სახლის მეპატრონეები გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს
იეჰოვას მოწმეებმა დაასრულეს უოლკილში (ნიუ-იორკი) „საგუშაგო კოშკის მეურნეობის“ გაფართოების 6-წლიანი პროექტი. ბოლო 2 წლის მანძილზე სამშენებლო სამუშაოები დაჩქარდა, რის გამოც საჭირო გახდა მეტი მოხალისის დაბინავება. მოწმეებმა დაახლოებით 25 სახლი დაიქირავეს სამშენებლო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შთაბეჭდილებები იეჰოვას მოწმე მდგმურებზე
რას ამბობენ სახლის მეპატრონეები?
ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „ისინი არაჩვეულებრივი მდგმურები იყვნენ. მე და ჩემი მეუღლე გაქირავებული სახლის გვერდით ვცხოვრობდით; ძნელი არ იყო იმის დანახვა, თუ როგორი მეგობრულები და მზრუნველები იყვნენ ისინი“.
მდგმურებთან ახლოს მცხოვრები სხვა მეპატრონე ამბობს: „მათზე მხოლოდ კარგის თქმა შეგვიძლია. ბიჭებს ხშირად ვეპატიჟებოდით ჩვენს აუზში საცურაოდ. ისინი ძალიან ზრდილობიანები და ყურადღებიანები იყვნენ; მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ასეთი მდგმურები არასოდეს გვყოლია. ისინი ნამდვილად დაგვაკლდებიან“.
კიდევ ერთი მეპატრონე აღნიშნავს: „ისინი არა მხოლოდ კარგი მდგმურები, არამედ კარგი მეზობლებიც იყვნენ“.
როგორ უვლიდნენ იეჰოვას მოწმეები სხვის საკუთრებას
რას ამბობენ სახლის მეპატრონეები?
„ბინის ქირას ყოველთვის დროულად გვიხდიდნენ. სახლი მოვლილი და მოწესრიგებული ჩაგვაბარეს“.
„მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს ორგანიზაციას იმისთვის, რომ ასე უვლიდით ჩვენს სახლს. არ ველოდით, თუ ასე საგულდაგულოდ დაასუფთავებდით ჩვენს კარ-მიდამოს“, — ამბობს სახლის მეპატრონე.
„წინასწარი ანგარიშსწორება არ მოგვითხოვია, რადგან ვიცით, რომ იეჰოვას მოწმეები პატიოსანი ხალხი ხართ. ორივე სახლი შესანიშნავ მდგომარეობაში ჩაგვაბარეთ“, — აღნიშნავს ერთი ქალბატონი.
„შეიძლება თქვენი ხალხი სამუშაოდ დავიქირავო?“ — იკითხა ერთმა სახლის მეპატრონემ მას შემდეგ, რაც მოწმეებმა მის სახლში რაღაც-რაღაცები შეაკეთეს. ის მოწმეებს სწერს: „როცა კი რაღაცის შეკეთებას მპირდებოდით, განსხვავებით ჩემი ხელოსნებისგან, ყოველთვის დროულად ასრულებდით“.
კიდევ რას ამბობენ სახლის მეპატრონეები
ერთმა მეპატრონემ თქვა, რომ თუ მოწმეები კიდევ მოისურვებენ მისი სახლის დაქირავებას, გაცილებით ნაკლებ ფასად მიაქირავებს.
სხვა მეპატრონემ აღნიშნა: „თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, სხვა დროსაც სიამოვნებით მივაქირავებთ სახლს მოწმეებს“.