თავი 3
იბადება ის, ვინც იესოს გზას მოუმზადებს
-
იბადება ბავშვი, რომელსაც იოანეს არქმევენ
-
ზაქარია წინასწარმეტყველებს, რა როლი დაეკისრება იოანეს
ელისაბედი სადაცაა იმშობიარებს. ბოლო სამი თვე მარიამი მას გვერდიდან არ სცილდება, მაგრამ ახლა მისი წასვლის დრო დგება; მარიამი ემშვიდობება ელისაბედს და ჩრდილოეთით, ნაზარეთისკენ მიმავალ გრძელ გზას ადგება. სადღაც ექვს თვეში მასაც ეყოლება ვაჟი.
მარიამის წასვლის შემდეგ მალევე ელისაბედი ბავშვს აჩენს. ყველა გახარებულია, რომ მშობიარობამ კარგად ჩაიარა და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა! ელისაბედი თავის პატარას მეზობლებსა და ნათესავებს აჩვენებს და ისინიც მასთან ერთად ხარობენ.
ბავშვი უკვე რვა დღისაა. ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონი მოითხოვდა, რომ ახალდაბადებული ვაჟისთვის მერვე დღეს „ჩუჩა დაეცვითათ“ და სახელიც დაერქმიათ (ლევიანები 12:2, 3). ამ მიზნით ერთად შეკრებილ ნათესავებსა თუ მეზობლებს სურთ, ბავშვს მამის სახელი, ზაქარია დაარქვან. მაგრამ ელისაბედი ეუბნება მათ: „არა! იოანე უნდა დავარქვათ“ (ლუკა 1:60). ალბათ, გახსოვთ, რომ ანგელოზ გაბრიელის სიტყვების თანახმად, თავიანთი ვაჟისთვის იოანე უნდა დაერქმიათ.
ნათესავები და მეზობლები ეწინააღმდეგებიან ელისაბედს: „შენს სანათესავოში ეგ სახელი არავის ჰქვია“ (ლუკა 1:61). ისინი ხელების მოძრაობით ანიშნებენ ზაქარიას, აცნობოს მათ, რა სახელის დარქმევა სურს თავისი ვაჟისთვის. ზაქარია ხელში იღებს ხის დაფას და წერს, რომ ბავშვს „იოანე ჰქვია“ (ლუკა 1:63).
ამის დაწერისთანავე ზაქარიას სასწაულებრივად უბრუნდება მეტყველების უნარი. ალბათ, გახსოვთ, რატომ დამუნჯდა ზაქარია — ის არ ერწმუნა ანგელოზის სიტყვებს, რომ ელისაბედი ვაჟს გააჩენდა. ახლა კი ლაპარაკს იწყებს, რის გამოც გაკვირვებული მეზობლები გულში ამბობენ: „ნეტა ვინ იქნება ეს ბავშვი?“ (ლუკა 1:66). ისინი ხედავენ, რომ ამ ყველაფრის უკან იეჰოვა დგას და სწორედ მისი ნებით დაარქვეს მშობლებმა ბავშვს იოანე.
წმინდა სულით აღძრული ზაქარია იძახის: „კურთხეულია იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა ლუკა 1:68, 69). სიტყვებში „ხსნის რქა“ ის უფალ იესოს გულისხმობს, რომელიც მალე დაიბადება. ზაქარია მასზე ამბობს: „მტრების ხელიდან დაგვიხსნის და წილად გვარგუნებს პატივს, უშიშრად შევასრულოთ მისთვის წმინდა მსახურება ერთგულებითა და სიმართლით მთელი ჩვენი სიცოცხლის დღენი“ (ლუკა 1:74, 75).
თავის ხალხს და იხსნა. აღგვიმართა ხსნის რქა თავისი მსახური დავითის სახლში“ (თავის ვაჟზე კი ზაქარია ასეთ რამეს წინასწარმეტყველებს: „შენ კი, შვილო, უზენაესის წინასწარმეტყველი გეწოდება, რადგან წინ წახვალ, რომ იეჰოვას გზები მოუმზადო, რათა ცოდვების მიტევებით ხსნის შესახებ მისცე ცოდნა მის ხალხს ჩვენი ღვთის უდიდესი თანაგრძნობის წყალობით. ამ თანაგრძნობასთან ერთად ცისკარი გვესტუმრება მაღლიდან, რათა გაუნათოს სიბნელეში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ და წარმატებით წარმართოს ჩვენი ნაბიჯები მშვიდობის გზაზე“ (ლუკა 1:76—79). მართლაც რა მანუგეშებელი წინასწარმეტყველებაა!
ამასობაში მარიამი თავის მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში ბრუნდება. ის ჯერ კიდევ არ არის დაქორწინებული. საინტერესოა, როგორ წარიმართება მოვლენები მას შემდეგ, რაც სხვები მისი ფეხმძიმობის შესახებ გაიგებენ.