რატომ უნდა მოვინათლოთ?
რატომ უნდა მოვინათლოთ?
„წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი“ (მათე 28:19).
1, 2. ა) რა ვითარებებში ეწყობოდა ზოგი ნათლობა? ბ) რა კითხვები წამოიჭრება ნათლობასთან დაკავშირებით?
ფრანკთა მეფემ, კარლოს დიდმა, თავის მიერ დაპყრობილი საქსები ახ. წ. 775—777 წლებში ყველა იძულებით მონათლა. „მან ძალით მოაქცია ისინი ეგრეთწოდებულ ქრისტიანობაზე“, — წერდა ისტორიკოსი ჯონ ლორდი. მსგავსადვე, ახ. წ. 987 წელს ბერძენი მართლმადიდებელი პრინცესას ცოლად შერთვის შემდეგ რუსეთის მმართველმა ვლადიმირ I-მა გადაწყვიტა, რომ მის ქვეშევრდომებს „ქრისტიანობა“ მიეღოთ. მან ბრძანა, მოენათლათ ყველა, ხოლო ვინც უარს განაცხადებდა, სიკვდილით დაესაჯათ!
2 მისაღებია ასეთი ნათლობები? აქვთ მათ რაიმე მნიშვნელობა? უნდა მოინათლოს თუ არა ნებისმიერი ადამიანი?
ნათლობა — როგორ?
3, 4. რატომ არ შეიძლება ეწოდოს ქრისტიანული ნათლობა წყლის შეპკურებას ან გაბანას?
3 კარლოს დიდი და ვლადიმირ I იძულებით ნათლავდნენ ხალხს; ასეთი მოქმედება კი არ შეესაბამებოდა ღვთის სიტყვას. ცხადია, არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, როდესაც ნათლავენ მხოლოდ პკურებით, გაბანით, ან თუნდაც ისეთი ადამიანის წყალში სრული ჩაძირვით, რომელსაც შესწავლილი არა აქვს ბიბლიური ჭეშმარიტება.
4 ვნახოთ, რა მოხდა, როცა ახ. წ. 29 წელს იესო ნაზარეველი იოანე ნათლისმცემელთან მივიდა. იოანე ხალხს მდინარე იორდანეში ნათლავდა. ისინი თავიანთი სურვილით ინათლებოდნენ. უბრალოდ აყენებდა იოანე ხალხს მდინარეში და ასხამდა ან აპკურებდა მათ მცირეოდენ წყალს? რა მოხდა, როდესაც იოანემ იესო მონათლა? მათე გვიყვება, რომ ნათლობის შემდეგ „იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან“ (მათე 3:16). ის მოინათლა მდინარე იორდანის წყალში სრული ჩაძირვით. ასევე, გულწრფელი ეთიოპიელი საჭურისის მონათვლას ბიბლია შემდეგნაირად აღწერს: „უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ. ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი“. შემდეგ კი ამბობს, რომ ისინი: „წყლიდან ამოვიდნენ“. ამგვარად, იესოსა და მისი მოწაფეების ნათლობა წყალში სრული ჩაძირვით ხდებოდა (საქმეები 8:38, 39).
5. როგორ ნათლავდნენ პირველი ქრისტიანები?
5 ბერძნული სიტყვები, რომლებიც ითარგმნება „ნათლობად“ და „ნათლისცემად“, მიუთითებს წყალში სრულ ჩაძირვაზე ან ჩაყვინთვაზე. სმიტის ბიბლიური ლექსიკონი ამბობს: „ნათლობა აზრობრივადაც და პირდაპირადაც ნიშნავს სრულ ჩაძირვას“ (Smith’s Bible Dictionary). ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი იოანეს უწოდებს „წყალში ჩამძირავს“ (მათე 3:1, Rotherham; Diaglott interlinear). ავგუსტ ნეანდერი თავის წიგნში, „ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის ისტორია პირველი სამი საუკუნის განმავლობაში“, ამბობს: „თავდაპირველად ნათლობა წყალში ჩაძირვით ხდებოდა“. 1928 წელს პარიზში გამოცემულ ერთ ფრანგულ ნაშრომში ნათქვამია: „პირველი საუკუნის ქრისტიანები ინათლებოდნენ ჩაძირვით — ყველგან, სადაც კი წყალს ნახულობდნენ“ (Larousse du XX Siècle). „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ კი აღნიშნავს: „ცნობილია, რომ ეკლესიის დაარსებისას ნათლობა წყალში ჩაძირვით ხდებოდა“ (1967, II ტომი, გვერდი 56). ამიტომ დღეს, იეჰოვას მოწმედ მონათვლა ხდება ნებაყოფლობით და წყალში სრული ჩაძირვით.
