მათ გაუძლეს „სხეულში ეკალს“
მათ გაუძლეს „სხეულში ეკალს“
„ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს“ (2 კორინთელთა 12:7).
1. რა პრობლემებს აწყდებიან ადამიანები დღეს?
ებრძვით თუ არა, ამა თუ იმ პრობლემას, რომელსაც დასასრული არა და არ უჩანს? თუ დიახ, თქვენ მარტო არა ხართ. ამ „საზარელ ჟამს“ ერთგულ ქრისტიანებს საშინელი წინააღმდეგობის, ოჯახური პრობლემების, ავადმყოფობის, ეკონომიური გაჭირვების, ემოციური ტკივილის, საყვარელი ადამიანის სიკვდილისა და სხვა სირთულეების ატანა უწევთ (2 ტიმოთე 3:1—5). ზოგ ქვეყანაში მრავალი ადამიანის სიცოცხლეს საკვების უკმარისობა და ომები უქმნის საფრთხეს.
2, 3. როგორი პესიმისტური განწყობა შეიძლება დაეუფლოს ადამიანს, როდესაც პრობლემებს აწყდება და რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ეს?
2 ასეთმა პრობლემებმა შეიძლება ადამიანს ძალა გამოაცალოს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ რამდენიმე სირთულე ერთბაშად ატყდება თავს. ყურადღება მიაქციეთ იგავნის 24:10-ში ჩაწერილ სიტყვებს: «თუ გაჭირვების დროს [„გული გაგიტყდება, ძალა გამოგეცლება“, აქ]» (იგავნი 24:10). დიახ, განსაცდელების დროს გულგატეხილობა ძალას გვაცლის, რაც ასე აუცილებელია მათ ასატანად; ამ დროს შეიძლება შესუსტდეს ჩვენი გადაწყვეტილება, ბოლომდე გავუძლოთ გასაჭირს. როგორ?
3 გულგატეხილობას შეუძლია ობიექტურობა დაგვაკარგვინოს. მაგალითად, ძალიან ადვილია, გავაზვიადოთ ჩვენი დუხჭირი მდგომარეობა და შემდეგ საკუთარი თავი შევიბრალოთ. ზოგმა, შესაძლოა, ღმერთსაც კი შესტიროს: „ღმერთო, რატომ დაუშვი ეს, რატომ ჩავვარდი ამ მდგომარეობაში?“. თუ ასეთი პესიმისტური განწყობა ადამიანის გულში ფესვს გაიდგამს, ამან შეიძლება სიხარული და თვითრწმენა დააკარგვინოს. შედეგად კი, ღვთის მსახურს, შესაძლოა, გული იმდენად გაუტყდეს, რომ ‘რწმენისთვის ბრძოლაც’ კი შეწყვიტოს (1 ტიმოთე 6:12, აქ).
4, 5. ზოგჯერ რა წვლილი შეაქვს სატანას ჩვენს პრობლემებში, მაგრამ რაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ?
4 ერთი რამ ცხადია, იეჰოვა ღმერთისგან არ მომდინარეობს ჩვენი განსაცდელები (იაკობი 1:13). ზოგი განსაცდელი მხოლოდ იმიტომ გვატყდება თავს, რომ ღვთისთვის ერთგულად მსახურებას ვცდილობთ. ფაქტობრივად, ყველა, ვინც იეჰოვას ემსახურება, ღვთის დაუძინებელი მტრის, სატანა ეშმაკის, სამიზნე ხდება. იმ მოკლე დროის განმავლობაში, რომელიც სატანას აქვს დარჩენილი, ეს ბოროტი არსება, „წუთისოფლის ღმერთი“, ცდილობს, იეჰოვას მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს მისი ნების შესრულება შეაწყვეტინოს (2 კორინთელთა 4:4). სატანა მაქსიმალურად ცდილობს, მთელ მსოფლიოში ჩვენს საძმოს სატანჯველი გაუჩინოს (1 პეტრე 5:9). მართალია, უშუალოდ ეშმაკი არ არის ყველა ჩვენი პრობლემის მიზეზი, მაგრამ შეუძლია პრობლემები, რომლებსაც ვაწყდებით, იმისათვის გამოიყენოს, რომ კიდევ უფრო დაგვასუსტოს.
