არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ: ევგენი ბოჩკო, ვლადიმერ კოლესნიკოვი და ალექსეი შუბნიკოვი.

ქვემოთ: ვიტალი უშაკოვი და ვალერი ვეჩკაიევი.

13 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
რუსეთი

მათთვის ყველაზე მთავარი იეჰოვას მსახურებაა

მათთვის ყველაზე მთავარი იეჰოვას მსახურებაა

ვისელკოვსკის რაიონული სასამართლო (კრასნოდარის მხარე) მალე განაჩენს გამოიტანს ევგენი ბოჩკოს, ვლადიმერ კოლესნიკოვის, ალექსეი შუბნიკოვის, ვიტალი უშაკოვისა და ვალერი ვეჩკაიევის საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც მისცემს ძალას და სიხარულს ყველას, ვინც მას აფარებს თავს (ფსალმუნი 141:8).

დროის დიაგრამა

  1. 2022 წლის 11 თებერვალი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ევგენის, ალექსეის, ვიტალისა და ვალერის წინააღმდეგ.

  2. 2022 წლის 13 თებერვალი

    გაჩხრიკეს მათი სახლები. ევგენი, ალექსეი და ვიტალი დაკითხეს. ვიტალი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  3. 2022 წლის 15 თებერვალი

    ვიტალი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

  4. 2022 წლის 16 თებერვალი

    ევგენისა და ალექსეის გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

  5. 2022 წლის 18 თებერვალი

    ვალერის გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

  6. 2022 წლის 21 თებერვალი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ვლადიმერის წინააღმდეგ.

  7. 2022 წლის 15 მარტი

    ვლადიმერს გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს. ამ ძმების საქმეები ერთ საქმეში გააერთიანეს.

  8. 2022 წლის 8 სექტემბერი

    ვიტალი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს.

  9. 2022 წლის 10 ოქტომბერი

    ვიტალის მოუხსნეს შინაპატიმრობა და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

  10. 2023 წლის 31 მაისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.