არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-10 გაკვეთილი

რატომ უნდა დავესწროთ იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს?

რატომ უნდა დავესწროთ იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს?

დასწრებიხართ იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრას? თუ არა, შესაძლოა ფეხს იმიტომ ითრევთ, რომ არ იცით, რა ხდება იქ. შეიძლება ისიც გაინტერესებთ, რატომ არის ასეთ შეხვედრებზე დასწრება მნიშვნელოვანი? ამ გაკვეთილიდან გაიგებთ, როგორ დაგეხმარებათ ეს შეხვედრები როგორც პირადად, ისე ღმერთთან დასაახლოებლად.

1. რატომ ვიკრიბებით?

ბიბლიის ერთმა დამწერმა აღნიშნა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ერთად შეკრება. მან თქვა: „დიდ კრებულში შევასხამ იეჰოვას ხოტბას“ (ფსალმუნი 26:12). მთელი მსოფლიოს მასშტაბით იეჰოვას მოწმეებიც მიჰყვებიან ღვთის ძველი დროის მსახურთა მაგალითს და ღვთის თაყვანსაცემად იკრიბებიან, რასაც მათთვის დიდი სიხარული მოაქვს. ისინი ყოველკვირეულად ატარებენ კრების შეხვედრებს, სადაც ღვთის განმადიდებელ სიმღერებს მღერიან და ლოცულობენ. გარდა ამისა, წელიწადში რამდენჯერმე ისინი უფრო დიდ შეკრებებსაც მართავენ.

2. რას ვსწავლობთ კრების შეხვედრებზე?

კრების შეხვედრებზე იხსნება და განიმარტება ღვთის სიტყვა (წაიკითხეთ ნეემიას 8:8). თუ დაესწრებით იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს, მეტს შეიტყობთ იეჰოვასა და მისი შესანიშნავი თვისებების შესახებ. როცა გაიგებთ, როგორ უყვარხართ იეჰოვას, თქვენც გაგიჩნდებათ მასთან დაახლოების სურვილი. კრების შეხვედრებზე, სადაც ღვთისგან განვისწავლებით, იმასაც ვიგებთ, თუ როგორ ვიცხოვროთ უფრო აზრიანი და ბედნიერი ცხოვრებით (ესაია 48:17, 18).

3. რატომ არის მნიშვნელოვანი ერთად შეკრება?

იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ. ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას“ (ებრაელები 10:24, 25). კრების შეხვედრებზე გაიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად ზრუნავენ ერთმანეთზე და რომელთაც თქვენსავით სურთ, მეტი გაიგონ ღვთის შესახებ. აგრეთვე, მოისმენთ მათგან გამამხნევებელ ბიბლიურ აზრებს (წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12). თქვენ იმის შესაძლებლობაც გექნებათ, გაიგოთ, როგორ ართმევენ ისინი თავს სხვადასხვა პრობლემას. ჩვენ შევეხეთ მხოლოდ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ სურს იეჰოვას, რეგულარულად დაესწროთ კრების შეხვედრებს.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა შეხვედრები და რატომ ღირს მათზე დასწრება.

4. იეჰოვას მოწმეთა შეხვედრები

პირველ საუკუნეში ქრისტიანები ღვთის თაყვანსაცემად რეგულარულად იკრიბებოდნენ (რომაელები 16:3—5). წაიკითხეთ კოლოსელების 3:16 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ სცემდნენ თაყვანს იეჰოვას პირველი საუკუნის ქრისტიანები?

იეჰოვას მოწმეები დღესაც რეგულარულად იკრიბებიან. იმის გასაგებად, თუ როგორ ტარდება კრების შეხვედრები, ნახეთ ვიდეო. შემდეგ დააკვირდით ამავე გვერდზე მოცემულ სურათს და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ შეესაბამება ვიდეოში ნანახი კოლოსელების 3:16-ს?

  • რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება ნანახი ვიდეოდან ან სურათიდან?

