ყურად იღებთ იეჰოვას ნათელ მითითებებს?
ყურად იღებთ იეჰოვას ნათელ მითითებებს?
„ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ეს. 30:21).
1, 2. რას ცდილობს სატანა, მაგრამ როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვა?
საგზაო ნიშანმა, რომელიც მგზავრს არასწორ მიმართულებას აძლევს, შეიძლება ადამიანი არა მარტო შეცდომაში შეიყვანოს, არამედ საფრთხეშიც ჩააგდოს. დავუშვათ, მეგობარმა გაგაფრთხილათ, რომ ერთმა ბოროტმა კაცმა განზრახ შეცვალა საგზაო ნიშანი, რათა წინდაუხედავ მგზავრებს ზიანი მიაყენოს. ნუთუ უგულებელყოფდით ამ გაფრთხილებას?
2 ეჭვგარეშეა, სატანაა ის ბოროტი მტერი, რომელიც ცდილობს არასწორი მიმართულებით წაგვიყვანოს (გამოცხ. 12:9). წინა სტატიაში განხილული სამივე საფრთხე მისგან მომდინარეობს. სატანის მიზანი მარადიული სიცოცხლის გზიდან ჩვენი ჩამოშორებაა (მათ. 7:13, 14). საბედნიეროდ, ჩვენი მზრუნველი ღმერთი გვაფრთხილებს, არ მივყვეთ სატანის დამაბნეველ „საგზაო ნიშნებს“. ახლა განვიხილოთ სატანისგან მომდინარე კიდევ სამი საფრთხე და ის, თუ როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვა, არ წავიდეთ არასწორი გზით. ამ დროს წარმოვიდგინოთ, თითქოს იეჰოვა უკან მოგვყვება, სწორ მიმართულებას გვიჩვენებს და გვეუბნება: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ეს. 30:21). იეჰოვას ნათელი მითითებების გაანალიზება გაგვიძლიერებს სურვილს, ყურად ვიღოთ ისინი.
არ გაჰყვეთ „ცრუმასწავლებლებს“
3, 4. ა) რით ჰგვანან ცრუმასწავლებლები დამშრალ ჭებს? ბ) საიდან მოდიან ცრუმასწავლებლები და რა უნდათ მათ?
3 წარმოიდგინეთ, რომ მგზავრობთ. ირგვლივ ყველაფერი გადახრუკულია. სადღაც შორს ჭა შენიშნეთ, და იმ იმედით, რომ წყურვილს მოიკლავთ, მისკენ გაემართეთ. მაგრამ, რომ მიხვედით, ჭა დამშრალი დაგხვდათ. როგორი გაწბილებული დარჩებოდით! ცრუმასწავლებლები ასეთ დამშრალ ჭებს ჰგვანან. ყველა, ვინც მათთან ჭეშმარიტების წყურვილის მოსაკლავად მიდის, გაწბილებული რჩება. იეჰოვა ცრუმასწავლებლების შესახებ პავლე და პეტრე მოციქულების მეშვეობით გვაფრთხილებს (წაიკითხეთ საქმეების 20:29, 30; 2 პეტრეს 2:1—3 ). ვინ არიან ეს მასწავლებლები? ამ ორი მოციქულის მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები გვეხმარება, განვსაზღვროთ, საიდან მოდიან და როგორ მოქმედებენ ცრუმასწავლებლები.
4 პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს უთხრა: „თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ“. პეტრემ კი თანაქრისტიანებს მისწერა: „თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები“. აქედან გამომდინარე, საიდან მოდიან ცრუმასწავლებლები? ისინი ერთ დროს კრების წევრები იყვნენ და შემდეგ განდგომილები გახდნენ. * რა უნდათ მათ? მათ არ აკმაყოფილებთ მხოლოდ წასვლა ორგანიზაციიდან, რომელიც, შესაძლოა, ერთ დროს უყვარდათ. როგორც პავლე გვიხსნის, მათი მიზანია, „თან გაიყოლონ მოწაფეები“. საყურადღებოა, რომ ბერძნულ ორიგინალში სიტყვა „მოწაფეებთან“ გამოყენებულია განსაზღვრული არტიკლი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ განდგომილები კრების გარეთ კი არ ეძებენ მოწაფეებს, არამედ ქრისტეს მოწაფეების გადაბირებას ცდილობენ. „მტაცებელი მგლების“ მსგავსად, ცრუმასწავლებლები ცდილობენ, „ჩაყლაპონ“ კრების მიმნდობი წევრები, ანუ დაუნგრიონ რწმენა და ჭეშმარიტებას ჩამოაცილონ (მათ. 7:15; 2 ტიმ. 2:18).