ნათლობის ახალი მნიშვნელობა
6, 7. ა) რა მიზნით ნათლავდა იოანე? ბ) რა იყო ახალი იესოს მიმდევრების ნათლობაში?
6 იესოს მიმდევრების მიერ ხალხის მონათვლას იოანეს ნათლობისგან განსხვავებით სხვა მიზანი ჰქონდა (იოანე 4:1, 2). იოანეს მიერ ნათლობით ხალხი საჯაროდ აღიარებდა მოსეს რჯულის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს * (ლუკა 3:3). მაგრამ იესოს მიმდევრების ნათლობას რაღაც ახალი მნიშვნელობა ჰქონდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ მოუწოდა მსმენელებს: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად“ (საქმეები 2:37—41). თუმცა მიმართავდა იუდევლებსა და პროზელიტებს, პეტრე არ საუბრობდა მოსეს რჯულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების მონანიებაზე და არც იმაზე, რომ იესოს სახელით ნათლობა ცოდვებისგან განბანის ანალოგია იქნებოდა (საქმეები 2:10).
7 ამ შემთხვევაში, პეტრემ გამოიყენა „სასუფევლის გასაღებებიდან“ პირველი. რა მიზნით? იმისათვის რომ, მსმენელებს მიეღოთ შემეცნება და ზეციერ სამეფოში შესვლის შესაძლებლობა ჰქონდათ (მათე 16:19). იუდეველებმა უარყვეს იესო, როგორც მესია, ამიტომ მონანიება და ქრისტესადმი რწმენის გამოვლენა ახალი და უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იყო იმისა, რომ ღვთის პატიება მიეღოთ. მათ საჯაროდ უნდა გამოევლინათ ასეთი რწმენა იესოს სახელით წყალში სრული ჩაძირვით. ასეთი სახით ისინი გამოხატავდნენ, რომ პირადად მიუძღვნეს თავი ღმერთს იესო ქრისტეს მეშვეობით. ყველას, ვისაც სურს, ღვთის მოწონება დაიმსახუროს, მართებთ მსგავსი რწმენის გამოვლენა, იეჰოვა ღმერთისადმი თავის მიძღვნა და ქრისტიანად მონათვლა, როგორც უზენაესი ღვთისადმი სრული მიძღვნის სიმბოლო.
მნიშვნელოვანია ზუსტი შემეცნება
8. რატომ არ შეიძლება ყველას მონათვლა?
8 ყველა არ არის მზად, რომ მოინათლოს ქრისტიანად. იესომ მითითება მისცა თავის მიმდევრებს: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). მონათვლამდე ადამიანმა უნდა ‘ისწავლოს ყველაფრის დაცვა, რაც იესომ თავის მიმდევრებს ამცნო’. აქედან გამომდინარე, მათი იძულებით მონათვლა, ვისაც არა აქვს ღვთის სიტყვის ზუსტ შემეცნებაზე დაფუძნებული რწმენა, უსარგებლოა და არ შეესაბამება იესოს მიერ თავისი ჭეშმარიტი მიმდევრებისადმი მიცემულ დავალებას (ებრაელთა 11:6).
9. რას ნიშნავს „მამის სახელით“ მონათვლა?
9 რას ნიშნავს მონათვლა „მამის სახელით“? ეს ნიშნავს, რომ მოსანათლი აღიარებს თავისი ზეციერი მამის მდგომარეობასა და ძალაუფლებას. აღიარებს იეჰოვა ღმერთს, როგორც შემოქმედს, „უზენაესს მთელ ქვეყნიერებაზე“ და სამყაროს სუვერენს (ფსალმუნი 82:19; ესაია 40:28; საქმეები 4:24).
10. რას ნიშნავს მონათვლა „ძის სახელით“?
