სიამოვნება ჰპოვეთ ღვთის სიტყვის პირად შესწავლაში
სიამოვნება ჰპოვეთ ღვთის სიტყვის პირად შესწავლაში
„ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნი 76:13).
როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, ჩვენთვის უმთავრესი მნიშვნელობა ღმერთთან ურთიერთობასა და მისადმი მსახურების მოტივს უნდა ჰქონდეს. მაგრამ, დღეს უმრავლესობა იმდენად დაკავებულია, რომ ფიქრისთვის დრო აღარ რჩებათ. ისინი ჩაბმული არიან ცხოვრების ორომტრიალში და ისწრაფვიან გამდიდრებისკენ, მომხვეჭველობისა და უაზრო გართობისკენ. როგორ ავარიდებთ თავს ასეთ უსარგებლო საქმიანობას? მხოლოდ იმით, თუ ჭამისა და ძილის მსგავსად ყოველდღიურად გამოვუყოფთ დროს ისეთ მნიშვნელოვან რამეს, როგორიც იეჰოვას საქმეებზე ფიქრია (მეორე რჯული 8:3; მათე 4:4).
2 წყვეტთ თუ არა როდისმე ფიქრს? რას ნიშნავს ფიქრი? ერთი ლექსიკონის თანახმად, „ფიქრი — ეს არის განსაზღვრულ საკითხზე კონცენტრირება, ღრმად გაანალიზება, თავისთვის გუნებაში მსჯელობა“. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის?
3 უპირველეს ყოვლისა, ამან უნდა შეგვახსენოს, თუ რა მისწერა მოციქულმა პავლემ თავის თანამსახურ ტიმოთეს: «ვიდრე მოვიდოდე, მიჰყევი კითხვას, შეგონებას და სწავლებას . . . ამაზე იზრუნე [„იფიქრე“, აქ] და ამაზე იდექი [„ამით დაკავდი“, აქ], რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება». დიახ, პავლე მოელოდა ტიმოთეს წარმატებას და როგორც მისი სიტყვებიდანაც ჩანს, სულიერ საკითხებზე ფიქრი და წარმატება უშუალო კავშირშია ერთმანეთთან. იგივეს თქმა შეიძლება დღესაც. იმისათვის, რომ განვიცადოთ სულიერი წინსვლით გამოწვეული სიხარული, გვმართებს, ‘ვიფიქროთ’ ღვთის სიტყვაზე და ‘დავკავდეთ’ იმით, რასაც ის მოგვიწოდებს (1 ტიმოთე 4:13—15).
4 თუ როდის გამოყოფთ ფიქრისთვის საუკეთესო დროს, დამოკიდებულია თქვენზე და თქვენი ოჯახის ყოველდღიურ საქმიანობაზე. მრავალი გულდასმით უკვირდება ბიბლიას დილით ადრე, ბროშურის „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვის“ კითხვისას. მთელ მსოფლიოში ბეთელებში მომსახურე 20 000-მდე მოხალისე სამუშაო დღეს ბიბლიის ყოველდღიური მუხლის 15-წუთიანი განხილვით იწყებს. იმ დროს, როდესაც ბეთელის ოჯახის რამდენიმე წევრი ყოველ დილით აკეთებს კომენტარს, დანარჩენები ფიქრობენ ნათქვამსა და წაკითხულზე. სხვა მოწმეები იეჰოვას სიტყვაზე ფიქრობენ მაშინ, როდესაც სამსახურისკენ მიემართებიან. ისინი უსმენენ აუდიოკასეტებზე ჩაწერილ ბიბლიას, „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს. ეს კასეტები ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე. მრავალი დიასახლისი უსმენს მათ საოჯახო საქმეების შესრულებისას. ფაქტობრივად, ისინი ჰბაძავენ ფსალმუნმომღერალ ასაფს, რომელმაც დაწერა: „გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.
ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნი 76:12, 13).სწორ გონება-განწყობილებას კარგი შედეგები მოაქვს
5 ტელევიზიის, ვიდეოსა და კომპიუტერების ეპოქაში, სულ უფრო ნაკლებ ადამიანს იზიდავს კითხვა. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიტყვით იეჰოვას მოწმეებზე. ბიბლიის კითხვა ხომ იეჰოვასთან დამაკავშირებელი სასიცოცხლო რგოლია! ათასობით წლის წინათ, მოსეს შემდგომ, ისრაელის წინამძღოლი იესო ნავეს ძე გახდა. იეჰოვას კურთხევების მისაღებად, მას პირადად უნდა ეკითხა ღვთის სიტყვა (იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნი 1:1, 2). იგივე მოგვეთხოვება დღესაც. მაგრამ განათლების დაბალი დონის გამო, ზოგს უჭირს ან ღლის კითხვა. რა დაგვეხმარება ღვთის სიტყვის კითხვისა და შესწავლის სურვილის განვითარებაში? პასუხი შეგვიძლია იგავნის 2:1—6-ში ჩაწერილ სოლომონ მეფის სიტყვებში ვიპოვოთ. გთხოვთ, გადაშალოთ თქვენი ბიბლია და წაიკითხოთ ეს მუხლები. შემდეგ ერთად განვიხილავთ მათ.
6 თავდაპირველად ვკითხულობთ მოწოდებას: „შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს“ (იგავნი 2:1, 2). რას ვსწავლობთ ამ სიტყვებიდან? იმას, რომ პირადად თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა. ყურადღება მიაქციეთ პირობას: „რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს“. ეს „რომ“ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს ღვთის სიტყვას. იმისათვის, რომ სიამოვნება ვპოვოთ ბიბლიის შესწავლაში, გვმართებს, მზადყოფნით მივიღოთ იეჰოვას სიტყვები და განვივითაროთ მათდამი ისეთი დამოკიდებულება, როგორც განძისადმი, რომლის დაკარგვაც არ გვინდა. არასოდეს დავუშვათ, რომ ყოველდღიურმა საქმიანობამ ისე ჩაგვითრიოს ან მოგვაცდინოს, რომ დავკარგოთ ღვთის სიტყვისადმი ინტერესი და დავეჭვდეთ კიდეც მასში (რომაელთა 3:3, 4).
7 მართლა გვაქვს ‘ყური მიპყრობილი’ და ყურადღებით ვუსმენთ ღვთის სიტყვის განხილვას ქრისტიანულ შეხვედრებზე? (ეფესელთა 4:20, 21). მართლა ‘გვეწევა გული’ გონიერებისკენ? მაშინაც კი, როდესაც სიტყვით არც თუ ისე გამოცდილი მომხსენებელი გამოდის, ის ჩვენს სრულ ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან ღვთის სიტყვით სარგებლობს. უდავოდ, იეჰოვას სიბრძნის ყურადსაღებად, ჩვენ უნდა დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს ყოველთვის, როცა კი ეს შესაძლებელი იქნება (იგავნი 18:1). წარმოიდგინეთ, როგორ ინანებდა, ვინმეს რომ გაეცდინა შეხვედრა, რომელიც იერუსალიმში, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს შედგა! მართალია, ჩვენს შეხვედრებზე არ ხდება ისეთი შთამბეჭდავი მოვლენები, როგორც ზემოხსენებულ შეხვედრაზე იყო, მაგრამ განიხილება ბიბლია — ჩვენი უმთავრესი სახელმძღვანელო. ამიტომ, ყოველი შეხვედრა ჩვენთვის კურთხევა იქნება, თუ ყურადღებით მოვისმენთ და თვალს გავადევნებთ ბიბლიას (საქმეები 2:1—4; ებრაელთა 10:24, 25).