5 მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს სატანა ან მისი იარაღები, რადგან ჩვენ შეგვიძლია ვძლიოთ მას! რატომ ვართ ამაში დარწმუნებული? იმიტომ, რომ იეჰოვა იბრძვის ჩვენთვის. ღმერთმა ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ჩვენთვის, თავისი მსახურებისთვის, უცნობი არ ყოფილიყო სატანის ტაქტიკა (2 კორინთელთა 2:11). ფაქტობრივად, ღვთის სიტყვა ბევრს გვიყვება იმ განსაცდელების შესახებ, რომლებსაც ჭეშმარიტი ქრისტიანები აწყდებიან. მოციქულ პავლეს შემთხვევაში ბიბლია იყენებს გამოთქმას „ეკალი სხეულში“. რატომ? მოდი განვიხილოთ, თუ როგორ განმარტავს ღვთის სიტყვა ამ ფრაზას. მაშინ დავინახავთ, რომ მარტო ჩვენ არ გვიჭირს და განსაცდელების დასაძლევად მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება იეჰოვას დახმარება.
რატომ შეიძლება განსაცდელები ეკალს შევადაროთ?
6. რას გულისხმობდა პავლე, როდესაც ამბობდა, რომ ‘ეკალი მიეცა სხეულში’ და რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ეკალი?
6 პავლე, რომელმაც მძიმე გამოცდები გადაიტანა, ღვთის შთაგონებით წერდა: «ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს [„ჩემდა საწამებლად“, სსგ], რათა არ გავმედიდურდე» (2 კორინთელთა 12:7). რა ეკალი ჰქონდა პავლეს სხეულში? დავიწყოთ იქიდან, რომ, თუ ეკალი ღრმად შეგვესო, ეს ნამდვილად ძალიან მტკივნეულია. ამიტომ ამ მეტაფორის გამოყენება გვიჩვენებს, რომ პავლეს რაღაც აყენებდა ტკივილს, იქნებოდა ეს ფიზიკური, ემოციური თუ ორივე ერთად. შესაძლოა, პავლეს მხედველობასთან დაკავშირებული ან რაიმე სხვა ფიზიკური უძლურებით გამოწვეული პრობლემები აწუხებდა. ან შეიძლება ეკალში იმ ადამიანთა მოქმედება იგულისხმებოდა, რომლებიც საკამათოს ხდიდნენ პავლეს, როგორც მოციქულის, უნარიანობას და ეჭვქვეშ აყენებდნენ მის ქადაგებასა თუ სწავლებას (2 კორინთელთა 10:10—12; 11:5, 6, 13). ასე იყო თუ ისე, ეკალი რჩებოდა პავლეს სხეულში და მისი მოცილება შეუძლებელი გახლდათ.
7, 8. ა) რაზე მიუთითებს გამოთქმა ‘საწამებლად’? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი იმ ნებისმიერი „ეკლის“ ატანა, რომლებიც დღეს ტკივილს გვაყენებს?
7 შენიშნეთ, ეკალი გამუდმებით ‘აწამებდა’ პავლეს. საინტერესოა, რომ ბერძნული ზმნა, რომელიც პავლემ აქ გამოიყენა, კასტეტით (თითებზე წამოსაცმელი ლითონის ფირფიტით) ცემის აღმნიშვნელი სიტყვიდან მომდინარეობს. ეს სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით მათეს 26:67-სა და გადატანითი მნიშვნელობით 1 კორინთელთა 4:11-ში გამოიყენება. ამ მუხლებში ის მუშტებით ცემის მნიშვნელობით გამოიყენება. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ სატანას საშინლად სძულს იეჰოვა და მისი მსახურები, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას სიამოვნებდა, როდესაც პავლეს „ეკალი“ გამუდმებით ‘აწამებდა’. დღესაც ასეთსავე სიამოვნებას გვრის სატანას იმის დანახვა, რომ ‘სხეულში ეკლით’ ვართ შეწუხებული.
