‘დადგა ჟამი’
‘დადგა ჟამი’
„დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი“ (იოანე 13:1).
1. რა მითქმა-მოთქმით ივსება იერუსალიმი ახ. წ. 33 წლის პასექის მოახლოებისას და რატომ?
ახ. წ. 29 წელს ნათლობით იესო დაადგა იმ გზას, რომელიც სიკვდილის, მკვდრეთით აღდგომისა და განდიდების ‘ჟამამდე’ მიიყვანდა. ახლა ახ. წ. 33 წლის გაზაფხულია. მხოლოდ რამდენიმე კვირაა გასული მას შემდეგ, რაც იუდეველთა უმაღლესმა სასამართლომ, სინედრიონმა, იესოს მოკვლის გადაწყვეტილება მიიღო. იესო იგებს მათ გეგმას, რასაც შესაძლებელია მის მიმართ მეგობრულად განწყობილი ნიკოდემოსის, სინედრიონის წევრის, მეშვეობით ახერხებს; ტოვებს იერუსალიმს და მდინარე იორდანეს გაღმა მხარეში მიდის. პასექის დღესასწაულის მოახლოებისას იმ მხარიდან მრავალი მიდის იერუსალიმში და ქალაქი იესოს შესახებ მითქმა-მოთქმით ივსება. „როგორ ფიქრობთ, არ მოვა დღესასწაულზე?“, — ერთმანეთს ეკითხება ხალხი. მღელვარებას ისიც აძლიერებს, რომ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა განკარგულებები გასცეს: თუ ვინმე იესოს ნახავდა, მაშინვე შეეტყობინებინათ მათთვის მისი ადგილსამყოფელი (იოანე 11:47—57).
2. მარიამის რა მოქმედება იწვევს კამათს და რას ცხადყოფს ‘თავისი ჟამის’ ცოდნაზე იესოს პასუხი, რომლითაც მარიამს იცავს?
2 პასექის დღესასწაულამდე იოანე 12:1—8; მათე 26:6—13). იესომ იცის, რომ ‘დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან თავისი გადასვლის ჟამი’ (იოანე 13:1). კიდევ ხუთი დღე და ის ‘თავის სულს მრავალთა გამოსასყიდად მისცემს’ (მარკოზი 10:45). ამ დროიდან მოყოლებული, გადაუდებლობის გრძნობა მოქმედებს ყველაფერზე, რასაც იესო აკეთებს და ასწავლის. რა სასწაულებრივ მაგალითს გვაძლევს ის ჩვენ, დღეს მცხოვრებთ, რომლებიც მთელი გულით მოველით ამ სისტემის აღსასრულს! ახლა კი განვიხილოთ, რა გადახდება თავს იესოს მომდევნო დღეს.
ექვსი დღით ადრე, 8 ნისანს, იესო კვლავ იერუსალიმის შემოგარენშია. ის არის ბეთანიაში — თავისი საყვარელი მეგობრების, მართას, მარიამისა და ლაზარეს მშობლიურ ქალაქში — რომელიც იერუსალიმიდან დაახლოებით სამი კილომეტრით არის დაშორებული. პარასკევ საღამოსა და შაბათს იესო იქ ატარებს. მომდევნო საღამოს, როდესაც მარიამი ძვირფას ნელსაცხებელს სცხებს მას, მოწაფეები ქალის საქციელს არ იწონებენ. იესო კი პასუხობს: „დაანებე[თ] თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა იგი. რადგან ღარიბნი ყოველთვის თქვენთანა გყავთ, მე კი არ გყავართ ყოველთვის“ (იესოს ტრიუმფალური შესვლის დღე
3. ა) როგორ შედის იესო იერუსალიმში კვირას, 9 ნისანს, და როგორია ამაზე ხალხის უმეტესობის რეაქცია? ბ) რა პასუხს აძლევს იესო ფარისევლებს, რომლებიც იქ შეკრებილი ხალხის მოქმედებაზე ჩივიან?
