„აკეთე მახარობლის საქმე“
„აკეთე მახარობლის საქმე“
„ყველაფერში იფხიზლე . . . აკეთე მახარობლის საქმე“ (2 ტიმოთე 4:5, აქ).
1. რა დავალება მისცა იესომ თავის მიმდევრებს?
იეჰოვას სახელი და ნება მთელ დედამიწაზე ცხადდება. ამას აკეთებენ იეჰოვასადმი მიძღვნილი ადამიანები, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს იესო ქრისტეს მიერ თავისი მიმდევრებისთვის ნათქვამი სიტყვები: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20).
2. რა დარიგება მისცა პავლემ ტიმოთეს, რომელიც ქრისტიან ზედამხედველად მსახურობდა და რა არის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ქრისტიან ზედამხედველებს შეუძლიათ მსახურების შესრულება?
2 პირველ საუკუნეში მცხოვრები იესოს მიმდევრები სერიოზულად მოეკიდნენ ამ დავალებას. მაგალითად, მოციქულმა პავლემ თანაქრისტიან ზედამხედველს, ტიმოთეს, მოუწოდა: „აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმოთე 4:5, აქ). დღეს ზედამხედველებისთვის მსახურების შესრულების ერთ-ერთი შესაძლებლობაა სამეფოს შესახებ გულმოდგინედ და რეგულარულად ქადაგება. მაგალითად, წიგნის შესწავლის ზედამხედველს აქვს კარგი შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს სამქადაგებლო საქმიანობას და დაეხმაროს სხვებს სწავლების ხელოვნების გაუმჯობესებაში. პავლემ შეასრულა საკუთარი ვალდებულება — ის ხალხს სასიხარულო ცნობას ამცნობდა და სხვებსაც ასწავლიდა ქადაგებას (საქმეები 20:20; 1 კორინთელთა 9:16, 17).
გულმოდგინე მქადაგებლები წარსულში
3, 4. რა შემთხვევები გადახდა თავს ფილიპეს მახარობლის საქმის შესრულებისას?
3 პირველი საუკუნის ქრისტიანები გულმოდგინე ქადაგებით იყვნენ ცნობილი. განვიხილოთ მახარობელ ფილიპეს მაგალითი. ის იმ „შვიდ სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცს“ შორის იყო, საქმეები 6:1—6). მას შემდეგ, რაც ეს განსაკუთრებული მსახურება დაასრულა და დევნის გამო, მოციქულთა გარდა, ყველა გაიფანტა, ფილიპე სამარიაში წავიდა. იქ ის სასიხარულო ცნობას ქადაგებდა; აგრეთვე სულიწმიდის ძალით დევნიდა დემონებს და კურნავდა კოჭლებსა თუ დავრდომილებს. მრავალმა სამარიელმა მიიღო სამეფოს შესახებ ცნობა და მოინათლა. როდესაც ამის შესახებ იერუსალიმში მოციქულებმა გაიგეს, პეტრე და იოანე მოციქულები გაგზავნეს სამარიაში, რათა ამ ახალმონათლულ მორწმუნეებს სულიწმიდა მიეღოთ (საქმეები 8:4—17).
რომლებიც იმისათვის აირჩიეს, რომ ბერძნულად და ებრაულად მოლაპარაკე იერუსალიმელ ქვრივ ქრისტიანებს შორის ყოველდღიური საზრდო მიუკერძოებლად გაენაწილებინათ (4 ღვთის სულმა შემდეგ ფილიპე ღაზასკენ მიმავალ გზაზე ეთიოპიელ საჭურისთან მიიყვანა. ფილიპემ ნათლად აუხსნა საჭურისს ესაიას წინასწარმეტყველება, ‘ეთიოპიის დედოფლის, კანდაკის ამ დიდებულმა’ კი ირწმუნა იესო ქრისტე და მოინათლა (საქმეები 8:26—38). შემდეგ ფილიპე აზოტში წავიდა, საიდანაც კესარიაში გაემგზავრა; გზად კი „მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს“ (საქმეები 8:39, 40). მან მახარობლობის მართლაც რომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა!
5. განსაკუთრებით რით იყო ცნობილი ფილიპეს ოთხი ქალიშვილი?
