ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!
როდის დასრულდება ომები? — რას ამბობს ბიბლია?
„ახლა საჭიროა სიტუაციის განმუხტვა და დეესკალაცია. თავი ყველამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, 2024 წლის 13 აპრილს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ.
შეიარაღებულმა კონფლიქტებმა მსოფლიოში სისტემატური სახე მიიღო. ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმაც ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
„მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ამდენი შეიარაღებული დაპირისპირება ერთდროულად არცერთ ეტაპზე არ ყოფილა“ (გაეროს უშიშროების საბჭო, 2023 წლის 26 იანვარი).
ბოლო პერიოდში შეიარაღებულმა კონფლიქტებმა ისეთი ქვეყნები და ტერიტორიები მოიცვა, როგორებიცაა: ისრაელი, ღაზა, სირია, აზერბაიჯანი, უკრაინა, სუდანი, ეთიოპია, ნიგერი, მიანმა და ჰაიტი. a
როდის დასრულდება ომები? შეძლებენ მსოფლიო ლიდერები მშვიდობის დამყარებას? რას ამბობს ბიბლია?
ომები და დაპირისპირებები
დღეს არსებული კონფლიქტები, სინამდვილეში, იმაზე მიანიშნებს, რომ მალე ომები საბოლოოდ დასრულდება. რატომ ვამბობთ ამას? იმით, რაც დღეს ხდება, ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველება სრულდება. ჩვენ ვცხოვრობთ პერიოდში, რომელსაც ბიბლია „ქვეყნიერების ბოლოს“ უწოდებს (მათე 24:3).
„გაიგონებთ ომების ხმებს და მოისმენთ ცნობებს ომების შესახებ . . . ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:6, 7).
წაიკითხეთ სტატია „რა არის ბოლო დღეების ნიშანი?“ და გაიგეთ, როგორ სრულდება ჩვენი დროის შესახებ წარმოთქმული ბიბლიური წინასწარმეტყველება.
ომი, რომელიც ყველა ომს დაასრულებს
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ საბოლოოდ მოეღება ბოლო ყოველგვარ ადამიანურ კონფლიქტს. როგორ მოხდება ეს? ამას ადამიანები ვერ შეძლებენ. ეს არმაგედონში, „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“, მოხდება (გამოცხადება 16:14, 16). ამის შემდეგ ღმერთი შეასრულებს თავის დანაპირებს და კაცობრიობა უსასრულო მშვიდობით გაიხარებს (ფსალმუნი 37:10, 11, 29).
წაიკითხეთ სტატია „რა არის არმაგედონი?“ და გაიგეთ, როგორ მოუღებს ღმერთი ბოლოს ყველა ომს.
a ACLED Conflict Index, “Ranking violent conflict levels across the world,” January 2024