ნაწილი 5
სამეფოს საგანმანათლებლო პროგრამა — მეფის მსახურთა დასწავლება
წარმოიდგინე, რომ სცენაზე დგას ახალგაზრდა ძმა შენი კრებიდან და პირველად კითხულობს მოხსენებას კონგრესზე. ღიმილით ცდილობ მის გამხნევებას, გსიამოვნებს მისი მოსმენა და გაოცებს, რა შესანიშნავად ასწავლის იეჰოვა თავის ხალხს. გახსენდება თეოკრატიულ სკოლაში მისი პირველი გამოსვლა. მან დიდი წინსვლა განიცადა მას შემდეგ, რაც პიონერული მსახურების სკოლა გაიარა. არც ისე დიდი ხნის წინ ცოლთან ერთად მან სამეფოს მახარობელთა სკოლაც დაამთავრა. მისი ბრწყინვალე მოხსენების დასასრულ ტაშის დაკვრისას გარშემო იყურები და ფიქრობ, რამხელა დასწავლებას იღებს ღვთის ხალხი.
ბიბლია წინასწარმეტყველებს დროზე, როცა ღვთის ხალხი იეჰოვას მიერ განისწავლება (ეს. 54:13). ჩვენ სწორედ ამ დროში ვცხოვრობთ. ის არა მხოლოდ პუბლიკაციების მეშვეობით გვასწავლის, არამედ შეხვედრების, კონგრესებისა და იმ სკოლების მეშვეობით, რომლებიც იეჰოვას ორგანიზაციაში კონკრეტული დავალებების შესასრულებლად გვამზადებს. ამ ნაწილიდან გავიგებთ, როგორ ადასტურებს ამ მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამის არსებობა, რომ ღვთის სამეფო უკვე მმართველობს.
ამ განყოფილებაში
თავი 16
თაყვანისმცემლობისთვის ერთად შეკრება
როგორ შეგვიძლია მაქსიმალურად ვისარგებლოთ იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შეხვედრებიდან?
თავი 17
სამეფოს მსახურთა მომზადება
როგორ ეხმარება თეოკრატიული სკოლები სამეფოს მსახურებს თავიანთი დავალებების შესასრულებლად?