8 ამიტომ პავლეს მსგავსად, საჭიროა, ჩვენც ვიცოდეთ, როგორ გავუძლოთ ასეთ „ეკალს“. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე! გახსოვდეთ, იეჰოვას სურვილია, ჩვენ მარადიულად ვიცოცხლოთ და ვიცხოვროთ ახალ ქვეყნიერებაში, სადაც აღარ შეგვაწუხებს პრობლემები, რომლებიც ეკალს შეიძლება შევადაროთ. ამ შესანიშნავი ჯილდოსთვის ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად ღმერთმა თავის წმინდა სიტყვაში, ბიბლიაში, იმის მრავალი მაგალითი ჩაწერა, თუ როგორ გაუძლეს მისმა ერთგულმა მსახურებმა სხეულში „ეკალს“. ისინი ჩვენსავით ჩვეულებრივი, არასრულყოფილი ადამიანები იყვნენ. „მოწმეთა“ ამ დიდი ‘ღრუბლიდან’ ზოგიერთის მაგალითის განხილვა ‘ჩვენს წინ მდებარე სარბიელის მოთმინებით გარბენაში’ დაგვეხმარება (ებრაელთა 12:1). მათ ამტანობაზე დაფიქრება, დაგვარწმუნებს, რომ ჩვენც შევძლებთ ნებისმიერი „ეკლის“ ატანას, რომელსაც შესაძლოა სატანა ჩვენს წინააღმდეგ იყენებს.
„ეკალი“, რომელიც მეფიბოშეთს აწუხებდა
9, 10. ა) რა იქცა მეფიბოშეთისთვის „ეკლად“? ბ) რა სიკეთე გამოავლინა მეფე დავითმა მეფიბოშეთის მიმართ და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დავითს?
9 განვიხილოთ მეფიბოშეთის, დავითის მეგობრის, იონათანის, ძის მაგალითი. ხუთი წლის იყო მეფიბოშეთი, როდესაც მამამისის, იონათანისა და ბაბუის, მეფე საულის, დახოცვის შესახებ ცნობა მიიღეს. ბავშვის ძიძა ძალზე აფორიაქდა. მან „ხელში აიყვანა იგი... გაქცევისას დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა“ (მეორე მეფეთა 4:4). დროთა განმავლობაში, შესაძლებელია, ეს დეფექტი მეფიბოშეთისთვის „ეკლად“ ქცეულიყო.
10 რამდენიმე წლის შემდეგ მეფე დავითმა იონათანისადმი დიდი სიყვარულის გამო მეფიბოშეთის მიმართ სიკეთე გამოავლინა. მეფემ საულის მთელი ქონება მას გადასცა და მიწის დასამუშავებლად საულის მორჩილი ციბა დაუნიშნა; ამასთანავე დავითმა მეფიბოშეთს უთხრა: „მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს“ (მეორე მეფეთა 9:6—10). ეჭვგარეშეა, დავითის მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა და სიკეთემ მეფიბოშეთი ანუგეშა და თავისი ფიზიკური დეფექტით გამოწვეული ტკივილიც შეუმცირა. რა დიდებული გაკვეთილია! ჩვენც უნდა გამოვავლინოთ სიკეთე მათ მიმართ, ვისაც სხეულში „ეკალი“ აქვს.
11. რა თქვა ციბამ მეფიბოშეთის შესახებ, მაგრამ საიდან ვიცით, რომ ეს სიცრუე იყო (იხილეთ სქოლიო)?
11 მოგვიანებით მეფიბოშეთს კიდევ სხვა „ეკალთან“ მოუწია ბრძოლა. როდესაც თავისი ძის, აბესალომის, ამბოხების გამო დავითი იერუსალიმიდან გარბოდა, მსახურმა ციბამ თავის ბატონს მეფესთან *. დავითმა დაუჯერა ციბას და მეფიბოშეთის მთელი ქონება ამ მატყუარას გადასცა! (მეორე მეფეთა 16:1—4).
