არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დანართი

დაძლიე მასტურბაციის ჩვევა!

დაძლიე მასტურბაციის ჩვევა!

მასტურბაცია მავნე ჩვევაა და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის სულიერობაზე, რადგან ავითარებს დამოკიდებულებას, რომელიც ხელს უწყობს ეგოიზმს და რყვნის გონებას. * ადამიანმა, რომელსაც მასტურბაცია ჩვევად აქვს, შეიძლება სხვები მხოლოდ სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების ობიექტებად მიიჩნიოს. მისთვის სექსი სიყვარულისგან იმიჯნება და მხოლოდ განმმუხტველი საშუალება ხდება, რომელსაც წუთიერი სიამოვნება მოაქვს. მაგრამ ასეთი განმუხტვა ხანმოკლეა. სინამდვილეში, იმის ნაცვლად, რომ ადამიანმა ჩაკლას „სიძვა, უწმინდურება, [და უმართებულო] ვნება“, მასტურბაციით ხელს უწყობს მათ აღძვრას (კოლოსელები 3:5).

მოციქულმა პავლემ დაწერა: „საყვარელნო . . . განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორინთელები 7:1). თუ გიჭირს ამ რჩევის გათვალისწინება, გულს ნუ გაიტეხ. იეჰოვა ყოველთვის მზად არის პატიებისთვის და დახმარებისთვის (ფსალმუნი 86:5; ლუკა 11:913). სინამდვილეში, თუ გული მსჯავრს გდებს და არაერთი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, მაინც ცდილობ ამ ჩვევის დაძლევას, ეს შენს სწორ განწყობაზე მეტყველებს. გახსოვდეს, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:20). ღმერთი მხოლოდ ჩვენს ცოდვებს კი არ ხედავს, არამედ მთელ ჩვენს შინაგან პიროვნებას. ის თანაგრძნობით გვისმენს, როცა გულწრფელად ვთხოვთ წყალობას. ასე რომ, როგორც ბავშვი მიმართავს მამას გაჭირვების დროს, შენც ყოველთვის თავმდაბლურად და გულწრფელად მიმართე ღმერთს ლოცვით. იეჰოვა სუფთა სინდისით დაგასაჩუქრებს (ფსალმუნი 51:112, 17; ესაია 1:18). ცხადია, შენ ლოცვების თანახმად უნდა მოიქცე. მაგალითად, უნდა მოერიდო პორნოგრაფიის ყველანაირი სახეობის ყურებას და ცუდ საზოგადოებას. *

თუ შენი პრობლემა არ გვარდება, დაელაპარაკე ამ საკითხზე ქრისტიან მშობელს ან სულიერად მოწიფულ და მზრუნველ მეგობარს * (იგავები 1:8, 9; 1 თესალონიკელები 5:14; ტიტე 2:35).

^ აბზ. 1 მასტურბაცია არის სასქესო ორგანოების გაღიზიანება, რაც ხშირად ორგაზმით მთავრდება.

^ აბზ. 2 ბევრმა კომპიუტერი სახლში გამოსაჩენ ადგილას დადგა, რათა გაეკონტროლებინათ, რას უყურებდნენ ოჯახის წევრები. ასევე ზოგმა კომპიუტერში ჩატვირთა პროგრამა, რომელიც არასასურველ მასალას ფილტრავს. მაგრამ ბოლომდე სანდო არც ერთი პროგრამა არ არის.

^ აბზ. 1 მასტურბაციის ჩვევის დასაძლევად პრაქტიკული რჩევების ნახვა შეგიძლია 2006 წლის ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში, „როგორ დავძლიო მასტურბაციის ჩვევა?“ და წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1, გვერდები 178182.