3 კვირას, 9 ნისანს, იესო ტრიუმფალურად შედის იერუსალიმში. როგორც ზაქარიას 9:9-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, ის ჩოჩორზე ამხედრებული მიდის და, როდესაც ქალაქს უახლოვდება, ხალხის უმეტესობა თავის სამოსელს უფენს გზაზე, სხვები კი ხეების რტოებს აჭრიან და უფენენ. „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე!“ — ყვირიან ისინი. ამ ხალხში მყოფი ზოგი ფარისევლის სურვილია, იესო გაუწყრეს თავის მოწაფეებს. მაგრამ იესო პასუხობს: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ“ (ლუკა 19:38—40; მათე 21:6—9).
4. რატომ არის იერუსალიმი შეძრული იესოს შესვლით?
4 მხოლოდ რამდენიმე კვირაა გასული მას შემდეგ, რაც მრავალმა მათგანმა იესოს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის სასწაული იხილა. ახლა ისინი ამ სასწაულის შესახებ სხვებს ელაპარაკებიან. ასე რომ, როდესაც იესო იერუსალიმში შედის, მთელი ქალაქი შეძრულია. „ეს ვინ არისო?“ — კითხულობენ ისინი. ხალხი ამბობს: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან“. როდესაც ხედავენ, თუ რა ხდება, ფარისევლები ჩივიან: „მთელი წუთისოფელი მას მიჰყვება“ (მათე 21:10, 11; იოანე 12:17—19).
5. რა ხდება, როდესაც იესო ტაძარში მიდის?
5 ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში მისვლისას იესო, დიდებული მასწავლებელი, ტაძარში მიდის, რათა ხალხს ასწავლოს. იქ მასთან მიდიან ბრმები და კოჭლები, ის კი კურნავს მათ. როდესაც მღვდელმთავრები და მწიგნობრები ამას ხედავენ და ესმით ტაძარში ბიჭების შეძახილი: „ოსანა დავითის ძესო!“, ბრაზდებიან. „თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?“ — უკმაყოფილოდ ეუბნებიან ისინი. „ჰო!“ — პასუხობს იესო. „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება’“. სწავლების განმავლობაში იესო შესანიშნავად ხედავს, თუ რა ხდება ტაძარში (მათე 21:15, 16; მარკოზი 11:11).
6. რით განსხვავდება იესოს ახლანდელი მოქმედება ადრინდელი მოქმედებისგან და რატომ?
იოანე 7:10). ის ყოველთვის იღებდა ზომებს, როდესაც თავის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ახლა კი აშკარად შედის ქალაქში, სადაც გაცემულია განკარგულება მისი დაპატიმრების შესახებ! იესოს არასოდეს ახასიათებდა ისიც, რომ მას, როგორც მესიას, წარმოეჩინა საკუთარი თავი (ესაია 42:2; მარკოზი 1:40—44). მას არ სურდა საკუთარი თავის წარმოჩენა ან მის შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება, რაც ამ ინფორმაციის სიტყვიერად ერთმანეთისთვის გადაცემას მოჰყვებოდა. ახლა კი ხალხი დაუფარავად აღიარებს მას მეფედ და მხსნელად — მესიად — იესო კი არად აგდებს რელიგიურ წინამძღოლთა მოთხოვნას, გააჩუმოს ხალხი! რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება? როგორც მომდევნო დღეს თავად იესო განმარტავს — იმან, რომ „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაცის ძე“ (იოანე 12:23).
6 რამდენად განსხვავდება იესოს ახლანდელი მოქმედება ექვსი თვის წინანდელისგან! მაშინ იესო კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმში „არა გაცხადებულად, არამედ ფარულად“ მივიდა (მამაცურად მოქმედება — შემდეგ კი სიცოცხლის გადამრჩენი სწავლებები
7, 8. როგორ ირეკლავს ახ. წ. 33 წლის 10 ნისანს იესოს მოქმედებები იმას, რაც ახ. წ. 30 წლის პასექის დღესასწაულზე ტაძარში გააკეთა?
7 ორშაბათს, 10 ნისანს, ტაძარში შესვლისას იესო წინა დღის ნანახის შესაბამისად მოქმედებს. ის ‘ტაძარში გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვას იწყებს; მეკერმეთა მაგიდებსა და მტრედების გამყიდველთა სკამებს აყირავებს და არ ანებებს რაიმე საგნის გატან-გამოტანას ტაძარში’. იესო განსჯის ამ ბოროტმოქმედებს: „არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ხალხისთვისო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ“ (მარკოზი 11:15—17).