ცილი დასწამა და უთხრა, რომ მეფიბოშეთმა უღალატა და იერუსალიმში იმ იმედით დარჩა, რომ ტახტი დაებრუნებინა12. როგორი იყო შექმნილ მდგომარეობაზე მეფიბოშეთის რეაქცია და რა მხრივ არის ჩვენთვის ეს შესანიშნავი მაგალითი?
12 მაგრამ ბოლოს, როდესაც მეფიბოშეთი დავითს შეხვდა, მოუყვა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ის თურმე დავითთან ერთად წასვლას აპირებდა, როდესაც ციბამ შეცდომაში შეიყვანა და უთხრა, სახლში დარჩი და შენს მაგივრად მე წავალო. გამოასწორა დავითმა მდგომარეობა? ნაწილობრივ. მან ეს ქონება ამ ორ კაცს გაუყო. მაშინ მეფიბოშეთი იმის საშიშროების წინაშე დადგა, რომ სხეულში კიდევ ერთი „ეკალი“ გასჩენოდა. ძალიან დასწყდა მას გული? უკმაყოფილო დარჩა დავითის გადაწყვეტილების გამო და აწუწუნდა, რომ ეს უსამართლობა იყო? არა, ის თავმდაბლად შეხვდა მეფის ნება-სურვილს. მეფიბოშეთის ყურადღება დადებითზე იყო მიმართული და ხარობდა, რომ ისრაელის კანონიერი მეფე ტახტს უვნებელი დაუბრუნდა. მეფიბოშეთმა ჭეშმარიტად დაგვიტოვა ფიზიკური დეფექტის, ცილისწამებისა და გულგატეხილობის ატანის შესანიშნავი მაგალითი (მეორე მეფეთა 19:24—30).
ნეემიამ გაუძლო განსაცდელებს
13, 14. რა „ეკლის“ ატანა მოუწია ნეემიას, როდესაც იერუსალიმის კედლების აღსადგენად დაბრუნდა?
13 დაფიქრდით იმ ფიგურალურ „ეკალზე“, რომლის ატანაც ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში უგალავნო იერუსალიმში დაბრუნებულ ნეემიას მოუწია. წინასწარმეტყველს ქალაქი სრულიად დაუცველი დახვდა და სამშობლოში დაბრუნებული იუდაელებიც არაორგანიზებულნი, გულგატეხილნი და იეჰოვას თვალში სიწმინდედაკარგულნი იყვნენ. თუმცა მეფე არტაქსერქსესგან იერუსალიმის კედლების აღდგენის უფლება მიღებული ჰქონდა, ნეემიამ მალევე დაინახა, რომ მისი მისია მეზობელი ქვეყნების მმართველთათვის საძულველი იყო. მათ „დიდად ეწყინათ, რომ ისრაელიანთათვის სიკეთისმყოფელი კაცი მოვიდა“ (ნეემია 2:10).
14 ის უცხოელი მოწინააღმდეგენი ყოველ ღონეს ხმარობდნენ ნეემიას საქმის შესაჩერებლად. მათი მუქარა, სიცრუე, ცილისწამება, დაშინება, აგრეთვე გულის გასატეხად მსტოვრების მიგზავნა, ალბათ, წინასწარმეტყველისთვის ისეთივე მტკივნეული იყო, როგორც სხეულში გამუდმებით ეკლების შესობა. გახდა ნეემია მათი ხრიკების მსხვერპლი? არა! ის კი არ დასუსტებულა, არამედ მთლიანად იეჰოვას მიენდო. ამგვარად, იერუსალიმის კედლები საბოლოოდ აღადგინეს, რაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იეჰოვას მიერ ნეემიასთვის სიყვარულით გაწეული მხარდაჭერის დადასტურება იყო (ნეემია 4:1—12; 6:1—19).
15. იუდაელთა შორის არსებული რომელი პრობლემების გამო წუხდა ნეემია?
