თავი 44
იმეგობრე მათთან, ვისაც ღმერთი უყვარს
ყველას გვსიამოვნებს მეგობრებთან ყოფნა და საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად კარგი მეგობრები გვყავდეს. შენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი საუკეთესო მეგობარი?~ დიახ, იეჰოვა ღმერთი.
ნამდვილად შესაძლებელია ღმერთთან დამეგობრება?~ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ აბრაამი, რომელიც დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა, „იეჰოვას მეგობარი“ იყო (იაკობი 2:23). იცი, რატომ?~ ბიბლიაში ნათქვამია, რომ აბრაამი ღმერთს ემორჩილებოდა. ის ღმერთს მაშინაც ემორჩილებოდა, როდესაც ძალიან რთული იყო ამის გაკეთება. ამიტომ, იეჰოვას მეგობრები რომ ვიყოთ, აბრაამის მსგავსად, ის უნდა ვაკეთოთ, რაც მას გულს უხარებს. დიდებული მასწავლებელიც ყოველთვის იმას აკეთებს, რაც ღმერთს მოსწონს (დაბადება 22:1—14; იოანე 8:28, 29; ებრაელები 11:8, 17—19).
იოანე 15:14). იესო ხალხს იმას ასწავლიდა, რაც იეჰოვასგან ისწავლა. ამიტომაც ამბობდა, რომ მისი მეგობრები ისინი იყვნენ, ვინც იმას აკეთებდა, რასაც ღმერთი ეუბნებოდა. დიახ, იესოს ყველა მეგობარს უყვარდა ღმერთი.
იესომ თავის მოციქულებს უთხრა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (დიდებული მასწავლებლის უახლოეს მეგობრებს შორის მისი მოციქულებიც იყვნენ. მათი სურათების ნახვა შეგიძლია ამ წიგნის 75-ე გვერდზე. ისინი იესოსთან ერთად დადიოდნენ და სამქადაგებლო საქმეში ეხმარებოდნენ. თავისი დროის უმეტეს ნაწილს იესო მათთან ატარებდა. ისინი ერთად ჭამდნენ, ღმერთზე საუბრობდნენ და სხვა ბევრ საქმესაც ერთად აკეთებდნენ. მათ გარდა იესოს ბევრი სხვა მეგობარიც ჰყავდა. ის რჩებოდა მათთან და ერთად სასიამოვნოდ ატარებდნენ დროს.
ერთი ოჯახი, სადაც იესოს უყვარდა დარჩენა, იერუსალიმთან ახლოს მდებარე ერთ პატარა სოფელში, ბეთანიაში ცხოვრობდა. გახსოვს ისინი? ~ მარიამი, მართა და მათი ძმა ლაზარე. იესო ლაზარეს თავის მეგობარს უწოდებდა (იოანე 11:1, 5, 11). იესოს უყვარდა ეს ოჯახი და მათთან ყოფნა სიამოვნებდა, რადგან მათ იეჰოვა უყვარდათ და მას ემსახურებოდნენ.
იესო ცუდად არ ექცეოდა მათ, ვინც ღმერთს არ ემსახურებოდა. ის მათთანაც მიდიოდა სტუმრად. სწორედ ამიტომ ამბობდა ზოგი, რომ იესო „გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მეგობარი“ იყო (მათე 11:19). იესო ამ ადამიანებთან იმიტომ არ მიდიოდა, რომ მათი საქციელი მოსწონდა. ის ცდილობდა, მათთან იეჰოვას შესახებ ესაუბრა. მას უნდოდა, დახმარებოდა მათ, მიეტოვებინათ ცუდი საქმეები და ღვთის მსახურები გამხდარიყვნენ.
ასე მოხდა ქალაქ იერიხონში. იესო იერუსალიმში მიდიოდა და გზად ეს ქალაქი უნდა გაევლო. გზაზე ბევრი ხალხი მოგროვდა. მათ შორის იყო ერთი კაცი, რომელსაც ზაქე ერქვა. ზაქეს უნდოდა, რომ იესოსთვის თვალი მოეკრა, მაგრამ ტანად დაბალი იყო და ხალხის სიმრავლის გამო ვერ ხედავდა მას. ამიტომ, ზაქე წინ გაიქცა და ხეზე ავიდა, რათა იქიდან კარგად დაენახა იესო.
