რა დაგვეხმარება, რომ ჭეშმარიტება გადავცეთ სწორად?
რა დაგვეხმარება, რომ ჭეშმარიტება გადავცეთ სწორად?
ერთხელ ერთმა კრიტიკოსმა გაზეთში გამოსაქვეყნებელი სტატიის მოსამზადებლად სპექტაკლი ნახა. სპექტაკლი არც ისე ძალიან მოეწონა და გაზეთში გამოაქვეყნა: „თუ რაიმე მოსაწყენის ნახვა გსურთ, აუცილებლად ნახეთ ეს სპექტაკლი“. მოგვიანებით ამ სპექტაკლის სპონსორებმა სარეკლამო განცხადება გააკეთეს, რომელშიც სწორედ ზემოხსენებული კრიტიკოსის სიტყვებს ციტირებდნენ: „აუცილებლად ნახეთ ეს სპექტაკლი!“. ამ განცხადებაში სიტყვა-სიტყვით იყო გადმოტანილი კრიტიკოსის სიტყვები, მაგრამ ისინი კონტექსტიდან იყო ამოღებული და ამიტომაც მის აზრს სრულიად ამახინჯებდა.
ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონტექსტი. კონტექსტიდან სიტყვების ამოღებას აზრის დამახინჯება შეუძლია, სწორედ ისე, როგორც სატანამ დაამახინჯა წმინდა წერილების მნიშვნელობა, როდესაც იესოს შეცდენას ცდილობდა (მათე 4:1—11). კონტექსტის გათვალისწინება კი ნათქვამის მნიშვნელობის უფრო ზუსტად გაგებაში გვეხმარება. ამიტომ, როდესაც ბიბლიურ მუხლებს ვიკვლევთ, ყოველთვის გონივრულია, კონტექსტს გადავხედოთ იმის უკეთ გასაგებად, რის თქმაც დამწერს სურდა.
ღვთის სიტყვის სწორად გადაცემა
უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, კონტექსტი არის „წერილობითი ტექსტის შინაარსობრივად დასრულებული ნაწყვეტი, რომელიც საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მასში შემავალი ცალკეული სიტყვის ან ფრაზის მნიშვნელობა“. სხვა წყაროს თანახმად, კონტექსტი აგრეთვე აშუქებს ვითარებებს ან ფაქტებს, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ მოვლენასთან, სიტუაციასთან ან სხვა რამესთან. ასე რომ, ამ უკანასკნელი განმარტების თანახმად, „კონტექსტის“ სინონიმად შეიძლება „საერთო ფონიც“ გამოვიყენოთ. ახლა კი გავიხსენოთ იმ მუხლის კონტექსტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოციქულ პავლეს მიერ ტიმოთესადმი მიწერილ წერილში: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, 2 ტიმოთე 2:15). იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა სწორად გადავცეთ, ჯერ კარგად უნდა გავიგოთ ის და შემდეგ კეთილსინდისიერად და ზუსტად ავუხსნათ სხვებს. ბიბლიის ავტორისადმი, იეჰოვასადმი, პატივისცემა აღგვძრავს, ასე მოვიქცეთ. ამაში მნიშვნელოვან დახმარებას კი კონტექსტის გათვალისწინება გაგვიწევს.
ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (რა ვითარებაში დაიწერა წიგნი „მეორე ტიმოთე“
მაგალითად, გამოვიკვლიოთ ბიბლიური წიგნი „მეორე ტიმოთე“ *. გამოკვლევის დაწყების წინ შეგვეძლო შემდეგი კითხვები დაგვესვა: ვინ დაწერა ეს წიგნი? როდის? რა ვითარებაში? შემდეგ კი დავინტერესებულიყავით, რა ვითარებაში იყო „ტიმოთე“, რომლის სახელზეც ეს წერილი დაიწერა? რატომ სჭირდებოდა მას ამ წიგნში მოცემული ინფორმაცია? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აღნიშნული წიგნისადმი მადლიერების გრძნობას გაგვიღრმავებს და დაგვანახვებს, თუ როგორ გვეხმარება ის დღეს.