5 დაახლოებით 20 წლის შემდეგ ფილიპე კესარიაში კვლავ აქტიურად ქადაგებდა. იმ პერიოდისთვის, როდესაც მასთან სახლში პავლე და ლუკა დარჩნენ, ფილიპეს „ჰყავდა ოთხი ქალიშვილი, წინასწარმეტყველი ქალწულები“ (საქმეები 21:8—10). უეჭველია, რომ ისინი სულიერად კარგად განსწავლულები და გულმოდგინე მქადაგებლები იყვნენ; აგრეთვე ღმერთმა მათ პატივი დასდო და იმისათვის გამოიყენა, რომ წინასწარმეტყველებები წარმოეთქვათ. დღესაც მსახურებაში მშობლის გულმოდგინების დანახვამ შეიძლება შვილებზე დადებითი გავლენა იქონიოს და ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში გულმოდგინედ მსახურებისკენ აღძრას.
გულმოდგინე მქადაგებლები დღეს
6. რა წარმატებას მიაღწიეს პირველი საუკუნის მქადაგებლებმა?
6 იესო ქრისტემ თავის დიდებულ წინასწარმეტყველებაში, რომელიც ჩვენს დღეებზე, აღსასრულის ჟამზე მიუთითებდა, აღნიშნა: „ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს“ (მარკოზი 13:10). აღსასრული მხოლოდ მას შემდეგ მოვა, რაც სასიხარულო ცნობა ‘მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის’ იქნება ნაქადაგები (მათე 24:14). პავლესა და პირველი საუკუნის სხვა მახარობლების მიერ კეთილი ცნობის ქადაგების შედეგად მრავალი ხდებოდა მორწმუნე და მთელ რომის იმპერიაში ერთიმეორეზე მიყოლებით ყალიბდებოდა კრებები. ამ კრებებში დანიშნული უხუცესები, თავიანთი კრების ძმებსა და დებთან ერთად, მახარობლის საქმის შესრულებაში მონაწილეობდნენ და სამქადაგებლო საქმიანობა უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იღებდა. იეჰოვას სიტყვა იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მილიონობით იეჰოვას მოწმის მიერ მახარობლის საქმის შესრულების შედეგად იგივე ხდება დღესაც (საქმეები 19:20). პირადად თქვენ, ხართ თუ არა იმ ბედნიერ ხალხს შორის, რომელიც ხოტბას ასხამს იეჰოვას?
7. რას აკეთებენ სამეფოს შესახებ მქადაგებლები ჩვენს დროში?
7 ჩვენს დროში მცხოვრები მქადაგებლები ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობებს, უფრო მეტად მიიღონ მახარობლის საქმეში მონაწილეობა. ათასობით მქადაგებელმა მისიონერად დაიწყო მსახურება; ასობით ათასი კი სრული დროით ახარებს სამეფოს შესახებ ცნობას და პიონერად ან დამხმარე პიონერად მსახურობს. მართლაც რომ შესანიშნავ საქმეს აკეთებენ კაცები, ქალები და ბავშვები, რომლებიც სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები არიან! იეჰოვასგან უხვად არის კურთხეული მისი ყველა მსახური, რომლებიც ერთმანეთის მხარდამხარ ქრისტიანი მახარობლების საქმეს ასრულებენ (სოფონია 3:9).
8. რა ნიშნის დადების საქმიანობა ხორციელდება ახლა და ვინ აკეთებს ამას?
8 ღმერთმა იესოს ცხებულ მიმდევრებს დააკისრა ვალდებულება, სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე ექადაგათ. მახარობლის საქმის შესრულებაში მათ ქრისტეს „სხვა ცხვრებიც“ ეხმარებიან, რომელთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება (იოანე 10:16). ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში სიცოცხლის გადამრჩენი ეს საქმიანობა შედარებულია იმ ადამიანების შუბლებზე ნიშნის დადებასთან, რომლებიც კვნესიან და მოთქვამენ დღეს მსოფლიოში არსებულ სისაძაგლეთა გამო. მალე ბოროტები განადგურდებიან. მანამდე კი ნამდვილად დიდი პატივია დედამიწის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების მიწოდება (ეზეკიელი 9:4—6, 11, სსგ).
9. როგორ შეიძლება ახლებისთვის დახმარების გაწევა მსახურებაში?
9 თუ უკვე გარკვეული პერიოდია, რაც მახარობლის საქმეს ვასრულებთ, ცხადია, შეგვიძლია რამის გაკეთება კრებაში ახლების დასახმარებლად. კარგი იქნებოდა დროდადრო მსახურებაში მათი წაყვანა. უხუცესებმა შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გააკეთონ თანამორწმუნეების სულიერად განსამტკიცებლად. თავმდაბალ ზედამხედველთა მცდელობამ შეიძლება დიდი დახმარება გაუწიოს მაუწყებლებს, რომ ისინი გულმოდგინე და ნაყოფიერი მქადაგებლები იყვნენ (2 პეტრე 1:5—8).