როცა იესო მიუახლოვდა იმ ხეს, მაღლა აიხედა და უთხრა: ‘სწრაფად ჩამოდი, დღეს შენთან უნდა მოვიდე სტუმრად’. ზაქე მდიდარი კაცი იყო. ის ცუდ საქმეებს სჩადიოდა. ~
საინტერესოა, რატომ მოისურვა იესომ ასეთ ადამიანთან სტუმრობა?ცხადია, იმიტომ არა, რომ მოსწონდა ზაქეს ცუდი საქმეები. ის იმიტომ მივიდა მასთან, რომ ღვთის შესახებ ესაუბრა. მან დაინახა, როგორ ცდილობდა ზაქე, როგორმე თვალი მოეკრა მისთვის. ამიტომ იცოდა, რომ ზაქე მოუსმენდა მას. ეს ხელსაყრელი დრო იყო იმისათვის, რომ იესოს ზაქესთან ესაუბრა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, ღმერთი რომ გაეხარებინა.
რას ვხედავთ ახლა სურათზე? რა ხდება? ~ ზაქეს მოსწონს იესოს სწავლებები. ის ძალიან წუხს, რომ ხალხს ატყუებდა და პირობას იძლევა, რომ ფულს უკან დაუბრუნებს ყველას, ვისაც გამოსძალა. შემდეგ ის იესოს მიმდევარი ხდება. მხოლოდ ამის მერე დამეგობრდნენ იესო და ზაქე (ლუკა 19:1—10).
თუ დიდებულ მასწავლებელს ვბაძავთ, განა არ უნდა მივიდეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან ჩვენი მეგობრები? ~ დიახ, უნდა მივიდეთ; მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მათი საქციელი მოგვწონს. მათ არც ცუდი საქმეების კეთებაში უნდა მივბაძოთ. მათთან მხოლოდ იმიტომ მივდივართ, რომ ღვთის შესახებ ვესაუბროთ.
ჩვენ განსაკუთრებით ახლო მეგობრებთან გვსიამოვნებს ყოფნა. ისინი მაშინ იქნებიან კარგები, თუ ღმერთი მოიწონებს მათ. ზოგმა შეიძლება არც კი იცის, ვინ არის იეჰოვა. მაგრამ თუ ამის გაგების სურვილი აქვთ, ჩვენ სიამოვნებით დავეხმარებით. მას შემდეგ, რაც ისინი შეიყვარებენ იეჰოვას ისევე, როგორც ჩვენ გვიყვარს, შეგვიძლია მათთან ახლო მეგობრობა.
არსებობს კიდევ ერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია გავიგოთ, თუ იქნება ესა თუ ის ადამიანი კარგი მეგობარი. დააკვირდი, როგორ იქცევა. ცუდად ხომ არ ეპყრობა სხვებს და ხომ არ დასცინის მათ? განა ასეთი ქცევა სწორი იქნება? ~ დააკვირდი, ყოველთვის რაიმე შარში ხომ არ ეხვევა? ჩვენ ხომ არ გვინდა, მათთან ყოფნის გამო იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ? ~ ან განგებ ხომ არ აკეთებს ცუდ საქმეებს, მერე კი თავს იწონებს იმით, რომ ამაში ვერავინ გამოიჭირა? მაშინაც კი, თუ ვერავინ შენიშნა, ღმერთმა ხომ დაინახა, რაც გააკეთა? ~ როგორ ფიქრობ, გაგვიწევს კარგ მეგობრობას ის, ვინც ასე იქცევა? ~
მოდი გადავშალოთ ბიბლია და ვნახოთ, როგორ მოქმედებენ ჩვენზე ჩვენი ამხანაგები. წავიკითხოთ 1 კორინთელების მე-15 თავის 33-ე მუხლი. მოძებნე უკვე? ~ ამ მუხლში ვკითხულობთ: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“. ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდ ადამიანებთან თუ გვექნება ურთიერთობა, ჩვენც ცუდები გავხდებით. ისიც ჭეშმარიტებაა, რომ კარგი ამხანაგები გვეხმარებიან, კარგი ჩვევები გამოვიმუშავოთ.
ნურასოდეს დაგვავიწყდება, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იეჰოვაა. ხომ არ გვინდა, რომ ღმერთთან მეგობრობა დავკარგოთ? ~ ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მხოლოდ მათთან ვიმეგობროთ, ვისაც ღმერთი უყვარს.
ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრების სწორად შერჩევა, ნაჩვენებია შემდეგ მუხლებში: ფსალმუნების 118:115; იგავების 13:20; 2 ტიმოთეს 2:22 და 1 იოანეს 2:15.