8 აი, რას ამბობს შემდეგ ბრძენი მეფე: „რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე“ (იგავნი 2:3). რისკენ აღგვძრავს ეს მუხლი? რომ გულწრფელად გვქონდეს იეჰოვას სიტყვის გაგების სურვილი! ის მოიცავს მოწოდებას, რომ მზადყოფნით შევისწავლოთ ანუ შევიძინოთ გამჭრიახობა, რათა ჩავწვდეთ, რა არის იეჰოვას ნება. ეს, რა თქმა უნდა, ძალისხმევას მოითხოვს, რაზეც სოლომონის შემდეგი სიტყვები და მაგალითიც მეტყველებს (ეფესელთა 5:15—17).
9 ის განაგრძობს: „რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას“ (იგავნი 2:4). ეს გვახსენებს მათ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ ეგრეთ წოდებულ ძვირფას მეტალებს, ვერცხლსა და ოქროს. ოქროს გულისთვის კლავდნენ კიდეც. ზოგიერთმა კი მათ ძებნას მთელი ცხოვრება შეალია. მართლა ასე ძვირფასია ოქრო? წყურვილით რომ კვდებოდეთ უდაბნოში, რას მიანიჭებდით უპირატესობას: ოქროს ზოდს თუ ჭიქა წყალს? მაგრამ რაოდენ დიდი გულმოდგინებით ეძებენ ოქროს, მიუხედავად მისი მოჩვენებითი და ცვალებადი ღირებულებისა! *. და რამდენად მეტი გულმოდგინებით უნდა ვეძებოთ ჩვენ სიბრძნე და გონიერება; ასევე ღვთისა და მისი ნების შესახებ შემეცნება! მაგრამ, რა სარგებლობა მოაქვს ასეთ ძებნას? (ფსალმუნი 18:8—11; იგავნი 3:13—18).
10 სოლომონი განაგრძობს მსჯელობას: „მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას“ (იგავნი 2:5). გასაოცარი აზრია — ჩვენ, არასრულყოფილ ადამიანებს, შეგვიძლია მოვიპოვოთ შემეცნება თავად იეჰოვაზე, სამყაროს უზენაეს მმართველზე! (ფსალმუნი 72:28; საქმეები 4:24). ფილოსოფოსები და ამა ქვეყნის ბრძენები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, ჩასწვდომოდნენ სიცოცხლისა და სამყაროს საიდუმლოებებს. მაგრამ, მათ ვერ შეძლეს ეპოვათ „ღვთისშემეცნება“. რატომ? იმიტომ, რომ თუმცა ეს შემეცნება ათასწლეულების განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო ღვთის სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით, ისინი უარყოფენ მას, როგორც რაღაც პრიმიტიულს და, შესაბამისად, არ იღებენ და ვერ ხვდებიან მას (1 კორინთელთა 1:18—21).
11 სოლომონს მოჰყავს კიდევ ერთი აღმძვრელი მიზეზი: „რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება“ (იგავნი 2:6). იეჰოვა მთელი გულით და უხვად იძლევა სიბრძნესა და შემეცნებას; ასევე გამჭრიახობას ანიჭებს თავის მაძიებლებს. ნამდვილად ყველა მიზეზი გვაქვს იმისა, რომ დავაფასოთ ღვთის სიტყვის პირადი შესწავლა, თუნდაც ეს ჩვენგან ძალისხმევას, დისციპლინასა და მსხვერპლს მოითხოვდეს. ბოლოს და ბოლოს, ბიბლია ყოველ ჩვენგანს აქვს და აღარ არის საჭირო მისი ხელით გადაწერა, როგორც ეს ადრე ხდებოდა! (მეორე რჯული 17:18, 19).
