თავი 17
უწმინდეს რწმენაზე აღაშენე საკუთარი თავი!
„თქვენს უწმინდეს რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი . . . და ამგვარად დარჩით ღვთის სიყვარულში“ (იუდა 20, 21)
1, 2. რომელ სამშენებლო პროექტზე მუშაობ, და რატომ არის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანი?
შენ გულმოდგინედ მუშაობ სამშენებლო პროექტზე. ის წლების მანძილზე მიმდინარეობს და მალე არ დასრულდება. სირთულეების მიუხედავად, მუშაობა სიამოვნებას განიჭებს. რაც უნდა მოხდეს, გადაწყვეტილი გაქვს, გულმოდგინედ იშრომო, რადგან სამუშაოს ხარისხზე დამოკიდებულია შენი სიცოცხლე და მომავალი. რატომ? იმიტომ რომ, შენ საკუთარ თავს აშენებ!
2 მოწაფე იუდა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქრისტიანები საკუთარ თავს ვაშენებთ. ის მოგვიწოდებს, დავრჩეთ ღვთის სიყვარულში და გვეუბნება, როგორ გავაკეთოთ ეს. ის ამბობს: „თქვენს უწმინდეს რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი“ (იუდა 20, 21). როგორ შეგიძლია აღაშენო საკუთარი თავი, განიმტკიცო რწმენა და ამგვარად დარჩე ღვთის სიყვარულში? განვიხილოთ სამი მხარე.
დარწმუნდი, რომ იეჰოვას მოთხოვნები სამართლიანია
3—5. ა) რა სურს სატანას გაფიქრებინოს იეჰოვას მოთხოვნების შესახებ? ბ) რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ღვთის მოთხოვნებზე და რა გავლენა უნდა მოახდინოს ამან ჩვენზე? მოიყვანე მაგალითი.
3 უპირველესად, ჩვენ ღვთის კანონებისადმი ნდობა უნდა დაბადება 3:1—6). გაჭრის თუ არა ეს მეთოდი შენ შემთხვევაში, ძირითადად შენს თვალსაზრისზეა დამოკიდებული.
განვიმტკიცოთ. ამ წიგნის განხილვის დროს შენ უკვე გაიგე იეჰოვას რამდენიმე სამართლიანი მოთხოვნა. რა თვალსაზრისი გაქვს მათზე? სატანას უნდა გაფიქრებინოს, რომ იეჰოვას კანონები, პრინციპები და ნორმები მკაცრი და მეტისმეტად შემზღუდველია. ამ მეთოდს მან პირველად ედემის ბაღში მიმართა, რაც წარმატებული აღმოჩნდა; ის დღემდე იყენებს ამ მეთოდს (4 მოვიყვანოთ მაგალითი. შენ ლამაზ პარკში სეირნობ და ხედავ, რომ პარკის ერთ ნაწილში მყარი ზღუდეა აღმართული. ზღუდის იქით ხედი მიმზიდველია. შეიძლება ფიქრობ, რომ ზღუდე საჭირო არ იყო, მაგრამ როგორც კი მის იქით ჩასაფრებულ მბრდღვინავ ლომს ხედავ, ხვდები, რომ ის ადამიანების დასაცავად აღმართეს. გვემუქრება დღეს მსგავსი საშიშროება? ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8).
5 სატანა გამძვინვარებული მტაცებელია. იეჰოვას არ სურს, რომ სატანის მსხვერპლი გავხდეთ, ამიტომ მისი ხრიკებისგან დასაცავად კანონები მოგვცა (ეფესოელები 6:11). ამ კანონებში ჩვენი ზეციერი მამის სიყვარულს უნდა ვხედავდეთ. თუ ასეთი თვალსაზრისი გვექნება, ღვთის კანონები დაგვიცავს და სიხარულს მოგვანიჭებს. მოწაფე იაკობი წერდა: „ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება“ (იაკობი 1:25).
6. როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ღვთის სამართლიანი კანონები და პრინციპები სანდოა? მოიყვანე მაგალითი.
