არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რეალური პიროვნებაა ღმერთი?

რეალური პიროვნებაა ღმერთი?

რეალური პიროვნებაა ღმერთი?

გავრცელებული შეხედულება:

▪ „ის ყველგან და ყველაფერშია“.

▪ „ღმერთი აბსტრაქტული ძალაა. ის სხვა არაფერია, თუ არა სამყაროში არსებული განუსაზღვრელი ინტელექტი“.

რას ამბობდა იესო?

„მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია“ (იოანე 14:2). იესომ ხატოვნად თქვა, რომ ღმერთს სახლი ანუ სამყოფელი აქვს.

▪ „მე მამისგან გამოვედი და ქვეყნიერებაში მოვედი. ახლა კი ვტოვებ ქვეყნიერებას და მამასთან მივდივარ“ (იოანე 16:28). იესოს სწამდა, რომ ღმერთი რეალური პიროვნებაა და კონკრეტულ ადგილას მკვიდრობს.

იესოს არასოდეს უთქვამს, რომ ღმერთი აბსტრაქტული ძალაა. პირიქით, ის ღმერთს ესაუბრებოდა და ლოცვით მიმართავდა მას. იესო ხშირად უწოდებდა იეჰოვას ზეციერ მამას, რაც მათ ახლო ურთიერთობაზე მეტყველებს (იოანე 8:19, 38, 54).

ფაქტია, „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“; „ღმერთი სულია“ (იოანე 1:18; 4:24). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არა აქვს სხეული. ბიბლიაში ნათქვამია: „თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც“ (1 კორინთელები 15:44). აქედან გამომდინარე, იეჰოვას სულიერი სხეული აქვს.

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო „შევიდა . . . ზეცაში, რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარდგეს“ (ებრაელები 9:24). ეს მუხლი ღვთის შესახებ ორ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის. პირველი, მას სამყოფელი ადგილი აქვს. და მეორე, იესო ვერ წარდგებოდა „ღვთის სახის წინაშე“, თუ ღმერთი უბრალოდ აბსტრაქტული ძალაა და ყველგანაა.

მაშ, როგორ შეუძლია ღმერთს, ყველგან აკეთოს ის, რაც სურს? ღმერთს თავისი წმინდა სულის ანუ მოქმედი ძალის მეშვეობით შეუძლია ნებისმიერი სურვილი განახორციელოს სამყაროს ნებისმიერ ადგილას. როგორც მამა ეხმარება შვილს საკუთარი ხელით, ისე ღმერთი იყენებს თავის წმინდა სულს ჩვენ საკეთილდღეოდ თავისი განზრახვების შესასრულებლად (ფსალმუნი 104:30; 139:7).

ღმერთი რეალური პიროვნებაა და, შესაბამისად, მას აქვს თვისებები და გრძნობები. არსებობს ისეთი რამ, რაც ღმერთს მოსწონს და ისეთი რამ, რაც არ მოსწონს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთს უყვარს თავისი ხალხი, ის ხარობს თავისი ნამოქმედარით, მას სძულს კერპთაყვანისმცემლობა და გულს სტკენს ბოროტება (დაბადება 6:6; კანონი 16:22; 1 მეფეები 10:9; ფსალმუნი 104:31). 1 ტიმოთეს 1:11-ში მას ‘ბედნიერი ღმერთი’ ეწოდება. ამ ყოველივედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ თქვა იესომ, რომ ჩვენ შეგვიძლია, მთელი გულით შევიყვაროთ ღმერთი! (მარკოზი 12:30). *

[სქოლიო]

^ აბზ. 12 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 1.

[ჩანართი 5 გვერდზე]

როგორც მამა ეხმარება შვილს საკუთარი ხელით, ისე ღმერთი იყენებს თავის წმინდა სულს ჩვენ საკეთილდღეოდ თავისი განზრახვების შესასრულებლად