განივითარე სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება
განივითარე სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება
„[სიყვარული] ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორ. 13:7, 8).
1. ა) როგორ არის ხშირად სიყვარული წარმოდგენილი? ბ) ძირითადად ვის ან რის მიმართ ავლენს ბევრი სიყვარულს?
სიყვარულის თემაზე რა აღარ დაწერილა. ამ გრძნობას ხოტბას ასხამენ და სიმღერებს უძღვნიან. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ადამიანს სიყვარულის დიდი მოთხოვნილება აქვს. წიგნებსა და ფილმებში ხშირად სიყვარული ისეა წარმოდგენილი, რომ შორს არის რეალობისგან. მაღაზიები სავსეა ასეთი შინაარსის მასალით. მაგრამ, რაც შეეხება ღვთისა და მოყვასის ნამდვილ სიყვარულს, ქვეყნიერება ამ მხრივ მართლაც რომ დეფიციტს განიცდის. ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ბოლო დღეების შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველება: „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმ. 3:1—5).
2. ბიბლიის გაფრთხილების თანახმად, რა არ უნდა გვიყვარდეს?
2 ადამიანებს აქვთ სიყვარულის გამოვლენის უნარი, მაგრამ ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, რომ არსებობს ისეთი რამ, რაც არ უნდა გვიყვარდეს. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, თუ რა ხდება, როცა ადამიანის გულში ფესვს იდგამს უმართებულო სიყვარული (1 ტიმ. 6:9, 10). გახსოვთ, რა დაწერა პავლე მოციქულმა დემასის შესახებ? მიუხედავად იმისა, რომ პავლესთან ერთად მსახურობდა, დემასმა ქვეყნიერება შეიყვარა (2 ტიმ. 4:10). სწორედ ამ საფრთხის შესახებ აფრთხილებდა იოანე მოციქული ქრისტიანებს (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15, 16 ). წარმავალი ქვეყნიერების სიყვარული ღვთის სიყვარულთან და ყველაფერთან, რაც მისგან მომდინარეობს, სრულიად შეუთავსებელია.
3. რა სირთულეს ვხვდებით და რა კითხვები წამოიჭრება?
3 ჩვენ არ ვართ ქვეყნიერების ნაწილი, მაგრამ ვცხოვრობთ ამ ქვეყნიერებაში. ადვილი არ არის, გავექცეთ სიყვარულზე ქვეყნიერების დამახინჯებულ წარმოდგენას. ამიტომ, არ უნდა დავუშვათ, რომ სიყვარულზე ასეთმა შეხედულებამ გავლენა იქონიოს ჩვენზე. ვის მიმართ უნდა განვივითაროთ პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული? რა დაგვეხმარება ისეთი სიყვარულის განვითარებაში, რომელიც ყველაფერს ითმენს და არასოდეს მთავრდება? რა მხრივ გამოგვადგება ეს დღეს და მომავალში? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად უნდა გავიგოთ ღვთის თვალსაზრისი.
განივითარეთ სიყვარული იეჰოვას მიმართ
4. როგორ განვივითაროთ ღვთის სიყვარული?
4 წარმოვიდგინოთ მძიმედ მშრომელი მიწათმოქმედი, რომელიც მიწას აპოხიერებს და თესლს თესავს. იგი ელის, რომ თესლი აღმოცენდება და ნაყოფს გამოიღებს (ებრ. 6:7). მსგავსადვე უნდა გაიზარდოს ღვთისადმი ჩვენი სიყვარული. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? უნდა გავაპოხიეროთ ჩვენი „გულის ნიადაგი“, რომელშიც ჭეშმარიტების თესლი ჩაითესა. ამაში ღვთის სიტყვის გულმოდგინედ შესწავლა დაგვეხმარება, რაც თავის მხრივ უკეთესად შეგვაცნობინებს ღმერთს (კოლ. 1:10). იეჰოვას უკეთ გაცნობაში კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება და მათში მონაწილეობაც დაგვეხმარება. პირადად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ბიბლიური ცოდნის გასაღრმავებლად? (იგავ. 2:1—7).
5. ა) როგორ შეგვიძლია გავეცნოთ იეჰოვას ძირითად თვისებებს? ბ) რას ვიტყოდით ღვთის სამართლიანობაზე, სიბრძნესა და სიძლიერეზე?
