2016 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეული

გაიგეთ, რას მიაღწიეს იეჰოვას მოწმეებმა 2015 წელს და გაეცანით ინდონეზიელი და-ძმების ისტორიას.

2016 წლის მუხლი

ებრაელების 13:1-ში პავლე აქებდა ქრისტიანებს ძმური სიყვარულისთვის და მოუწოდებდა, არ განელებოდათ ეს გრძნობა.

წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან

ამ გამამხნევებელი წერილიდან ვიგებთ, თუ რამხელა კურთხევა აღმოჩნდა იეჰოვას ხალხისთვის ვებ-გვერდი jw.org, JW მაუწყებლობა, სტენდებით ქადაგება და 2015 წელს გამართული კონგრესები.

„ძალიან გვიყვარს JW მაუწყებლობა!“

რა გაკეთდა იმისთვის, რომ დაარსებულიყო იეჰოვას მოწმეების ინტერნეტტელევიზია?

სამეფო დარბაზების მშენებლობის დაჩქარება

ათასობით დარბაზის ასაშენებლად საჭირო გახდა რიგი ცვლილებების მოხდენა.

უორიკში საქმე წინ მიიწევს!

გაიგეთ, როგორ მიდის საქმე იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს ახალი შენობების მშენებლობაზე.

არნახული შედეგები!

რამ დაარწმუნა ტერი, რომ ის, რაც იეჰოვას მოწმეებისგან მოისმინა მის, ლოცვაზე პასუხი იყო?

სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება!

ამ ნაწილში გავიგებთ, რომ იეჰოვა კვლავაც უნათებს ბილიკს თავის თაყვანისმცემლებს.

ფილიალების მიძღვნა

ინდონეზიასა და მადაგასკარში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა 2015 წლის დასაწყისში იეჰოვასგან განსაკუთრებული კურთხევები მიიღეს.

იურიდიული ანგარიში

მთელ მსოფლიოში ბრძოლა მიმდინარეობს რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ცნობები სხვადასხვა ქვეყნიდან

კენის ყულაბაში შეგროვილი ფული სამეფო დარბაზის მშენებლობისთვის გამოიყენეს.

აფრიკა

რომელი ახალი მეთოდებით ქადაგებენ სასიხარულო ცნობას იეჰოვას მოწმეები?

ამერიკა

რატომ სწავლობს ერთი ქალი ბიბლიას სანთლის შუქზე მინდორში? რატომ ელოდა ერთი სოფლის თავკაცი, რომელიც ძალიან აგრესიული იყო, იეჰოვას მოწმეებს? რატომ ატირდა ყოფილი მდევნელი?

აზია და ახლო აღმოსავლეთი

სამეფოს მქადაგებლებს ხელს ვერაფერი უშლის ვერც ფიზიკური შეურაცხყოფა და ვერც დაპატიმრება.

ევროპა

ბოშა მამაკაცი, პატიმარი და ერთი ქალი თავის მოკვლაზე ფიქრობდნენ. მათ ძალიან დაეხმარა ბიბლიური ჭეშმარიტების გაგება.

ოკეანეთი

ქადაგების ისეთი მეთოდებით, როგორიცაა: ვებ-გვერდი jw.org, ვიდეოები, სტენდები და ლიტერატურის მაგიდები, ჭეშმარიტების მარცვალი ათასობით ადამიანის გულში ითესება!

მოკლე მიმოხილვა

მოკლეთ გაეცანით მსოფლიოს უდიდეს არქიპელაგს, იქ მცხოვრებ ხალხებსა თუ მათ კულტურას.

სანელებლებით ვაჭრობა

მე-16 საუკუნეში სანელებლებით ვაჭრობა მსოფლიო ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენდა.

აი, აქედან მინდა დავიწყო!

რამდენიმე ავსტრალიელმა წიგნების დამტარებელმა (პიონერები), რომლებიც გულანთებულები ავრცელებდნენ სასიხარულო ცნობას ინდონეზიაში, გადალახეს ქადაგების დროს წამოჭრილი სირთულეები.

ქადაგების ადრეული მეთოდები

ინდონეზიაში რადიომაუწყებლობამ და პორტში ქადაგებამ ჭეშმარიტების სასტიკი მოწინააღმდეგეების რისხვა გამოიწვია.

ბიბელკრინგი

ეს რელიგიური მიმდინარეობა იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციების საფუძველზე ჩამოყალიბდა, თუმცა, საბოლოოდ, ადამიანური შეხედულებების გავლენაში მოექცა და დაიშალა.

ის აფასებდა სულიერ განძს

გახელებულმა ბრბომ ტიო სენგ ბის თვალწინ გაუძარცვა სახლი, თუმცა მათ არ წაუღიათ ის, რაც ტიოსთვის ყველა ნივთზე ძვირფასი იყო.

დასავლეთ იავაში ქადაგებას კარგი ნაყოფი გამოაქვს

როდესაც პუბლიკაციები აიკრძალა, მოწმეები მოხერხებულად განაგრძობდნენ ქადაგებას.