„მეორე ტიმოთეს“ შესავალი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს წიგნი მოციქულ პავლეს მიერ ტიმოთესადმი მიწერილი წერილია. სხვა მუხლებიდან კი ვგებულობთ, რომ, როდესაც ამ წერილს წერდა, მოციქული სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის იყო დაპატიმრებული. ბევრისგან მიტოვებული პავლე სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა (2 ტიმოთე 1:15, 16; 2:8—10; 4:6—8). ასე რომ, ეს წიგნი რომში მეორე პატიმრობის დროს, ალბათ, ახ. წ. 65 წელს უნდა დაეწერა. ამის შემდეგ კი, როგორც ჩანს მალევე, ნერონმა მას სიკვდილი მიუსაჯა.
აი, ასეთ ვითარებაში დაიწერა წიგნი „მეორე ტიმოთე“. მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პავლეს მიერ ტიმოთესთვის წერილის მიწერის მიზეზი თავის პრობლემებზე ჩივილი არ იყო. პირიქით, ის აფრთხილებდა ტიმოთეს, რომ გაუჭირდებოდა და ამხნევებდა თავის მეგობარს, არ დაბნეულიყო, ყოფილიყო „ძლიერი“ და პავლეს მითითებები სხვებისთვისაც გადაეცა. თავის მხრივ, ეს სათანადო გამოცდილებას მისცემდა, რომ სხვებს დახმარებოდა (2 ტიმოთე 2:1—7). გაჭირვების დროსაც კი სხვებზე უანგაროდ ზრუნვის რა შესანიშნავი მაგალითია! და რა კარგი რჩევაა დღეს ჩვენთვის!
პავლე „საყვარელ შვილს“ უწოდებდა ტიმოთეს (2 ტიმოთე 1:2). ეს ახალგაზრდა კაცი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ხშირად პავლეს ერთგულ თანამშრომლად არის მოხსენიებული (საქმეები 16:1—5; რომაელთა 16:21; 1 კორინთელთა 4:17). როდესაც პავლემ ეს წერილი მისწერა, ალბათ, ტიმოთე 30 წელს გადაცილებული იქნებოდა და კვლავ ახალგაზრდად ითვლებოდა (1 ტიმოთე 4:12). მაგრამ შესაძლოა უკვე დამტკიცებული ჰქონდა თავისი ერთგულება 14 წლის განმავლობაში ‘პავლესთან ერთად მსახურებით’ (ფილიპელთა 2:19—22). მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ახალგაზრდა იყო, პავლემ მას მიანდო პასუხისმგებლობა, რომ სხვა უხუცესებისთვის ერჩია, ‘არ ეკინკლავათ სიტყვების გამო’, არამედ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაემახვილებინათ ყურადღება, როგორიცაა რწმენა და სიძლიერე (2 ტიმოთე 2:14). ტიმოთეს აგრეთვე ზედამხედველებისა და თანაშემწეების დანიშვნა შეეძლო კრებაში (1 ტიმოთე 5:22). მაგრამ შეიძლება უფლებამოსილებების შესრულებისას ცოტა თვითდაჯერებულობა აკლდა (2 ტიმოთე 1:6, 7).
ეს ახალგაზრდა უხუცესი რამდენიმე სერიოზულ პრობლემას წააწყდა. ერთხელ, ორი პიროვნება, ჰიმენევსი და ფილეტოსი, „ზოგიერთებს ურღვევდნენ რწმენას“ და ასწავლიდნენ, რომ „აღდგომა უკვე იყოო“ (2 ტიმოთე 2:17, 18). როგორც ჩანს, მათ სჯეროდათ, რომ მხოლოდ სულიერი აღდგომა არსებობდა და ქრისტიანების მკვდრეთით აღდგომა უკვე მოხდა. როგორც ჩანს, ისინი იმ კონტექსტიდან ციტირებდნენ, სადაც პავლე ქრისტიანებს ეუბნებოდა, რომ ცოდვისთვის მოკვდით და ღვთის სულიწმიდის მეშვეობით მკვდრეთით აღდექითო (ეფესელთა 2:1—6). პავლე ტიმოთეს აფრთხილებდა, რომ ასეთი განდგომილება უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებდა: „დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ . . . ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4). ეს წინასწარი გაფრთხილება იმაზე მიუთითებდა, თუ რატომ იყო აუცილებელი ტიმოთესთვის, ყურად ეღო მოციქულის გაფრთხილება.
