სამაგალითო ადამიანები — ღარიბი ქვრივი
სამაგალითო ადამიანები — ღარიბი ქვრივი
ტაძარში იესო აკვირდება, თუ როგორ ყრიან მდიდრები შესაწირავებს ფულის ჩასაყრელში. ხალხში ის ამჩნევს ერთ გაჭირვებულ ქვრივს, რომელიც „ორ პატარა მონეტას“ სწირავს (ლუკა 21:2). იესო იწონებს მის გულუხვობას. რატომ? იმიტომ რომ „ყველამ ის ჩაყარა, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობ[და], მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც თავის სარჩენად გააჩნდა“ (მარკოზი 12:44).
ჰბაძავ ამ ქვრივს? სწირავ საკუთარ დროსა და სახსრებს ღვთის მსახურებას? მის მსგავსად შენც შეგიძლია შესაწირავის გაღება იმ მიზნით, რომ თაყვანისმცემლობის ადგილებს მოხმარდეს. შენი დრო და ფული შეგიძლია იმისთვისაც გამოიყენო, რომ ხალხს იეჰოვა ღმერთის გაცნობაში დაეხმარო. ღმერთს შეუმჩნეველი არ დარჩენია ის, რაც ღარიბმა ქვრივმა გააკეთა. იეჰოვა შენი მადლიერიც იქნება და დაგეხმარება, თუ მის ნებას პირველ ადგილზე დააყენებ (მათე 6:33).