წაიკითხეთ 2 კორინთელების 9:7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ არ ხდება იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე ფულის აკრეფა?

მასწავლებელთან ერთად თვალი გადაავლეთ იმ მასალას, რომელიც მიმდინარე კვირის ერთ-ერთ შეხვედრაზე განიხილება.

  • პროგრამით გათვალისწინებული მასალიდან რამ მიიქცია თქვენი ყურადღება?

იცოდით?

ვებგვერდიდან jw.org შეიტყობთ, თუ სად და როდის ტარდება კრების შეხვედრები სხვადასხვა ქვეყანაში.

  1. ა) ჩვენს შეხვედრებზე მოისმენთ მოხსენებებს, ნახავთ ინსცენირებებსა და ვიდეოებს; შეხვედრები იწყება და მთავრდება სიმღერითა და ლოცვით.

  2. ბ) კრების შეხვედრის ზოგიერთ ნაწილში აუდიტორიაც ერთვება კომენტარებით.

  3. გ) შეხვედრაზე დასწრება ყველას შეუძლია — დაქორწინებულებსა თუ დაუქორწინებლებს, ასაკოვნებსა თუ ბავშვებს.

  4. დ) იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე დასწრება უფასოა და ფულის აკრეფა არ ხდება.

5. კრების შეხვედრებზე დასწრებას ძალისხმევა სჭირდება

ვიმსჯელოთ იესოს ოჯახის მაგალითზე. ყოველწლიურ დღესასწაულზე დასასწრებად მათ ნაზარეთიდან იერუსალიმამდე ფეხით მთაგორიან მხარეში დაახლოებით 100 კმ-ის გავლა უწევდათ. წაიკითხეთ ლუკას 2:39—42 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ ფიქრობთ, ადვილი იქნებოდა იესოს ოჯახისთვის იერუსალიმში ჩასვლა?

  • რატომ შეიძლება დაგიჯდეთ ძალისხმევის ფასად კრების შეხვედრებზე დასწრება?

  • თქვენი აზრით, ღირს ეს ძალისხმევად? რატომ ფიქრობთ ასე?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის თაყვანსაცემად შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია. წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ უნდა დავესწროთ რეგულარულად კრების შეხვედრებს?

ზოგი ამბობს: „სულაც არაა აუცილებელი ერთად შეკრება, ბიბლიის წაკითხვა სახლშიც შეიძლება“.

  • რომელი ბიბლიური მუხლიდან ან მაგალითიდან ვიგებთ, რა სურს იეჰოვას?

შეჯამება:

კრების შეხვედრებზე ისწავლით იეჰოვას შესახებ, განგიმტკიცდებათ მასთან მეგობრობა და მოგეცემათ შესაძლებლობა, სხვებთან ერთად სცეთ თაყვანი.

გასამეორებელი კითხვები:

  • რატომ მოგვიწოდებს იეჰოვა ერთად შეკრებისკენ?

  • რას ისწავლით იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე?

  • პირადად თქვენთვის რატომ იქნება სასარგებლო კრების შეხვედრებზე დასწრება?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

თუ კიდევ ორჭოფობთ, დაესწროთ თუ არა იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრას, გაეცანით ერთი მამაკაცის ისტორიას, რომელსაც პირველივე შეხვედრაზე დასწრების შემდეგ ძალიან შეუყვარდა კრების შეხვედრები.

„არასოდეს დაგვავიწყდება, რა თბილად მიგვიღეს!“ (4:16)

ნახეთ, რა მოეწონა ახალგაზრდა მამაკაცს იეჰოვას მოწმეთა ერთ შეხვედრაზე და რა ძალისხმევა მოახმარა, რომ რეგულარულად დასწრებოდა მათ.

„იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებმა აღმაფრთოვანა“ (4:33)

წაიკითხეთ, თუ როგორ შეიცვალა ერთი ბანდის წევრი მას შემდეგ, რაც კრების შეხვედრას დაესწრო.

„იარაღის გარეშე არსად დავდიოდი“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ივლისი, 2014)