რას ვსწავლობთ იქიდან, რაც ადამიანთა პირველ წყვილს დაემართა
რას ვსწავლობთ იქიდან, რაც ადამიანთა პირველ წყვილს დაემართა
ღმერთმა გადმოხედა დედამიწას, რომელსაც ადამიანთა საცხოვრებლად ამზადებდა და დაინახა, რომ ყველაფერს, რასაც ქმნიდა, კარგი იყო. როდესაც ეს საქმე დასრულდა, მან განაცხადა, რომ ის „ძალიან კარგი“ იყო (დაბადება 1:12, 18, 21, 25, 31). მაგრამ, სანამ ყველაფერს ბოლომდე დაასრულებდა, ღმერთმა თქვა, რომ რაღაც ‘არ ვარგოდა’. რასაკვირველია, ღმერთს არ შეუქმნია რამე არასრულყოფილად. ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ მას შემოქმედება ბოლომდე არ ჰქონდა დასრულებული. „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა, — თქვა იეჰოვამ, — გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს“ (დაბადება 2:18).
იეჰოვას განზრახვა იყო, რომ ადამიანთა საზოგადოებას მარადიულად ეარსება, ჯანმრთელები, ბედნიერები ყოფილიყვნენ და გამრავლებულიყვნენ დედამიწაზე სამოთხეში. ადამი მთელი კაცობრიობის მამა იყო, ხოლო მისი ცოლი, დაბადება 3:20). თუმცა დღესდღეობით დედამიწა მილიარდობით მათი შთამომავლით არის სავსე, ადამიანები ძალიან შორს არიან სრულყოფილებისაგან.
ევა, „ყოველი ცოცხალის დედა“ გახდა (ადამისა და ევას ამბავი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ პრაქტიკულად როგორი სარგებლობის მიღება შეგვიძლია აქედან? რის სწავლა შეგვიძლია ადამიანთა პირველი წყვილის შემთხვევიდან?
„მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“
როდესაც ადამი ცხოველებს სახელებს არქმევდა, დაინახა, რომ ისინი დაწყვილებული იყვნენ, მას კი არ ჰყავდა შემწე. ამიტომ, როცა მშვენიერი ქმნილება იხილა, რომელიც იეჰოვამ მისი ნეკნისგან გამოსახა, გაიხარა. ადამი ხვდებოდა, რომ ის თავისი განუყოფელი ნაწილი იყო და შესძახა: „ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული“ (დაბადება 2:18—23).
მამაკაცს „შემწე“ სჭირდებოდა. ახლა მას გვერდით ჰყავდა ის, ვინც სწორედ მისი შესაფერისი იყო. ევა ადამის სრულყოფილი შემავსებელი იქნებოდა; ის იზრუნებდა სამოთხის ბაღზე და ცხოველებზე, იყოლიებდა შთამომავლობას, ადამის დასახმარებლად თავის გონებრივ შესაძლებლობებს გამოიყენებდა და ერთგული თანამგზავრის როლს შეასრულებდა (დაბადება 1:26—30).
იეჰოვამ ეს წყვილი ყველაფრით უზრუნველყო, რაც კი მათ თვალსა და გულს გაახარებდა. როდესაც ღმერთმა ევა თავის ქმარს მიუყვანა და ამნაირად კანონიერი გახადა მათი კავშირი, ქორწინების ინსტიტუტი და ოჯახი დააფუძნა, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ჩამოყალიბდებოდა. წიგნ „დაბადებაში“ ნათქვამია: „მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“. როდესაც იეჰოვამ აკურთხა პირველი დაქორწინებული წყვილი და უთხრა, რომ ენაყოფიერათ, მისი განზრახვა იყო, ყველა ბავშვი მზრუნველ ოჯახში დაბადებულიყო. (დაბადება 1:28; 2:24).