5 იეჰოვა თავის თავს ბიბლიის ფურცლებიდან გვაცნობს. თუ ბიბლიას საფუძვლიანად ვსწავლობთ და განუწყვეტლივ ვიღებთ იეჰოვას შესახებ ცოდნას, მეტად დავაფასებთ მის თვისებებს, სამართლიანობას, სიძლიერეს, სიბრძნესა და, რაც ყველაზე მთავარია, მის აღმატებულ თვისებას, სიყვარულს. იეჰოვას სამართლიანობა ყველაფერში ვლინდება, მათ შორის მის სრულყოფილ კანონში (კან. 32:4; ფსალმ. 19:7). ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ იეჰოვას შემოქმედებაზე და მოწიწების გრძნობით განვიმსჭვალოთ ჩვენი ბრძენი ღვთის მიმართ (ფსალმ. 104:24). სამყარო იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა არის უდიდესი და უსაზღვრო ძალის პატრონი (ეს. 40:26).
6. როგორ გამოავლინა ღმერთმა ჩვენ მიმართ სიყვარული და რა საპასუხო გრძნობას ბადებს ეს ჩვენში?
6 რა შეიძლება ითქვას ღვთის აღმატებულ თვისებაზე, სიყვარულზე? ღვთის სიყვარული ყველაზე ვრცელდება. მან სიყვარული გამოავლინა, როცა მსხვერპლი გაიღო ადამიანების გამოსასყიდად (წაიკითხეთ რომაელების 5:8). ეს მსხვერპლი ყველასთვის იყო გაღებული, მაგრამ მხოლოდ მათ მოუტანს სარგებლობას, ვინც ღვთის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხებს და ირწმუნებს, რომ მისი ძის მსხვერპლს ხსნის ძალა აქვს (იოან. 3:16, 36). ღმერთმა იესო შერიგების მსხვერპლად გაიღო ჩვენი ცოდვებისთვის, რამაც მის მიმართ სიყვარული უნდა გაგვიღრმავოს.
7, 8. ა) როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ღვთის მიმართ სიყვარული? ბ) რის მიუხედავად იცავს იეჰოვას ხალხი მის მცნებებს?
7 როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ღვთის 1 იოან. 5:3). დიახ, იეჰოვა ღმერთის სიყვარული აღგვძრავს, დავიცვათ მისი მცნებები. მაგალითად, ჩვენ ვამოწმებთ ღვთის სახელისა და მისი სამეფოს შესახებ, რომელიც ადამიანებს სიკეთეს მოუტანს. თუ ამ საქმეს მთელი მონდომებით ვასრულებთ, ცხადვყოფთ, რომ ღვთის მცნებებს სუფთა გულით ვიცავთ (მათ. 12:34).
მიმართ სიყვარული ყველა იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენთვის გაუკეთებია? ღვთივშთაგონებულ სიტყვაში ამ კითხვაზე პასუხი მეტად ყურადსაღებია: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (8 მიუხედავად იმისა, რომ ხალხი გულგრილობას ავლენს და უგულებელყოფს სამეფოს ცნობას, მთელ მსოფლიოში ჩვენი და-ძმები იცავენ ღვთის მცნებებს. ისინი უკან არ იხევენ და ყოველმხრივ ასრულებენ თავიანთ მსახურებას (2 ტიმ. 4:5). ჩვენც მოწადინებულები ვართ, რომ სხვებს ღმერთზე ვესაუბროთ და ღვთის ყველა მცნება დავიცვათ.
რატომ გვიყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე?
9. რა აიტანა ქრისტემ და რამ აღძრა ამის გასაკეთებლად?
9 ღვთის სიყვარულის გარდა, ჩვენ მისი ძის მიმართაც უნდა განვივითაროთ სიყვარული, რისთვისაც არაერთი მიზეზი გვაქვს. მართალია, არასდროს გვინახავს იესო, მაგრამ რაც უფრო მეტს ვიგებთ მის შესახებ, მით უფრო გვიღრმავდება მის მიმართ სიყვარული (1 პეტ. 1:8). რისი ატანა მოუწია იესოს? იესო დედამიწაზე მამის ნებას ასრულებდა, მაგრამ მოიძულეს; მას დევნიდნენ, უსამართლოდ ადანაშაულებდნენ, ლანძღავდნენ და ათასნაირად შეურაცხყოფდნენ (წაიკითხეთ იოანეს 15:25 ). იესოს თავისი ზეციერი მამის სიყვარულმა აატანინა ეს ყველაფერი. ამ სიყვარულით აღძრულმა საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო მრავალთა გამოსასყიდად (მათ. 20:28).