6 თუ ღვთის მითითებების თანახმად ვცხოვრობთ, ვრწმუნდებით, რომ შეგვიძლია ვენდოთ უზენაეს კანონმდებელს და მის ბრძნულ კანონებს. მაგალითად, „ქრისტეს კანონის“ ნაწილია მითითება, რომ ვასწავლოთ ხალხს ყველაფრის დაცვა, რაც ქრისტემ მცნებად დაგვიდო (გალატელები 6:2; მათე ). ქრისტიანები სერიოზულად ვეკიდებით მოწოდებას, 28:19, 20შევიკრიბოთ ღვთის თაყვანსაცემად და ერთმანეთის გასამხნევებლად (ებრაელები 10:24, 25). გარდა ამისა, იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ ხშირად და გულწრფელად ვილოცოთ (მათე 6:5—8; 1 თესალონიკელები 5:17). თუ ამ მითითებების თანახმად ვცხოვრობთ, ვრწმუნდებით, რომ ღმერთმა ისინი ჩვენ სასიკეთოდ მოგვცა. ღვთის მითითებების დაცვა ისეთ კმაყოფილებასა და სიხარულს მოგვანიჭებს, რაც ამ მშფოთვარე ქვეყნიერებისთვის უცხოა. როცა საკუთარი გამოცდილებიდან ხედავ, რა კურთხევები მოაქვს ღვთის კანონების თანახმად ცხოვრებას, მათდამი ნდობა გიმტკიცდება.
7, 8. როგორ ამხნევებს ღვთის სიტყვა მათ, ვინც ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრება გაუჭირდეს?
7 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ დროთა განმავლობაში იეჰოვას კანონების დაცვა გაუჭირდება. მათ ეშინიათ მარცხის. თუ შენც ასე ფიქრობ, გახსოვდეს შემდეგი სიტყვები: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო! ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18). დაფიქრებულხარ, რამდენად გამამხნევებელია ეს სიტყვები?
ფსალმუნის 55:22). უეჭველია, ეს შესანიშნავი დაპირებები რწმენასა და ნდობას გვიმტკიცებს იეჰოვასა და მისი სამართლიანი ნორმების მიმართ.
8 ამ სიტყვებით იეჰოვა გვახსენებს, რომ მისდამი მორჩილება ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება. ის გვპირდება, რომ ასეთი მორჩილებით კურთხევებს მივიღებთ: ჩვენი მშვიდობა იქნება კამკამა, უხვ და უწყვეტ მდინარესავით, ჩვენი სიმართლე კი — ზღვის ტალღებივით. როცა ზღვის სანაპიროზე დგახარ და აკვირდები, როგორ ეხეთქება ერთმანეთის მიყოლებით ტალღები ნაპირს, ხვდები, რომ ეს უწყვეტი პროცესია. შენ იცი, რომ ტალღები არასოდეს შეწყდება. იეჰოვა გპირდება, რომ შენი სიმართლე სწორედ ასეთი იქნება. თუ ცდილობ, ღვთის ერთგული იყო, ის არასოდეს დაუშვებს, რომ მარცხი განიცადო! (წაიკითხეთისწრაფე მოწიფულობისკენ
9, 10. ა) რატომ არის მოწიფულობისკენ სწრაფვა შესანიშნავი მიზანი ქრისტიანებისთვის? ბ) რატომ მოაქვს სულიერზე ფიქრს სიხარული?
9 სულიერი სამშენებლო პროექტის სხვა მხარეზე ყურადღებას ამახვილებს ღვთისგან შთაგონებული სიტყვები: „ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“ (ებრაელები 6:1). მოწიფულობისკენ სწრაფვა შესანიშნავი მიზანია თითოეული ქრისტიანისთვის. დღესდღეობით სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ მოწიფულ ადამიანად ჩამოყალიბება სავსებით შესაძლებელია. როცა ქრისტიანი სულიერად იზრდება, იეჰოვასადმი მსახურებას მისთვის უფრო დიდი სიხარული მოაქვს. რატომ?
10 მოწიფული ქრისტიანი სულიერად მოაზროვნე ადამიანია. ის ცდილობს, ყველაფერს იეჰოვას თვალით შეხედოს (იოანე 4:23). პავლემ დაწერა: „ხორცით მავალნი ხორცისაზე ფიქრობენ, ხოლო სულით მავალნი — სულისაზე“ (რომაელები 8:5). ხორციელი აზროვნება ადამიანს დიდ სიხარულს ვერ ანიჭებს, რადგან ასეთი აზროვნება მას მატერიალიზმის მახეში აბამს და ეგოისტური და წინდაუხედავი საქციელისკენ უბიძგებს. სულიერად მოაზროვნე ადამიანს კი დიდი სიხარული აქვს, რადგან ის იეჰოვაზე, „ბედნიერ ღმერთზე“ ფიქრობს (1 ტიმოთე 1:11). ასეთ ადამიანს ძალიან სურს, ასიამოვნოს იეჰოვას და განსაცდელების დროსაც კი სიხარულს ინარჩუნებს. განსაცდელი მას შესაძლებლობას აძლევს, განივითაროს ისეთი თვისება, როგორიცაა ერთგულება და დაამტკიცოს, რომ სატანა ცრუა, რითაც ზეციერ მამას გულს გაუხარებს (იგავები 27:11; წაიკითხეთ იაკობის 1:2, 3).
