ხართ ღვთის თვალში მდიდარი?
ხართ ღვთის თვალში მდიდარი?
„ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“ (ლუკა 12:21).
1, 2. ა) რისთვის მიდიან ადამიანები დიდ მსხვერპლზე? ბ) რა სირთულეებსა და საშიშროებას შეიძლება წააწყდეს ქრისტიანი?
განძის ძიება მხოლოდ თამაში და ბავშვებისთვის საყვარელი გართობა როდია. ის რეალობაა, რის წინაშეც არაერთგან და არაერთხელ დამდგარან ადამიანები. მაგალითად, XIX საუკუნეში ავსტრალიას, სამხრეთ აფრიკას, კანადასა და შეერთებულ შტატებს ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი ხალხი მიაწყდა; სიმდიდრის საძიებლად ისინი მზად იყვნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლი, საყვარელი ადამიანები და შორეულ, უცხო და ზოგჯერ მტრულად განწყობილ ქვეყნებშიც კი გამგზავრებულიყვნენ. დიახ, მრავალი ოცნებად ქცეული სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად მზად არის, თავი დიდ საფრთხეში ჩაიგდოს და უზარმაზარ მსხვერპლზე წავიდეს.
2 მართალია დღეს ხალხი პირდაპირი გაგებით განძს არ ეძებს, მაგრამ ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ისინი მძიმედ შრომობენ. თანამედროვე მსოფლიოში ფულის გამომუშავება რთული, დამამძიმებელი და დამქანცველია. ადამიანი ადვილად შეიძლება საკვებზე, ჩასაცმელსა და საცხოვრებელზე ზრუნვამ ისე შთანთქოს, რომ უფრო მნიშვნელოვანი რამ უგულებელყოს ან დაავიწყდეს (რომაელები 14:17). იესოს მოყვანილ იგავში ზუსტად არის აღწერილი ეს სული; იგავი ლუკას 12:16—21-ში წერია.
3. მოკლედ მოყევით ლუკას 12:16—21-ში ჩაწერილი იგავი.
3 იესომ ეს იგავი მაშინ მოიყვანა, როდესაც სიხარბისგან თავის დაცვის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა, რაც წინა სტატიაში განვიხილეთ. სიხარბის შესახებ გაფრთხილების შემდეგ იესო მოგვითხრობს ერთ მდიდარ კაცზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა დოვლათით სავსე ბეღლებით, დაანგრია ისინი და მეტი მოსავლის დასაბინავებლად უფრო დიდი ბეღლები ააშენა. როდესაც მან ლუკა 12:21). რისი სწავლა შეგვიძლია ამ იგავიდან? როგორ გამოვიყენებდით ნასწავლს პირად ცხოვრებაში?
იფიქრა, რომ უკვე შეეძლო დაესვენა და ცხოვრებით გაეხარა, სწორედ მაშინ უთხრა ღმერთმა, რომ მოკვდებოდა და მთელი მისი ქონება სხვას დარჩებოდა. ბოლოს იესომ თქვა: „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“ (რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი კაცი
4. როგორ შეიძლებოდა დაგვეხასიათებინა იესოს იგავში მოხსენიებული მდიდარი კაცი?
4 ეს იგავი ბევრისთვის არის ცნობილი. იესომ იგავი ასე დაიწყო: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა“. იესოს არ უთქვამს, რომ ამ კაცმა სიმდიდრე არაპატიოსანი ან არაკანონიერი გზით შეიძინა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ცუდი კაცი არ ყოფილა. იესოს სიტყვების საფუძველზე, გონივრულია, ვიფიქროთ, რომ იგავში მოხსენიებული კაცი მუყაითი მშრომელი იყო. სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, ეს კაცი მომავლისთვის, შესაძლოა, თავისი ცოლ-შვილის კეთილდღეობისთვის, იღვწოდა. ამგვარად, ქვეყნიერებაში მიღებული თვალსაზრისიდან გამომდინარე, ეს კაცი შეიძლება გამრჯე, თავისი მოვალეობის პირნათლად შემსრულებელ კაცად ჩაითვალოს.
5. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა იესოს იგავში მოხსენიებული მდიდარი კაცი?
5 იესომ იგავში ეს კაცი მდიდარ კაცად მოიხსენია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას უკვე დიდი ქონება ჰქონდა დაგროვილი. მაგრამ, როგორც იესომ აღნიშნა, მდიდარი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმაზე მეტი მოსავალი მოუვიდა, ვიდრე ელოდა, და იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე სჭირდებოდა და შესანახი ადგილი ჰქონდა. რა უნდა გაეკეთებინა მას?
6. რა არჩევნის წინაშე დგას დღეს ბევრი ღვთის მსახური?
6 დღეს მრავალი იეჰოვას მოწმე მსგავს მდგომაროებაში ვარდება. ჭეშმარიტი ქრისტიანები ცდილობენ, იყვნენ პატიოსანი, მუყაითი და კეთილსინდისიერი მშრომელები (კოლოსელები 3:22, 23). სხვასთან მუშაობენ თუ საკუთარ ბიზნესს უძღვებიან, ისინი ხშირად წარმატებებს აღწევენ და საქმეს საუკეთესოდაც კი ეუფლებიან. ქრისტიანებს გადაწყვეტილების მიღება უწევთ, როდესაც დაწინაურებას ან სარფიან წინადადებას სთავაზობენ. უნდა დათანხმდნენ ისინი შეთავაზებულ წინადადებაზე ან უნდა გამოიყენონ მეტი ფულის გამომუშავების შანსი? ბევრი იეჰოვას მოწმე წარჩინებული მოსწავლეა სკოლაში, რომლებსაც შეიძლება შესთავაზონ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ღირებულების გადახდა. უნდა მიჰბაძონ უმრავლესობას და უნდა მიიღონ ასეთი წინადადება?
7. როგორ გაართვა თავი რთულ მდგომარეობას იესოს იგავში მოხსენიებულმა მდიდარმა კაცმა?
7 დავუბრუნდეთ იესოს იგავს და ვნახოთ, რა გააკეთა მდიდარმა კაცმა, როდესაც იმდენი მოსავალი მოუვიდა, რომ მისი დაბინავება ვეღარ შეძლო. მან გადაწყვიტა, დაენგრია ბეღლები და უფრო დიდები აეშენებინა, რათა მთელი თავისი ხორბალი და დოვლათი დაებინავებინა. როგორც ჩანს, ამან მას თავი უსაფრთხოდ აგრძნობინა, კმაყოფილება მიანიჭა და გულში თქვა: „ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“ (ლუკა 12:19).
რატომ ეწოდა „უგუნური“?
8. რა გამორჩა მხედველობიდან იესოს იგავში მოხსენიებულ მდიდარ კაცს?
8 მაგრამ, როგორც იესომ აღნიშნა, უსაფრთხოების გრძნობა, რასაც მდიდარი კაცი ესწრაფოდა, მხოლოდ მოჩვენებითი იყო. რამდენად პრაქტიკულიც უნდა ჩანდეს ამ კაცის გეგმები, მას ერთი მნიშვნელოვანი რამ — ღვთის ნება — გამორჩა მხედველობიდან. ეს კაცი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა — როგორ დაესვენა, ეჭამა, ესვა და ემხიარულა. მისი აზრით, თუ მას „ბევრი დოვლათი“ ექნებოდა, „მრავალ წელსაც“ იცოცხლებდა. მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. როგორც მანამდე აღნიშნა იესომ, „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). იმ ღამეს მოულოდნელად მდიდარს მთელი თავისი ჯაფა წყალში ჩაეყარა, რადგან ღმერთმა უთხრა: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“ (ლუკა 12:20).
9. რატომ ეწოდა იგავში მოხსენიებულ კაცს უგუნური?
9 ახლა ყურადღებას გავამახვილებთ იესოს იგავის მთავარ ნაწილზე. ღმერთმა ამ კაცს უგუნური უწოდა. ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, უგუნურად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „ყოველთვის წვდომის უნარის ნაკლებობაზე მიუთითებს“ (Exegetical Dictionary of the New Testament). როგორც ლექსიკონშია ნათქვამი, იგავში ღმერთი ნათელყოფს, რომ „მდიდრების სამომავლო გეგმები ფუჭია“. ეს სიტყვა იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ადამიანს ცოდნა არ აქვს, არამედ იმაზე, რომ „ადამიანი არ აღიარებს ღმერთზე დამოკიდებულებას“. იესოს მიერ მდიდარი კაცის აღწერისას გვახსენდება ის, რაც მან მოგვიანებით უთხრა ლაოდიკეაში (მცირე აზიაში) მცხოვრებ პირველი საუკუნის ქრისტიანებს: „ამბობ, მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მჭირდებაო, ის კი არ იცი, რომ საწყალი, საცოდავი, ღარიბი, ბრმა და შიშველი ხარ“ (გამოცხადება 3:17).
10. რატომ არ არის „ბევრი დოვლათი“ იმის გარანტია, რომ ადამიანი „მრავალ წელს“ იცოცხლებს?
10 კარგია, თუ დავფიქრდებით ამ იგავზე. ჩვენც ამ კაცს ხომ არ ვგავართ — თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისათვის, რომ „ბევრი დოვლათი“ დავაგროვოთ, მაგრამ არ ვაკეთებთ იმ აუცილებელს, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, „მრავალ წელს“ გვეცოცხლა? (იოანე 3:16; 17:3). ბიბლიაში ნათქვამია: „ძვირფასეულობა ფუჭი იქნება რისხვის დღეს“ და „თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა“ (იგავები 11:4, 28). ამიტომ იესო ასეთი გამაფრთხილებელი სიტყვებით ამთავრებს იგავს: „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“ (ლუკა 12:21).
11. რატომ არის ამაო ქონებაზე დაიმედება და უსაფრთხოების საწინდრად მისი მიჩნევა?
11 იესოს სიტყვებით „ასე ემართება“, იმის თქმა სურდა, რომ, რაც მდიდარ კაცს დაემართა, იგივე დაემართება ყველას, ვინც მხოლოდ ქონებაზეა დაიმედებული და მას მიიჩნევს უსაფრთხოების საწინდრად. არასწორი ის კი არ არის, რომ ვინმე „თავისთვის აგროვებს“, არამედ ის, რომ „ღვთის თვალში არ არის მდიდარი“. მოწაფე იაკობიც მსგავსად გვაფრთხილებს: „ახლა თქვენ მისმინეთ, ვინც ამბობთ, დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთი წელი დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოგებას ვნახავთო. ის კი არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე“. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი? იაკობი განაგრძობს: „პირიქით, იაკობი 4:13—15). მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ქონების პატრონია ადამიანი, ყველაფერი ამაოა, თუ ღვთის თვალში არ არის მდიდარი. რას ნიშნავს, ვიყოთ ღვთის თვალში მდიდარი?
უნდა ამბობდეთ, თუ იეჰოვა ინებებს და ვიცოცხლებთ, ან ამას გავაკეთებთ, ან იმასო“ (ღვთის თვალში მდიდარი
12. როგორ გავმდიდრდებით ღვთის თვალში?
12 იესოს ნათქვამის თანახმად, ღვთის თვალში გამდიდრება „თავისთვის განძის დაგროვების“ საპირისპიროა. ამგვარად, იესომ თქვა, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი სიმდიდრის დაგროვება არ უნდა იყოს, და განსაკუთრებულ კმაყოფილებას არც ქონება უნდა გვანიჭებდეს. ნაცვლად ამისა, მთელი ჩვენი შესაძლებლობები იეჰოვასთან ურთიერთობის განსამტკიცებლად უნდა გამოვიყენოთ. ამგვარად უეჭველად გავმდიდრდებით ღვთის თვალში. რატომ უნდა გავმდიდრდეთ ღვთის თვალში? იმიტომ, რომ ამას ბევრი კურთხევა მოაქვს. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგავები 10:22).
13. როგორ „ამდიდრებს კაცს“ იეჰოვას კურთხევა?
13 როდესაც იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს, ის ყოველთვის საუკეთესოს აძლევს მათ (იაკობი 1:17). მაგალითად, როცა იეჰოვამ ისრაელებს აღთქმული ქვეყანა მისცა, იქ „რძე და თაფლი“ მოედინებოდა. მართალია, ეგვიპტის მიწაც ასევეა აღწერილი, მაგრამ ისრაელებისთვის იეჰოვას მიერ მიცემული მიწა, სულ მცირე, ერთი მნიშვნელოვანი რამით განსხვავდებოდა. ისრაელებისთვის მოსეს მიერ ნათქვამი სიტყვების თანახმად, ის იყო „მიწა, რომელზეც იეჰოვა . . . ღმერთი“ ზრუნავდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისრაელებს არაფერი მოაკლდებოდათ, რადგან იეჰოვა იზრუნებდა მათზე. სანამ ისრაელები იეჰოვას ერთგულები იყვნენ, იეჰოვა უხვად აკურთხებდა მათ და მათი ცხოვრების დონე გარშემო მცხოვრები ხალხების ცხოვრების დონესთან შედარებით ბევრად უკეთესი იყო. დიახ, იეჰოვას კურთხევა „ამდიდრებს კაცს“! (რიცხვები 16:13; კანონი 4:5—8; 11:8—15).
14. რით სარგებლობენ ისინი, ვინც ღვთის თვალში არიან მდიდრები?
14 მდიდრები, ჩვეულებრივ, იმაზე ფიქრობენ, სხვების წინაშე როგორ წარმოაჩინონ თავი. ხშირად ეს მათ ცხოვრებაზე აისახება. მათ სურთ, შთაბეჭდილება მოახდინონ ხალხზე, რასაც ბიბლია „ქონებით ტრაბახს“ უწოდებს (1 იოანე 2:16). ამის საპირისპიროდ, ისინი, ვინც ღვთის თვალში არიან მდიდრები, სარგებლობენ მისი წყალობით, მისი მოწონებითა და კეთილგანწყობით, და მასთან თბილი ურთიერთობა აქვთ. ამ ყველაფრის გამო ისინი თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობენ, რასაც მათ ვერანაირი ქონება ვერ განაცდევინებდა (ესაია 40:11). მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღვთის თვალში გავმდიდრდეთ?
როგორ გავმდიდრდეთ ღვთის თვალში
15. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღვთის თვალში მდიდრები ვიყოთ?
15 იესოს იგავში მოხსენიებული მამაკაცი თავდაუზოგავად მხოლოდ საკუთარი თავის გამდიდრების მიზნით შრომობდა, და მას უგუნური ეწოდა. მისგან განსხვავებით ჩვენ ღვთის თვალში მდიდრები რომ ვიყოთ, საჭიროა, გულმოდგინედ ვიშრომოთ და სრული მონაწილეობა მივიღოთ ნამდვილად ღირებულ საქმიანობაში. ამაში შედის ის, რაც იესომ დაგვავალა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათე 28:19). როდესაც ჩვენს დროს, ენერგიასა და ნიჭს სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადებისთვის ვიყენებთ, და არა საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეს შეიძლება კაპიტალის დაბანდებას შევადაროთ. ისინი, ვინც ამგვარად იქცევიან, სანაცვლოდ „მოგებას“ — უხვ კურთხევებს იღებენ, როგორც ამას ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები აჩვენებს (იგავები 19:17).
16, 17. მოყევით შემთხვევები, რომლებიდანაც ჩანს, თუ როგორ მდიდრდება ადამიანი ღვთის თვალში.
16 განვიხილოთ ერთი აზიელი ქრისტიანი მამაკაცის შემთხვევა. მას, როგორც გამოთვლითი ტექნიკის სპეციალისტს, მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდა. მაგრამ ამ სამუშაოს თითქმის მთელი მისი დრო მიჰქონდა, რის გამოც ის თავს სულიერად გამოფიტულად გრძნობდა. ბოლოს, ნაცვლად იმისა, რომ უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწია, მან მიატოვა თავისი სამუშაო და ქუჩაში ნაყინის გაყიდვა დაიწყო, რათა უფრო მეტი დრო დაეთმო თავისი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულებისთვის. ყოფილ თანამშრომლებს სასაცილოდ არ ეყოთ ეს, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები? „სინამდვილეში უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე მაშინ, როცა კომპიუტერს ვუჯექი, — ამბობს ეს ძმა. — გავხალისდი, რადგან მშვიდი ცხოვრება დავიწყე და იმ დაძაბულობისგან გავთავისუფლდი, რაც ძველ სამუშაოს მუდამ თან ახლდა. და, რაც ყველაზე მთავარია, ახლა უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს იეჰოვასთან“. აღნიშნულმა ცვლილებამ ამ ქრისტიანს შესაძლებლობა მისცა, სრული დროით მსახურება დაეწყო; ახლა ის თავის ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობს. იეჰოვას კურთხევა მართლაც „ამდიდრებს კაცს“!
17 ვნახოთ იმ ქრისტიანი ქალის შემთხვევაც, რომელიც ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ის სწავლობდა საფრანგეთის, მექსიკისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში; მას შესანიშნავი კარიერის შექმნა შეეძლო. „ყველაფერში წარმატებული ვიყავი და ყველა კარი ღია იყო ჩემთვის — ამბობს ის. — მაგრამ შინაგან სიცარიელესა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ვერსად გავურბოდი“. მოგვიანებით მან იეჰოვას შესახებ გაიგო. ის ყვება: „სულიერ ზრდასთან ერთად ჩემში ძლიერდებოდა იმის სურვილი, რომ მესიამოვნებინა იეჰოვასთვის; მინდოდა, მცირედით მაინც გამომეხატა მადლიერება იეჰოვას სიკეთისთვის, რამაც აღმძრა, სრული დროით მემსახურა“. მან მიატოვა თავისი სამსახური და მალე მოინათლა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ის სიხარულით მსახურობს სრული დროით. „ზოგი ფიქრობს, რომ ჩემი ნიჭი არაფერში გამომიყენებია — ყვება ის. — მაგრამ ისინი ხედავენ, რომ ბედნიერი ვარ და მოსწონთ ის პრინციპები, რომელთა თანახმადაც ვცხოვრობ. ყოველდღე ვევედრები იეჰოვას, რომ მისთვის მოსაწონი თავმდაბალი ადამიანი ვიყო“.
18. როგორ შეგვიძლია პავლეს მსგავსად მდიდრები ვიყოთ ღვთის თვალში?
18 სავლეს, რომელიც მოციქული პავლე გახდა, შეეძლო შესანიშნავი კარიერა ჰქონოდა. მაგრამ მოგვიანებით მან დაწერა: „ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის“ (ფილიპელები 3:7, 8). პავლესთვის სიმდიდრე, რომელიც ქრისტეს მეშვეობით დააგროვა, აღემატებოდა ყველაფერს, რისი შეთავაზებაც მისთვის ქვეყნიერებას შეეძლო. მსგავსად, თუ ჩვენს ეგოისტურ ამბიციებს არ ავყვებით და ღვთისმოსაობით ვიცხოვრებთ, ჩვენც მდიდრები ვიქნებით ღვთის თვალში. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“ (იგავები 22:4).
როგორ უპასუხებდით?
• რა სირთულის წინაშე იდგა იესოს იგავში მოხსენიებული კაცი?
• რატომ ეწოდა იგავში მოხსენიებულ კაცს უგუნური?
• რას ნიშნავს, იყო მდიდარი ღვთის თვალში?
• როგორ შეგვიძლია გავმდიდრდეთ ღვთის თვალში?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 26 გვერდზე]
რატომ ეწოდა მდიდარ კაცს უგუნური?
[სურათი 27 გვერდზე]
როგორ შეიძლება გამოცდად გექცეთ ის, როცა ქვეყნიერება კარიერის შექმნას გთავაზობთ?
[სურათი 28, 29 გვერდებზე]
„იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს“