არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2016 წლის მარტი — აგვისტო, ნაწილი 6)

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2016 წლის მარტი — აგვისტო, ნაწილი 6)

ეს ფოტოგალერეა წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორი წარმატებით მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობა და როგორ უჭერდნენ მხარს მოხალისეები ამ პროექტს 2016 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით.

ზემოდან გადაღებული უორიკის კომპლექსის ფოტო

  1. ავტოსარემონტო სახელოსნო

  2. ავტოსადგომი სტუმრებისთვის

  3. მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის

  4. საცხოვრებელი სახლი B

  5. საცხოვრებელი სახლი D

  6. საცხოვრებელი სახლი C

  7. საცხოვრებელი სახლი A

  8. ადმინისტრაციული შენობა

2016 წლის 16 მარტი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)

გამწვანებაზე მომუშავე ჯგუფმა ნეკერჩხლისა და მუხის ნერგები მოიტანა. უორიკში მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე 1400-ზე მეტი ხე დაირგვება.

2016 წლის 23 მარტი (ავტოსარემონტო სახელოსნო)

სამშენებლო პროექტზე მომუშავეები ესწრებიან ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად აღნიშნავენ მთელ მსოფლიოში. შეხვედრას სულ 384 ადამიანი დაესწრო.

2016 წლის 15 აპრილი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)

ხელოსნები ამონტაჟებენ ფანჯრებს სადარაჯო ჯიხურში. აქ მომუშავე პერსონალის მოვალეობა იქნება: სტუმრების მიღება, ტერიტორიის დაცვა და ავტომობილების შესვლა-გამოსვლის კონტროლი.

2016 წლის 19 აპრილი (ადმინისტრაციული შენობა)

მამა-შვილი მეორე სართულის დერეფანში აგებს ასაწყობ ხალიჩას. ასეთი ტიპის ხალიჩა მასიურად იქნა გამოყენებული იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა. თუ ხალიჩის რომელიმე ნაწილი დაზიანდება, ადვილი იქნება მისი გამოცვლა.

2016 წლის 27 აპრილი (ადმინისტრაციული შენობა)

მშენებლები ტიხრებით აწყობენ საოფისე ოთახებს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მათი დაშლა და გადაკეთება.

2016 წლის 10 მაისი (ადმინისტრაციული შენობა)

მიმღებთან განთავსებულ საერთო საპირფარეშოში მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები უნიტაზებისა და ტიხრების დასამონტაჟებლად.

2016 წლის 26 მაისი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)

მიმდინარეობს საწვრთნელი ვარჯიში. ფილიალის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ემზადება ცეცხლის ლოკალიზებისთვის. თუ საგანგებო სიტუაცია შეიქმნება, მეხანძრეები შეძლებენ დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და დაიცვან ფილიალის შენობები და იქ მომუშავე პერსონალი. ამასთანავე, საჭირო აღარ გახდება ადგილობრივი სამაშველო სამსახურის გამოძახება.

2016 წლის 30 მაისი (ადმინისტრაციული შენობა)

სასადილოში ოფიციანტი ეხმარება მშენებლებს ადგილების პოვნაში. ამ სასადილოში პირველად ჩატარდა დილის თაყვანისცემა, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით გადმოიცემოდა.

2016 წლის 31 მაისი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)

მოხალისე თვითრეგულირებადი ლაზერული ნიველირით ასწორებს მიმართულების მაჩვენებლებს. მთლიანობაში 2 500 ასეთი ნიშანი დამონტაჟდება ფილიალის ტერიტორიაზე ბეთელელებისა და სტუმრებისთვის.

2016 წლის 1 ივნისი (ადმინისტრაციული შენობა)

შემდუღებელი ამონტაჟებს მიმღებიდან დარბაზში ჩასასვლელი მთავარი კიბის მოაჯირს. სურათზე ჩანს ცეცხლგამძლე ნაჭერი, რომელიც შედუღების პროცესში კედელს დაზიანებისგან იცავს.

