არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 20

მოქმედებისკენ აღმძვრელი დასკვნა

მოქმედებისკენ აღმძვრელი დასკვნა

ეკლესიასტე 12:13, 14

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: დასკვნით ნაწილში აღძარი მსმენელი, გაითავისოს მოსმენილი და მის თანახმად მოიქცეს.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • დაუკავშირე დასკვნა მთლიან თემას. გაიმეორე მთავარი აზრები და თემა, რომელზეც მსჯელობდი. თუმცა არ არის აუცილებელი, იგივე სიტყვები გამოიყენო.

  • აღძარი მსმენელი მოქმედებისკენ. დაანახვე მსმენელს, როგორ მოიქცეს და აუხსენი ამის მიზეზი. ილაპარაკე მტკიცედ და დამაჯერებლად.

  • გააკეთე მარტივი და მოკლე დასკვნა. ნუ მოიხსენიებ ახალ მთავარ აზრებს. გააკეთე მოკლე დასკვნა და დასასრულს კიდევ ერთხელ აღძარი მსმენელი მოქმედებისკენ.