8 იესოს მოქმედება ირეკლავს იმას, რაც სამი წლის წინათ, ახ. წ. 30 წლის პასექის დღესასწაულზე ტაძარში მისვლისას გააკეთა. მაგრამ ამჯერად მისი განსჯა უფრო მკაცრია. ის ტაძარში გამყიდველებს ‘ავაზაკებად’ იხსენიებს (ლუკა 19:45, 46; იოანე 2:13—16). ისინი ასეთები კი იმიტომ არიან, რომ მათგან, ვისაც შესაწირავად ცხოველის ყიდვა სჭირდება, უზომოდ დიდი საფასურის გადახდას ითხოვენ. მღვდელმთავრები, მწიგნობრები და ერისმთავარნი იგებენ იესოს მოქმედების შესახებ და კვლავ მისი მოკვლის შესაძლებლობებს ეძებენ, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოიჭირეს იესო ცალკე, რადგან მისი სწავლებით გაოცებული მთელი ხალხი არ შორდება მას (მარკოზი 11:18; ლუკა 19:47, 48).
9. რას ასწავლის იესო და რისთვის იწვევს ტაძარში მყოფ თავის მსმენელებს?
9 იესო განაგრძობს ტაძარში სწავლებას და აცხადებს: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაცის ძე“. დიახ, მან იცის, რომ ადამიანად ცხოვრების იოანე 12:23—26).
მხოლოდ რამდენიმე დღეღა დარჩენია. მას შემდეგ, რაც ხორბლის მარცვალზე ყვება, რომელიც ნაყოფის გამოსაღებად ჯერ უნდა მოკვდეს — რაც მის სიკვდილსა და სხვებისთვის მარადიული სიცოცხლის მიღების შესაძლებლობას შეესაბამება — იესო თავის მსმენელებსაც იწვევს: „ვინც მე მემსახურება, მე მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა“ (10. რას გრძნობს იესო იმ ტანჯვით აღსავსე სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც მას ელოდება?
10 იესო ფიქრობს თავის სიკვდილზე, რომელიც ტანჯვით აღსავსე იქნება და რომლამდეც მხოლოდ ოთხი დღეღა არის დარჩენილი და განაგრძობს: „ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან!“ მიუხედავად ამისა, არაფრით არ შეიძლება იმის არიდება, რაც იესოს ელოდება. „მაგრამ, — ამბობს ის, — ამისთვის მოვედი ამ ჟამს“. მართლაც, იესო თანახმაა ღვთის ყველა ღონისძიებაზე. ის მზად არის, თავისი ნებისმიერი მოქმედება, საკუთარი თავის ზვარაკად მიტანის ჩათვლით, ღვთის ნების შესაბამისად წარიმართოს (იოანე 12:27). ღვთის ნების მორჩილად ბოლომდე შესრულების რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა მან ამით!
11. რას ასწავლის იესო ადამიანებს, რომლებმაც ზეციდან ხმა გაიგონეს?
11 იესოს ძალიან აწუხებს ის, თუ როგორ შეეხება თავისი სიკვდილი მამის რეპუტაციას და ლოცულობს: „მამაო, განადიდე სახელი შენი!“ ტაძარში შეკრებილი ხალხის გასაოცრად ზეციდან მოდის ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“. დიდებული მასწავლებელი შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს და ხალხს ასწავლის, თუ რატომ ისმის ზეციდან ხმა, რა შედეგს გამოიღებს მისი სიკვდილი და რატომ არის რწმენის გამოვლენა საჭირო (იოანე 12:28—36). გასული ორი დღე იესოსთვის ნამდვილად გადატვირთული დღეები იყო, მაგრამ გადამწყვეტი დღე ჯერ კიდევ წინაა.
მხილების დღე
12. როგორ ცდილობენ რელიგიური წინამძღოლები სამშაბათს, 11 ნისანს, იესოს გამოჭერას, და რა შედეგით?