15 როგორც მმართველი, ნეემია ღვთის ხალხს შორის არსებულ მრავალ პრობლემასაც უნდა გამკლავებოდა. ეს სირთულეები „სხეულში ეკალივით“ იყო, რომლებიც ძალიან აწუხებდა ნეემიას, რადგან ნეემია 5:1—10). მრავალი იუდაელი შაბათს არ იცავდა და ლევიანებსა და ტაძარს არაფრით ეხმარებოდა. ზოგიც ‘აშდოდელ, ყამონელ და მოაბელ ქალებზე’ ქორწინდებოდა. ო, რა დიდ ტკივილს აყენებდა ეს ნეემიას! მაგრამ არც ერთი ამ სირთულის ანუ „ეკლის“ გულისთვის ნეემიას ფარ-ხმალი არ დაუყრია. ისევ და ისევ, როგორც ღვთის სამართლიანი კანონების მთელი გულით დამცველი, მთელი შემართებით ცდილობდა პრობლემის მოგვარებას. ნეემიას მსგავსად, სხვების ორგულობის მაგალითმა დაე ჩვენც არ ჩამოგვაშოროს იეჰოვასთვის ერთგულად მსახურებას (ნეემია 13:10—13, 23—27).
ისინი იეჰოვასთან მისი ხალხის ურთიერთობაზე ახდენდა გავლენას. მდიდრები დიდ ვახშს იღებდნენ თავიანთი ღარიბი ძმებისგან, რომლებიც ვალებისა და სპარსელთათვის ხარკის გადასახდელად იძულებული იყვნენ, საკუთარი მიწის ნაკვეთები დაეთმოთ და შვილებიც კი მონებად გაეყიდათ (მრავალი სხვა ერთგული მსახურიც გაუმკლავდა „სხეულში ეკალს“
16-18. რა ოჯახური პრობლემები ჰქონდათ ისააკსა და რებეკას, ხანას, დავითსა და ოსიას?
16 ბიბლიაში მრავალი სხვა ერთგული მსახურის მაგალითებიცაა მოცემული, რომლებიც არაერთ „ეკალს“, არასასიამოვნო შემთხვევებს გაუმკლავდნენ; მათი გამომწვევი ერთ-ერთი საყოველთაო მიზეზი ოჯახური პრობლემები იყო. ესავის ორმა ცოლმა „სული შეუწუხეს ისაკს და რებეკას“, ესავის მშობლებს. რებეკამ ისიც კი თქვა ხეთელმა ქალებმა სიცოცხლე შემაძულესო (დაბადება 26:34, 35; 27:46). დაფიქრდით ხანაზეც და იმაზეც, თუ როგორ „აჭირვებდა მას“ უშვილობის გამო თავისი მეტოქე, ელკანას მეორე ცოლი, ფენინა. შესაძლოა, ხანა ამ დაცინვას სახლში ხშირად იტანდა, მაგრამ ფენინა არც მაშინ ერიდებოდა მის დამცირებას, როდესაც მთელი ოჯახი — მათ შორის მეგობრები და ნათესავები — სილოამში დღესასწაულს ესწრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ხანას კიდევ უფრო უმწვავებდა ტკივილს, რომელსაც მას „ეკალი“ აყენებდა (პირველი მეფეთა 1:4—7).
17 დაფიქრდით, თუ რა აიტანა დავითმა შურით დაავადებული თავისი სიმამრის, მეფე საულისგან. სიცოცხლის შესანარჩუნებლად დავითი იძულებული იყო ყენ-გადის უდაბნოს გამოქვაბულში ეცხოვრა და მთების ციცაბო კალთებსა და კლდოვან უღელტეხილებზე ევლო. ამ უსამართლობას დავითი უნდა გაეღიზიანებინა, რადგან საულისთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. დიახ, წლების განმავლობაში საულის შურიანობის გამო დავითს ისე უნდა ეცხოვრა, როგორც ნადირს, რომელსაც მონადირე მისდევს (პირველი მეფეთა 24:15, 16; იგავნი 27:4).