1 იოანე 4:9). ისინი, ვინც მოსანათლად არიან მზად, იესოს მიიჩნევენ „მრავალთა გამოსასყიდად“ ღვთის მიერ გაღებულ მსხვერპლად (მათე 20:28; 1 ტიმოთე 2:5, 6). ასევე აღიარებენ, რომ ღმერთმა თავისი ძე „აღამაღლა“ ყველაზე მეტად (ფილიპელთა 2:8—11; გამოცხადება 19:16).
10 მონათვლა „ძის სახელით“ ნიშნავს იესოს როლისა და მისი, როგორც ღვთის მხოლოდშობილი ძის, ძალაუფლების აღიარებას (11. როგორ განმარტავდით „სულიწმიდის სახელით“ მონათვლას?
11 რა მნიშვნელობა აქვს ნათლობას „სულიწმიდის სახელით“? ეს ნიშნავს სულიწმიდის იეჰოვას მოქმედ ძალად აღიარებას. ძალისა, რომელსაც ღმერთი თავისი ნების შესაბამისად სხვადასხვა სახით იყენებს (დაბადება 1:2; მეორე მეფეთა 23:1, 2; 2 პეტრე 1:21). მოსანათლს სწამს, რომ სულიწმიდა ეხმარება „ღვთის სიღრმეების“ გაგებაში, სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებაში და სულის ნაყოფის, ‘სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის, სულგრძელობის, სახიერების, სიკეთის, ერთგულების, სიმშვიდისა და თავშეკავების’, გამოვლენაში (1 კორინთელთა 2:10; გალატელთა 5:22, 23; იოველი 2:28, 29).
მნიშვნელოვანია მონანიება და ღვთისკენ მოქცევა
12. როგორაა ქრისტიანული ნათლობა დაკავშირებული მონანიებასთან?
12 უცოდველი ადამიანის, იესოს შემთხვევის გარდა, ნათლობა მონანიების სიმბოლოა და ღვთის მოწონებას იმსახურებს. მონანიებისას ვგრძნობთ ღრმა სინანულს იმ საქმეების გამო, რაც გავაკეთეთ ან რისი გაკეთებაც არ გამოგვივიდა. პირველი საუკუნის იუდევლებს, რომელთაც ღვთის მოწონების დამსახურება სურდათ, უნდა მოენანიებინათ ქრისტეს წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები (საქმეები 3:11—19). ზოგიერთ არაებრაელ მორწმუნეს მოუწია ისეთი სერიოზული ცოდვების მონანიება, როგორიცაა სიძვა, კერპთაყვანისმცემლობა, ქურდობა და სხვა. ვინაიდან მოინანიეს, ისინი ‘განიბანნენ’ იესოს სისხლით; ‘გახდნენ წმიდები’, ანუ გამოცალკევდნენ ღვთისმსახურებისთვის; და ‘გამართლდნენ’ ქრისტეს სახელით და ღვთის სულით (1 კორინთელთა 6:9—11). მონანიება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია სუფთა სინდისის შესაძენად და ჩვენი ცოდვების პატიებით ღვთისგან შვების მისაღებად (1 პეტრე 3:21).
13. რას ნიშნავს ღვთისკენ მოქცევა, რათა მზად ვიყოთ ნათლობისთვის?
13 სანამ ვინმე იეჰოვას მოწმედ მოინათლება, ჯერ ღვთისკენ უნდა მოიქცეს. ეს არის ნებაყოფლობით გადადგმული ნაბიჯი, ვისაც მთელი გულით სურს მიჰყვეს ქრისტე იესოს. ასეთი ადამიანები უარს ამბობენ უწინდელ არასწორ საქმეებზე და აკეთებენ იმას, რაც ღმერთს მოსწონს. ბიბლიაში გამოყენებული ებრაული და ბერძნული ზმნები, რომლებიც ითარგმნება მოქცევად, მიუთითებს მობრუნებაზე, უკან შემოტრიალებაზე. ეს ნიშნავს არასწორი გზებიდან ღვთისკენ მობრუნებას (მესამე მეფეთა 8:33, 34). ღვთისკენ მოსაქცევად საჭიროა ‘მონანიების ღირსი საქმეების კეთება’ (საქმეები 26:20). ეს ჩვენგან მოითხოვს, რომ მივატოვოთ ცრუ თაყვანისმცემლობა, ვიმოქმედოთ ღვთის მცნებების შესაბამისად და გამოვავლინოთ იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულება (მეორე რჯული 30:2, 8—10; პირველი მეფეთა 7:3). ასეთი მოქცევის შედეგად გვეცვლება აზროვნება, მიზნები და მთლიანად ჩვენი პიროვნება (ეზეკიელი 18:31). ჩვენ ზურგს ვაქცევთ ღვთისთვის მიუღებელ თვისებებს და ვიმოსებით ახალ ადამიანად (საქმეები 3:19; ეფესელთა 4:20—24; კოლასელთა 3:5—14).
