არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

35-ე გაკვეთილი

როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები

როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები

ყველას გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ზოგი მათგანი დიდ გავლენას ახდენს როგორც ჩვენზე, ისე იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე. მაგალითად, შეიძლება არჩევანის გაკეთება მოგვიწიოს, თუ სად ვიცხოვროთ, რით ვირჩინოთ თავი და შევქმნათ თუ არა ოჯახი. თუ გონივრულად მივიღებთ გადაწყვეტილებებს, ბედნიერებიც ვიქნებით და იეჰოვასაც გავუხარებთ გულს.

1. როგორ დაგეხმარებათ ბიბლია, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ?

გადაწყვეტილების მიღებამდე ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას დახმარება და ბიბლიიდან გაიგეთ მისი თვალსაზრისი მოცემულ საკითხზე (წაიკითხეთ იგავების 2:3—6). ზოგ შემთხვევაში იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით პირდაპირ მითითებას გვაძლევს. ამ დროს საუკეთესო არჩევანი ღვთის მითითების მიყოლაა.

როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როცა ბიბლიაში პირდაპირი მითითება არაა მოცემული იმ საკითხზე, რომელიც გაწუხებთ? დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ამ შემთხვევაშიც გაგიძღვებათ იმ გზაზე, რომლითაც უნდა იაროთ (ესაია 48:17). მოდი გავიგოთ, როგორ. ასეთ დროს ბიბლიაში შეგიძლიათ სახელმძღვანელო პრინციპები მოიძიოთ. ბიბლიური პრინციპი ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა, რომელიც გვიმჟღავნებს ღვთის თვალსაზრისს. ხშირად მოცემულ საკითხზე იეჰოვას თვალსაზრისი შეიძლება ბიბლიის რომელიმე მონაკვეთის კითხვის დროს დავინახოთ. იმის ცოდნა, თუ როგორ უყურებს იეჰოვა ამა თუ იმ საკითხს, გვიადვილებს მისი მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღებას.

2. რაზე უნდა დაფიქრდეთ გადაწყვეტილების მიღებამდე?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). ასე რომ, გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩამოყალიბდეთ, რა არჩევანის გაკეთება შეგიძლიათ, შემდეგ კი დაფიქრდეთ: რომელი ბიბლიური პრინციპები მიესადაგება თქვენს სიტუაციას? რა შემთხვევაში შეინარჩუნებთ შინაგან სიმშვიდეს? სხვებზე როგორ იმოქმედებს თქვენი გადაწყვეტილება და, რაც მთავარია, გაუხარებს თქვენი არჩევანი იეჰოვას გულს? (კანონი 32:29).

იეჰოვას აქვს უფლება, დაგვიდგინოს, რა არის სწორი და რა — არასწორი. როცა ვეცნობით მის კანონებსა და პრინციპებს და ვცდილობთ, მათ თანახმად ვიმოქმედოთ, სინდისს ვიწაფავთ. სინდისი არის თანდაყოლილი უნარი, რომელიც გვეხმარება, გავარჩიოთ სწორი არასწორისგან (რომაელები 2:14, 15). განსწავლული სინდისი დაგვეხმარება, სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ მეტს შეიტყობთ იმის შესახებ, თუ როგორ გვეხმარება გადაწყვეტილების მიღების დროს როგორც ბიბლიური პრინციპები, ისე სინდისი.

3. იხელმძღვანელეთ ბიბლიური პრინციპებით

როგორ ვიხელმძღვანელოთ ბიბლიური პრინციპებით გადაწყვეტილების მიღების დროს? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა არის ნების თავისუფლება?

  • რატომ მოგვცა იეჰოვამ თავისუფალი ნება?

  • რით გვეხმარება ღმერთი, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ?

წაიკითხეთ ეფესოელების 5:15, 16 და ნახეთ ბიბლიაში მოცემული ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც დროის გონივრულად გამოყენებას ეხება. შემდეგ იმსჯელეთ, როგორ შეგიძლიათ ამ პრინციპის გამოყენება, როცა საქმე ეხება . . .

  • ბიბლიის ყოველდღიურ კითხვას

  • მეუღლის, მშობლებისა თუ შვილების წინაშე ოჯახური ვალდებულებების შესრულებას

  • კრების შეხვედრებზე დასწრებას

4. გაიწაფეთ სინდისი და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები

სწორი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მარტივი იყოს, როცა მოცემულ საკითხზე ბიბლიაში ნათელი მითითებაა ჩაწერილი. მაგრამ როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა პირდაპირ მითითებას ვერსად ვხვდებით? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა გააკეთა ამ დამ სინდისის გასაწაფად და იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილების მისაღებად?