11, 12. ა) რა თქვა პავლემ აღქმის უნარზე და რა მნიშვნელობა აქვს „გაწაფულად“ ნათარგმნ ბერძნულ სიტყვას? ბ) რა სჭირდება ადამიანის სხეულს, რომ განვითარდეს და ფიზიკურად ჩამოყალიბდეს?
11 სულიერობა და მოწიფულობა თავისთავად არ მოდის; ამისთვის ძალისხმევაა საჭირო. დაფიქრდი შემდეგ მუხლზე: „მაგარი საჭმელი მოწიფულთათვის არის, რომლებიც იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). როცა პავლემ გაწაფული აღქმის უნარი მოიხსენია, მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელსაც პირველ საუკუნეში საბერძნეთში ტანვარჯიშთან დაკავშირებით იყენებდნენ; ის შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ტანმოვარჯიშესავით გაწაფული“. განვიხილოთ, რა იგულისხმება ასეთ გაწაფვაში.
12 ახალშობილი ვერ მართავს თავის სხეულს. ის ერთმანეთისგან ვერ არჩევს ხელ-ფეხს. ბავშვი უაზროდ იქნევს ხელებს და ზოგჯერ შეიძლება სახეშიც მოირტყას და შეშინებულმა ტირილი დაიწყოს. დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. პატარა ჯერ ხოხვას, მერე ბაჯბაჯს, ბოლოს კი სირბილს იწყებს. * მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ტანვარჯიშთან? როცა უყურებ ტანმოვარჯიშეს, რომელიც დახვეწილად აკეთებს სალტოებს, ეჭვიც არ გეპარება, რომ მისი სხეული კარგად ნავარჯიშებია. ცხადია, ამის მისაღწევად მას დიდი შრომა და საათობით ვარჯიში დასჭირდა. თუკი ფიზიკური ვარჯიში „მეტ-ნაკლებად სასარგებლოა“, როგორც ამას ბიბლია ამბობს, მაშინ რამდენად უფრო სასარგებლოა აღქმის უნარის გაწაფვა?! (1 ტიმოთე 4:8).
13. როგორ გავწაფოთ აღქმის უნარი?
13 ამ წიგნში განხილული უამრავი საკითხი სულიერად მოაზროვნე ადამიანს აღქმის უნარის გაწაფვაში დაეხმარება, რათა იეჰოვასადმი ერთგულება შეინარჩუნოს. ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღებისას დაფიქრდი ღვთის პრინციპებსა და კანონებზე და ღმერთს ლოცვაში ხელმძღვანელობა სთხოვე. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ჰკითხე საკუთარ თავს: „რომელი ბიბლიური კანონი ან პრინციპი ეხება ამ საკითხს? როგორ შემიძლია გავითვალისწინო ისინი? რა გაუხარებდა გულს ჩემს ზეციერ მამას?“ (წაიკითხეთ იგავების 3:5, 6 და იაკობის 1:5). ამგვარად მიღებული თითოეული გადაწყვეტილება აღქმის უნარს გაგიწაფავს. ეს დაგეხმარება, სულიერად მოაზროვნე ადამიანი გახდე.
14. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სულიერად გავიზარდოთ და რას უნდა ვუფრთხილდეთ?
14 თუმცა მოწიფულობის მიღწევა შესაძლებელია, ეს არ ნიშნავს, რომ სულიერი ზრდა ამით მთავრდება. ზრდა საკვებზეა დამოკიდებული. პავლემ აღნიშნა: „მაგარი საჭმელი მოწიფულთათვის არის“. რწმენის აღსაშენებლად მაგარი სულიერი საზრდოს გამუდმებით მიღებაა საჭირო. თუ ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებ, სიბრძნეს გამოავლენ. ბიბლიაში ნათქვამია, იგავები 4:5—7; 1 პეტრე 2:2). მაგრამ ცოდნისა და ღვთიური სიბრძნის შეძენა არ გვაძლევს მიზეზს, თვითკმაყოფილები და ქედმაღლები გავხდეთ. ჩვენ ყოველთვის უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი, რათა ჩვენს გულში ფესვი არ გაიდგას სიამაყემ ან სხვა სისუსტემ. პავლემ დაწერა: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5).
