არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წარუშლელი შთაბეჭდილება

წარუშლელი შთაბეჭდილება

წარუშლელი შთაბეჭდილება

იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად იკრიბებიან სარაიონო და საოლქო კონგრესებზე თავ-თავიანთ ქვეყნებში, რათა იხარონ სულიერად აღმშენებლობითი მითითებებითა და ურთიერთობით. მაგრამ მათი შეკრებების სხვა მხარეები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სხვებზე.

მაგალითად, იეჰოვას ათასობით მოწმე დაესწრო მოზამბიკში 1999 წლის ივლისში ჩატარებულ სამდღიან, სულიერად ნოყიერ საოლქო კონგრესს „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“. დამსწრეთაგან მრავალი პირველად ესწრებოდა კონგრესს. ისინი აღფრთოვანებული იყვნენ არა მარტო სცენიდან მოსმენილი სიტყვებით, არამედ იმითაც, რასაც გარშემო ხედავდნენ.

აი, რა თქვა ერთმა ქალბატონმა მაპუტუს საკონგრესო დარბაზის შესახებ: „ჩემს სიცოცხლეში პირველად ვნახე ასეთი ლამაზი შენობა! საპირფარეშოებში საპონი და სარკეებია; იქაც კი სისუფთავეა. ირგვლივ მშვიდობაა გამეფებული და არც მოჩხუბარი ბავშვების ხმაური ისმის. ხელს არავინ იკვრევინება! მე ვნახე ბედნიერი ახალგაზრდები, რომლებიც გამამხნევებლად საუბრობდნენ. ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ყველას საკმაოდ მოკრძალებულად ეცვა. შემდეგში აუცილებლად წამოვიყვან შვილებს, ქმარს კი დავარწმუნებ, რომ დავესწროთ კონგრესს“.

დიახ, იეჰოვას მოწმეების პატიოსნება, სულიერი და ფიზიკური სისუფთავე შეუმჩნეველი არ რჩება. ასე რატომ განსხვავდებიან მოწმეები? იმიტომ რომ ნამდვილად ცდილობენ, გაითავისონ ყოველივე, რასაც ბიბლიიდან სწავლობენ. რატომ არ დაესწრებოდით წლევანდელ კონგრესს ან ყოველკვირეულ შეხვედრებს მათთან ერთად ადგილობრივ სამეფო დარბაზში, რათა ყველაფერი თქვენი თვალით გენახათ?

[სურათი 32 გვერდზე]

ზამბია

[სურათი 32 გვერდზე]

კენია

[სურათი 32 გვერდზე]

მოზამბიკი