12 სამშაბათს, 11 ნისანს, იესო კიდევ ერთხელ შედის ტაძარში, რათა ხალხს ასწავლოს. მტრულად განწყობილი მსმენელებიც იქვე არიან. მღვდელმთავრები და უხუცესები იესოს წინა დღის მოქმედებაზე მიუთითებენ და ეკითხებიან: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“ დახელოვნებული მასწავლებელი თავისი პასუხით ჩიხში აქცევს მათ, შემდეგ კი სამი თვალსაჩინო მაგალითი მოჰყავს. ორი მათგანი ვენახზეა, ხოლო ერთი — საქორწილო ნადიმზე. ეს იგავები ცხადყოფს, თუ რამდენად ბოროტები არიან მისი მოწინააღმდეგენი. ამის მოსმენით განრისხებულ რელიგიურ წინამძღოლებს იესოს ხელში ჩაგდების სურვილი იპყრობს. მაგრამ მათ იქ შეკრებილი ადამიანების ეშინიათ, რადგან ისინი იესოს წინასწარმეტყველად მიიჩნევენ. ამიტომ რელიგიური წინამძღოლები ეშმაკობას მიმართავენ და ცდილობენ, იესოს ისეთი რამ ათქმევინონ, რის საფუძველზეც მის დაპატიმრებას შეძლებენ. მათე 21:23—22:46).
იესომ კი თავისი პასუხებით დაადუმა ისინი (13. რა რჩევას აძლევს იესო თავის მსმენელებს მწიგნობრებთან და ფარისევლებთან დაკავშირებით?
13 რადგან მწიგნობრებსა და ფარისევლებს თავი ღვთის რჯულის მასწავლებლებად მოაქვთ, იესო თავის მსმენელებს მოუწოდებს: „ყველაფერი რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, არკი ასრულებენ“ (მათე 23:1—3). ყველას წინაშე რა პირდაპირი მხილებაა! მაგრამ იესო მხილებას ამით არ ასრულებს. ეს ტაძარში მისი ყოფნის უკანასკნელი დღეა და ერთიმეორეზე მიყოლებით გაბედულად განაგრძობს მხილებებს, რომელიც გრგვინვასავით გაისმის.
14, 15. რომელ მკაცრ მხილებებს წარმოთქვამს იესო მწიგნობართა და ფარისეველთა შესახებ?
14 „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო“, — ექვსჯერ იმეორებს იესო. ასეთები კი იმიტომ არიან, რომ, იესოს განმარტების თანახმად, ისინი ადამიანთა წინაშე ზეციერ სამეფოს კეტავენ და იქ შემავალთ არ უშვებენ. ეს თვალთმაქცები უვლიან ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციონ რჯულზე მხოლოდ იმისათვის, რომ ისიც სამუდამოდ განადგურდეს. მაშინ როდესაც უგულებელყოფენ იმას, „რაც უფრო მთავარია რჯულში — განკითხვას, წყალობასა და სარწმუნოებას“, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ მეათედის გადახდას. ფაქტობრივად, ‘გარედან ასუფთავებენ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან მტაცებლობითა და უსამართლობით’, რადგან მათი გარეგნული ღვთისმოსაობის ქვეშ შინაგანი გახრწნილება იმალება. გარდა ამისა, ისინი მზად არიან, სამარხები აუგონ წინასწარმეტყველებს და შეამკონ ეს სამარხები, რითაც საკუთარ ქველმოქმედებას აპყრობენ სხვების ყურადღებას, თუმცა სინამდვილეში „წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი“ არიან (მათე 23:13—15, 23—31).
15 იესო განსჯის მოწინააღმდეგეებს სულიერი ფასეულობების უქონლობისთვის და ამბობს: „ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო“. ისინი მორალის საკითხში ბრმები არიან, რადგან ტაძრის ოქროს მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე თაყვანისცემის ადგილის სულიერ ფასეულობას. იესო განაგრძობს და უმკაცრეს მხილებაზე გადადის. „იქედნეთა ნაშობო გველებო! — ამბობს ის, — როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ დიახ, იესო მათ ეუბნება, რომ ბოროტი გზებით სიარულისთვის, სამუდამოდ განადგურდებიან (მათე 23:16—22, 33). დაე ჩვენც გამოვავლინოთ გაბედულება სამეფოს ცნობის გაცხადებით მაშინაც კი, როდესაც ცრუ რელიგიის მხილებაა საჭირო.
16. რა მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებას ეუბნება იესო თავის მოწაფეებს ზეთისხილის მთაზე?
16 იესო მიდის ტაძრიდან. შუადღის პაპანაქების განელების შემდეგ ის და მისი მოციქულები ზეთისხილის მთაზე ადიან. იქ ჯდომისას იესო ტაძრის განადგურების, თავისი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებს. ამ წინასწარმეტყველური სიტყვების მნიშვნელობა ჩვენს დღეებსაც ეხება. იმ საღამოს იესო მოწაფეებს შემდეგ რამესაც ეუბნება: „თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად“ (მათე 24:1—14; 26:1, 2).
იესოს ‘ბოლომდე უყვარს თავისიანები’
17. ა) პასექის განმავლობაში, 14 ნისანს, რა გაკვეთილს უტარებს იესო თორმეტს? ბ) რა ღონისძიებას აფუძნებს იესო იუდა ისკარიოტელის წასვლის შემდეგ?
17 მომდევნო ორ დღეს —12 და 13 ნისანს — იესო ტაძარში აშკარად არ დადის. რელიგიური წინამძღოლები მის მოკვლას ცდილობენ, ხოლო იესოს სურვილია, არაფერმა შეუშალოს ხელი თავის მოციქულებთან ერთად პასექის დღესასწაულის აღნიშვნაში. ხუთშაბათს მზის ჩასვლის შემდეგ იწყება 14 ნისანი — დედამიწაზე იესოს ადამიანად ცხოვრების უკანასკნელი დღე. იმ საღამოს იესო და მისი მოციქულები იერუსალიმში ერთ სახლში იკრიბებიან, სადაც უკვე ყველაფერია გამზადებული პასექის აღსანიშნავად. ამ დღესასწაულის აღნიშვნისას იესო თორმეტს ფეხებს ბანს, რითაც მათ თავმდაბლობის შესანიშნავ გაკვეთილს უტარებს. იუდა ისკარიოტელის გასტუმრების შემდეგ, რომელიც 30 ვერცხლად თავისი ბატონის გაცემაზე დათანხმდა, — იმ თანხად, რომელიც მოსეს რჯულის თანახმად, მხოლოდ მონის საფასური იყო — იესო თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აფუძნებს (გამოსვლა 21:32; მათე 26:14, 15, 26—29; იოანე 13:2—30).
18. კიდევ რას ასწავლის იესო სიყვარულით 11 მოციქულს და როგორ ამზადებს ის მათ თავისი გარდაუვალი წასვლისთვის?
18 გახსენების საღამოს დაფუძნების შემდეგ მოციქულები ერთმანეთში ცხარე კამათს მართავენ ლუკა 22:24—30). იესო მათ იმასაც ეუბნება, რომ ისე უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც თავად უყვარს ისინი (იოანე 13:34). ის არ ჩქარობს იმ ოთახიდან გასვლას, სადაც ერთად არიან შეკრებილი, და სიყვარულით ამზადებს მოციქულებს თავისი გარდაუვალი წასვლისთვის. მათ არწმუნებს თავის მეგობრობაში, მოუწოდებს, გამოავლინონ რწმენა და სულიწმიდის გამოგზავნით დახმარებას ჰპირდება (იოანე 14:1—17; 15:15). სახლიდან გასვლამდე იესო მამას ევედრება: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ“. მართლაც, იესომ მოამზადა მოციქულები თავისი წასვლისთვის და ნამდვილად „ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოანე 13:1; 17:1).
იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის მათ შორის უდიდესი. იესო მათ ამის გამო კი არ საყვედურობს, არამედ სხვებისთვის მომსახურების ფასს ასწავლის. ის ძალიან აფასებს იმ ფაქტს, რომ მოციქულებს განსაცდელისას არ მიუტოვებიათ იგი და მათთან სამეფო კავშირს დებს (19. რატომ იტანჯება იესო გეთსიმანიის ბაღში?
