არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სინამდვილეში რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

სინამდვილეში რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

სინამდვილეში რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

„ყველა სული უკვდავია, ბოროტების სულიც . . . მარადიულად დაისჯება ჩაუქრობელი ცეცხლის შურისძიებით და არ მოკვდება. მათ ტანჯვას დასასრული არ ექნება“ (კლემენტ ალექსანდრიელი, ახ. წ. II—III საუკუნის მწერალი).

კლემენტის მსგავსად, ვისაც სჯერა სწავლების, რომ ჯოჯოხეთი მარადიული ტანჯვის ადგილია, ფიქრობენ, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს. ბიბლიურია ეს სწავლება? ვნახოთ, რა პასუხს სცემს ბიბლია ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს.

იყო პირველი კაცი, ადამი უკვდავი? ღმერთმა უთხრა ადამს: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). აშკარაა, რომ ადამი უკვდავი არ იყო.

რა დაემართა ადამს შეცოდების შემდეგ? ღვთის სასჯელი ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვა არ ყოფილა. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში წერია: „პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19, კურსივი ჩვენია). ღვთის ამ განაცხადიდან არ ჩანს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამის სული განაგრძობდა ცხოვრებას. როცა ადამი მოკვდა — სული მოკვდა.

აქვს ადამიანს უკვდავი სული? ღმერთმა წინასწარმეტყველ ეზეკიელს უთხრა: „შემცოდავი სული კი მოკვდება“ (ეზეკიელი 18:4, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). მოციქულმა პავლემ დაწერა: „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). თუ ყველა ადამიანმა შესცოდა, მაშინ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ყველა სული კვდება.

იცის მკვდარმა სულმა რამე ან გრძნობს რამეს? ღვთის სიტყვა ამბობს: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). იმასთან დაკავშირებით, თუ რა ემართება ადამიანს სიკვდილის შემდეგ, ბიბლია ამბობს: „დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). თუ მკვდრებმა „არაფერი იციან“ და მათი ფიქრებიც ქრება, როგორ შეიძლება, ჯოჯოხეთში იტანჯონ?

იესო ქრისტემ სიკვდილი შეადარა ძილს და არა ცნობიერების რომელიმე დონეს * (იოანე 11:11—14). ზოგმა შეიძლება უარყოს ეს აზრი და თქვას: იესო ასწავლიდა, რომ ჯოჯოხეთი ცეცხლოვანი იყო და მასში ცოდვილები ჩაიყრებოდნენ. განვიხილოთ, რას ასწავლიდა იესო სინამდვილეში ჯოჯოხეთის შესახებ.

[სქოლიო]

^ აბზ. 8 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია „რას ვსწავლობთ იესოსგან? — რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?“, გვერდები 16, 17.