ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!
ვის უნდა ვენდოთ? – რას ამბობს ბიბლია?
როცა ხალხი ხედავს, რომ ისინი ვისაც ენდობოდნენ, სინამდვილეში არ იმსახურებენ მათ ნდობას, იმედგაცრუება ეუფლებათ. სწორედ ამ მიზეზის გამო დაკარგა ბევრმა ნდობა . . .
პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რადგან ხშირ შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ხალხის კეთილდღეობაზე.
მედია საშუალებების მიმართ, რადგან ისინი ფაქტებს ამახინჯებენ და ინფორმაციას არაობიექტურად გადმოსცემენ.
მეცნიერების მიმართ, რადგან ზოგი მეცნიერი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
რელიგიური წინამძღოლების მიმართ, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ინტერესები დაიცვან, პოლიტიკოსების ინტერესებს უფრო იცავენ.
ამ ყველაფრის ფონზე გასაკვირი არაა, რატომ ფრთხილობს ზოგი, სანამ ვინმეს ენდობა. ბიბლიაში ასეთ გაფრთხილებას ვკითხულობთ:
„იმედს ნუ დაამყარებთ მმართველებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაც არ შეუძლიათ ხსნა“ (ფსალმუნი 146:3).
ის, ვინც თქვენს ნდობას იმსახურებს
ის, ვინც ყველას ნდობას იმსახურებს იესო ქრისტეა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესო ღვთის მიერ დანიშნული მეფეა და არა უბრალოდ კარგი ადამიანი, რომელიც საუკუნეების წინათ ცხოვრობდა. მასზე ნათქვამია: „მარადიულად იმეფებს იგი… მისი სამეფო სამარადისოდ იარსებებს“ (ლუკა 1:32, 33). იესო ღვთის სამეფოს ანუ ზეციერი ხელისუფლების მეფეა, რომელიც უკვე მმართველობს (მათე 6:10).
დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატიები: „ვინ არის ღვთის სამეფოს მეფე?“ და „რას გააკეთებს ღვთის სამეფო?“