არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება

იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება

იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება

ერთგულება, რაც დღეს იშვიათობას წარმოადგენს, ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, მსახურთა დამახასიათებელი თვისებაა. ერთგული პიროვნება გაჭირვების დროს სიმტკიცეს ინარჩუნებს და რამდენ ხანსაც უნდა გასტანოს ამ პერიოდმა, ურყევი რჩება. გავიხსენოთ სამაგალითო ადამიანი, მეფე ხიზკია. „არც მანამდე ყოფილა მისი მსგავსი ისრაელის მეფეთა შორის და არც მის მერე იქნება“, — აღნიშნულია ბიბლიაში. რატომ იყო ხიზკია განსაკუთრებული პიროვნება? მიუხედავად იმისა, რომ ცრუ ღვთაების, მოლოქის, თაყვანისმცემლებით იყო გარშემორტყმული „მიეწება იგი უფალს“. დიახ, ხიზკია „არ განდგომია [იეჰოვას], და იცავდა მის ნაბრძანებს“ (მეოთხე მეფეთა 18:1—6).

კიდევ ერთი პიროვნება, რომელმაც იეჰოვასადმი ერთგულება შეინარჩუნა, მოციქული პავლე იყო. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მის მსახურებასთან დაკავშირებული ჩანაწერები იმის ნათელი დადასტურებაა, რომ პავლე ერთგულად და მთელი გულით ემსახურებოდა ღმერთს. თავისი მიწიერი სიცოცხლის დასასრულს პავლეს შეეძლო ეთქვა: „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმოთე 4:7).

ერთგულების რა შესანიშნავი მაგალითები დაგვიტოვეს ხიზკიამ და პავლემ! მოდი მივბაძოთ მათ რწმენას ჩვენი დიდებული ღვთისადმი, იეჰოვასადმი, ერთგულების შენარჩუნებით (ებრაელთა 13:7).