აუცილებელია მთელი გულით მიძღვნა
14. რას ნიშნავს მიძღვნა იესოს მიმდევრებისთვის?
14 იესოს მიმდევრების მონათვლას წინ უნდა უძღოდეს მთელი გული ღვთისადმი თავის მიძღვნა. მიძღვნა ნიშნავს გამოცალკევებას და თავის წარდგენას ღვთის მსახურებისთვის. ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ იეჰოვას ლოცვაში უნდა განვუცხადოთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, რომ მარადიულად მისი ერთგულები ვიქნებით (მეორე რჯული 5:9, აქ). რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვუძღვნით თავს რაღაც საქმეს ან ადამიანს, არამედ თავად ღმერთს.
15. რატომ ექვემდებარებიან მოსანათლები წყალში ჩაძირვას?
15 როდესაც თავს ვუძღვნით ღმერთს ქრისტეს მეშვეობით, ვავლენთ მზადყოფნას, რომ ვიცხოვრებთ ღვთის ნებასთან შესაბამისად, ისე, როგორც მათე 3:13). ყურადსაღებია, რომ იესო ასეთ მნიშვნელოვან დროს ლოცულობდა (ლუკა 3:21, 22).
ბიბლიაშია მოცემული. მოსანათლები ექვემდებარებიან წყალში ჩაძირვას, რაც წარმოადგენს მიძღვნის სიმბოლოს, ისევე როგორც მდინარე იორდანეში იესოს მონათვლა ასიმბოლოებდა ღვთისადმი თავის წარდგენას (16. როგორ გამოვხატოთ ჩვენი სიხარული მართებულად, როდესაც ვესწრებით ნათლობას?
16 იესოს მონათვლა სერიოზული, მაგრამ სასიხარულო შემთხვევა იყო. ასევეა თანამედროვე ქრისტიანების მონათვლაც. როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად ინათლებიან, გვსურს ჩვენი სიხარული გამოვხატოთ მოკრძალებული ტაშით და გულთბილი შექებით. მაგრამ შეძახილები, სტვენა და მსგავსი მოქმედებები იქნებოდა მონათლულის მიერ გამოვლენილი რწმენისა და ამ ღონისძიების სიწმინდისადმი უპატივცემულობა. სიხარული უნდა გამოვხატოთ ისე, როგორც ქრისტიანებს შეეფერებათ.
17, 18. რა ეხმარება უხუცესებს იმის დადგენაში, პიროვნება მოსანათლად მზად არის თუ არა?
17 მათგან განსხვავებით, ვინც წყალს აპკურებს ჩვილებს ან ძალით ნათლავს ბიბლიაში გაუთვითცნობიერებელ მასებს, იეჰოვას მოწმეები არავის აიძულებენ მონათვლას. ცხადია, არც მათ ნათლავენ, ვინც ბიბლიური შემეცნების მიხედვით არ ცხოვრობს. სასიხარულო ცნობის მოუნათლავ მქადაგებლად გახდომამდეც კი, ქრისტიანი უხუცესები რწმუნდებიან, რომ მას, ვისაც სურს მონათვლა, ესმის ბიბლიის ძირითადი სწავლებები, ცხოვრობს ამასთან შესაბამისად და კითხვაზე — „მართლა გსურს თუ არა, გახდე იეჰოვას მოწმე?“ — დადებითად პასუხობს.