2016 წლის 9 ივნისი (ადმინისტრაციული შენობა)

ხელოსანი ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზის შესასვლელთან თაბაშირ-მუყაოს კედლებზე ბოლო სამუშაოებს ასრულებს. ამ დარბაზში მოეწყობა გამოფენა „ცოცხალი რწმენა“, რომელსაც დამთვალიერებლები ექსკურსიამძღოლის გარეშე გაეცნობიან. თითოეულ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება შესაბამისი არქიტექტურული ელემენტები.

2016 წლის 16 ივნისი (ავტოსარემონტო სახელოსნო)

მიმდინარეობს ბეტონის იატაკის პოლირება. ზედაპირის ასეთი სახით დამუშავება ამკვრივებს და გამძლეს ხდის ბეტონს. გარდა ამისა, პოლირებულ იატაკზე არ წარმოიქმნება მტვერი და არ რჩება საბურავის კვალი.

2016 წლის 29 ივნისი (ადმინისტრაციული შენობა)

ხელოსნები მიმღების შესასვლელს მინით ხურავენ. ნახევრადგამჭვირვალე პანელების მეშვეობით შესასვლელი განათებული და მზის მცხუნვარებისგან დაცული იქნება.

2016 წლის 29 ივნისი (ადმინისტრაციული შენობა)

ცოლ-ქმარი გრანიტის ფილებს აგებს ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზის შესასვლელში. ამ დარბაზში განთავსდება გამოფენა სახელწოდებით „ბიბლია და ღვთის სახელი“.

2016 წლის 6 ივლისი (ადმინისტრაციული შენობა)

მოხალისე ამონტაჟებს სკამებს მთავარ დარბაზში, სადაც ოჯახური თაყვანისცემა და სხვა სულიერი ღონისძიებები ჩატარდება. მთლიანობაში ამ დარბაზში 1 018 სკამი დამონტაჟდა.

2016 წლის 9 ივლისი (ადმინისტრაციული შენობა)

მიმღებში დურგლები, ელექტრიკოსები და სხვა მოხალისეები ამონტაჟებენ აბრას წარწერით „იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველო“.

2016 წლის 13 ივლისი (ადმინისტრაციული შენობა)

მოხალისეებმა მშენებლებისთვის სასმელი წყალი მოიტანეს. ცხელ ამინდებში მშენებლებს ხშირად შეახსენებდნენ, რომ გაუწყლოების თავიდან ასარიდებლად საკმარისი რაოდენობის სითხე მიეღოთ.

2016 წლის 19 ივლისი (ადმინისტრაციული შენობა)

ხელოსანი ამონტაჟებს ვიტრინას, სადაც განთავსდება ბიბლიის იშვიათი ექსპონატები. გამოფენაზე „ბიბლია და ღვთის სახელი“ წარმოდგენილ ექსპონატებს დროდადრო დაემატება სხვა ბიბლიები და ბიბლიური არტეფაქტები.

2016 წლის 22 ივლისი (ადმინისტრაციული შენობა)

პროექტორის დახმარებით ხელოსანი მიმღებში განთავსებულ რუკაზე ავსტრალიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულების გამოსახულებებს ამატებს. კედელზე წარწერა „იეჰოვას მოწმეები“ დაახლოებით 700 ენაზეა მოცემული.

2016 წლის 23 ივლისი (ადმინისტრაციული შენობა)

ბეთელელები ესწრებიან შეხვედრას, სადაც ახალი ტერიტორიის თავისებურებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეცნობიან.

2016 წლის 17 აგვისტო (JW მაუწყებლობის სტუდია)

JW მაუწყებლობის სტუდიაში ავიამექანიკოსები ამონტაჟებენ განათებას. სტუდიისთვის განკუთვნილი ძირითადი ინვენტარი ბრუკლინიდან უორიკში გადმოიტანეს.

2016 წლის 24 აგვისტო (უორიკის სამშენებლო ობიექტი)

ელექტრიკოსი დიოდის ნათურებს აყენებს აბრაზე, რომელიც მთავარ შესასვლელთან განთავსდება. ახალ მთავარ სამმართველოში პირველი სექტემბრიდან თითქმის ყველა განყოფილებამ დაიწყო ფუნქციონირება.