5. რა მეთოდებს მიმართავენ ცრუმასწავლებლები?
5 როგორ მოქმედებენ ცრუმასწავლებლები? მათი მეთოდები მზაკვრულია. განდგომილები გამხრწნელ იდეებს „შემოაპარებენ“. როგორც საბუთების დახელოვნებული ფალსიფიკატორები ცდილობენ დოკუმენტებში ფაქტების ოსტატურად გაყალბებას, ისე განდგომილები „ყალბ სიტყვებს“, ანუ ცრუ არგუმენტებს, იყენებენ, რათა თავიანთი 2 პეტ. 2:1, 3, 13; 3:16). ცხადია, მათ ჩვენდამი საუკეთესო სურვილები არ ამოძრავებთ. ცრუმასწავლებლების მიყოლა მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი გზიდან ჩამოგვაშორებდა.
შეხედულებები სხვებს ჭეშმარიტად მოაჩვენონ. განდგომილები „მაცდუნებელ სწავლებებს“ ავრცელებენ და „წმინდა წერილებს . . . ამახინჯებენ“, რათა საკუთარ იდეებს მოარგონ ისინი (6. ცრუმასწავლებლებთან დაკავშირებით, რა არაორაზროვან გაფრთხილებას გვაძლევს იეჰოვა?
6 როგორ დავიცვათ თავი მათგან? ბიბლია არაორაზროვან პასუხს სცემს ამ კითხვას (წაიკითხეთ რომაელების 16:17; 2 იოანეს 9—11 ). „ერიდეთ მათ“, — ამბობს ღვთის სიტყვა. სხვა თარგმანებში ეს ფრაზა გადმოტანილია, როგორც „ზურგი აქციეთ მათ“ და „იყავით მათგან შორს“. ღვთის შთაგონებით დაწერილ ამ ფრაზაში ყველაფერი ნათელია. წარმოიდგინეთ, რომ ექიმმა გირჩიათ, მოერიდოთ ადამიანს, რომელიც გადამდები, სასიკვდილო დაავადებით არის ავად. ალბათ, მიხვდებოდით, რას გულისხმობს ექიმი, და ზედმიწევნით დაიცავდით მის მითითებას. განდგომილები „სენით არიან შეპყრობილი“ და ცდილობენ, თავიანთი ცრუ სწავლებებით სხვებიც დააინფიცირონ (1 ტიმ. 6:3, 4). იეჰოვა, დიდებული ექიმი, გვეუბნება, რომ ვერიდოთ მათ. ჩვენ ვიცით, რას გულისხმობს ის, მაგრამ ვიცავთ ზედმიწევნით მის მითითებებს?
7, 8. ა) რას ნიშნავს, ერიდეთ ცრუმასწავლებლებს? ბ) რატომ უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი, მოვერიდოთ ცრუმასწავლებლებს?
7 რას ნიშნავს, ერიდეთ ცრუმასწავლებლებს? ჩვენ მათ არც ვესალმებით და არც სახლში ვეპატიჟებით. აგრეთვე არ ვკითხულობთ მათ ლიტერატურას, არ ვუყურებთ ტელეგადაცემებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, არ ვსტუმრობთ მათ ვებ-გვერდებს და არ ვტოვებთ ჩვენს კომენტარებს მათ ბლოგებზე. რატომ ვართ ასე კატეგორიულები? სიყვარულის გამო. ჩვენ გვიყვარს „ჭეშმარიტების ღმერთი“, ამიტომ არ გვაინტერესებს დამახინჯებული სწავლებები, რომლებიც ღვთის სიტყვაში მოცემულ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება (ფსალმ. 31:5; იოან. 17:17). აგრეთვე, გვიყვარს იეჰოვას ორგანიზაცია, რომლის დახმარებითაც გავიგეთ ჭეშმარიტება იეჰოვას სახელსა და მის მნიშვნელობაზე, დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვაზე, მკვდრების მდგომარეობასა და აღდგომის იმედზე. გახსოვთ, რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა პირველად გაიგეთ ეს და სხვა ბიბლიური სწავლებები? მაშინ, რატომ უნდა მისცეთ თქვენი მოწამვლის საშუალება მათ, ვინც ცილს სწამებს ორგანიზაციას, რომლისგანაც ეს ყველაფერი ისწავლეთ? (იოან. 6:66—69).
