არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიერა-ლეონე და გვინეა

საიდუმლო გაერთიანებები

საიდუმლო გაერთიანებები

დასავლეთ აფრიკაში მრავალი საიდუმლო გაერთიანებაა; მათი წევრები სხვადასხვა ტომისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რომელთაც განსხვავებული ენა და კულტურა აქვთ. ეს გაერთიანებები წარმართავენ თავიანთი წევრების სოციალურ, საგანმანათლებლო თუ პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა მათი ამოსავალი წერტილი რელიგიაა. ორი ყველაზე დიდი საიდუმლო გაერთიანებაა „პორო“ (მამაკაცებისთვის) და „სანდე“ (ქალებისთვის). * „პოროს“ წევრები ცდილობენ, „მართონ სულები და დარწმუნდნენ, რომ ისინი მათ საკეთილდღეოდ მოქმედებენ“ (Initiation, 1986).

„პოროს“ გაერთიანების ახალ წევრებს ასწავლიან ჯადოქრობას და საიდუმლოებებს სულიერი სამყაროს შესახებ. გარდა ამისა, როდესაც რომელიმე მამაკაცს თავიანთ გაერთიანებაში იღებენ, ასრულებენ რიტუალს, რომლის დროსაც მის სხეულს დაღავენ. „სანდეს“ გაერთიანების ახალი წევრებიც, რომლებიც მხოლოდ ქალები არიან, სპირიტული რიტუალების ჩატარებას სწავლობენ. წესისამებრ, მათ კასტრაციას უტარებენ. თუმცა ზოგ რეგიონში შეწყვიტეს ამ რიტუალის შესრულება.

სხვა საიდუმლო გაერთიანებები წესებს ადგენენ სქესობრივ კავშირთან დაკავშირებით და სპირიტული სეანსებით მკურნალობენ ფსიქიკურ აშლილობასა თუ სხვა დაავადებებს. სიერა-ლეონეში სამოქალაქო ომის დროს ერთი საიდუმლო გაერთიანება ირწმუნებოდა, რომ მის წევრებს ნასროლი ტყვია ვერაფერს ავნებდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სიცრუე აღმოჩნდა.

საიდუმლო გაერთიანებების წევრებს ეკრძალებათ, გარეშეებს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და ასწავლონ რიტუალების შესრულება. ვინც არ ემორჩილება გაერთიანების წესებსა და კანონებს, საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლეს.

^ აბზ. 3 ზოგ რეგიონში „სანდეს“ გაერთიანება „ბონდოუს“ სახელითაა ცნობილი.