18 წარმოიდგინეთ ოჯახური უსიამოვნება, რომელთან გამკლავებაც წინასწარმეტყველ ოსიას უწევდა. მისმა ცოლმა მრუშობა დაიწყო. ცოლის უზნეობა, ალბათ, გულში ეკალივით ესობოდა წინასწარმეტყველს. ოსიამ, ალბათ, კიდევ უფრო დიდი ტკივილი განიცადა მაშინ, როდესაც ამ ქალმა უკანონოდ ორი შვილი უშვა! (ოსია 1:2—9).
19. როგორი დევნის მსხვერპლი გახდა წინასწარმეტყველი მიქა?
19 სხვა სირთულე, რომელიც ეკალს შეიძლება შევადაროთ, არის დევნა. განვიხილოთ წინასწარმეტყველ მიქას შემთხვევა. იმის დანახვა, რომ ბოროტმა მეფე აქაბმა ირგვლივ ცრუ წინასწარმეტყველები შემოიკრიბა და მეფეს სჯეროდა მათ მიერ მესამე მეფეთა 22:6, 9, 15—17, 23—28). გაიხსენეთ იერემიაც და ისიც, თუ როგორ ეპყრობოდნენ მას პირსისხლიანი მდევნელები (იერემია 20:1—9).
ნათქვამი მტკნარი სიცრუე, მიქას მართალ სულს უშფოთებდა. როდესაც მიქამ აქაბს უთხრა „სიცრუის სულმა“ ალაპარაკა ყველა წინასწარმეტყველიო, რა გააკეთა ამ თაღლითთა თავკაცმა? მან „ლოყაში გაარტყა მიქას“! უარესი იყო აქაბის რეაქცია იეჰოვას გაფრხთილებაზე იმის შესახებ, რომ გალაადის რამოთის დასაბრუნებლად გალაშქრება მარცხით დამთავრდებოდა. მეფემ ბრძანა, რომ მიქა დილეგში ჩაეგდოთ და საჭმელად მწირი ულუფა მიეცათ (20. რა „ეკლის“ ატანა მოუწია ნაყომის და როგორ დაჯილდოვდა ის?
20 საყვარელი ადამიანების დაკარგვა კიდევ ერთი მძიმე მდგომარეობაა, რომელიც ადამიანს ეკალივით ესობა. ნაყომის ქმრისა და ორი შვილის სიკვდილით გამოწვეული მტკივნეული დანაკლისის ატანა მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ სული ჰქონდა გამწარებული, ის ბეთლემში დაბრუნდა. ქალმა მეგობრებს სთხოვა, მისთვის ნაყომი კი არ დაეძახათ, არამედ მარა; ამ სახელში ისახებოდა ის მწარე უბედურება, რომელიც მას თავს გადახდა. მაგრამ ბოლოს, მისი მოთმინება დაჯილდოვდა და იეჰოვამ შვილიშვილით დაასაჩუქრა. ეს შვილიშვილი კი მესიის წინაპარი გახდა (რუთი 1:3—5, 19—21; 4:13—17; მათე 1:1, 5).
21, 22. რა უბედურებები დაატყდა იობს თავს, მაგრამ როგორი იყო მისი რეაქცია?
21 წარმოიდგინეთ, რამდენად თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო იობისთვის მხოლოდ იმის მოსმენაც კი, რომ მოულოდნელად მისი ათი საყვარელი შვილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, რომ არაფერი ვთქვათ მთელი თავისი შინაური პირუტყვისა და მსახურთა დაკარგვაზე. უცებ მისთვის ქვეყანა დაიქცა! ასეთი დარტყმებისგან წაბარბაცებულ იობს სატანამ კიდევ დაჰკრა და ავადმყოფობა შეჰყარა. იობს თავისუფლად შეეძლო ეფიქრა, რომ ეს საშინელი დაავადება მოკლავდა. ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, რომ სიკვდილს შვებად მიიჩნევდა (იობი 1:13—20; 2:7, 8).