კარდაკარ ქადაგება
10. რა მაგალითი დაგვიტოვეს თავიანთი მსახურებით ქრისტემ და პირველი საუკუნის მისმა მიმდევრებმა?
10 იესო ქრისტემ, როგორც მახარობელმა, თავის მიმდევრებს შესანიშნავი მაგალითი მისცა. ქრისტესა და მისი მოციქულების მსახურებასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვა ამბობს: „დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს, და თორმეტიც მასთან იყო“ (ლუკა 8:1). რა შეიძლება ითქვას თავად მოციქულების შესახებ? ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდის მიღების შემდეგ, ისინი „ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოს“ (საქმეები 5:42).
11. საქმეების 20:20, 21-ის თანახმად, რას აკეთებდა პავლე მსახურებისას?
11 მოციქული პავლე დიდი გულმოდგინებით ასრულებდა მახარობლის საქმეს. ამიტომ მას შეეძლო ეფესოელი ქრისტიანი უხუცესებისთვის ეთქვა: „თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით სახალხოდ და კარდაკარ“ (აქ). იეჰოვას თაყვანისმცემელთა სახლებში სამწყემსო მონახულებაზე მიდიოდა პავლე, როდესაც ‘კარდაკარ ასწავლიდა’? არა, რადგან შემდეგ ის განაგრძობს: „ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას“ (საქმეები 20:20, 21). იეჰოვასადმი მიძღვნილ ადამიანებს არ დასჭირდებოდათ ‘ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფლის ქრისტეს რწმენის‘ შესახებ სწავლება. ურწმუნოებისთვის მონანიებისა და რწმენის შესახებ ქადაგებისას პავლე ეფესოელ ქრისტიან უხუცესებს კარდაკარ მსახურებას ასწავლიდა. ამგვარი მეთოდის გამოყენებით მოციქული იესოს ჰბაძავდა.
12, 13. ფილიპელთა 1:7-ის თანახმად, რას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები ქადაგების უფლებასთან დაკავშირებით?
12 კარდაკარ ქადაგებას შეიძლება დიდი ძალისხმევა დასჭირდეს. მაგალითად, ზოგს, შესაძლოა, აღიზიანებს, როდესაც მათთან სახლში ბიბლიურ თემაზე სასაუბროდ მივდივართ. ჩვენ არავის გაღიზიანება არ გვსურს. მაგრამ კარდაკარ მსახურება ბიბლიური მოთხოვნაა და ამას ღვთისა და მოყვასის სიყვარულის გამო ვაკეთებთ (მარკოზი 12:28—31). კარდაკარ ქადაგების უფლების ‘დასაცავად და კანონით განსამტკიცებლად’ სასამართლოებში და შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოშიც კი არაერთხელ მოგვიწია წარდგომა (ფილიპელთა 1:7, აქ). ამ სასამართლოს თითქმის ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ გამოაქვს განაჩენი. ჩვეულებრივია ქვემოთ მოყვანილი ვერდიქტის მსგავსი გადაწყვეტილებები:
13 „მქადაგებლების მიერ რელიგიური ლიტერატურის გავრცელება საუკუნეებია, რაც სახარების გავრცელების მისიონერული მეთოდია, და ის ისევე ძველია, როგორც ბეჭდვითი სიტყვის ისტორია. მრავალი რელიგიური მიმდინარეობა წლების განმავლობაში ძირითადად ამ მეთოდს მიმართავდა. დღეს სახარების ამ ფორმით გავრცელებას საყოველთაოდ იყენებენ, განსაკუთრებით კი ის კონფესიები, რომელთა ლიტერატურის დამტარებლებსაც სახარება ათასობით ოჯახში მიაქვთ; ისინი უშუალო ურთიერთობის საშუალებით ეძებენ ახალ მიმდევრებს . . . [შეერთებული შტატების კონსტიტუციის] პირველი შესწორების თანახმად, ამ რელიგიურ საქმიანობას ისეთივე მაღალი სტატუსი აქვს, როგორიც საეკლესიო ღვთისმსახურებასა და კათედრიდან ქადაგებას“ (საქმე „მარდოკი პენსილვანიის წინააღმდეგ“, 1943 წ.).
რატომ განვაგრძობთ ქადაგებას?