8 რაც არ უნდა გვითხრან ცრუმასწავლებლებმა, ჩვენ მათ არ მივყვებით. რად გვინდა, მივიდეთ დამშრალ ჭებთან და მოტყუებული და გაწბილებული დავრჩეთ?! ნაცვლად ამისა, მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, ერთგულება შევინარჩუნოთ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ, რომელიც დიდი ხანია ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვიდან ჭეშმარიტების სუფთა და გამომაცოცხლებელი წყლით გვიკლავს წყურვილს (ეს. 55:1—3; მათ. 24:45—47).
ნუ აჰყვებით „ზღაპრებს“
9, 10. ზღაპრებთან დაკავშირებით, რა გაფრთხილება მისცა პავლემ ტიმოთეს და რა ჰქონდა მოციქულს მხედველობაში? (იხილეთ სქოლიო)
9 ზოგჯერ ადვილია იმის დანახვა, რომ საგზაო 1 ტიმოთეს 1:3, 4 ). სიცოცხლემდე მიმყვანი გზიდან რომ არ გადავუხვიოთ, საჭიროა ვიცოდეთ, რა ზღაპრებზეა აქ საუბარი და როგორ არ ავყვეთ მათ.
ნიშანი განზრახ შეცვალეს, რათა ადამიანი არასწორი მიმართულებით წაიყვანონ. მაგრამ ზოგჯერ, ამის დანახვა საკმაოდ რთულია. იმავეს თქმა შეიძლება სატანისგან მომდინარე საფრთხეებზეც, ზოგი ადვილად შესამჩნევია, ზოგი კი — არა. მოციქული პავლე გვაფრთხილებს სატანის ერთ-ერთ მზაკვრულ მეთოდზე — „ზღაპრებზე“ (წაიკითხეთ10 ზღაპრების შესახებ პავლე გვაფრთხილებს ტიმოთესთვის მიწერილ პირველ წერილში. ტიმოთე იყო ქრისტიანი ზედამხედველი, რომელსაც კრების სიწმინდის დაცვა ჰქონდა დავალებული; ის, აგრეთვე, თანაქრისტიანებს ერთგულების შენარჩუნებაში უნდა დახმარებოდა (1 ტიმ. 1:18, 19). პავლემ აქ გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელიც მონაგონს, მითსა და სიცრუესაც შეიძლება ნიშნავდეს. ერთი ბიბლიური ენციკლოპედიის თანახმად, ეს სიტყვა მიუთითებს „(რელიგიური ხასიათის) მონათხრობზე, რომელსაც სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო“ (The International Standard Bible Encyclopaedia). შესაძლოა, პავლეს მხედველობაში ჰქონდა რელიგიური ხასიათის სენსაციური ამბები ან უცნაური ლეგენდები. * ასეთი ამბები მხოლოდ „გამოსაკვლევ კითხვებს“, ანუ ისეთ კითხვებს, წამოჭრის, რომელთა გამოკვლევაც არაფრის მომცემია. ზღაპრები უდიდესი ფალსიფიკატორის, სატანის იარაღია, რომელსაც ის რელიგიური სიცრუის და მითების გასავრცელებლად იყენებს, რათა მიმნდობი ადამიანები სწორი გზიდან გადაიყვანოს. პავლეს გაფრთხილება ნათელია, ზღაპრებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ!
11. ხალხის შეცდომაში შესაყვანად, როგორ იყენებს სატანა ცრუ რელიგიას და რომელი მითითების გათვალისწინება დაგვეხმარება, არ შევცდეთ?
