ფოტოგალერეა „უორიკი“ (2015 წლის იანვარი-აპრილი, ნაწილი 3)
ეს ფოტოგალერეა წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორი წარმატებით მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობა 2015 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით
2015 წლის 2 იანვარი (ავტოსარემონტო სახელოსნო)
ჰაროლდ კორკერნი, რომელიც ხელმძღვანელი საბჭოს საგამომცემლო კომიტეტს უწევს დახმარებას, კითხულობს მოხსენებას, სახელწოდებით „მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები!“. უორიკში ხშირად ჩადიან ძმები, რომ გამამხნევებელი მოხსენებები წაუკითხონ მოხალისეებს.
2015 წლის 14 იანვარი (ადმინისტრაციული შენობა)
თეთრი სპეციალური ბრეზენტი, რომლითაც შენობაა შეფუთული, იცავს მშენებლებს, რათა ზამთრის პერიოდში შეძლონ სამუშაოების შესრულება. შენობის ამ ნაწილში განთავსდება სასადილო, მედპუნქტი, სამზარეულო და სამრეცხაო.
2015 წლის 16 იანვარი (საცხოვრებელი სახლი D)
ელექტრიკოსებს გაჰყავთ კაბელები. საცხოვრებელ შენობებში 12 000 მეტრზე მეტი კაბელი გაიყვანეს. უორიკში ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო ტერიტორიის ყიდვისთანავე და გაგრძელდება პროექტის დასრულებამდე.
2015 წლის 16 იანვარი (საცხოვრებელი სახლი A)
მშენებელი საიზოლაციო ლენტას გარშემო აკრავს აივანს, რომელიც წყალგაუმტარი მასალით დაიფარება. ეს აივნები, რომლებიც ბოლო სართულზეა, მოპირკეთდება ორგანული მინით — წყალგაუმტარი საფარით, რომლის დაგებაც თხევადი სახით ხდება.
2015 წლის 23 იანვარი (საცხოვრებელი სახლი A)
ელექტრიკოსების ბრიგადაში მომუშავე მამას თავის ქალიშვილთან ერთად დენის კაბელები გაჰყავს საცხოვრებელ ოთახებში.
2015 წლის 6 თებერვალი (ავტოსარემონტო სახელოსნო)
დროებით მოწყობილ სასადილოში მშენებლები გემრიელად შეექცევიან სადილს. ყოველდღიურად 2 000-ზე მეტი მოხალისისთვის მზადდება სადილი.
2015 წლის 12 თებერვალი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)
სამშენებლო ბრიგადა ამონტაჟებს რკინის კონსტრუქციებს სახელოსნოების საძირკვლისთვის.
2015 წლის 12 თებერვალი (საცხოვრებელი სახლი C)
ბავშვები თავიანთ წერილებში მადლიერებას გამოხატავენ მშენებლების მიმართ. ბევრი მოხალისე პროექტზე მცირე ხნით მუშაობს. ყოველკვირა თითქმის 500 ახალი მშენებელი ჩამოდის. თებერვალში ყოველდღე დაახლოებით 2 500 მოხალისე მუშაობდა უორიკის სამშენებლო ობიექტზე.
2015 წლის 24 თებერვალი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)
სამუშაოების თითქმის 60 პროცენტი უკვე დასრულებულია. 2015 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით დასრულდა საცხოვრებელი სახლების საყრდენი კონსტრუქციების აგება და ადმინისტრაციული შენობის რკინის კონსტრუქციების აწყობა. ამ პერიოდის განმავლობაში მშენებლებმა აგრეთვე დაიწყეს ბეტონის პანელების დაყენება მომსახურების შენობაზე; ასევე საცხოვრებელი სახლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ბილიკების დაგება და ლურჯ ტბაზე დამცავი ჯებირის აღდგენა.