14. თანდათანობით რა გავლენა შეიძლება იქონიოს მობინადრეზე ჩვენმა ქადაგებამ?
14 არსებობს მრავალი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვქადაგებთ კარდაკარ. მობინადრესთან მისვლის დროს ვცდილობთ, ბიბლიური ჭეშმარიტების თესლი ჩავთესოთ. განმეორებითი მონახულებისას კი ვცდილობთ, მოვრწყათ ჩათესილი. თანდათანობით მობინადრე შეიძლება უფრო და უფრო გაძლიერდეს. პავლე წერდა: „მე დავრგე, აპოლომ მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა“ (1 კორინთელთა 3:6). მოდი განვაგრძოთ ‘თესვა და მორწყვა’ იმაში დარწმუნებულებმა, რომ იეჰოვა ‘გაზრდის’.
15, 16. რატომ ვაკითხავთ ისევ და ისევ ხალხს სახლებში?
15 მახარობლის საქმიანობას იმიტომ ვეწევით, რომ ამაზე ადამიანთა სიცოცხლეა დამოკიდებული. ქადაგებით შეგვიძლია ჩვენი სიცოცხლეც ვიხსნათ და მათიც, ვინც გვისმენს (1 ტიმოთე 4:16). თუ ვიცით, რომ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, განა მხოლოდ ერთხელ, მოვალეობის მოხდის მიზნით, ვეცდებით დახმარების აღმოჩენას? რა თქმა უნდა, არა! ვინაიდან სასწორზე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია დადებული, ისევ და ისევ ვაკითხავთ ხალხს. მდგომარეობა იცვლება. ადამიანმა, რომელიც ერთ შემთხვევაში ძალიან დაკავებულია და არ ისმენს ბიბლიურ ცნობას, მეორე შემთხვევაში შეიძლება სიამოვნებით მოისმინოს ის. სხვა დროს, შესაძლოა, ოჯახის სხვა წევრი გამოვიდეს და ბიბლიურ თემაზე საუბარი შედგეს.
16 იცვლება არა მარტო მობინადრეთა მდგომარეობა, არამედ მათი შეხედულებებიც. მაგალითად, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა შეიძლება ადამიანი აღძრას, მოისმინოს სამეფოს შესახებ ცნობა. ჩვენ გვინდა, ვანუგეშოთ დამწუხრებული ადამიანი, დავეხმაროთ მას თავისი სულიერი მოთხოვნილებების დანახვაში და ვუჩვენოთ, როგორ შეიძლება ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (მათე 5:3, 4, აქ).
17. რა არის სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობისკენ აღმძვრელი უმთავრესი მიზეზი?
17 კარდაკარ ქადაგებისკენ თუ ქრისტიანული მსახურების სხვა სფეროში მონაწილეობისკენ აღმძვრელ მიზეზთა შორის უმთავრესი ისაა, რომ გვსურს იეჰოვას სახელი ვამცნოთ ყველას (გამოსვლა 9:16; ფსალმუნები 82:19). რა სასიამოვნოა, რომ სამახარობლო საქმეში ჩვენი მონაწილეობა ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის მოყვარულებს ეხმარება, გახდნენ იეჰოვას განმადიდებლები! „ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, — ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში“, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნები 148:12, 13).
ქადაგებას პირადად ჩვენთვისაც მოაქვს სარგებლობა
18. რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის მახარობლის საქმის შესრულებას?
18 სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობა ჩვენთვისაც მრავალმხრივ სასარგებლოა. სასიხარულო ცნობის კარდაკარ ქადაგება თავმდაბლობის განვითარებაში გვეხმარება; ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც კარგად არ გვიღებენ. სახარება წარმატებით რომ ვიქადაგოთ, საჭიროა, მივბაძოთ პავლეს, რომელიც ‘ყველასათვის ყველაფერი გახდა, რათა ზოგიერთები ეხსნა’ (1 კორინთელთა 9:19—23). მსახურება ტაქტიანობასაც გვასწავლის. იეჰოვასადმი მინდობითა და სიტყვების კარგად შერჩევით შევასრულებთ პავლეს რჩევას: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ“ (კოლასელთა 4:6).
19. როგორ ეხმარება სახარების მქადაგებლებს სულიწმიდა?