11 რა არის ზოგი ზღაპარი, რომლებსაც წინდაუხედავების სწორი გზიდან გადაყვანა შეუძლია? ფაქტობრივად, სიტყვა „ზღაპრები“ მიუთითებს ნებისმიერ რელიგიურ სიცრუეზე ან მითზე, რომლებსაც ჩვენი ჭეშმარიტებიდან გადაყვანა შეუძლია (2 ტიმ. 4:3, 4). სატანა, რომელიც თავს სხვების წინაშე „სინათლის ანგელოზად“ აჩენს, ხალხის შეცდომაში შესაყვანად დახელოვნებულად იყენებს ცრუ რელიგიას (2 კორ. 11:14). ქრისტიანობის სახელს ამოფარებული ქრისტიანული სამყარო ასწავლის სამებაზე, ჯოჯოხეთსა და სულის უკვდავებაზე, რაც სინამდვილეში მითი და სიცრუეა. ქრისტიანული სამყარო აგრეთვე ხელს უწყობს ისეთი დღესასწაულების პოპულარიზაციას, როგორიცაა შობა და აღდგომა. ეს ერთი შეხედვით უწყინარი დღესასწაულები სინამდვილეში სათავეს მითებიდან და წარმართული ჩვეულებებიდან იღებს. ზღაპრები შეცდომაში ვერ შეგვიყვანს, თუ გავითვალისწინებთ ღვთის მითითებას, მოვერიდოთ და არ მივეკაროთ უწმინდურს (2 კორ. 6:14—17).
12, 13. ა) რა სიცრუეს ავრცელებს სატანა და რა არის სიმართლე? ბ) როგორ შეგვიძლია არ ავყვეთ სატანის ზღაპრებს?
12 სატანა სხვა სიცრუესაც მიმართავს, რათა, თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შეცდომაში შეგვიყვანოს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. ყველაფერი დასაშვებია — სწორიც და არასწორიც; მთავარია, შენ როგორ უყურებ ამას. ამ იდეით გაჟღენთილია მასმედია და გართობის ინდუსტრია. ღვთის ნორმებზე ასეთმა დამახინჯებულმა შეხედულებამ შეიძლება ქრისტიანებზეც იმოქმედოს და აფიქრებინოს, რომ არ ღირს არანაირი ზნეობრივი ნორმების დაცვა. სინამდვილეში, ჩვენ ჰაერივით გვჭირდება ზნეობრივ საკითხებში ხელმძღვანელობა, და ამ ხელმძღვანელობის გაწევა მხოლოდ ღმერთს შეუძლია (იერ. 10:23). ღმერთი არ ჩაერევა დედამიწის საქმეებში. თუ ჩვენზე გავლენას მოახდენს ეს აზრი და მხოლოდ დღევანდელი დღით ვიცხოვრებთ, შეიძლება „უმოქმედო ან უნაყოფო“ გავხდეთ (2 პეტ. 1:8). სინამდვილეში იეჰოვას დღე სწრაფად გვიახლოვდება და მისი მოლოდინი უნდა გვქონდეს (მათ. 24:44). ღმერთი არ ზრუნავს თქვენზე, როგორც ცალკეულ ადამიანზე. თუ სატანის ამ ტყუილს დავიჯერებთ, ფარ-ხმალს დავყრით და ვიფიქრებთ, რომ ღვთის სიყვარულის ღირსი ვერასოდეს გავხდებით. სინამდვილეში, იეჰოვას უყვარს თავისი თაყვანისმცემლები და აფასებს თითოეულ მათგანს (მათ. 10:29—31).
13 ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან სატანის ქვეყნიერების აზროვნება, ერთი შეხედვით, შეიძლება მიმზიდველი ჩანდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ სატანა დახელოვნებული მატყუარაა. მხოლოდ ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევებისა და შეხსენებების დახმარებით შევძლებთ არ ავყვეთ სატანის მიერ „ოსტატურად შეთხზულ ზღაპრებს“, [„ბრძნულ იგავებს“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი] (2 პეტ. 1:16).
არ „გაჰყვეთ სატანას“
14. რა გაფრთხილება მისცა პავლემ ახალგაზრდა ქვრივებს და რატომ უნდა გავითვალისწინოთ ყველამ ეს გაფრთხილება?