22 თითქოს თავისი გასაჭირი არ ყოფნიდა, ცოლმაც, რომელიც თავის მხრივ გამწარებული და გაწამებული იყო, უთხრა: „დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ რა მტკივნეული იქნებოდა ეს „ეკალი“ტკივილებისგან ისედაც დატანჯული იობისთვის! შემდეგ იობის სამი მეგობარი მივიდა და ნუგეშისცემის ნაცვლად, ლიტონი სიტყვებით მსჯელობა დაიწყეს, იობს ფარულ ცოდვებში დასდეს ბრალი და თავდაჯერებით ამბობდნენ, რომ ეს ცოდვები იყო მისი უბედურების მიზეზი. მათი მცდარი არგუმენტები ეკლით მიყენებულ ჭრილობაზე დარტყმას გავდა. გაიხსენეთ ისიც, რომ იობმა არ იცოდა, რატომ დაატყდა თავს ეს საშინელებები; არც ის იცოდა, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა. მაგრამ „მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია“ (იობი 1:22; 2:9, 10; 3:3; 14:13; 30:17). მიუხედავად იმისა, რომ ერთბაშად ბევრი უბედურება დაატყდა თავს, იობს თავისი უმწიკვლობა არ შეუბღალავს. რამდენად გამამხნევებელი მაგალითია!
23. რამ აატანინა სხეულში „ეკალი“ამ სტატიაში მოხსენიებულ ერთგულ ადამიანებს?
23 აქ ჩამოთვლილი მაგალითების სია, რა თქმა უნდა, სრული არ არის. ბიბლიაში გაცილებით მეტ მაგალითს ვხვდებით. ყველა ერთგული მსახური საკუთარ, გადატანითი მნიშვნელობით, „ეკალს“ ებრძოდა. ო, რამდენ სხვადასხვაგვარ პრობლემებს აწყდებოდნენ ისინი! მაგრამ ერთი რამ მაინც საერთო ჰქონდათ, — იეჰოვასთვის მსახურება არც ერთ მათგანს არ მიუტოვებია. განსაცდელების მიუხედავად, იეჰოვას მიერ განმტკიცებულებმა სძლიეს სატანას. როგორ? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს და დაგვანახვებს, როგორ შეგვიძლია ჩვენც გავუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს, რომელიც სხეულში ეკლად გვესობა.
[სქოლიოები]
^ აბზ. 11 მსგავსი ამბიციურობა არ იქნებოდა ისეთი მადლიერი და თავმდაბალი კაცის თვისება, როგორიც მეფიბოშეთი იყო. ეჭვგარეშეა, მას კარგად ეცოდინებოდა თავისი მამის, იონათანის, მიერ გამოვლენილი ერთგულების შესახებ. თუმცა მეფე საულის ძე იყო, იოანათანი თავმდაბლად სცნობდა დავითს იეჰოვას მიერ ისრაელზე მეფობისთვის არჩეულ პიროვნებად (პირველი მეფეთა 20:12—17). ღვთისმოშიში მშობელი და დავითის ერთგული მეგობარი, იოანათანი თავის პატარა ბიჭს სამეფო ძალაუფლებისკენ ლტოლვას არ ჩაუნერგავდა.
როგორ უპასუხებდით?
• რატომ შეიძლება პრობლემები, რომლებსაც ცხოვრების გზაზე ვხვდებით, სხეულში „ეკალს“ შევადაროთ?
• რა იყო ის „ეკალი“, რომლის ატანაც მოუწიათ მეფიბოშეთსა და ნეემიას?
• იმ ბიბლიური მაგალითებიდან, რომლებიც ეკალთან შედარებულ პრობლემებთან გამკლავების შესახებ მოგვითხრობს, რომელი იყო განსაკუთრებული პირადად თქვენთვის და რატომ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 15 გვერდზე]
მეფიბოშეთს ფიზიკურ ნაკლთან, ცილისწამებასა და გულგატეხილობასთან გამკლავება მოუწია.
[სურათი 16 გვერდზე]
წინააღმდეგობის მიუხედავად, ნეემია მოქმედებას განაგრძობდა.