რომ „სიბრძნე უმთავრესია“. ამიტომ ჩვენ უნდა განვივითაროთ სულიერი მადა იმ უძვირფასესი ჭეშმარიტებისადმი, რომელსაც ჩვენი ზეციერი მამა გვაძლევს (15. რატომ არის სიყვარული აუცილებელი, რომ სულიერად გავიზარდოთ?
15 სახლის აშენება შეიძლება დამთავრდა, მაგრამ საჭიროა სახლზე ზრუნვა, შეკეთება და, შესაძლოა, დროთა განმავლობაში გაფართოებაც კი. მსგავსად, რა არის საჭირო, რომ გავხდეთ სულიერად მოწიფული ადამიანები და მოვუფრთხილდეთ სულიერობას? უპირველესად, სიყვარული. ჩვენ მეტად უნდა შევიყვაროთ იეჰოვა და თანამორწმუნეები. სიყვარულის გარეშე მთელ ჩვენს ცოდნასა და საქმეებს ფასი დაეკარგება (1 კორინთელები 13:1—3). სიყვარული დაგვეხმარება, ვიყოთ მოწიფული ქრისტიანები და კვლავაც გავიზარდოთ სულიერად.
არასდროს დაივიწყო იეჰოვასგან მოცემული იმედი
16. როგორ აზროვნებას უყალიბებს სატანა ადამიანებს და როგორ გვიცავს იეჰოვა?
16 განვიხილოთ სულიერი სამშენებლო პროექტის კიდევ ერთი მხარე. ქრისტეს ნამდვილი მიმდევარი რომ იყო, საჭიროა, დაიცვა გონება. სატანა, ამ ქვეყნიერების მმართველი, დახელოვნებულად უვითარებს ადამიანებს უარყოფით და პესიმისტურ აზროვნებას, ნდობას აკარგვინებს და სასოწარკვეთილებაში აგდებს (ეფესოელები 2:2). ასეთი აზროვნება და დამოკიდებულება ქრისტიანისთვის ისეთივე საშიშია, როგორც ხის ნაგებობისთვის სინესტე. საბედნიეროდ, იეჰოვა გვაძლევს იმედს, რომელიც გვიცავს.
17. როგორ ცხადყოფს ღვთის სიტყვა, რომ იმედი მნიშვნელოვანია?
17 ბიბლიაში მოხსენიებულია სულიერი საჭურვლის სხვადასხვა ნაწილი, რომლებიც სატანასა და ქვეყნიერებასთან საბრძოლველად გვჭირდება. საჭურვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მუზარადი ანუ „ხსნის იმედი“ (1 თესალონიკელები 5:8). ძველ დროში მეომარს ესმოდა, რომ მუზარადის გარეშე ბრძოლაში დაიღუპებოდა. მუზარადი ხშირად ლითონისგან იყო დამზადებული და ქეჩის ან ტყავის სარჩული ჰქონდა. ის ბრძოლაში სერიოზული დაზიანებისგან იცავდა მეომრის თავს. როგორც მუზარადი იცავდა თავს, ასევე იმედი იცავს ჩვენს გონებას ანუ აზროვნებას.
18, 19. რა მაგალითი მოგვცა იესომ და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
18 იესოს იმედი არ დაუკარგავს, რითაც უდიდესი მაგალითი მოგვცა. გაიხსენე, რა გადაიტანა მან დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს. ერთმა მეგობარმა ის გაყიდა, მეორემ უარყო, სხვებმა მიატოვეს და გაიქცნენ; თანამემამულეებმა არ მიიღეს და რომაელებს მოსთხოვეს, წამებით მოეკლათ იგი. ალბათ, არც ერთ ჩვენგანს არ მოგვიწევს ისეთი განსაცდელების გადატანა, როგორიც იესომ გადაიტანა. რა დაეხმარა იესოს? ებრაელების 12:2-ში ვკითხულობთ: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“. იესოს არასდროს დავიწყებია „სიხარული, რომელიც მოელოდა“.