10, 11. რა მიზანი უნდა გვქონდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ქრისტემ ჩვენთვის გააკეთა?
10 იესოს მაგალითი ჩვენში იმის სურვილს ბადებს, რომ მის სიყვარულს ვუპასუხოთ. როცა ვფიქრობთ, თუ რა გააკეთა იესომ ჩვენთვის, მის მიმართ სიყვარული გვიძლიერდება. ვინაიდან იესოს მიმდევრები ვართ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მივბაძოთ მას და ისეთი სიყვარული განვივითაროთ, რომელიც დაგვეხმარება ღვთის მცნების დაცვაში — სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში (მათ. 28:19, 20).
11 იესოს სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხებთ, თუ აღსასრულის დადგომამდე ბოლომდე შევასრულებთ დაკისრებულ დავალებას (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:14, 15 ). სწორედ სიყვარულმა შეაძლებინა ქრისტეს, შეესრულებინა ღვთის განზრახვა. თუ ზედმიწევნით მივყვებით ქრისტეს მაგალითს, ჩვენს წვლილს შევიტანთ ღვთის განზრახვის შესრულებაში. ამისათვის მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, გავიღრმავოთ ღვთის მიმართ სიყვარული (მათ. 22:37). იესოს სწავლების მიყოლა და მისი მცნებების დაცვა ცხადს გახდის, რომ გვიყვარს ქრისტე და გვინდა, ნებისმიერ შემთხვევაში ღვთის უზენაესობას დავუჭიროთ მხარი, სწორედ ისე, როგორც ეს იესომ გააკეთა (იოან. 14:23, 24; 15:10).
ისწრაფეთ აღმატებული გზისკენ — სიყვარულისკენ
12. რას გულისხმობდა პავლე, როცა ის „აღმატებულ გზაზე“ საუბრობდა?
12 პავლე მოციქულს თამამად შეეძლო ეთქვა 1 კორ. 11:1). პავლე კორინთელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, წმინდა სულის ძღვნისკენ ესწრაფათ, მაგალითად განკურნებისა და ენებზე ლაპარაკის ძღვნისკენ, რაც პირველ საუკუნეში მცხოვრებ მოწაფეებს ჰქონდათ. მაგრამ პავლემ ქრისტიანებს დაანახვა, რომ არსებობდა უკეთესი ძღვენი, რომლისკენაც უნდა ესწრაფათ. 1 კორინთელების 12:31-ში პავლე წერს: „მე გაჩვენებთ აღმატებულ გზას“. მომდევნო მუხლების კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს აღმატებული გზა სიყვარულია. რა გაგებით არის ეს გზა აღმატებული? პავლემ დაწერა, თუ რას გულისხმობდა ამ სიტყვებში (წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:1—3 ). მას გამორჩეული უნარიც რომ ჰქონოდა და დიდი საქმეებიც ეკეთებინა, მაგრამ სიყვარული არ ჰქონოდა, არას არგებდა. ღვთის სულით აღძრულმა პავლემ დაგვანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიყვარული ქრისტიანის ცხოვრებაში და შეეცადა, ეს მხატვრული ენით გადმოეცა.
ძმებისთვის, რომ მისთვის მიებაძათ, რადგან ის ზედმიწევნით ჰბაძავდა ქრისტეს (13. ა) რა არის 2010 წლის წლიური მუხლი? ბ) რა გაგებით არ მთავრდება სიყვარული?
13 პავლე შემდეგ აღგვიწერს, რა უნდა ახასიათებდეს ნამდვილ სიყვარულს და რა — არა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:4—8). ახლა განვიხილოთ, რას ნიშნავს სიყვარული. ყურადღება მივაქციოთ მე-7 მუხლის ბოლო და მე-8 მუხლის პირველ ნაწილს: სიყვარული ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. ეს იქნება 2010 წლის წლიური მუხლი. მე-8 მუხლში პავლე ამბობს, რომ სულის ძღვენი, მათ შორის წინასწარმეტყველებისა და ენებზე ლაპარაკის ძღვენი, რომელიც ახალჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას ჰქონდა, გაუქმდებოდა, მაგრამ სიყვარული ყოველთვის იარსებებდა. იეჰოვა თავად სიყვარულია და მარადმყოფელი. ასე რომ, სიყვარული არასოდეს დამთავრდება. ჩვენს მარადისობის მამას ეს თვისება მარადიულად ექნება (1 იოან. 4:8).