‘ღვთის ხატად’
ადამი იყო ღვთის სრულყოფილი ძე, რომელიც ღმერთმა ‘თავის ხატად და მსგავსებად’ შექმნა. მაგრამ, რადგან ‘ღმერთი სულია’, ფიზიკური მსგავსება ვერ იარსებებდა მათ შორის (დაბადება 1:26; იოანე 4:24). მსგავსება აირეკლება თვისებებში, რაც ადამიანს ცხოველებზე ზეაღმატებულს ხდის. დიახ, ადამიანში თავიდანვე ჩადებული იყო ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სიბრძნე, ძალა და სამართლიანობა. ის დაჯილდოებული იყო თავისუფალი ნებითა და სულიერობით. ზნეობრიობის აღქმის თანდაყოლილი უნარი ანუ სინდისი სწორისა და არასწორის ერთმანეთისგან განსხვავების საშუალებას აძლევდა. აზროვნების უნარის წყალობით მისთვის შესაძლებელი იყო, დაფიქრებულიყო ცხოვრების არსზე, დაეგროვებინა ცოდნა შემოქმედის შესახებ და მასთან ახლო ურთიერთობა განევითარებინა. ამგვარად, ადამს ყველაფერი ჰქონდა, რაც დასჭირდებოდა იმისათვის, რომ შეესრულებინა თავისი, როგორც ღვთის მიწიერ ქმნილებათა გამგებლის, როლი.
ევა სცოდავს
ადამი, უეჭველად, მაშინვე აცნობებდა ევას, თუ რა აუკრძალა მათ იეჰოვამ; ადამსა და ევას შეეძლოთ ეგემათ სამოთხის ბაღის ყველა ხის ნაყოფი, გარდა ერთისა — კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფისა. მათ არ უნდა ეჭამათ ამ ხის ნაყოფი. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ დღესვე, როგორც კი შეჭამდნენ, მოკვდებოდნენ (დაბადება 2:16, 17, აქ).
მალე აკრძალული ნაყოფის თაობაზე საკამათო საკითხი წამოიჭრა. ევას გველმა მიმართა, რომელიც უხილავმა სულიერმა ქმნილებამ თავის მაცნედ გამოიყენა. გველმა, ვითომცდა გულუბრყვილოდ, ჰკითხა ევას: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?“. ევამ უპასუხა, რომ, ერთის გარდა, ყველა ხის ნაყოფი ეჭმეოდათ. მაგრამ გველი შეეწინააღმდეგა ღმერთს, როდესაც უთხრა ქალს: „არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“. ქალმა სრულიად სხვაგვარად დაუწყო ყურება აკრძალულ ხეს. ‘კარგი იყო საჭმელად ის ხე და თვალწარმტაცი’. მწარედ მოტყუებულმა ევამ დაარღვია ღვთის კანონი (დაბადება 3:1—6; 1 ტიმოთე 2:14).
არ შეეძლო ევას ცოდვის თავიდან აცილება? რასაკვირველია, შეეძლო! წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მის ადგილზე. გველის განაცხადი სრულიად ეწინააღმდეგებოდა ღვთისა და ადამის ნათქვამს. რას იფიქრებდით, თუ ვინმე უცნობი თქვენს საყვარელ ადამიანს უპატიოსნობაში დაადანაშაულებდა? ევას სულ სხვა რეაგირება უნდა მოეხდინა, 1 კორინთელთა 11:3; იაკობი 1:14, 15).
უკმაყოფილება და აღშფოთება უნდა გამოეხატა და არც კი უნდა მოესმინა. ბოლოს და ბოლოს, ვინ იყო გველი, რომ ეჭვი შეეტანა ღვთის სამართლიანობასა და მისი ქმრის სიტყვებში? მეთაურობის პრინციპის პატივისცემის გამო ევას გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა უნდა ეკითხა. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ, თუ ოდესმე ისეთ ინფორმაციას მოგვაწვდიან, რომელიც ღვთის მითითებებს ეწინააღმდეგება. მაგრამ ევა მაცდურის სიტყვებს მიენდო და სურდა, თავად განესაჯა, რა იყო კარგი და რა — ცუდი. რაც უფრო მეტად ფიქრობდა მოწოდებულ იდეაზე, მით უფრო მიმზიდველი ეჩვენებოდა. როგორი შეცდომა დაუშვა მან ამ არასწორი იდეის გულში ჩადებით, ნაცვლად იმისა, რომ თავიდან ამოეგდო ან ამ საკითხზე თავისი ოჯახის თავთან ემსჯელა! (ადამი უჯერებს თავის ცოლს
ევამ ადამსაც მალე ჩაადენინა ცოდვა. როგორ შეგვიძლია ავხსნათ ადამის უხალისო და უსიტყვო თანხმობა? (დაბადება 3:6, 17). ადამი თავისი ერთგულების გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. დაემორჩილებოდა თუ არა თავის შემოქმედს, რომელმაც ყველაფრით უზრუნველყო და ამავე დროს საყვარელი შემწე, ევა, მიჰგვარა? იმოქმედებდა იეჰოვას მითითებების თანახმად? თუ თავის ცოლივით ცოდვას ჩაიდენდა? ადამმა ძალიან კარგად იცოდა, რომ რის მიღებასაც მისი ცოლი მოელოდა აკრძალული ხილის შეჭმით, არარეალური იყო. მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა“ (1 ტიმოთე 2:14). ასე რომ, ადამმა განზრახ ირჩია, არ დამორჩილებოდა იეჰოვას. როგორც ჩანს, მისი შიში, რომ ცოლი არ დაეკარგა, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მისი რწმენა ღვთისადმი, რომელსაც სიტუაციის გამოსწორების უნარი შესწევდა.
