მარტოობა — გლობალური პრობლემა
„გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ შეერთებულ შტატებში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მარტოობას განიცდის. ეს პრობლემა განსაკუთრებით 18—25 წლამდე ახალგაზრდებში შეინიშნება“ (Our Epidemic of Loneliness and Isolation: The U.S. Surgeon General’s Advisory on the Healing Effects of Social Connection and Community, 2023).
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მარტოობა ჯანმრთელობისთვის სერიოზული რისკია. ამ პრობლემასთან საბრძოლველად ჩამოყალიბდა კომისია, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ადამიანებს შორის სოციალური კავშირების განმტკიცებას და დაეხმაროს ქვეყნებს ამ მიმართულებით მუშაობაში“ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 15 ნოემბერი, 2023).
ბიბლიაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც გვეხმარება კარგი ურთიერთობების განვითარებასა და მარტოობის გრძნობის დაძლევაში.
ბიბლიური რჩევები
ისეთი აქტივობა შეარჩიეთ, რომელიც სხვებთან ურთიერთობის საშუალებას მოგცემთ. მაგალითად ბევრ დროს ნუ დაუთმობთ სოციალურ მედიას. ამის ნაცვლად, შეეცადეთ, უფრო მეტი დრო ხალხთან პირისპირ გაატაროთ და ნამდვილი მეგობრები შეიძინოთ.
ბიბლიური პრინციპი: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).
იფიქრეთ სხვების დახმარებაზე. სხვებისთვის სიკეთის გაკეთება მათთან ურთიერთობასაც გაგიუმჯობესებთ და თქვენს განწყობაზეც დადებითად აისახება.
ბიბლიური პრინციპი: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
გაეცანით ჩვენს ვებგვერდს და გაიგეთ, კიდევ რა პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს ბიბლია ნამდვილ მეგობრობაზე.