სიყვარული ყველაფერს ითმენს
14, 15. ა) როგორ გვეხმარება სიყვარული განსაცდელების ატანაში? ბ) რატომ არ წავიდა ერთი ახალგაზრდა ძმა კომპრომისზე?
14 რა ატანინებს ქრისტიანებს მძიმე განსაცდელებს? უმთავრესად პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული. ასეთი სიყვარული ქონების დათმობაზე მეტს ნიშნავს. ეს სიყვარული ნებისმიერ ვითარებაში შეგვანარჩუნებინებს ერთგულებას, და ქრისტეს გულისთვის საკუთარი სიცოცხლის გაღებისთვისაც კი ვიქნებით მზად (ლუკ. 9:24, 25). იფიქრე იმ ერთგულ მოწმეებზე, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ შრომა-გასწორების კოლონიებში აგზავნიდნენ.
15 მაგალითად, ახალგაზრდა გერმანელი მოწმე, ვილჰელმი, ღვთის ერთგული დარჩა და კომპრომისზე არ წავიდა, როცა ნაცისტებს უნდა დაეხვრიტათ. გამოსამშვიდობებელ წერილში მან ოჯახს მისწერა: „ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი უნდა გვიყვარდეს, როგორც ეს ჩვენმა წინამძღოლმა იესო ქრისტემ დაგვიდო მცნებად. თუ ღვთის მხარეს დავიკავებთ, ის დაგვაჯილდოებს“. მოგვიანებით „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ სტატიაში ვილჰელმის ოჯახის წევრის შემდეგი სიტყვები ჩაიწერა: „მძიმე წუთებში მე და ჩემი ოჯახის წევრებს იეჰოვას სიყვარულზე წინ არავინ და არაფერი დაგვიყენებია“. მსგავსი სულისკვეთება აქვს მრავალ ძმას, რომლებიც ამჟამად დაპატიმრებულები არიან ერიტრეაში, სამხრეთ კორეაში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში. მათ არ უნელდებათ იეჰოვას მიმართ სიყვარული.
16. რა გადაიტანეს ჩვენმა ძმებმა მალავიში?
16 ბევრ ქვეყანაში ჩვენი ძმები რწმენის არაერთ გამოცდას ხვდებიან. მალავიში 26 წლის მანძილზე იეჰოვას მოწმეები სახელმწიფო აკრძალვის, სასტიკი წინააღმდეგობისა და თავდასხმის მსხვერპლი იყვნენ. მათმა მოთმინებამ ნაყოფი გამოიღო. დევნა რომ დაიწყო, ამ ქვეყანაში დაახლოებით
18 000 მოწმე იყო, ოცდაათი წლის შემდეგ კი მათმა რიცხვმა 38 393-ს მიაღწია. მსგავსი რიცხობრივი ზრდა სხვა ქვეყნებშიც შეინიშნება.17. რა სირთულეებს ხვდებიან ზოგიერთები რელიგიურად დაყოფილ ოჯახში და რა ატანინებთ ამ სირთულეებს?
17 ღვთის ხალხზე პირდაპირი იერიში ცხადია, ადვილი ასატანი არ არის, მაგრამ, ოჯახის წევრების მხრიდან დაპირისპირება გაცილებით რთულია. ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები შეიძლება შენზე ზეწოლას ახდენდნენ. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს იესომ იწინასწარმეტყველა. მისი სიტყვების ჭეშმარიტება ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა (მათ. 10:35, 36). მოზარდებს ხშირად ურწმუნო მშობლები უწევენ წინააღმდეგობას; ზოგი სახლიდან გააგდეს და შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა შეიფარეს, ზოგიც საერთოდ უარყვეს. რამ აატანინა მათ ასეთი მოპყრობა? არა მარტო საძმოს სიყვარულმა, არამედ ყველაზე მთავარმა — იეჰოვასა და იესოს მიმართ ნამდვილმა სიყვარულმა (1 პეტ. 1:22; 1 იოან. 4:21).
18. როგორ ეხმარება დაქორწინებულ ქრისტიანებს სიყვარული, რომელიც ყველაფერს ითმენს?