ამ წიგნის მნიშვნელობა დღეს
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პავლემ, სულ მცირე, მომდევნო რამდენიმე მიზეზით დაწერა წიგნი „მეორე ტიმოთე“: 1) იცოდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო და ცდილობდა, ტიმოთე იმ დროისთვის შეემზადებინა, როდესაც თვითონ ვეღარ შეძლებდა მისთვის მხარდაჭერას. 2) მას სურდა ტიმოთე აღეჭურვა, რათა ამ უკანასკნელს განდგომილებისა და სხვა მავნე გავლენისგან დაეცვა კრება. 3) სურდა წაეხალისებინა ტიმოთე, რომ იეჰოვას მსახურება განეგრძო და საღვთო წერილის ზუსტ შემეცნებას დანდობოდა ცრუ სწავლებების გასაბათილებლად.
სწორედ ამის გაგება ხდის წიგნ „მეორე ტიმოთეს“ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანს. დღესაც არიან ჰიმენევსისა და ფილეტოსის მსგავსი განდგომილები, რომლებიც თავიანთ იდეებს ავრცელებენ და ჩვენი რწმენის განადგურებას ცდილობენ. გარდა ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ პავლეს მიერ ნაწინასწარმეტყველებ ‘უკანასკნელი დღეების საზარელ ჟამში’. ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ უსაფუძვლო არ იყო პავლეს გაფრთხილება: „ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:1, 12). როგორ შევძლებთ მტკიცედ დგომას? ტიმოთეს მსგავსად, მათი რჩევებისამებრ უნდა მოვიქცეთ, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება იეჰოვას. პირადი შესწავლით, ლოცვითა და ქრისტიანებთან ურთიერთობით იეჰოვას მადლის წყალობით „გავძლიერდებით“. გარდა ამისა, თუ დავენდობით საფუძვლიანი ცოდნის ძალას, ყურად ვიღებთ პავლეს მოწოდებას: „ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს“ (2 ტიმოთე 1:13).
„საღი სიტყვების ნიმუში“
რა „საღ სიტყვებზე“ საუბრობდა პავლე? ის ამ გამოთქმას ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებასთან დაკავშირებით ამბობდა. ტიმოთესადმი მიწერილ პირველ წერილში პავლემ ახსნა, რომ „საღი სიტყვები“ ძირითადად არის „ჩვენი უფლის იესო ქრისტესი“ (1 ტიმოთე 6:3). საღი სიტყვების ნიმუშისამებრ მოქცევა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გონივრულად აზროვნებს, მოსიყვარულეა და სხვებისადმი ყურადღებას ავლენს. რადგან იესოს სწავლებები ბიბლიაში მოცემულ სხვა სწავლებებს ეთანხმება, გამოთქმა „საღი სიტყვები“ შეიძლება ბიბლიის ყველა სწავლებასთან დაკავშირებითაც გამოვიყენოთ.
ტიმოთესთვის და ყველა ქრისტიანი უხუცესისთვის საღი სიტყვების ნიმუში იყო „კეთილი საწინდარი“, რომელსაც უნდა მოფრთხილებოდნენ (2 ტიმოთე 1:13, 14). ტიმოთეს უნდა ‘ექადაგა სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ემხილა, შეერისხა, შეეგონებინა მთელი სულგრძელობითა და სწავლებით’ (2 ტიმოთე 4:2). როდესაც ვიგებთ, რომ ტიმოთეს დროსაც იყო განდგომილება, აღარ გვიჭირს იმის გაგება, თუ რატომ გაუსვა პავლემ საღი სიტყვების ნიმუშს ხაზი. იმასაც ვხედავთ, რომ ტიმოთეს ‘მხილებით, შერისხვით, სულგრძელი შეგონებითა და სწავლების ოსტატობით’ უნდა დაეცვა სამწყსო.
