გული; შინაგანი პიროვნება
საიდან ჩანს, რომ ბიბლიაში სიტყვა „გული“ სიმბოლური გაგებით ადამიანის შინაგან სამყაროს ანუ მის ფიქრებს, მოტივებს, თვისებებსა თუ გრძნობებს აღნიშნავს?
ფს. 49:3; იგ. 16:9; ლკ. 5:22; სქ. 2:26
იხილეთ აგრეთვე კნ. 15:7; ფს. 19:8.
-
ბიბლიური მაგალითი:
-
ლკ. 9:46—48 — იესომ შენიშნა, რომ მოციქულების გულში ამბიციებს გაედგა ფესვი, რის გამოც რჩევა მისცა.
-
რატომ უნდა გავუფრთხილდეთ გულს?
1მტ. 28:9; იგ. 4:23; იერ. 17:9
-
ბიბლიური მაგალითები:
-
დბ. 6:5—7 — ადამიანებს იმდენად გაბოროტებული ჰქონდათ გული, რომ ძალადობამ მთელ დედამიწაზე მოიკიდა ფეხი. ამის გამო ღმერთმა იმდროინდელი ქვეყნიერების წარღვნით განადგურება გადაწყვიტა.
-
1მფ. 11:1—10 — მეფე სოლომონი არ გაუფრთხილდა გულს; მან ბევრი უცხოტომელი ქალი მოიყვანა ცოლად, რომლებმაც სხვა ღმერთების თაყვანისცემა დააწყებინეს.
-
მრ. 7:18—23 — იესომ თქვა, რომ გულიდან მოდის ყველაფერი, რაც ადამიანს ღვთის თვალში ბილწავს.
-
როგორ დავიცვათ გული?
ფს. 19:14; იგ. 3:3—6; ლკ. 21:34; ფლ. 4:8
იხილეთ აგრეთვე ეზრ. 7:8—10; ფს. 119:11.
-
ბიბლიური მაგალითი:
-
ეფ. 6:14—18; 1თს. 5:8 — სულიერი საჭურვლის აღწერისას პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ სიმართლე, რწმენა და სიყვარული ჯავშანივით იცავს სიმბოლურ გულს.
-
რა მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის სიმბოლური გული „დაავადებულია“?
იხილეთ აგრეთვე იგ. 6:12—14.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
2მტ. 25:1, 2, 17—27 — მეფე ამაცია რაღაც პერიოდი სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, თუმცა არა მთელი გულით. ბოლოს ის გადიდგულდა, უორგულა ღმერთს და მწარე შედეგებიც იწვნია.
-
მთ. 7:17—20 — იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ როგორც ნაყოფი განსაზღვრავს ხის ავკარგიანობას, ისე საქციელი — ადამიანის გულის მდგომარეობას.
-
რატომ და როგორ უნდა დავიცვათ გული?
იხილეთ აგრეთვე ფს. 119:97, 104; რმ. 12:9—16; 1ტმ. 1:5.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
2მფ. 20:1—6 — სიკვდილის პირას მყოფი ხიზკია იეჰოვას შეევედრა, რომ წყალობა ეყო მისთვის, რადგან მთელი გულით ემსახურებოდა.
-
მთ. 21:28—32 — იესომ მაგალითის მეშვეობით დაანახვა მსმენელს, რომ სიტყვებზე მეტად საქციელი ცხადყოფს, როგორია ადამიანის გული.
-
რატომაა მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ჩვენს გულს ხედავს?
იხილეთ აგრეთვე 1სმ. 2:3.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
1სმ. 16:1—13 — სამუელი მიხვდა, რომ იეჰოვა გარეგნობით კი არ აფასებს ადამიანს, არამედ გულის მდგომარეობით.
-
2მტ. 6:28—31 — ტაძრის მიძღვნის დროს წარმოთქმული სოლომონის ლოცვიდან ჩანს, რომ ღმერთმა ზუსტად იცის, რა ხდება ჩვენს გულში და ამ ცოდნას ჩვენ სასიკეთოდ იყენებს.
-