18 გარდა მცირე გამონაკლისისა, როდესაც ასეთი მოუნათლავი მქადაგებლები აქტიურად მონაწილეობენ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგების საქმეში და სურთ მონათვლა, ქრისტიანი უხუცესები ესაუბრებიან მათ, რათა დარწმუნდნენ, მართლა სწამთ თუ არა, მიუძღვნეს თუ არა თავი იეჰოვას და შეესაბამებიან თუ არა ღვთის მოთხოვნებს ნათლობისთვის (საქმეები 4:4; 18:8). ბიბლიურ სწავლებებთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ კითხვაზე გაცემული პასუხის მოსმენა უხუცესებს ეხმარება იმის დადგენაში, შეესაბამება თუ არა მაუწყებელი ბიბლიურ მოთხოვნებს ნათლობისთვის. ზოგი არ არის სათანადოდ მომზადებული და ამიტომ ვერ ინათლება.
რა გაკავებს?
19. იოანეს 6:44-ის თანახმად ვინ იქნებიან იესოს თანამემკვიდრეები?
19 მრავალი აიძულეს მონაწილეობა მიეღო მასობრივ ნათლობაში იმით, რომ შეჰპირდნენ სიკვდილის შემდეგ ზეცაში ცხოვრებას. მაგრამ, თავისი მოწაფეების შესახებ იესომ თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (იოანე 6:44). იეჰოვამ ქრისტესთან 144000 ადამიანი მიიყვანა და ისინი იესოსთან ერთად ზეციერი სამეფოს თანამემკვიდრენი იქნებიან. იძულებით მონათვლას არასდროს განუწმენდია ვინმე ისე, რომ ღვთის ორგანიზაციაში ეს ბრწყინვალე ადგილი დაეკავებინა (რომაელთა 8:14—17; 2 თესალონიკელთა 2:13; გამოცხადება 14:1).
20. რა შეიძლება დაეხმაროს მათ, რომლებიც ჯერ კიდევ არ მონათლულან?
20 განსაკუთრებით XX საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან, მრავალი, ვინც იმედოვნებს „დიდი გასაჭირის“ გადატანასა და მარადიულად ცხოვრებას დედამიწაზე, შეემატა იესოს „სხვა ცხვრების“ რიგებს (გამოცხადება 7:9, 14; იოანე 10:16). ისინი მზად არიან მოსანათლად იმიტომ, რომ ცხოვრობენ ღვთის სიტყვასთან შესაბამისად და უყვართ ის ‘მთელი გულით, სულით, ძალითა და გონებით’ (ლუკა 10:25—28). თუმცა ზოგს ესმის, რომ იეჰოვას მოწმეები ‘თაყვანს სცემენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით’, ისინი ჯერ კიდევ არ მიჰყვებიან იესოს მაგალითს, არ ინათლებიან და საჯაროდ არ ავლენენ იეჰოვასადმი ნამდვილ სიყვარულსა და განსაკუთრებულ ერთგულებას (იოანე 4:23, 24; მეორე რჯული 4:24; მარკოზი 1:9—11). გულწრფელი და გულმოდგინე ლოცვა ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის თაობაზე, სტიმულსა და გამბედაობას მისცემთ მათ, რათა სრულად დაემორჩილონ ღვთის სიტყვას, მიუძღვნან თავი იეჰოვა ღმერთს და მოინათლონ.
21, 22. რატომ იკავებს ზოგი თავს მიძღვნისა და მონათვლისგან?
21 ზოგი თავს იმიტომ იკავებს მიძღვნისა და მონათვლისაგან, რომ ჩაფლულია ქვეყნიურ საქმეებში ან სიმდიდრისკენ ლტოლვის გამო სულიერი საკითხებისთვის დრო აღარ რჩება (მათე 13:22; 1 იოანე 2:15—17). რაოდენ ბედნიერად იგრძნობდნენ თავს, თუკი შეიცვლიდნენ აზროვნებასა და მიზნებს! იეჰოვასთან დაახლოება გაამდიდრებდა მათ სულიერად, შეუმსუბუქებდა საზრუნავს, მოუტანდა მშვიდობასა და ღვთის ნების შესრულებით მიღებულ კმაყოფილების გრძნობას (ფსალმუნი 15:11; 39:9; იგავნი 10:22; ფილიპელთა 4:6, 7).