18 სიყვარული სხვა სახის სირთულეების ატანაშიც გვეხმარება. მაგალითად, რომ არა სიყვარული, ცოლ-ქმარს იესოს მითითების მიყოლა გაუჭირდებოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:6). როცა „ხორციელ გასაჭირს“ ხვდებიან, ქრისტიან ცოლ-ქმარს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ იეჰოვა მათ ქორწინებაში უმთავრეს როლს თამაშობს (1 კორ. 7:28). ღვთის სიტყვა ამბობს, რომ სიყვარული ყველაფერს ითმენს და როცა ცოლიცა და ქმარიც ამ თვისებით იმოსებიან, მათი ურთიერთობა მტკიცე ხდება და მათ ქორწინებას ბზარი არ უჩნდება (კოლ. 3:14).
19. როგორ გვეხმარება სიყვარული სტიქიური უბედურებების დროს?
19 სიყვარული სტიქიური უბედურებებით გამოწვეული გასაჭირის ატანაშიც გვეხმარება. ეს კარგად გამოჩნდა, როცა სამხრეთ პერუში მიწისძვრა მოხდა და მექსიკის ყურის ნაწილს (აშშ) ქარიშხალმა „კატრინამ“ გადაუარა. ამ დროს ბევრმა მოწმემ დაკარგა სახლი და ქონება. სიყვარულმა აღძრა მსოფლიო საძმო, ჰუმანიტარული დახმარება გაეგზავნათ დაზარალებულებისთვის, მოხალისეები კი იმისკენ, რომ მათთვის სახლები და სამეფო დარბაზები აეშენებინათ და შეეკეთებინათ. ასეთი საქმეები იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში ჩვენი ძმები მზრუნველობასა და სიყვარულს ავლენენ ერთმანეთის მიმართ (იოან. 13:34, 35; 1 პეტ. 2:17).
სიყვარული არასოდეს მთავრდება
20, 21. ა) რატომ არის სიყვარული აღმატებული თვისება? ბ) რატომ უნდა ვისწრაფოთ აღმატებული გზისკენ — სიყვარულისკენ?
20 დღეს იეჰოვას ხალხი სიბრძნეს ავლენს, ვინაიდან ისწრაფვის აღმატებული გზისკენ — სიყვარულისკენ. ეს გზა ყველა გზას აღემატება. ყურადღება მიაქციეთ, როგორ განმარტა მოციქულმა პავლემ ეს აზრი. თავიდან მან აღნიშნა, რომ სულის სხვადასხვა ძღვენი გაუქმდებოდა და საწყის სტადიაზე მყოფი ქრისტიანული კრება სულიერ მოწიფულობას მიაღწევდა. შემდეგ ასეთი დასკვნა გააკეთა: „ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია“ (1 კორ. 13:13).
21 საბოლოოდ, იმის მიმართ რწმენის გამოვლენა, რაც რეალობად იქცევა, საჭირო აღარ იქნება. როცა ღვთის დანაპირები შესრულდება და ყველაფერი ახალი შეიქმნება, ამ დანაპირების იმედიც გაუქმდება. მაგრამ სიყვარული არასოდეს დამთავრდება. ის ყოველთვის იარსებებს. ჩვენ ველით მარადიულ სიცოცხლეს და დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვას კიდევ არაერთი სახით გამოვლენილი სიყვარულის მომსწრე გავხდებით. შევასრულოთ ღვთის ნება, ვისწრაფოთ აღმატებული გზისკენ — სიყვარულისკენ, რომელიც არასოდეს მთავრდება, და ჩვენს ბედნიერ ცხოვრებას დასასრული არ ექნება! (1 იოან. 2:17).
როგორ უპასუხებთ?
• რა არ უნდა გვიყვარდეს?
• რას აგვატანინებს სიყვარული?
• რას ნიშნავს სიტყვები: „სიყვარული არასოდეს მთავრდება“?
[სასწავლო კითხვები]
[ჩანართი 27 გვერდზე]
2010 წლის წლიური მუხლი იქნება: სიყვარული ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება (1 კორ. 13:7, 8).
[სურათი 25 გვერდზე]
ღვთის სიყვარული აღგვძრავს, დავამოწმოთ სამეფოს შესახებ
[სურათი 26 გვერდზე]
სიყვარულმა, რომელიც არასოდეს მთავრდება, მალავიში მცხოვრებ და-ძმებს სირთულეები აატანინა