ადამის საქციელი თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. ეს კი მისი ყველა იმ შთამომავლის სიკვდილსაც ნიშნავდა, რომელთა ყოლის უფლება იეჰოვამ გულმოწყალედ უბოძა მას. ისინი სიკვდილს იმიტომ იმსახურებდნენ, რომ ცოდვილები იბადებოდნენ (რომაელთა 5:12). რა ძვირად დაუჯდა მას ეგოიზმით გამოწვეული დაუმორჩილებლობა!
ცოდვის შედეგები
ცოდვა ჩაიდინეს თუ არა, მათ მაშინვე შერცხვათ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სიხარულით გაქცეულიყვნენ იეჰოვასთან სალაპარაკოდ, დაიმალნენ (დაბადება 3:8). ღმერთთან მათ მეგობრობას წერტილი დაესვა. თუმცა ორივე მათგანმა იცოდა, რომ ღვთის კანონი დაარღვიეს, როდესაც იეჰოვამ ჰკითხა, თუ რა ჩაიდინეს, ისინი სინდისს არ შეუწუხებია. აკრძალული ნაყოფის შეჭმით მათ არაფრად ჩააგდეს ღვთის სიკეთე.
ღმერთმა უთხრა მათ, თუ რა იქნებოდა ამის შედეგი: მშობიარობის პროცესი მეტად მტკივნეული იქნებოდა; ევას ქმრისკენ ექნებოდა ლტოლვა, ხოლო ადამი იბატონებდა მასზე. ევას მცდელობა, მიეღწია დამოუკიდებლობისთვის, სრულიად საპირისპირო შედეგით დასრულდა. ადამი ტანჯვით მიიღებდა მიწის ნაყოფს. ნაცვლად იმისა, რომ მძიმე შრომის გარეშე მოეპოვებინა საზრდო, დიდი გაჭირვებით უნდა გაეტანა თავი სანამ მტვრად მიიქცეოდა, რომლისგანაც იყო გამოსახული (დაბადება 3:16—19).
საბოლოოდ, ადამი და ევა ღმერთმა გამოაძევა ედემის ბაღიდან. იეჰოვამ თქვა: „აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს. . .“. „ეს წინადადება დაუსრულებელია“, — შენიშნავს სწავლული გორდონ უენემი. ამიტომ ღვთის მიერ გამოთქმულ აზრს ჩვენ, შესაძლოა, უნდა დავურთოთ ასეთი შემავსებელი სიტყვები: „მოდი გავაძევებ მას ბაღიდან“. ბიბლიის მწერალი, ჩვეულებისამებრ, ღვთის მიერ გამოთქმულ დასრულებულ აზრს გადმოსცემს. მაგრამ ამ შემთხვევაში, განაგრძობს უენემი: „დასკვნითი სიტყვების გამოტოვება ღვთის დაუყოვნებელ მოქმედებაზე მიანიშნებს. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული საუბარი, როცა ისინი განიდევნენ ბაღიდან“ (დაბადება 3:22, 23). როგორც ჩანს, ამ სიტყვებით იეჰოვასა და პირველ წყვილს შორის ყველანაირი ურთიერთობა შეწყდა.
ადამი და ევა ფიზიკურად არ მომკვდარან იმ 24-საათიანი დღის განმავლობაში, როცა შესცოდეს — ისინი სულიერად მოკვდნენ. რადგან ისინი საბოლოოდ მოსწყდნენ სიცოცხლის წყაროს, თანდათანობით დაიწყო მათი დეგრადაცია და მოკვდნენ. წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილი უნდა ეგრძნოთ მათ, როდესაც პირველად იხილეს ადამიანის სიკვდილი — როცა მათმა პირმშომ, კაენმა, მათი მეორე ვაჟი, აბელი, მოკლა (დაბადება 4:1—16).
