სამაგალითო ადამიანები — იოსები
სამაგალითო ადამიანები — იოსები
იოსები რთულ მდგომარეობაშია. მისი ბატონის ცოლმა აქამდეც ბევრჯერ შესთავაზა სქესობრივი კავშირი და ახლა კიდევ ერთხელ სთავაზობს. მაგრამ იოსები უარს ეუბნება და მტკიცედ პასუხობს: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“. ქალი მაინც თავისას ცდილობს. მან ხელი სტაცა იოსებს. იოსები გარბის და სულაც არ რცხვენია ამის. ის საერთოდ გადის სახლიდან. იოსები არ ღალატობს თავის ზნეობრივ პრინციპებს (დაბადება 39:7—12).
შეიძლება შენც დადგე ცდუნების წინაშე. უარის სათქმელად მარტო თავშეკავება არ კმარა. შენ უნდა გსურდეს, რომ შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის მოსაწონად მოიქცე. როგორც ყველას, იოსებსაც ჰქონდა სქესობრივი მოთხოვნილება. მაგრამ მას აზრადაც არ მოსვლია ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება ღვთისთვის მიუღებელი გზით. შენც დარწმუნებული უნდა იყო, რომ უზნეობა მიუღებელია ღვთისთვის და ადრე თუ გვიან პრობლემებს შეგიქმნის. იოსების მსგავსად შენც უნდა გქონდეს შენი პრინციპები.