არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

რას ვსწავლობთ იესოსგან?

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

აქვს ღმერთს სახელი?

იესო ასწავლიდა, რომ ღმერთს აქვს სახელი. მან თქვა: «ამიტომ, ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“» (მათე 6:9). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთის სახელია იეჰოვა (ფსალმუნი 83:18). თავისი მამისადმი მიმართულ ლოცვაში იესომ მოწაფეების შესახებ თქვა: „ვამცნე მათ შენი სახელი“ (იოანე 17:26).

ვინ არის იეჰოვა?

იესომ იეჰოვას „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ უწოდა, რადგან იეჰოვა შემოქმედია (იოანე 17:3). იესომ თქვა: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი?“ (მათე 19:4). მან აგრეთვე თქვა: „ღმერთი სულია“ (იოანე 4:24). ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთის დანახვა (გამოსვლა 33:17—20).

რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?

როდესაც ერთმა კაცმა იესოს ჰკითხა, რომელი იყო ყველაზე დიდი მცნება, მან უპასუხა: «პირველია: „ისმინე, ისრაელო, იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა, გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“. მეორე კი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“» (მარკოზი 12:28—31).

როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ გვიყვარს ღმერთი?

იესომ თქვა: „მამა მიყვარს“. როგორ ავლენდა ის სიყვარულს? „რაც მამამ დამიდო მცნებად, იმას ვაკეთებ“, — თქვა მან (იოანე 14:31). იესომ აგრეთვე აღნიშნა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოანე 8:29). ჩვენ შეგვიძლია ვასიამოვნოთ ღმერთს, თუ მის შესახებ ცოდნას შევიძენთ. მოწაფეებისთვის წარმოთქმულ ლოცვაში იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოანე 17:3; 1 ტიმოთე 2:4).

როგორ შეგვიძლია ღვთის შესახებ ცოდნის მიღება?

ღმერთის გასაცნობად ერთ-ერთი საშუალება ისაა, რომ დავაკვირდეთ მის შემოქმედებას. მაგალითად, იესომ თქვა: „დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ?“ რისი სწავლება უნდოდა იესოს ამით ჩვენთვის? ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვამ ღვთის მსახურება შეგვაწყვეტინოს (მათე 6:26—33).

იეჰოვას გასაცნობად საუკეთესო საშუალება მისი სიტყვის, ბიბლიის შესწავლაა. იესომ წმინდა წერილებს „ღვთის სიტყვა“ უწოდა (ლუკა 8:21). იესომ ღმერთს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17; 2 პეტრე 1:20, 21).

იესო ხალხს იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტების გაგებაში ეხმარებოდა. იესოს შესახებ მისმა ერთმა მოწაფემ თქვა: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ (ლუკა 24:32). ღვთის შესახებ ცოდნა რომ მივიღოთ, ჩვენ თავმდაბლები უნდა ვიყოთ და სწავლის სურვილი უნდა გვქონდეს. იესომ თქვა: „თუ არ მობრუნდებით და ბავშვებივით არ გახდებით, ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში“ (მათე 18:3).

რატომ მოაქვს ღვთის შესახებ ცოდნის მიღებას ბედნიერება?

ღმერთი გვპასუხობს კითხვაზე, თუ რა არის სიცოცხლის აზრი. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). იეჰოვა ცხოვრების საუკეთესო გზას გვასწავლის. „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას“, — თქვა იესომ (ლუკა 11:28; ესაია 11:9).

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 1-ლი თავი წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ *

[სქოლიო]

^ აბზ. 17 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 16 გვერდზე]

„ვამცნე მათ შენი სახელი“ (იოანე 17:26)

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება შეგვიძლია შემოქმედებაზე დაკვირვებითა და ბიბლიის შესწავლით