არჩეულ მასალაზე გადასვლა

ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექტორმა მოწმეები შეაქო

ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექტორმა მოწმეები შეაქო

როდესაც ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექტორი იეჰოვას მოწმეთა მშენებარე სამეფო დარბაზის შესამოწმებლად მივიდა სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში (ავსტრალია), ასეთი რამ განაცხადა: „დიდი ხანია არ მინახავს სამშენებლო ობიექტი, სადაც ასე ზედმიწევნითაა დაცული უსაფრთხოების ზომები“.

ინსპექტორმა თავის ანგარიშში დაწერა: „მშენებარე ობიექტზე საოცარი წესრიგი დამხვდა. ობიექტზე გადაადგილება უსაფრთხო იყო. ელექტროსადენები ძირს არ ეყარა და სპეციალური პლასტმასის დამჭერებით მაღლა იყო დამაგრებული. მოწმეებს ცეცხლსაქრობებიც ჰქონდათ. ობიექტზე ყველა მომუშავეს გრძელსახელოებიანი ზედები და გრძელტოტებიანი შარვლები ეცვათ, ეკეთათ დამცავი ჩაფხუტები და სათვალეები. ყველა ერთმანეთთან თანამშრომლობდა“.

სამშენებლო ობიექტის ზედამხედველმა, ვიქტორ ოტერმა, თქვა: „როდესაც უსაფრთხოების ზომებს ვიცავთ, ამით ვიზიარებთ ღვთის თვალსაზრისს სიცოცხლის შესახებ და ხელს ვუწყობთ მშვიდობასა და ბედნიერებას. მთელი დღის მძიმე შრომის შემდეგ სახლში გაბადრული სახით ვბრუნდებოდი“.

127-ადგილიანი სამეფო დარბაზის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დასრულდა.