19 რა იყო ეს სიხარული? იესომ იცოდა, რომ თუ განსაცდელებს მედგრად დაუდგებოდა იეჰოვას წმინდა სახელის განწმენდაში მიიღებდა მონაწილეობას და საუკეთესოდ დაამტკიცებდა, რომ სატანა მატყუარაა. არანაირი სხვა იმედი არ მოუტანდა იესოს ამაზე დიდ სიხარულს. მან აგრეთვე იცოდა, რომ იეჰოვა უხვად აკურთხებდა ერთგულებისთვის — ძალიან მალე ის კვლავ გაიხარებდა ზეციერ მამასთან ყოფნით. იესო ამ სასიხარულო იმედს ყველაზე მძიმე წუთებშიც არ კარგავდა. ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ, რადგან ჩვენც მოგველის სიხარული. იეჰოვამ წილად გვარგუნა პატივი, მონაწილეობა მივიღოთ მისი დიდებული სახელის განწმენდაში. თუ ვაღიარებთ იეჰოვას უზენაესობას და, განსაცდელებისა და ცდუნებების მიუხედავად ვრჩებით ჩვენი ზეციერი მამის სიყვარულში, ვამტკიცებთ, რომ სატანა ცრუა.
20. რა დაგეხმარება დადებითი აზროვნებისა და იმედის შენარჩუნებაში?
20 იეჰოვას ძალიან სურს, რომ ერთგული მსახურები დააჯილდოოს (ესაია 30:18; წაიკითხეთ მალაქიას 3:10). ის სიამოვნებით შეასრულებს თავისი მსახურების მართებულ გულის წადილს (ფსალმუნი 37:4). არასოდეს დავივიწყოთ ღვთისგან მოცემული იმედი! ნუ მოვექცევით სატანის დრომოჭმული ქვეყნიერების უარყოფითი, ზნედაცემული და დამახინჯებული აზროვნების გავლენის ქვეშ. თუ გრძნობ, რომ ქვეყნიერების სული გულსა და გონებაში შემოგეპარა, მხურვალედ შეევედრე იეჰოვას, მოგცეს „მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“. ღვთის მშვიდობა დაიცავს შენს გულსა და გონებას (ფილიპელები 4:6, 7).
21, 22. ა) რა დიდებული იმედი აქვს „უამრავ ხალხს“? ბ) ღვთის დაპირებებიდან რომლის შესრულებას ელი ყველაზე მეტად და რა გაქვს გადაწყვეტილი?
21 ჩვენ მართლაც შესანიშნავი იმედი გვაქვს! თუ მიეკუთვნები გამოცხადება 7:9, 14). სატანა და მისი დემონები მალე ხელს აღარ შეგიშლიან და შეუდარებელ შვებას იგრძნობ. დღემდე არც ერთ ადამიანს არ უცხოვრია სატანის გამრყვნელი ზეგავლენის გარეშე. როცა მისი გავლენა აღარ იარსებებს, უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებს იმის დანახვა, თუ როგორ გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ იესოს და 144 000 ზეციერი მეფის ხელმძღვანელობით. როგორ გვახარებს იმედი იმის შესახებ, რომ მალე მოისპობა ყველანაირი ავადმყოფობა და უძლურება, შევხვდებით მკვდრეთით აღმდგარ საყვარელ ადამიანებს და გავიხარებთ იმ სიცოცხლით, რომელიც ღმერთს ჩვენთვის აქვს განზრახული. ჩვენ თანდათანობით მივაღწევთ სრულყოფილებას და მივიღებთ უფრო დიდ ჯილდოს — „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“, რის შესახებაც დაპირება ჩაწერილია რომაელების 8:21-ში.
„უამრავ ხალხს“, რომელიც „დიდ გასაჭირს“ გადაურჩება, იფიქრე, როგორი ცხოვრება გელის (22 იეჰოვას სურს, ისეთი თავისუფლება მოგანიჭოს, რაზეც ვერც კი იოცნებებდი. ამისთვის მორჩილებაა საჭირო. ნამდვილად ღირს ძალისხმევად, ყოველთვის დავემორჩილოთ იეჰოვას! ამიტომ კვლავაც აღაშენე საკუთარი თავი უწმინდეს რწმენაზე, რათა მარადიულად დარჩე ღვთის სიყვარულში!
^ აბზ. 12 მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანებს უვითარდებათ პროპრიოცეფცია ანუ სხეულის ნაწილების ორიენტირების უნარი. მაგალითად, ამ უნარის წყალობით შეგიძლია თვალდახუჭულმა დაუკრა ტაში. ერთ მოზარდ პაციენტს, რომელმაც ეს უნარი დაკარგა, არ შეეძლო დგომა, სიარული და ჯდომაც კი.