არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 11 – იოანე ნათლისმცემელი და იესო

ნაწილი 11 – იოანე ნათლისმცემელი და იესო

ეს ნაწილი მოგვითხრობს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში აღწერილი მოვლენების შესახებ. იესო დაიბადა პატარა ქალაქში, ერთი თავმდაბალი ცოლ-ქმრის ოჯახში. იესოს მამა დურგალი იყო და ის ამ საქმეს თავის შვილსაც ასწავლიდა. იესო იყო ის ადამიანი, რომელიც კაცობრიობას იხსნიდა. იეჰოვამ ის ზეციერი სამეფოს მეფედ დანიშნა. მშობლებო, კარგად აუხსენით თქვენს შვილს, თუ როგორ საგულდაგულოდ შეარჩია იეჰოვამ ის ოჯახი, რომელშიც იესო უნდა დაბადებულიყო და აღზრდილიყო. ესაუბრეთ იმაზე, როგორ დაიცვა ღმერთმა იესო, როცა ჰეროდე მის მოკვლას ცდილობდა და აუხსენით, რომ იეჰოვას განზრახვას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება. ისიც აუხსენით შვილს, როგორ აირჩია ღმერთმა იოანე, რათა მას გზა მოემზადებინა იესოსთვის. ყურადღება გაუმახვილეთ იმაზეც, თუ როგორ უყვარდა იესოს ღვთიური სიბრძნე და როგორ ავლენდა მას პატარაობიდანვე.

ამ განყოფილებაში

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 68

ელისაბედს შვილი შეეძინა

რატომ დამუნჯდა ელისაბედის ქმარი ბავშვის დაბადებამდე?

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 69

გაბრიელი ეცხადება მარიამს

მისმა ნათქვამმა მარიამის ცხოვრება შეცვალა.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 70

ანგელოზები იესოს დაბადებას აცხადებენ

მწყემსები, რომლებმაც სასიხარულო ამბავი მოისმინეს, სწრაფად იმოქმედეს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 71

იეჰოვამ დაიცვა იესო

ბოროტ მეფეს უნდოდა იესოს მოკვლა.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 72

იესო მოზარდობის ასაკში

როგორ გააოცა მან მასწავლებლები ტაძარში?

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 73

იოანე ამზადებს გზას

იოანე იზრდება და წინასწარმეტყველი ხდება. ის ასწავლის, რომ მესია მალე მოვა. როგორ ეხმაურება ხალხი მის ქადაგებას?