14 წარმოიდგინეთ საგზაო ნიშანი წარწერით „სატანის გზა“. რომელი ჩვენგანი გაჰყვებოდა ამ საგზაო ნიშანს? მაგრამ პავლე გვაფრთხილებს, რომ არსებობს რამდენიმე გზა, რომლებსაც მიძღვნილი ქრისტიანი შეიძლება მიჰყვეს და, ამგვარად, „გადაუხვიოს სწორი გზიდან და სატანას გაჰყვეს“ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:11—15 ). მართალია, პავლე რამდენიმე „ახალგაზრდა ქვრივს“ მიმართავს, მაგრამ ამ სიტყვებში ჩაწერილი პრინციპები თითოეულ ჩვენგანს ეხება. პირველ საუკუნეში მცხოვრები ეს ქრისტიანი ქალები სულაც არ ფიქრობდნენ, რომ სატანას მიჰყვებოდნენ, მაგრამ მათი საქციელი სწორედ ამაზე მეტყველებდა. როგორ მოვიქცეთ, რომ უნებლიეთ სატანას არ გავყვეთ? განვიხილოთ, პავლეს გაფრთხილება ჭორაობასთან დაკავშირებით.
15. რა არის სატანის მიზანი და, პავლეს სიტყვების თანახმად, რას იყენებს სატანა?
15 სატანის მიზანია, ჩაახშოს ჩვენში რწმენა, რომ სასიხარული ცნობის ქადაგება შევწყვიტოთ (გამოცხ. 12:17). ამ მიზნის მისაღწევად ის ცდილობს, ისეთ საქმეებში ჩაგვაბას, რომლებიც დროს წაგვართმევს ან ჩვენ შორის დაყოფას გამოიწვევს. ყურადღება მიაქციეთ, პავლეს სიტყვების თანახმად, რას იყენებს სატანა. „უსაქმურობა და წანწალი“. ჩვენს ტექნოლოგიურ ეპოქაში ადვილია ჩვენი და სხვების დროის უქმად დახარჯვა. მაგალითად, ამაში შედის ელექტრონული ფოსტით სხვებისთვის უმნიშვნელო და, შესაძლოა, არასწორი ინფორმაციის გადაგზავნა. „ჭორიკნობა“. ჭორიკნობა ცილისწამებაში გადადის ხოლმე, რასაც ხშირად უთანხმოება მოჰყვება (იგავ. 26:20). შეგნებულად თუ გაუთვითცნობიერებლად, ცილისმწამებელი სატანა ეშმაკს ჰბაძავს. * „სხვის საქმეში ჩარევა“. ჩვენი საქმე არ არის, სხვებს ვუკარნახოთ, თუ როგორ მოაგვარონ პირადი საქმეები. ასეთმა უსარგებლო და ზიანის მომტანმა საქციელმა შეიძლება ყურადღება ღვთის მიერ დავალებული საქმიანობიდან, სამეფოს შესახებ ქადაგებიდან, სხვა რამეზე გადაგვატანინოს. თუ იეჰოვას საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას შევწყვეტთ, სატანის გაყოლას დავიწყებთ. შუალედური პოზიცია არ არსებობს (მათ. 12:30).
16. რა რჩევის გათვალისწინება დაგვეხმარება, „არ გავყვეთ სატანას“?
16 ბიბლიური რჩევის გამოყენება დაგვეხმარება, არ გადავუხვიოთ სწორი გზიდან და „არ გავყვეთ სატანას“. განვიხილოთ პავლეს გონივრული რჩევები. „ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58). თუ სამეფოს საქმეებით ვიქნებით დაკავებული, ეს უსაქმურობისა და დროის ფუჭად ხარჯვისგან დაგვიცავს (მათ. 6:33). „თქვენი პირიდან . . . მხოლოდ კარგი გამოვიდეს“ (ეფეს. 4:29). მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, არ მოვუსმინოთ ჭორებს და არ გავავრცელოთ ისინი. * განვივითაროთ თანამორწმუნეებისადმი ნდობა და პატივისცემა. მაშინ ჩვენი საუბარი აღმშენებლური იქნება და არა დამანგრეველი. „მიზნად დაისახეთ . . . მიხედოთ თქვენს საქმეს“ (1 თეს. 4:11). დავინტერესდეთ სხვებით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს პატივისცემის გამოვლენა და პირად საქმეებში ნუ ჩავერევით. ასეთი სახით არ შევლახავთ მათ ღირსებას. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საკითხებში, რომლებიც თანაქრისტიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, ჩვენი აზრი არ მოვახვიოთ თავს (გალ. 6:5).
