არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პრობლემები, რომლებიც მომავლის იმედს გვისახავს

პრობლემები, რომლებიც მომავლის იმედს გვისახავს

პრობლემები, რომლებიც მომავლის იმედს გვისახავს

„ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება“ (2 ტიმოთე 3:1).

გაგიგიათ შემდეგი სამწუხარო ამბები ან იქნებ თქვენს თავს დატრიალებულა მსგავსი რამ?

● სასიკვდილო დაავადებები უამრავი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.

● შიმშილისგან ასობით ადამიანი კვდება.

● მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი იღუპება, უფრო მეტი კი უსახლკაროდ რჩება.

ამ ჟურნალის მომდევნო გვერდებზე გაეცნობით ისეთივე შემაძრწუნებელ ფაქტებს, როგორიც აქ მოვიხსენიეთ. ბიბლია წინასწარმეტყველებდა, რომ „ბოლო დღეებში“ ასეთი მოვლენები მოხდებოდა. *

ამ სტატიების მიზანი არ არის დაგარწმუნოთ, რომ ქვეყნიერება სავსეა პრობლემებით, რადგან ისინი ალბათ არც თქვენთვისაა უცხო. მათი მიზანია, დაგეხმაროთ, რომ მომავალს იმედის თვალით შეხედოთ. ამ ექვსი წინასწარმეტყველების შესრულება იმაზე მეტყველებს, რომ „ბოლო დღეები“ მალე დასრულდება. სტატიათა სერიაში მოცემულია ამ მოვლენებთან დაკავშირებული ზოგიერთი გავრცელებული თვალსაზრისი. ამასთანავე, ეს სტატიები უკეთესი მომავლის იმედს ჩაგვინერგავს.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას, იხილეთ სტატიაში „რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას?“, გვერდები 16, 17.