ვისთვის უნდა ექადაგა ტიმოთეს? კონტექსტიდან ვხედავთ, რომ ტიმოთეს, როგორც უხუცესს, ქრისტიანულ კრებაში უნდა ექადაგა. მოწინააღმდეგეთა ზეგავლენა ძლიერდებოდა. ამიტომ ტიმოთეს სულიერი წონასწორობა უნდა შეენარჩუნებინა და გაბედულად გაევრცელებინა ღვთის სიტყვა და არა ადამიანთა ფილოსოფია, პირადი იდეები თუ უსარგებლო ვარაუდები. რაღა თქმა უნდა, ეს წინააღმდეგობას გამოიწვევდა 2 ტიმოთე 1:6—8; 2:1—3, 23—26; 3:14, 15). მიუხედავად ამისა, პავლე ურჩევდა, რომ ტიმოთეს კვლავაც შეეჩერებინა განდგომილება, სწორედ ისე, როგორც ამას პავლე აკეთებდა (საქმეები 20:25—32).
მათი მხრიდან, ვისაც არასწორი მისწრაფებები ჰქონდა (ეხება თუ არა ქადაგებასთან დაკავშირებული პავლეს სიტყვები სხვა ხალხისთვის ქადაგებასაც? დიახ, როგორც ეს კონტექსტიდანაც ჩანს. პავლე შემდეგ დასძენს: „მაგრამ შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმოთე 4:5). ხალხისთვის გადარჩენის შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას ქრისტიანის მსახურებაში ძირითადი ადგილი უკავია (მათე 24:14; 28:19, 20). და სწორედ ისე, როგორც ღვთის სიტყვას ვქადაგებთ კრებაში „გასაჭირში“, ასევე დაჟინებით ვუქადაგებთ სხვა ხალხს რთულ ვითარებებშიც კი (1 თესალონიკელთა 1:6).
მთელი ჩვენი ქადაგება და სწავლება ღვთის ინსპირირებულ სიტყვაზეა დაფუძნებული. ჩვენ სავსებით ვენდობით ბიბლიას. პავლემ ტიმოთეს უთხრა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“ (2 ტიმოთე 3:16). ამ სიტყვებს ხშირად მართებულად ციტირებენ იმის საჩვენებლად, რომ ბიბლია ღვთივსულიერი წიგნია, მაგრამ რა მიზნით დაწერა პავლემ ეს სიტყვები?
პავლე სწერდა უხუცესს, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრა, ‘ემხილებინა, გამოესწორებინა და დაერიგებინა’ თანაქრისტიანები. ამიტომ მოციქული შეახსენებდა ტიმოთეს, რომ დანდობოდა ღვთის მიერ ინსპირირებული სიტყვის სიბრძნეს, ღვთის სიტყვისა, რომელსაც ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ. დროდადრო უხუცესებმაც ტიმოთეს მსგავსად უნდა ამხილონ ისინი, რომლებიც არასწორად იქცევიან. ეს კი ყოველთვის ბიბლიაზე დაყრდნობით უნდა გააკეთონ. უფრო მეტიც, რადგან საღვთო წერილი ღვთივსულიერია, მასზე დაფუძნებული თითოეული გაკიცხვა ღვთისგან მომდინარე გაკიცხვაა. და ვინც ბიბლიაზე დაფუძნებულ გაკიცხვას უარყოფს, უარყოფს არა ადამიანის სიტყვებს, არამედ ღვთივსულიერ რჩევას, რომელიც თვით იეჰოვასგან მომდინარეობს.
რა მდიდარია ღვთიური სიბრძნით წიგნი „მეორე ტიმოთე“. და რამდენად უფრო ღრმააზროვანი ხდება ის, როდესაც მის რჩევებს კონტექსტის გათვალისწინებით ვიღებთ! ამ სტატიაში მხოლოდ ნაწილობრივ შევეხეთ იმ მშვენიერ, ღვთივსულიერ ინფორმაციას, რომელსაც ეს წიგნი შეიცავს, მაგრამ აქ საკმაოდ კარგად არის გაშუქებული, თუ რამდენად სასარგებლოა კონტექსტის გათვალისწინება ბიბლიის კითხვისას. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ მართლაც ‘ჭეშმარიტების სწორად გადამცემები’ ვიყოთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 7 უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი II, გვერდები 1105—1108 (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 27 გვერდზე]
პავლეს სურდა ტიმოთე კრების დასაცავად მოემზადებინა.
[სურათი 30 გვერდზე]
პავლე შეახსენებდა ტიმოთეს, რომ ღვთივსულიერი სიტყვის სიბრძნეს დანდობოდა.