მოვიქცეთ იეჰოვას ღირსად
12 რა უნდა აღგვძრავდეს პირადი შესწავლისკენ? ის, რომ სხვებზე უკეთესები გამოვჩნდეთ? რომ ვაჩვენოთ, რამდენი ვიცით? რომ გავხდეთ ცოცხალი მათე 11:28—30). მოციქული პავლე გვაფრთხილებდა: „ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს“ (1 კორინთელთა 8:1). ამიტომ, ისეთივე თავმდაბლობა უნდა გამოვავლინოთ, როგორც მოსემ, რომელმაც უთხრა იეჰოვას: „მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ, რომ მადლი ვპოვო შენს თვალში“ (გამოსვლა 33:13). დიახ, ცოდნის მიღება სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად კი არ გვსურს, არამედ, რომ ვასიამოვნოთ ღმერთს. ჩვენ გვსურს, რომ ღვთის ღირსეული და თავმდაბალი მსახურები ვიყოთ. როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს?
ბიბლიური ენციკლოპედია? არა. ჩვენი მიზანია — ყველაფერში ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანები, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ სხვებს და ქრისტეს მსგავსად გამოაცოცხლონ ისინი (13 პავლემ ურჩია ტიმოთეს, თუ როგორ ესიამოვნებინა ღვთისთვის: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15). გამოთქმა „სწორად გადამცემად“ წარმოდგება შედგენილი ბერძნული ზმნისგან, რომელიც ნიშნავს „სწორად გაჭრას“ („სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“). ზოგი სწავლული ფიქრობს, რომ აქ გადმოცემული აზრის გამოყენება შეიძლება მკერავთან მიმართებით, რომელიც ქსოვილს თარგის მიხედვით ჭრის, ან მიწათმოქმედთან, რომელსაც ხნული გაჰყავს და სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი სწორი უნდა იყოს. ამიტომ, ტიმოთე ღირსეული და ღვთისგან მოწონებული მსახური იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ‘ეცდებოდა’, რომ მისი სწავლება და საქციელი შეთანხმებული ყოფილიყო ჭეშმარიტებასთან (1 ტიმოთე 4:16).
14 პავლემ მსგავსი აზრი გამოხატა, როდესაც მოუწოდა კოლასელ თანაქრისტიანებს, ‘მოქცეულიყვნენ უფლის ღირსად და ყველაფერში ეამებინათ მისთვის ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღვთის შეცნობაში ზრდით’ (კოლასელთა 1:10). აქ პავლე იეჰოვას ღირსად მოქცევას ‘ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებასა’ და ‘ღვთის შეცნობაში ზრდას’ უკავშირებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვასთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რამდენად ვაფასებთ შემეცნებას, არამედ რამდენად მტკიცედ ვეჭიდებით ღვთის სიტყვას და ვიყენებთ მას ჩვენს საქმეებსა და მეტყველებაში (რომაელთა 2:21, 22). ეს ნიშნავს, რომ, თუ გვსურს ვასიამოვნოთ ღმერთს, პირადმა შესწავლამ გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენს აზროვნებასა და საქციელზე.
15 დღეს სატანა ცდილობს, გაანადგუროს ჩვენი რწმენა იმით, რომ ჩვენში შინაგანი ბრძოლა გამოიწვიოს (რომაელთა 7:14—25). ამიტომ, თუ გვსურს ვიყოთ ჩვენი ღვთის, იეჰოვას, ღირსი, უნდა დავიცვათ და ვაკონტროლოთ ჩვენი აზროვნება. ჩვენი იარაღია — „ღვთის შემეცნება“, რომლითაც „ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად“. ყოველივე ეს მეტ საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ბიბლიის შესწავლას, ვინაიდან გვსურს თავიდან ამოვიგდოთ ეგოისტური და ხორციელი აზრები (2 კორინთელთა 10:5).