17. ა) რატომ გვაფრთხილებს იეჰოვა იმის შესახებ, თუ რას არ უნდა გავყვეთ? ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი იეჰოვას მითითებულ გზასთან დაკავშირებით?
17 მართლაც, მადლიერნი ვართ იეჰოვასი, რომელიც არაორაზროვნად გვეუბნება, თუ რას არ უნდა გავყვეთ! ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და სწორედ ამიტომ მოგვცა გაფრთხილებები, რომლებიც ამ და წინა სტატიაშია მოცემული. ღმერთს უნდა დაგვიცვას უბედურებისა და ტკივილისაგან, რომლებსაც ვერ ავცდებით, თუ სატანის მიერ დაყენებულ „საგზაო ნიშნებს“ მივყვებით. გზა, რომელსაც იეჰოვა გვითითებს, მართალია ვიწროა, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც მარადიულ სიცოცხლემდე მივყავართ (მათ. 7:14). ამიტომ ყოველთვის მივყვეთ იეჰოვას მითითებას: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ეს. 30:21).
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 განდგომილება ნიშნავს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის ზურგის შექცევას, ჩამოცილებას, ღალატს, მიტოვებას, მის წინააღმდეგ წასვლას.
^ აბზ. 10 მაგალითად, აპოკრიფულ წიგნში „ტობითი“, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. მე-3 საუკუნეში დაიწერა და პავლეს დღეებშიც არსებობდა, ჩაწერილია უამრავი ცრუმორწმუნეობრივი შეხედულება. მასში მაგიის შესახებ აბსურდული ამბები და ჯადოქრობა ჭეშმარიტებად არის წარმოდგენილი (იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 1, გვერდი 122 [ინგლ.]).
^ აბზ. 15 „ეშმაკად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „დიაბოლოს“ ნიშნავს „ცილისმწამებელს“. ეს სიტყვა სატანის, უდიდესი ცილისმწამებლის, კიდევ ერთ ტიტულად გამოიყენება (იოან. 8:44; გამოცხ. 12:9, 10).
^ აბზ. 16 იხილეთ ჩარჩო „ქარში გაფანტული ბუმბული“.
როგორ უპასუხებდით?
როგორ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგ მუხლებში მოცემული გაფრთხილებები?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო⁄სურათები 19 გვერდზე]
ქარში გაფანტული ბუმბული
ერთ ძველ იუდაურ იგავში კარგად არის ნაჩვენები, რა შედეგები მოაქვს ჭორაობას. ამ იგავს სხვადასხვანაირად ყვებიან, მაგრამ მისი არსი ერთია.
ერთმა კაცმა ქალაქის ბრძენკაცს ცილი დასწამა. მოგვიანებით ბოროტი ჭორიკანა მიხვდა თავის შეცდომას, ბრძენკაცთან მივიდა და უთხრა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ ეპატიებინა მისთვის. ბრძენკაცმა უთხრა, აეღო ბუმბულის ბალიში, გაეჭრა და ბუმბული ქარში გაეფანტა. ამ თხოვნით გაოგნებული ჭორიკანა წავიდა და ბრძენკაცის სიტყვისამებრ მოიქცა.
— უკვე მაპატიეთ? — ჰკითხა მან ბრძენკაცს.
— ჯერ წადი და ყველა ბუმბული მოაგროვე, — უპასუხა ბრძენკაცმა.
— მაგრამ, ეს შეუძლებელია. ქარმა უკვე გაფანტა ისინი.
— როგორც ამ ბუმბულის შეგროვებაა რთული, ისევეა რთული, დაავიწყო ხალხს ის ჭორი, რომელიც ჩემზე გაავრცელე.
რას ვსწავლობთ აქედან? ნათქვამ სიტყვას გაჭენებული ცხენით ვერ დაეწევიო. სანამ ცოტათი მაინც წავიჭორავებდეთ, კარგია თუ გაგვახსენდება, რომ ამ დროს ქარში ბუმბულის გაფანტვას ვაპირებთ.
[სურათი 16 გვერდზე]
როგორ ეპატიჟება ზოგი განდგომილებს სახლში?