2015 წლის 25 თებერვალი (ადმინისტრაციული შენობა)
კიბეებიანი კოშკურას ძირიდან გადაღებული სურათი. ხუთსართულიანი კოშკურას რკინის კონსტრუქციები კონტრაქტორებმა ააგეს, ხოლო ბეტონი მოხალისე მშენებლებმა ჩაასხეს.
2015 წლის 26 თებერვალი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)
ზამთრის ერთ სუსხიან დღეს სამშენებლო ბრიგადა ამონტაჟებს პირველი სართულის რკინის კონსტრუქციებს. იანვრიდან მარტის ჩათვლით უორიკში თოვლის საფარმა თითქმის 127 სანტიმეტრს მიაღწია. პერიოდულად მოხალისეები თოვლისგან წმენდნენ სამშენებლო ობიექტს. ზამთრის პერიოდში მოხალისეებისთვის სპეციალურად იყო მოწყობილი ოთახები, რათა გამთბარიყვნენ.
2015 წლის 12 მარტი (ავტოსადგომი სტუმრებისთვის)
სახურავის კარკასზე ამაგრებენ ლითონის პანელებს. აპრილის ბოლოსთვის თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლის სამკუთხა სახურავი უკვე გამზადებული და დამონტაჟებული იყო. B საცხოვრებელი სახლის სახურავების დამონტაჟება დასრულდება ივნისის შუა რიცხვებში.
2015 წლის 18 მარტი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)
ამწეს კაბინიდან მოჩანს B საცხოვრებელი სახლი.
2015 წლის 18 მარტი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)
სანტექნიკოსები ბეთელელებისთვის განკუთვნილი ავტოსადგომის წინ დგანან და ამოწმებენ ნახაზებს. მთლიანი პროექტისთვის 3 400-ზე მეტი კონსტრუქციული ნახაზი გაკეთდა.
2015 წლის 23 მარტი (ადმინისტრაციული შენობა)
ამწეს კალათიდან მოხალისეები შენობას აკრავენ სპეციალურ დამცავ ბრეზენტს. დროდადრო მშენებლებისთვის ტარდება ტრეინინგები, რათა ამწეს მემანქანეებმა უსაფრთხოდ მართონ მანქანა და სხვა დანადგარები. ხშირად ტარდება აგრეთვე შეხვედრები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სადაც მოხალისეებს ეძლევათ მითითებები, თუ როგორ დაიცვან უსაფრთხოების წესები, როცა ამწეს კალათიდან მუშაობენ, ასევე როგორ გამოიყენონ აირწინაღები და როგორ გადაიტანონ ამწეთი ტვირთი უსაფრთხოდ.
2015 წლის 30 მარტი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)
დასავლეთით გადაშლილი ხედი. სურათზე ნაჩვენებია საცხოვრებელი სახლები. აპრილის ბოლოს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები ტექნიკურ და ელექტრო სისტემებზე A, B და D საცხოვრებელ სახლებში. C საცხოვრებელ სახლში დაიწყო თაბაშირ-მუყაოს კედლებზე მუშაობა, კაფელის დაგება და სამღებრო სამუშაოები.
2015 წლის 15 აპრილი (საცხოვრებელი სახლი B)
ორი მოხალისე ამწეს კალათიდან ჰიდროსაიზოლაციო მასალით ფარავს შენობის ფასადს. დაახლოებით ორი თვეა საჭიროა, რომ თითოეული შენობა ამ მასალით დაიფაროს.
ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 27 აპრილი)
კალატოზები აშენებენ გრანიტის კედელს. შენობის ეს ნაწილი განკუთვნილი იქნება ტვირთის მიმღები და სხვადასხვა სახის მომსახურების განყოფილებებისთვის.
2015 წლის 30 აპრილი (ადმინისტრაციული შენობა)
დაქირავებული მყვინთავი ლურჯ ტბაში ცვლის სპეციალურ სარქველს. ქარიშხლის დროს, სულ რაღაც, ერთ ღილაკზე თითის დაჭერით შესაძლებელია წყლის დონის დაწევა, რათა თავიდან იქნას არიდებული ტერიტორიის დატბორვა.