რა დაგვეხმარება უკეთ გაგებაში
16 იეჰოვას სწავლება სასარგებლოა როგორც ესაია 48:17). როგორ გვიძღვება იეჰოვა სასარგებლო გზაზე? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს ღვთივსულიერი სიტყვა, ბიბლია. ეს არის უმთავრესი სახელმძღვანელო, რომლითაც განუწყვეტლივ ვსარგებლობთ. აი, რატომ არის კარგი, ქრისტიანულ შეხვედრებზე თვალი მივადევნოთ ბიბლიას. თუ რა სარგებლობა მოაქვს ამას, კარგად ჩანს საქმეების მე-8 თავში ჩაწერილი ეთიოპიელი საჭურისის შემთხვევიდან.
სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. ის არ არის მშრალი, მხოლოდ თეორიული ღვთისმეტყველება. ჩვენ ვკითხულობთ: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (17 ეთიოპიელი საჭურისი იუდეველი პროზელიტი იყო. მას გულწრფელად სწამდა ღმერთი და სწავლობდა წმინდა წერილებს. ის თავისი ეტლით მგზავრობდა და ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, როდესაც ფილიპე აედევნა და ჰკითხა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“. რა უპასუხა საჭურისმა? «„როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ და სთხოვა ფილიპეს ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო». შემდეგ, სულიწმიდით ამოქმედებული ფილიპე საჭურისს ესაიას წინასწარმეტყველების გაგებაში დაეხმარა (საქმეები 8:27—35). რას გვიჩვენებს ეს შემთხვევა? ბიბლიის მხოლოდ პირადი კითხვა საკმარისი არ არის. თავისი სულის მეშვეობით იეჰოვა იყენებს ერთგულ და გონიერ მონას, რომ დროულად დაგვეხმაროს ბიბლიის გაგებაში. როგორ ხდება ეს? (მათე 24:45—47; ლუკა 12:42).
18 თუმცა მონის კლასს იესომ „ერთგული და გონიერი“ უწოდა, მას არ უთქვამს, რომ ის უშეცდომო იქნებოდა. ერთგული ცხებული ძმების ეს ჯგუფი არასრულყოფილი ქრისტიანებისგან შედგება. მიუხედავად საუკეთესო განზრახვებისა, ისინი შესაძლოა ცდებიან ისევე, როგორც პირველ საუკუნეში მცხოვრები ძმები (საქმეები 10:9—15; გალატელთა 2:8, 11—14). მაგრამ მათ სუფთა მოტივები ამოძრავებთ და იეჰოვა სარგებლობს ამ მონის კლასით, რათა მოგვამარაგოს ბიბლიის შესასწავლი დამხმარე საშუალებებით, რომლებიც გვიძლიერებს რწმენას ღვთის სიტყვისა და მისი დაპირებებისადმი. ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული მთავარი დამხმარე საშუალება პირადი შესწავლისთვის არის — „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. დღესდღეობით, სრულად თუ ნაწილობრივ, ეს გამოცემა ხელმისაწვდომია 42 ენაზე და დაბეჭდილია 114 მილიონი ეგზემპლარი. როგორ შეგვიძლია მისი ეფექტურად გამოყენება პირადი შესწავლის დროს? (2 ტიმოთე 3:14—17).
19 ავიღოთ მაგალითისთვის „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“. იქ მოცემულია სვეტები პარალელური მუხლების მითითებებით, სქოლიოები, მოკლე სიმფონია, ანუ ბიბლიური სიტყვების საძიებელი და სქოლიოში ფსალმუნი 149:1—9; დანიელი 2:44; მათე 6:9, 10).