22 სხვები ამბობენ, რომ უყვართ იეჰოვა, მაგრამ მაინც არ უძღვნიან თავს და არ ინათლებიან იმიტომ, რომ ფიქრობენ, ასეთი სახით პასუხისმგებლობას ავარიდებთო თავს. მაგრამ თვითოეული ჩვენგანი ანგარიშს ღმერთს აბარებს. პასუხისმგებლობა უკვე მაშინ დაგვეკისრა, როცა იეჰოვას სიტყვა მოვისმინეთ (ეზეკიელი 33:7—9; რომაელთა 14:12). როგორც ‘რჩეული ხალხი’, ისრაელები ძველად იეჰოვასადმი მიძღვნილი ერის წევრებად იბადებოდნენ და ამიტომ ვალდებული იყვნენ, ერთგულად ემსახურათ ღვთისთვის მისი მითითებების შესაბამისად (მეორე რჯული 7:6, 11). დღეს არავინ ითვლება დაბადებიდანვე ღვთისადმი მიძღვნილ მსახურად, მაგრამ თუ მივიღეთ ზუსტი ბიბლიური შემეცნება, გვმართებს კიდევაც ამის თანახმად მოქმედება რწმენით.
23, 24. რის შიში არ უნდა აკავებდეს ადამიანებს მონათვლისგან?
23 მონათვლისგან თავის შეკავების მიზეზი შეიძლება გახდეს შიში, თითქოსდა არა აქვთ საკმარისი შემეცნება. ცხადია, ყოველ ჩვენთაგანს კიდევ ბევრის სწავლა გვმართებს, ვინაიდან ‘ადამიანები ვერ გაუგებენ ღვთის ნამოქმედარს თავსა და ბოლოს’ (ეკლესიასტე 3:11). აი, რა შეემთხვა ეთიოპიელ საჭურისს. ის პროზელიტი იყო და გარკვეულწილად იცოდა წმინდა წერილები; მაგრამ მას არ შეეძლო პასუხი გაეცა ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ღვთის განზრახვებს ეხებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გაიგო, თუ როგორ გადაარჩენს იეჰოვა ხალხს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, დაუყოვნებლივ მოინათლა (საქმეები 8:26—38).
24 ზოგი არ ჩქარობს ღვთისადმი თავის მიძღვნას, ვინაიდან ეშინია, რომ ვერ შეძლებს მიძღვნის თანახმად ცხოვრებას. 17 წლის მონიკა ამბობს: „თავს ვარიდებდი მონათვლას; მეშინოდა, რომ ვერ ვიცხოვრებდი მიძღვნის შესაბამისად“. მაგრამ, თუ გვწამს იეჰოვა მთელი ჩვენი გულით, მაშინ ‘ის გაგვისწორებს სავალს’. ღმერთი, როგორც მის ერთგულ მიძღვნილ მსახურებს, დაგვეხმარება ‘ჭეშმარიტებით სიარულში’ (იგავნი 3:5, 6; 3 იოანე 4).
25. რა საკითხი იმსახურებს ჩვენს ყურადღებას?
25 იეჰოვასადმი სრული რწმენისა და მისადმი გულწრფელი სიყვარულის გამო, ყოველწლიურად ათასობით ადამიანი უძღვნის მას თავს და ინათლება. ცხადია, ღვთისადმი მიძღვნილ ყველა მსახურს მისადმი ერთგულების შენარჩუნება სურს. მაგრამ ჩვენ, ჯერ კიდევ, საზარელ დროში ვცხოვრობთ და ჩვენი რწმენაც მრავალმხრივ იცდება (2 ტიმოთე 3:1—5). რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვიცხოვროთ იეჰოვასადმი ჩვენი მიძღვნის თანახმად? ამას მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 ვინაიდან იესო უცოდველი იყო, მის ნათლობას არ ჰქონია ცოდვების მონანიების მნიშვნელობა. იესოს ნათლობა გამოხატავდა საკუთარი თავის წარდგენას ღვთისადმი, თავისი მამის ნების შესასრულებლად (ებრაელთა 7:26; 10:5—10).
შეგიძლია გაიხსენო?
• როგორ ინათლებიან ქრისტიანები?
• რისი სწავლაა აუცილებელი, რომ მოვინათლოთ?
• რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ მოინათლონ ჭეშმარიტ ქრისტიანად?
• რატომ იკავებს ზოგი თავს მონათვლისგან, მაგრამ რა დაეხმარება მათ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 14 გვერდზე]
იცი თუ არა, რას ნიშნავს მონათვლა „მამის, ძის და სულიწმიდის სახელით“?