ზოგჯერ შეიძლება უფრო ადვილი იყოს, სხვებს ვთხოვოთ, ჩვენ მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილება. მაგრამ რატომ არ უნდა მოვიქცეთ ასე? წაიკითხეთ ებრაელების 5:14 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რისი გარჩევა უნდა შეგვეძლოს თითოეულს?

  • როგორ გვეხმარება იეჰოვა, გავწაფოთ სინდისი და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები?

სინდისი რუკასავითაა და გვეხმარება, ცხოვრებაში სწორი გზით ვიაროთ.

5. გაუფრთხილდით სხვების სინდისს

ჩვენ ყოველთვის ერთნაირ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ამიტომ ისმის კითხვა: როგორ გავუფრთხილდეთ სხვების სინდისს? განვიხილოთ ორი სიტუაცია:

1) და, რომელიც მკვეთრ მაკიაჟს იკეთებს, გადადის კრებაში, სადაც სხვა დებს ეს თვალში ხვდებათ.

წაიკითხეთ რომაელების 15:1 და 1 კორინთელების 10:23, 24; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • ამ მუხლებიდან გამომდინარე, როგორ შეუძლია ამ დას, მოიქცეს? თქვენ როგორ მოიქცევით, თუ ვინმეს სინდისი არ აძლევს იმის გაკეთების უფლებას, რასაც თქვენ აკეთებთ?

2) ძმამ იცის, რომ ბიბლია არ კრძალავს ალკოჰოლური სასმელების ზომიერად დალევას. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილი აქვს, საერთოდ არ დალიოს. მას ეპატიჟებიან ისეთ ადგილას, სადაც თანაქრისტიანები ალკოჰოლს სვამენ.

წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:16 და რომაელების 14:1, 10; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • ამ მუხლებიდან გამომდინარე, როგორ შეუძლია ამ ძმას, მოიქცეს? თქვენ როგორ მოიქცევით, თუ ხედავთ, რომ ვინმე ისეთ რამეს აკეთებს, რისი გაკეთების უფლებასაც თქვენ სინდისი არ გაძლევთ?

 როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები

1) სთხოვეთ იეჰოვას დახმარება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ (იაკობი 1:5).

2) მოიძიეთ სახელმძღვანელო პრინციპები ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ ლიტერატურაში. რჩევისთვის შეგიძლიათ გამოცდილ ქრისტიანსაც მიმართოთ.

3) იფიქრეთ, როგორ იმოქმედებს თქვენი გადაწყვეტილება როგორც თქვენს, ისე სხვების სინდისზე.

ზოგი ამბობს: „მხოლოდ ჩემი საქმეა, რას გავაკეთებ“.

  • თქვენი აზრით, რატომ უნდა გავითვალისწინოთ როგორც ღმერთის, ისე სხვების გრძნობები?

შეჯამება:

სწორი გადაწყვეტილება რომ მივიღოთ, უნდა გავიგოთ იეჰოვას თვალსაზრისი მოცემულ საკითხზე და იმაზეც დავფიქრდეთ, სხვებზე როგორ იმოქმედებს ჩვენი გადაწყვეტილება.

გასამეორებელი კითხვები:

  • როგორ მივიღოთ იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებები?

  • როგორ გავიწაფოთ სინდისი?

  • როგორ გავითვალისწინოთ სხვების სინდისი?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დადებითად აისახება იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე?

„მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს“ („საგუშაგო კოშკი“, 15 აპრილი, 2011)

გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ გვაძლევს იეჰოვა რჩევებს.

„იეჰოვა მიუძღვის თავის ხალხს“ (9:50)

შეიტყვეთ, რა დაეხმარა ერთ ახალგაზრდას, არცთუ ისე მარტივი გადაწყვეტილება მიეღო.

„იეჰოვა გვპირდება, რომ ყველაფერ საუკეთესოს მოგვცემს“ (5:46)

გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილება მაშინ, როცა კონკრეტულ მითითებას ვერსად ხვდებით.

„ყოველ საკითხში გვჭირდება პირდაპირი მითითებები?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 დეკემბერი, 2003)