მოცემული სიტყვების საძიებელი; ასევე აქვს დანართი, სადაც დაწვრილებით არის განხილული 43 თემა, მოცემულია რუკები და სქემები. „შესავალში“ მოხსენიებულია უამრავი წყარო, რომლებიც გამოყენებული იყო ბიბლიის ამ უნიკალური თარგმანის გასაკეთებლად. თუ ეს ბიბლია ხელმისაწვდომია თქვენთვის გასაგებ ენაზე, აუცილებლად გაეცანით ყველა მის თავისებურებას და გამოიყენეთ ისინი. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიბლია ჩვენი სასწავლო პროგრამის საფუძველია. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კი ღვთის სამეფოს მმართველობასთან დაკავშირებით სათანადოდ ამახვილებს ყურადღებას იეჰოვას სახელზე (20 კიდევ რა დაგვეხმარება ბიბლიის გასაგებად? როგორ გამოვყოთ დრო პირადი შესწავლისთვის? როგორ გავხადოთ შესწავლა უფრო ნაყოფიერი? როგორი გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენმა შესწავლამ სხვებზე? ჩვენი ქრისტიანული წინსვლის ეს მნიშვნელოვანი მხარეები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
[სქოლიო 10 გვერდზე]
^ აბზ. 12 1979 წლიდან 1999 წლამდე ერთი გრამი ოქროს ფასი მერყეობდა დაახლოებით 27-იდან 8 დოლარამდე.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რას ნიშნავს „ფიქრი“?
• რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ღვთის სიტყვის შესწავლისადმი?
• რა უნდა აღგვძრავდეს პირადი შესწავლისკენ?
• რა დამხმარე საშუალებები გვაქვს ბიბლიის გასაგებად?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რატომ გვმართებს ფიქრისთვის დროის გამოყოფა? ბ) რას ნიშნავს „ფიქრი“?
3. რასთან არის დაკავშირებული სულიერი წინსვლა?
4. რა დაგვეხმარება იეჰოვას სიტყვაზე რეგულარულად ფიქრში?
5. რატომ უნდა იყოს პირადი შესწავლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
6. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ღვთის შესახებ შემეცნებაზე?
7. რატომ უნდა დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს ყოველთვის, როცა ეს შესაძლებელია და რატომ უნდა ვიყოთ ყურადღებით?
8, 9. ა) რას მოითხოვს ჩვენგან პირადი შესწავლა? ბ) რა შედარება შეიძლება მოვიყვანოთ ოქროსა და ღვთის შემეცნებასთან დაკავშირებით?
10. რას ვიპოვით ღვთის სიტყვის შესწავლით?
11. რა სარგებლობა მოაქვს პირად შესწავლას?
12. რა უნდა აღგვძრავდეს ღვთის შემეცნების მისაღებად?
13. რა არის აუცილებელი, ღვთის ღირსეული მსახურები რომ გავხდეთ?
14. როგორ გავლენას უნდა ახდენდეს პირადი შესწავლა ჩვენს აზროვნებასა და საქციელზე?
15. როგორ დავიცვათ და ვაკონტროლოთ ჩვენი გონება და აზრები?
16. როგორ შეგვიძლია მივიღოთ სარგებლობა იქიდან, რასაც იეჰოვა გვასწავლის?
17. რა შეემთხვა ეთიოპიელ საჭურისს და რას ვსწავლობთ აქედან?
18. როგორ გვეხმარება ერთგული და გონიერი მონის კლასი?
19. რა თავისებურებებით ხასიათდება „ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“ და როგორ შეუძლია დაგვეხმაროს პირადი შესწავლისას?
20. პირად შესწავლასთან დაკავშირებული რა კითხვები მოითხოვს პასუხს?
[სურათი 15 გვერდზე]
ბეთელის ოჯახის წევრებს სულიერ ძალებს მატებს ყოველი დღის ბიბლიური მუხლის განხილვა.
[სურათი 15 გვერდზე]
ძვირფას დროს არ დავკარგავთ, თუ გზაში ბიბლიურ კასეტებს მოვუსმენთ.
[სურათი 16 გვერდზე]
ადამიანები დროსა და ენერგიას არ ზოგავდნენ ოქროს მოსაპოვებლად. რამდენად მეტი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ ღვთის სიტყვის შესწავლას?
[საავტორო უფლება]
Courtesy of California State Parks, 2002
[სურათები 17 გვერდზე]
ბიბლია — ეს არის საუნჯე, რომელსაც მარადიული სიცოცხლის მოტანა შეუძლია.