იაპონიის უღელქვეშ

მეორე მსოფლიო ომის დროს ზოგმა იეჰოვას მოწმემ პირადობის მოწმობის ასაღებად ისეთი გზა გამონახა, რომ არ დაერღვია ქრისტიანული ნეიტრალიტეტი.

უშიშარი პიონერი

დაკითხვებისა და მუქარის მიუხედავად, ანდრე ელიასი სიკვდილამდე, თითქმის 60 წელი ემსახურებოდა ღმერთს ერთგულად.

ქვეყანაში გალაადის კურსდამთავრებულები ჩადიან

გალაადის კურსდამთავრებული პირველი მისიონერების დახმარებით სამქადაგებლო საქმემ სწრაფად წაიწია წინ.

სასიხარულო ცნობა აღმოსავლეთითაც ვრცელდება

მიაღწევს ამჯერად სამღვდელოება თავის მიზანს?

ქვეყანაში მეტი მისიონერი ჩადის

1970-იანი წლების შუა პერიოდში სასიხარულო ცნობის ქადაგება მომენტალურად გართულდა.

სარას ქალიშვილი

ტიტი კიუტინი სიხარულით ემორჩილებოდა ქმარს, რისთვისაც ის ღმერთმა დააჯილდოვა.

დაუვიწყარი კონგრესი

სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად, 1963 წელს წარმატებით ჩატარდა კონგრესი „მარადიული სასიხარულო ცნობა“.

კომუნისტების ამბოხებას გადავურჩი

რონალდ ჯაკას საფლავი წინასწარ იყო გათხრილი.

მან ორმოცდაათი წელი იმსახურა სპეციალურ პიონერად

1964 წელს პროტესტანტული ეკლესიის ერთი მსახური იმუქრებოდა: „მანოკვარში იეჰოვას მოწმეების სახსენებელს გავწყვეტ!“. შეძლო მან თავისი მუქარის შესრულება?

კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი პატიოსანი მოქალაქე გახდა

დაზვერვის სამსახურის უფროსმა იკითხა: „სინამდვილეში, რას საქმიანობენ იეჰოვას მოწმეები ინდონეზიაში?“

გადაწყვეტილი გვქონდა, უკან არ დაგვეხია

რამ აღძრა ბევრი, ეთქვა: „იეჰოვას მოწმეები ლურსმნებივით არიან“?

მათ არ შეუწყვეტიათ კრების შეხვედრების ჩატარება

როცა აკრძალვა მოიხსნა ერთმა უფლებამოსილმა პირმა თქვა: „რეგისტრაციის ეს საბუთი თაყვანისცემის თავისუფლების გარანტია არ არის“.

ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენა სტიქიური უბედურებების დროს

იეჰოვას მოწმეებმა ინდონეზიის ქალაქ გუნუნგსიტოლში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაზარალებულებს უმალვე აღმოუჩინეს დახმარება.

ვუერთგულეთ ჩვენს რწმენას

დანიელ ლეკოლო იხსენებს, თუ რა სასტიკად ეპყრობოდა ციხის ზედამხედველი

მორჩილებამ სიცოცხლე შეგვინარჩუნა!

მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის რელიგიური დაპირისპირების გამო იეჰოვას მოწმეებს მძიმე პერიოდი დაუდგათ.

საქმე წინ მიიწევს!

ინდონეზიაში აკრძალვის მოხსნის შემდეგ სამი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რამაც ხელი შეუწყო სულიერი წინსვლას.

ღვთის სახელის გაბედულად გაცხადება

როგორ გადალახეს ინდონეზიელმა და-ძმებმა ადგილობრივი კულტურით განპირობებული სიმორცხვე, რათა გაბედულად დაემოწმებინათ?

ცაში გამოკიდებული ფილიალი

მქადაგებლები ეძებდნენ ტერიტორიას, სადაც მსახურებას გააფართოებდნენ და იპოვეს კიდეც.

იეჰოვამ იმაზე მეტად გვაკურთხა, ვიდრე ველოდით!

ტუგალა ოიოს (ინდონეზია) კრებამ იეჰოვასგან მოულოდნელი საჩუქარი მიიღო.

როგორც იქნა, ოჯახი გავერთიანდით!

ორი ინდონეზიელი ყრუ და ერთმანეთის გარეშე გაიზარდნენ, რადგან ერთ-ერთი მშობლებმა გააშვილეს. მაგრამ ჭეშმარიტებამ ისინი გააერთიანა.

ასი წლის წინ — 1916

1916 წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენების გამო ბიბლიის მკვლევრებს მძიმე პერიოდი დაუდგათ.

2015 წლის მონაცემები

რა ძალისხმევა და სახსრები მოვახმარეთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას?

გახსენების საღამო — 2015 წლის 3 აპრილი, პარასკევი

მოსაწვევების გავრცელების ერთთვიანმა კამპანიამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო.