ერთი ბიბლიური ისტორიის „სიმბოლური მნიშვნელობა“
ერთი ბიბლიური ისტორიის „სიმბოლური მნიშვნელობა“
რა რთული იქნებოდა წმინდა წერილების ზოგიერთი მონაკვეთის ბოლომდე გაგება, ბიბლიის სხვა ნაწილები რომ არ ჰფენდეს მათ ნათელს! ღვთის სიტყვაში აღწერილ ისტორიებს მკითხველისთვის შეიძლება მხოლოდ ისტორიული ცნობის მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგრამ ზოგი მათგანი შეიცავს მრავლისმომცველ ჭეშმარიტებას, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს. ამის ერთ-ერთი მაგალითია მონათხრობი პატრიარქ აბრაამის ოჯახიდან ორი ქალის შესახებ. პავლე მოციქულმა თქვა, რომ ამ ისტორიას „სიმბოლური მნიშვნელობა“ აქვს (გალატელები 4:24).
ეს ისტორია ჩვენს ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან ის, რაც მისი საშუალებით არის წარმოდგენილი, ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისაც იეჰოვა ღმერთისგან კურთხევის მიღება სურს. სანამ გამოვიკვლევდეთ, თუ რატომ არის ეს ასე, განვიხილოთ, რა სიტუაციამ აღძრა პავლე, აეხსნა ამ ისტორიის სიმბოლური მნიშვნელობა.
პირველი საუკუნის ქრისტიანთა შორის გარკვეული პრობლემა არსებობდა. ზოგიერთი მათგანი ‘ზედმიწევნით იცავდა დღეებს, თვეებს, დროებსა და წლებს’ ანუ იმას, რაც მოსეს კანონით მოითხოვებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ კანონის დაცვა აუცილებელი იყო მორწმუნეებისთვის, რათა ღმერთი მათდამი კეთილგანწყობილი ყოფილიყო (გალატელები 4:10; 5:2, 3). მაგრამ პავლემ იცოდა, რომ ქრისტიანებს კანონის დაცვა არ მოეთხოვებოდათ. ამის დასამტკიცებლად მან მოიყვანა შემთხვევა, რომელიც ცნობილი იყო ნებისმიერისთვის, ვინც წარმოშობით იუდეველი იყო.
პავლემ გალატელებს შეახსენა, რომ აბრაამს, ებრაელი ერის მამას, ორი შვილი — ისმაელი და ისააკი ჰყავდა. პირველის დედა იყო მოახლე აგარი, ხოლო მეორის — თავისუფალი ქალი, სარა. გალატელმა ქრისტიანებმა, რომლებიც მოსეს კანონის დაცვის მხარდამჭერები იყვნენ, ცხადია, იცოდნენ ისტორია იმის შესახებ, რომ სარა თავიდან უშვილო იყო და აბრაამს თავისი მოახლე აგარი მისცა, რათა შვილი შესძენოდათ. მათ, ალბათ, ისიც ეცოდინებოდათ, რომ აგარს ეყოლა ისმაელი, რის შემდეგაც ზემოდან დაბადება 16:1—4; 17:15—17; 21:1—14; გალატელები 4:22, 23).
დაუწყო ყურება თავის ქალბატონს, სარას. მაგრამ ღვთის დანაპირების თანახმად, უკვე ასაკში შესულ სარას მოგვიანებით ეყოლა ძე. გარკვეული პერიოდის შემდეგ აბრაამმა აგარი და ისმაელი სახლიდან გაუშვა, რადგან ისმაელი ისააკს ცუდად ეპყრობოდა (ორი ქალი, ორი შეთანხმება
პავლემ ახსნა ამ ისტორიის სიმბოლური მნიშვნელობა. „ეს ქალები ორ შეთანხმებას ნიშნავს, ერთი სინას მთაზე დადებულს, რომელიც მონობისთვის აჩენს ბავშვებს და მას აგარი ჰქვია . . . და დღევანდელ იერუსალიმს შეესაბამება, რადგან მონობაშია თავის შვილებთან ერთად“ (გალატელები 4:24, 25). აგარით წარმოდგენილი იყო, პირდაპირი გაგებით, ისრაელი და მისი დედაქალაქი იერუსალიმი. იუდეველ ერსა და იეჰოვას შორის სინას მთასთან დაიდო კანონის შეთანხმება. ეს შეთანხმება ისრაელებს გამუდმებით შეახსენებდა, რომ ცოდვის მონები იყვნენ და ამ ცოდვისგან გამათავისუფლებელი სჭირდებოდათ (იერემია 31:31, 32; რომაელები 7:14—24).
ვის წარმოადგენდნენ „თავისუფალი ქალი“ სარა და მისი ძე ისააკი? პავლემ აღნიშნა, რომ სარა, „უშვილო“ ქალი, ასიმბოლოებდა ღვთის ცოლს, ღვთის ორგანიზაციის ზეციერ ნაწილს. ეს ზეციერი ქალი უშვილო იყო იესოს მოსვლამდე, რადგან დედამიწაზე არ ჰყავდა სულით ცხებული „შვილები“ (გალატელები 4:27; ესაია 54:1—6). მაგრამ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული გადმოვიდა მამაკაცებსა და ქალებზე და, ამგვარად, ისინი იშვნენ ამ ზეციერი ქალის შვილებად. ამ ორგანიზაციის მიერ შობილი შვილები ღმერთმა საკუთარ ძეებად მიიღო და ისინი ახალი შეთანხმების საფუძველზე იესო ქრისტეს თანამემკვიდრენი გახდნენ (რომაელები 8:15—17). ამ შვილთაგან ერთ-ერთს, პავლე მოციქულს, შეეძლო დაეწერა: „ზედა იერუსალიმი კი თავისუფალია, ის ჩვენი დედაა“ (გალატელები 4:26).