19 შუაღამე საკმაოდ გადასულია, როდესაც იესო და თავისი 11 ერთგული მოციქული გეთსიმანიის ბაღში მიდიან. ის ხშირად დადიოდა თავის მოციქულებთან ერთად იქ (იოანე 18:1, 2). რამდენიმე საათში იესო საშინელი ბოროტმოქმედივით უნდა მოკვდეს. მომავალი ტანჯვის განცდა და იმაზე ნერვიულობა, თუ როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი მამის სახელზე, იმდენად დიდია, რომ ლოცვისას მისი ოფლი სისხლის წვეთებივით ხდება და მიწას ეპკურება (ლუკა 22:41—44). „მოვიდა ჟამი, — ეუბნება იესო მოციქულებს. — აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი“. ჯერ სიტყვა არა აქვს დასრულებული, რომ იუდა ისკარიოტელი უახლოვდება. იუდას თან მოჰყვება ჩირაღდნებმომარჯვებული და მახვილებით შეიარაღებული დიდი ბრბო. ისინი იესოს დასაპატიმრებლად არიან მისული. იესო არ ეწინააღმდეგება. „აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ — ამბობს ის (მარკოზი 14:41—43; მათე 26:48—54).
ღვთის ძის განდიდება!
20. ა) რა საშინელი მოპყრობის ობიექტი ხდება იესო დაპატიმრების შემდეგ? ბ) სიკვდილის წინა მომენტში რატომ ამბობს იესო: „აღსრულდა!“?
20 დაპატიმრების შემდეგ იესოს ცრუ მოწმეები ბრალს სდებენ, მიკერძოებული მსაჯულები მსჯავრს სდებენ, პონტოელ პილატეს განაჩენი გამოაქვს, მღვდელმთავრები და ბრბო დასცინიან, ხოლო ჯარისკაცები მასხრად იგდებენ და აწამებენ (მარკოზი 14:53—65; 15:1, 15; იოანე 19:1—3). პარასკევს, ნაშუადღევს იესოს წამების ძელზე აკრავენ. ის საშინელ ტკივილს განიცდის, რომელიც ხელ-ფეხზე ლურსმნით მიყენებულ ჭრილობაზე მთელი სხეულის სიმძიმის დაწოლით არის გამოწვეული (იოანე 19:17, 18). დაახლოებით დღის 3 საათზე იესო ამოთქვამს: „აღსრულდა!“. დიახ, მან შეასრულა ყველაფერი, რისთვისაც დედამიწაზე მოვიდა. იესო თავის სულს ღმერთს აბარებს, თავს ხრის და კვდება (იოანე 19:28, 30; მათე 27:45, 46; ლუკა 23:46). მესამე დღეს იეჰოვა მკვდრეთით აღადგენს თავის ძეს (მარკოზი 16:1—6). მისი მკვდრეთით აღდგენიდან 40 დღის შემდეგ იესო ზეცაში ადის და განდიდდება (იოანე 17:5; საქმეები 1:3, 9—12; ფილიპელთა 2:8—11).
21. როგორ შეგვიძლია, მივბაძოთ იესოს?
21 როგორ შეგვიძლია ‘ქრისტეს კვალის მიყოლა’? (1 პეტრე 2:21). მასავით ჩვენც დაე ყოველი ძალ-ღონე მოვახმაროთ მთელი ენთუზიაზმით სამეფოს შესახებ ქადაგებასა და ხალხის მოწაფეებად ქცევას, ხოლო ღვთის სიტყვის გადაცემისას, ვიყოთ გაბედულები და უშიშრები (მათე 24:14; 28:19, 20; საქმეები 4:29—31; ფილიპელთა 1:14). არასოდეს დავკარგოთ თვალთახედვის არედან ის, თუ დროის რომელ მონაკვეთში ვიმყოფებით ან არასოდეს გამოგვრჩეს ერთმანეთის სიყვარულისა და კეთილი საქმეებისაკენ წახალისება (მარკოზი 13:28—33; ებრაელთა 10:24, 25). დაე მთელი ჩვენი მოქმედება ღვთის ნებაზე იყოს აგებული და გვესმოდეს, რომ ‘უკანასკნელ ჟამს’ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4).
როგორ უპასუხებდით?
• რა გავლენა იქონია ტაძარში უკანასკნელად მსახურების დროს იესოს მოქმედებაზე იმის ცოდნამ, რომ მისი სიკვდილის ჟამი მოახლოებული იყო?
• რა ცხადყოფს, რომ იესოს ‘ბოლომდე უყვარდა თავისიანები’?
• რას გვიჩვენებს იესოს შესახებ მისი ცხოვრების ბოლო საათებში მომხდარი მოვლენების განხილვა?
• როგორ შეგვიძლია ჩვენს მსახურებაში ქრისტე იესოს მიბაძვა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
იესოს ‘ბოლომდე უყვარდა ისინი’.