“ (6, 7).

      • „დაწუნებული ქვა კუთხის თავში დასადებ ქვად იქცა“ (22).

      • „იეჰოვას სახელით მომავალი“ (26).

  • 119

    • ღვთის ძვირფასი სიტყვისადმი მადლიერება.

      • „როგორ შეინარჩუნოს ახალგაზრდამ სიწმინდე?“ (9).

      • „მახარებს შენი მითითებები“ (24).

      • „შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული“ (74, 81, 114).

      • „როგორ მიყვარს შენი კანონი!“ (97).

      • „ჩემს მასწავლებლებზე მეტი გამჭრიახობა შევიძინე“ (99).

      • „შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის“ (105).

      • „შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“ (160).

      • ღვთის კანონის მოყვარულთ მშვიდობა არ მოაკლდებათ (165).

  • 120

    • ხიზანი მშვიდობას ნატრობს.

      • „დამიხსენი... მზაკვარი ენისგან“ (2).

      • „მშვიდობა მსურს“ (7).

  • 121

    • იეჰოვა იცავს თავის ხალხს.

      • „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (2).

      • „თვალს არ მოხუჭავს ისრაელის მფარველი“ (3, 4).

  • 122

    • ლოცვა იერუსალიმის მშვიდობისთვის.

      • იეჰოვას სახლში წასვლით გამოწვეული სიხარული (1).

      • მჭიდროდ ნაშენი ქალაქი (3).

  • 123

    • იეჰოვასგან წყალობის მოლოდინი.

      • „როგორც მსახურები... ისე შევყურებთ იეჰოვას“ (2).

      • „საკმარისად ვიწვნიეთ სიძულვილი“ (3).

  • 124

    • „იეჰოვა რომ არ ყოფილიყო ჩვენთან“.

      • კაკანათიდან თავის დაღწევა (7).

      • „იეჰოვას... სახელშია ჩვენი შველა“ (8).

  • 125

    • იეჰოვა იცავს თავის ხალხს.

      • „როგორც მთებია იერუსალიმის გარშემო“ (2).

      • „მშვიდობა ისრაელს!“ (5).

  • 126

    • ტყვეები სიხარულით ბრუნდებიან სიონში.

      • „დიდი საქმე მოიმოქმედა იეჰოვამ“ (3).

      • ტირილს მხიარული შეძახილი ცვლის (5, 6).

  • 127

    • ღვთის გარეშე ყველაფერი ამაოა.

      • „თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს“ (1).

      • შვილები მემკვიდრეობაა ღვთისგან (3).

  • 128

    • „ბედნიერია იეჰოვას მოშიში“.

      • „შენი ცოლი ნაყოფიერ ვაზს დაემსგავსება“ (3).

      • „იერუსალიმის კეთილდღეობით იხარე“ (5).

  • 129

    • „სიყმაწვილიდან მესხმოდნენ თავს, მაგრამ ვერ მძლიეს“.

      • შერცხვებიან სიონის მოძულენი (5).

  • 130

    • „უიმედობის მორევში ჩაძირულმა მოგიხმე!“

      • „დანაშაულს რომ აკვირდებოდე“ (3).

      • იეჰოვა ჭეშმარიტად მიმტევებელია (4).

      • „მოუთმენლად ველი იეჰოვას“ (6).

  • 131

    • „ვიმშვიდებ და ვიოკებ თავს“

      • დიდ რამეს არ ვესწრაფვი (1).

  • 132

    • ღმერთმა ამოირჩია დავითი და სიონი.

      • „ნუ უარყოფ შენს ცხებულს“ (10).

      • ხსნით შემოსილი სიონის მღვდლები (16).

  • 133

    • ძმების ერთად და შეხმატკბილებულად ცხოვრება.

      • „ეს აარონის თავზე დაღვრილი ძვირფასი ზეთივითაა“ (2).

      • „ეს ხერმონის ნამივითაა“ (3).

  • 134

    • ღვთის განდიდება ყოველ ღამით.

      • „სიწმინდით აღაპყარით ხელები“ (2).

  • 135

    • ადიდეთ იაჰი მისი დიდებულების გამო.

      • სასწაულები ეგვიპტეში (8, 9).