მათი შვილები
ბიბლიური ცნობის თანახმად, ისმაელი დევნიდა ისააკს. მსგავსი სახით, ახ. წ. პირველ საუკუნეში მონობაში მყოფი იერუსალიმის შვილები დასცინოდნენ და დევნიდნენ ზედა იერუსალიმის შვილებს. „როგორც მაშინ დევნიდა ხორციელად შობილი [ისმაელი] სულით შობილს [ისააკს], ასევეა ახლაც“, — ამბობდა პავლე (გალატელები 4:29). როდესაც იესო ქრისტემ დედამიწაზე სამეფოს შესახებ ქადაგება დაიწყო, იუდეველთა რელიგიური წინამძღოლები ისე მოექცნენ მას, როგორც აგარის ძე ისმაელი ექცეოდა აბრაამის ჭეშმარიტ ძეს, ისააკს. ისინი დასცინოდნენ და დევნიდნენ იესო ქრისტეს, რადგან, როგორც ჩანს, საკუთარი თავი აბრაამის კანონიერ ძეებად მიაჩნდათ, იესო კი თვითმარქვიად.
იესომ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ხორციელი ისრაელის წინამძღოლები მოკლავდნენ, თქვა: „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო, რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად“ (პირველი საუკუნის მოვლენები, რომელთა შესახებაც ბიბლიაშია საუბარი, ცხადყოფს, რომ აგარით წარმოდგენილი ხორციელი ერისგან ავტომატურად არ წარმოშობილა ძეები, რომლებიც იესოს თანამმართველები იქნებოდნენ. იეჰოვამ უარყო ის იუდეველები, რომლებიც ამპარტავნულად მიიჩნევდნენ, რომ თავიანთი წარმომავლობის საფუძველზე ჰქონდათ უფლება, ყოფილიყვნენ ღვთის შვილები. ცხადია, ხორციელი ისრაელის ზოგი წარმომადგენელი იესოს თანამემკვიდრე გახდა. მაგრამ ეს უპირატესობა მათ იესოსადმი რწმენის გამოვლენის საფუძველზე მიეცათ და არა ხორციელი წარმომავლობის გამო.
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გამოჩნდა იმ ქრისტიანთა ნაწილი, რომლებიც ქრისტეს თანამემკვიდრეები გახდებოდნენ. დროთა განმავლობაში კი იეჰოვამ სხვებიც სცხო სულით და ისინი ზედა იერუსალიმის ძეები გახდნენ.
„სიმბოლური მნიშვნელობის“ ახსნისას პავლეს მიზანი იყო, თვალსაჩინოდ დაენახვებინა ახალი შეთანხმების უპირატესობა კანონის შეთანხმებაზე, რომელიც მოსეს მეშვეობით დაიდო. არავის შეეძლო ღვთის მოწონების დამსახურება მოსეს კანონის შესაბამისად მოქმედებით, რადგან ყველა ადამიანი არასრულყოფილია და კანონი მხოლოდ ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ადამიანები ცოდვის მონები არიან. მაგრამ, როგორც პავლემ განმარტა, იესო იმისათვის მოვიდა, რომ „გამოსასყიდით გაეთავისუფლებინა კანონს დაქვემდებარებულნი“ (გალატელები 4:4, 5). ამიტომ ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენა კანონის წყევლისგან გათავისუფლების საშუალებას იძლეოდა (გალატელები 5:1—6).
რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?
რატომ უნდა დავინტერესდეთ პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით განმარტებული „სიმბოლური მნიშვნელობით“? ერთი მიზეზი ის არის, რომ უფრო ღრმად გვახედებს ამ ისტორიის ბიბლიურ მნიშვნელობაში, რომლის ასე ნათლად დანახვა სხვაგვარად რთული იქნებოდა. აგრეთვე ეს ბიბლიური მონაკვეთი გვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ ბიბლია ერთიანი წიგნია და მისი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს შეესაბამება (1 თესალონიკელები 2:13).
გარდა ამისა, ის, რაც ამ „სიმბოლური მნიშვნელობით“ არის ნაჩვენები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ბედნიერებისთვის. ზედა იერუსალიმის შვილები რომ არ გამოჩენილიყვნენ, ჩვენი პერსპექტივა მხოლოდ ცოდვისადმი მონობა და სიკვდილი იქნებოდა. მაგრამ იესო ქრისტესა და ღვთის მიერ აბრაამისთვის აღთქმული ქრისტეს თანამემკვიდრეების მოსიყვარულე ზედამხედველობით „იკურთხება მიწის ყველა ერი“ (დაბადება 22:18). ეს მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანები სამუდამოდ გათავისუფლდებიან ცოდვისა და არასრულყოფილებისგან, მწუხარებისა და სიკვდილისგან (ესაია 25:8, 9). ნამდვილად რომ დიდებული იქნება ასე ცხოვრება!
[სურათი 11 გვერდზე]
კანონის შეთანხმება სინას მთასთან დაიდო.
[საავტორო უფლებები დაცულია 11 გვერდზე]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
[სურათი 12 გვერდზე]
რას ვსწავლობთ ბიბლიური ისტორიიდან, რომლის „სიმბოლური მნიშვნელობაც“ პავლე მოციქულმა ახსნა?