ვებგვერდი JW.ORG
ვებგვერდის ნავიგაცია მობილურ მოწყობილობებზე
jw.org-ის ყველა ის გვერდი და ფუნქცია, რითიც სტანდარტული ზომის ეკრანზე შეგიძლიათ ისარგებლოთ, სმარტფონებზე და პლანშეტურ კომპიუტერებზეცაა ხელმისაწვდომი. თუმცა ამ შემთხვევაში მენიუ და გვერდი სხვაგვარადაა განლაგებული, რათა მობილური მოწყობილობის პატარა ეკრანზეც საუკეთესოდ განლაგდეს ყველაფერი. შემდეგი მითითებები გაგიადვილებთ jw.org-ზე სხვადასხვა მასალის ძიებას:
გამოიყენეთ სანავიგაციო მენიუ
სტანდარტული ტიპის ეკრანის ზედა ზოლზე ყოველთვის მოცემულია მთავარი განყოფილებების სახელწოდებები; მათი გახსნის შემთხვევაში ეკრანის მარცხენა მხარეს ვერტიკალურად იხსნება კატეგორიების ჩამონათვალი.
მაგრამ მობილური მოწყობილობების პატარა ეკრანზე მთელი სანავიგაციო მენიუ ვერტიკალურადაა მოცემული. გახსნის გარეშე მენიუ არ ჩანს, რაც ვებგვერდზე განთავსებული მასალის ეკრანზე საუკეთესოდ განლაგების საშუალებას იძლევა.
სანავიგაციო მენიუს გასახსნელად ან დასახურად დააჭირეთ მენიუს ნიშანს. სასურველი განყოფილების გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ ამ განყოფილების სახელწოდებას.
სასურველი კატეგორიის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ სიის ნახვას და ამ განყოფილების ყველა კატეგორიას იხილავთ. სასურველი კატეგორიის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ ამ კატეგორიის სახელს.
კატეგორიების ჩამონათვალის დასახურად დააჭირეთ სიის დახურვას.
საწყის გვერდზე დასაბრუნებლად დააჭირეთ JW.ORG-ის ნიშანს.
ხელმისაწვდომი ენების სიის სანახავად დააჭირეთ ვებგვერდის ენის შეცვლას.
დააჭირეთ ძიებას და მისი საშუალებით მოიძიეთ ინფორმაცია ვებგვერდზე.
ნავიგაცია სხვადასხვა სტატიასა და პუბლიკაციაში
პუბლიკაციის კითხვის დროს სტანდარტული ზომის ეკრანზე ყოველთვის ჩანს სარჩევი. თუმცა მობილური მოწყობილობის პატარა ეკრანზე სარჩევი დამალულია.
დააჭირეთ სიის ჩვენებას, რათა იხილოთ სარჩევი. შემდეგ სასურველი სტატიის თუ თავის წასაკითხად დააჭირეთ მის სათაურს.
წინა თავის ან სტატიის გასახსნელად დააჭირეთ ნიშანს წინა.
შემდეგი თავის ან სტატიის გასახსნელად დააჭირეთ ნიშანს მომდევნო.
სარჩევის დასახურად და კითხვის გასაგრძელებლად დააჭირეთ სიის დამალვას.
ნავიგაცია ონლაინბიბლიაში
იხილეთ პუბლიკაციები > ბიბლია და დააჭირეთ წაკითხვას. აგრეთვე შეგიძლიათ საწყისი გვერდიდან გადახვიდეთ ბმულზე „წაიკითხეთ ბიბლია ონლაინში“.
ბიბლიის სანავიგაციო ზოლიდან შეარჩიეთ სასურველი ბიბლიის წიგნი, ხოლო ჩამოშლადი სიიდან მიუთითეთ კონკრეტული თავი, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს ნახვა.
ბიბლიის სარჩევის, მათ შორის შესავლის და დანართების, გასახსნელად დააჭირეთ სიის ჩვენებას.
წინა თავის გასახსნელად დააჭირეთ ნიშანს წინა.
შემდეგი თავის გასახსნელად დააჭირეთ ნიშანს მომდევნო.
ბიბლიის სარჩევის დასახურად დააჭირეთ სიის დამალვას.
სტატიების აუდიოჩანაწერების მოსმენა
თუ ხელმისაწვდომია იმ სტატიის აუდიოჩანაწერი, რომელსაც კითხულობთ, გამოჩნდება აუდიობილიკი.
აუდიოჩანაწერის მოსასმენად დააჭირეთ ჩართვას.
აუდიოჩანაწერის დასაპაუზებლად დააჭირეთ პაუზის ნიშანს. აუდიოჩანაწერის მოსმენის გასაგრძელებლად დააჭირეთ ჩართვას.
უდიოჩანაწერის სასურველ მონაკვეთზე გადასასვლელად ბილიკზე მოძრავი პატარა ნიშანი გამოიყენეთ.
აუდიოჩანაწერის მოსმენის პარალელურად, თუ ტექსტს ზევით აწევთ, აუდიობილიკი მენიუს ზოლზე დარჩება. ამგვარად შეძლებთ, დააპაუზოთ და გააგრძელოთ ჩანაწერის მოსმენა ისე, რომ არ დაგეკარგოთ ის ადგილი, რომელსაც კითხულობთ.