19 სახარების ქადაგება იმისკენაც აღგვძრავს, რომ იეჰოვას სულიწმიდის იმედი გვქონდეს (ზაქარია 4:6). შედეგად, ჩვენს მსახურებაში აშკარად ვლინდება სულის ნაყოფი: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალატელთა 5:22, 23, აქ). ის გავლენას ახდენს სასიხარულო ცნობის ქადაგებისას ადამიანებთან ჩვენს ურთიერთობაზე, რადგან ამ სულის ზემოქმედება გვეხმარება, გამოვავლინოთ სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, თავშეკავება; ვიყოთ სულგრძელნი, კეთილნი და კარგნი; გვქონდეს რწმენა და რბილი ხასიათი.
20, 21. რა სარგებლობა მოაქვს სახარების აქტიურად ქადაგებას?
20 ქადაგების კიდევ ერთი სასიკეთო გავლენა ისაა, 2 კორინთელთა 4:4). რა სასიხარულოა ‘მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილთათვის’ სულიერი დახმარების აღმოჩენა! (საქმეები 13:48, აქ).
რომ უფრო თანამგრძნობები ვხდებით. როდესაც ადამიანები თავიანთ პრობლემებზე — ავადმყოფობაზე, უმუშევრობასა და ოჯახურ უსიამოვნებებზე — გვესაუბრებიან, ჩვენ არ გამოვდივართ მრჩევლების როლში, არამედ ვუზიარებთ გამამხნევებელ და მანუგეშებელ ბიბლიურ აზრებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ იმ ადამიანებით, რომლებიც სულიერად დაბრმავებულები არიან, მაგრამ სიმართლისადმი სიყვარულის ნიშნებს ავლენენ (21 სახარების გავრცელებაში რეგულარულად მონაწილეობა გვეხმარება, ყურადღება სულიერზე გვქონდეს გამახვილებული (ლუკა 11:34). ეს კი ნამდვილად სასარგებლოა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გავებმებოდით მატერიალიზმის მახეში, რაც დღევანდელ წუთისოფელში ასე გავრცელებულია. მოციქულმა იოანემ ქრისტიანებს მოუწოდა: „ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. ვისაც წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის. გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:15—17). უფლის საქმეში აქტიურად მონაწილეობა დაგვეხმარება, არ გვიყვარდეს წუთისოფელი (1 კორინთელთა 15:58).
მოაგროვეთ განძი ზეცაში
22, 23. ა) რა განძს აგროვებენ ქრისტიანი მახარობლები? ბ) რაში დაგვეხმარება მომდევნო სტატია?
22 სამეფოს შესახებ გულმოდგინედ ქადაგებას მარადიული სარგებლობაც მოაქვს. იესომ ცხადყო ეს, როდესაც თქვა: „ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება“ (მათე 6:19—21).
23 მოდი განვაგრძოთ ზეცაში განძის დაგროვება და გვახსოვდეს, რომ არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე უზენაესი უფლის იეჰოვას წარმომადგენლებად, მის მოწმეებად, მსახურებაა (ესაია 43:10—12). ღვთის მსახურებს, რომლებიც მის დავალებას ვასრულებთ, ალბათ, ისეთივე გრძნობა გვაქვს, როგორიც 90 წელს გადაცილებულ ერთ დას, რომელმაც ღვთისადმი ხანგრძლივი მსახურების შემდეგ თქვა: „დიდად ვემადლიერები იეჰოვას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მოთმინებით მეპყრობოდა. მხურვალედ ვლოცულობ, რომ ის მარადიულად იყოს ჩემი მოსიყვარულე მამა“. თუ ჩვენც მსგავსად ვაფასებთ ღმერთთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, გვენდომება მახარობლის საქმეში რაც შეიძლება სრულად მონაწილეობა. მომდევნო სტატია დაგვეხმარება, დავინახოთ, თუ როგორ შეგვიძლია მსახურებაში ყოველმხრივ მონაწილეობა.
როგორ უპასუხებთ?
• რატომ უნდა ვასრულებდეთ მახარობლის საქმეს?
• რისი თქმა შეგიძლიათ ადრინდელ და თანამედროვე მახარობელთა საქმიანობის შესახებ?
• რატომ ვქადაგებთ კარდაკარ?
• პირადად თქვენ რა სარგებლობა მოგიტანათ მახარობლის საქმეში მონაწილეობამ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 10 გვერდზე]
დღესაც არიან სიხარულით აღსავსე ისეთი მახარობლები, როგორებიც ფილიპე და მისი ქალიშვილები იყვნენ.
[სურათი 14 გვერდზე]
პირადად თქვენ რა სარგებლობა შეიძლება მოგიტანოთ სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარებამ?