არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 9 სექტემბერი
რა არის ახალი

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექვს ენაზე გამოიცა

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექვს ენაზე გამოიცა

2019 წლის 6 სექტემბერს იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ვენდა ენაზე, აგრეთვე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია აფრიკაანს და კოსა ენებზე. მომდევნო დღეს ოსტრავაში (ჩეხეთი) ჩეხურ და სლოვაკურ ენებზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ თურქმენულ ენაზეც გამოიცა.

ეს თარგმანი მთლიანად ან ნაწილობრივ ხელმისაწვდომია 184 ენაზე; აქედან 29 ბიბლიის გადამუშავებული თარგმანია, რომელთაც საფუძვლად დაედო 2013 წლის ინგლისური გამოცემა.