      • „მარადიულია შენი სახელი“ (13).

      • უსიცოცხლო კერპები (15—18).

  • 136

    • მარადიული და ურყევია იეჰოვას სიყვარული.

      • სიბრძნით შექმნა ზეცა და დედამიწა (5, 6).

      • წითელ ზღვაში დაინთქა ფარაონი (15).

      • ღმერთი არ ივიწყებს გულგატეხილებს (23).

      • საზრდო ყოველი ხორციელისთვის (25).

  • 137

    • ბაბილონის მდინარეების პირას მსხდომნი.

      • შეწყდა სიმღერები სიონზე (3, 4).

      • ბაბილონი მოისპობა (8).

  • 138

    • „მაღლაა იეჰოვა, მაგრამ ამჩნევს თავმდაბლებს“.

      • „იმ დღესვე მიპასუხე, როცა მოგიხმე“ (3).

      • „საფრთხეშიც რომ ვიყო, შენ მაცოცხლებ“ (7).

  • 139

    • ღმერთი კარგად იცნობს თავის მსახურებს.

      • „სად წავუვალ შენს სულს“ (7).

      • „საოცრად ვარ შექმნილი“ (14).

      • „შენმა თვალებმა ჯერ კიდევ ჩემი ჩანასახი იხილა“ (16).

      • „წამიძეხი მარადიულობის გზაზე!“ (24).

  • 140

    • იეჰოვა ძლევამოსილი მხსნელია.

      • ბოროტები გველებივით სისინებენ (3).

      • მოძალადე დაეცემა (11).

  • 141

    • იეჰოვას მოხმობა საშველად.

      • „საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა“ (2).

      • მართლისგან შეგონება ზეთივითაა (5).

      • „ბოროტები თავიანთივე დაგებულ ბადეებში გაებმებიან“ (10).

  • 142

    • თხოვნა მდევნელებისგან თავის დასახსნელად.

      • „არსად მაქვს თავშესაფარი“ (4).

      • „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი“ (5).

  • 143

    • „ისე მომწყურდი, როგორც გადახრუკულ მიწას — წყალი“.

      • „ვუკვირდები შენს ნამოქმედარს“ (5).

      • „მასწავლე შენი ნების შესრულება“ (10).

      • „კარგია შენი სული, წამიძღვეს ის“ (10).

  • 144

    • ლოცვა გამარჯვებისთვის.

      • „ვინ არის კაცი, რომ ამჩნევ“ (3).

      • „მიმოფანტე ჩემი მტრები“ (6).

      • „ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (15).

  • 145

    • ღვთის, დიდებული მეფის, განდიდება.

      • „შენი სიდიადის შესახებ ვაუწყებ“ (6).

      • „იეჰოვა არავის აკლებს სიკეთეს“ (9).

      • „ხოტბას შეგასხამენ შენი ერთგულები“ (10).

      • ღვთის მეფობა მარადიულია (13).

      • ღმერთი აკმაყოფილებს ყველას (16).

  • 146

    • დაიმედება ღმერთზე და არა — ადამიანზე.

      • სიკვდილის დროს ქრება კაცის ფიქრები (4).

      • ღმერთი ფეხზე აყენებს დატანჯულს (8).

  • 147

    • ღვთის განდიდება მისი დიდებული საქმეებისთვის.

      • ღმერთი კურნავს გულგატეხილებს (3).

      • ის სახელით უხმობს ვარსკვლავებს (4).

      • „მატყლივით ფარავს მიწას თოვლით“ (16).

  • 148

    • ყველა ქმნილებამ ადიდოს იეჰოვა.

      • „ადიდეთ იგი მისმა ანგელოზებმა“ (2).

      • ადიდონ იგი მზემ, მთვარემ და ვარსკვლავებმა (3).

      • ადიდონ ღმერთი მოხუცებმა თუ ბავშვებმა (12, 13).

  • 149

    • ღვთის გამარჯვებისთვის მიძღვნილი საგალობელი.

      • ღმერთი ხარობს თავისი ხალხით (4).

      • „პატივის ღირსნი გახდებიან მისი ერთგულები“ (9).

  • 150

    • „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი“.

      • ადიდეთ იაჰი! (1, 6).