ამის შემდეგ შედარებით ცოტა რამ არის ცნობილი პირველი წყვილის შესახებ. მათი მესამე ვაჟი, შეთი, მაშინ დაიბადა, როცა ადამი 130 წლის იყო. ადამი 800 წლის შემდეგ, 930 წლის ასაკში მოკვდა, მას შემდეგ, რაც შვა „ძენი და ასულნი“ (დაბადება 4:25; 5:3—5).
რას ვსწავლობთ აქედან
ჩვენთვის უკვე ნათელია, რატომ არის დღევანდელი საზოგადოება სავალალო მდგომარეობაში, მაგრამ ამავე დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა იყოს ის, რაც პირველ ცოლ-ქმარს დაემართა. იეჰოვა ღმერთისგან დამოუკიდებლობის პრეტენზია სრული უგუნურებაა. გონიერები რწმენას ავლენენ იეჰოვასა და მისი სიტყვის მიმართ და არ ეყრდნობიან მხოლოდ საკუთარ ცოდნას. იეჰოვა ადგენს, რა არის სწორი და რა — არასწორი. სწორად მოქცევა ღვთისადმი მორჩილებას ნიშნავს, არასწორად მოქცევა კი — მისი კანონების დარღვევასა და მისი პრინციპების უგულებელყოფას.
იეჰოვა სთავაზობდა და კვლავაც სთავაზობს კაცობრიობას ყველაფერს, რაც თვალსა და გულს გაახარებდა — მარადიულ სიცოცხლეს, თავისუფლებას, კმაყოფილებას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობასა და ახალ-ახალ აღმოჩენებს. მაგრამ ეს ყველაფერი რომ გაგვაჩნდეს, საჭიროა იმის შეგნება, რომ მთლიანად ზეციერ მამაზე, იეჰოვაზე, ვართ დამოკიდებული (ეკლესიასტე 3:10—13; ესაია 55:6—13).
[ჩარჩო⁄სურათი 26 გვერდზე]
მითია ის, რაც ადამსა და ევას დაემართათ?
ძველ დროში მცხოვრებ ბაბილონელებში, ასურელებში, ეგვიპტელებსა და სხვა ხალხებში გავრცელებული იყო წარმოდგენა თავდაპირველ სამოთხეზე, რომელიც ცოდვის ჩადენის გამო დაიკარგა. ბევრ ლეგენდაში მოთხრობილი იყო სიცოცხლის ხეზე, რომლის ნაყოფიც მარადიულ სიცოცხლეს მიანიჭებდა მათ, ვინც მას იგემებდა. მაშასადამე, კაცობრიობას ახსოვს, რომ ედემში რაღაც ტრაგიკული ამბავი მოხდა.
დღეს ბევრი უარყოფს ადამისა და ევას შესახებ ბიბლიურ ცნობას და მას მხოლოდ მითად მიიჩნევს. მაგრამ მეცნიერთა უმეტესობა აღიარებს, რომ ადამიანთა მოდგმა ერთი ოჯახია, რომელსაც საერთო წინაპარი ჰყავდა. ბევრი თეოლოგი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ საერთო წინაპრის მიერ ჩადენილი თავდაპირველი ცოდვის შედეგები მთელ კაცობრიობას გადაეცა მემკვიდრეობით. მაგრამ, თუ ჩათვლიდნენ, რომ ადამიანები მხოლოდ ერთი საერთო წინაპრისგან არ წარმოშობილან, მაშინ იძულებული იქნებოდნენ დაესკვნათ, რომ თავდაპირველი ცოდვა რამდენიმე საერთო წინაპრის მიერ იყო ჩადენილი. თავის მხრივ, ამით ისინი იძულებული გახდებოდნენ, უარეყოთ ქრისტეს, ‘უკანასკნელი ადამის’, მიერ კაცობრიობის გამოსყიდვა. მაგრამ იესოსა და მისი მოწაფეებისთვის ეს საკითხი არ წარმოადგენდა თავსატეხს. ისინი აღიარებდნენ, რომ წიგნ „დაბადებაში“ მოცემული ინფორმაცია უტყუარი იყო (1 კორინთელთა 15:22, 45; დაბადება 1:27; 2:24; მათე 19:4, 5; რომაელთა 5:12—19).